1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შეწყდება, თუ:

ა) შესრულდა ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა;

ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია;

გ) დადგინდა კონკრეტული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს შესამოწმებელი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს;

დ) გავიდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისა და შეწყვეტის ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და უწყებრივი ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2015 წლის 1
მაისის

კანონი
№3537
- ვებგვერდი, 18.05.2015