„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3501-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
010240010.05.001.021048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.“. 

2. მე-5 მუხლის „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს სამინისტროების აპარატების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსე­ბუ­ლი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების დებულებებს;

გ) უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები;“.

3. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სპეციალური დაწესებულებებისა და სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.“; 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსგან, სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისგან, სპეციალური დაწესებულებისგან, სახელმწიფო რწმუნებულისგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირისგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სპეციალური დაწესებულება, სახელმწიფო რწმუნებული ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

4. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო რწმუნებულების სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3501-XIIIმს-Xმპ