1. მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაშაულის გამოვლენის პროცესში ფარულად შეაგროვოს ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაცია და მიაწოდოს იგი საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვების შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს:

ა) სასურველი ღონისძიება ან მეთოდი;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ხანგრძლივობა;

გ) იმ მონაცემების სფერო, რომლებიც უნდა აღირიცხოს და გადაიცეს;

დ) მონაცემების გადაცემის სახე.

3. ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგან