„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6955-რს
სარეგისტრაციო კოდი
080180020.05.001.020120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) რეჟიმი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში – განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დამყარდეს დროებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების პერიოდში და რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტებისთვის კანონით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც აუცილებელია მძევალთა განთავისუფლებისთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს უფლება აქვს მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისთვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს.“.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, მუნიციპალიტეტებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6955-რს