საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს აგრეთვე შემდეგ სფეროებში:
ა) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი;
ბ) ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
გ) გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
დ) პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათი პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაში დახმარება;
ე) სამეცნიერო კვლევის შედეგების გაზიარება;
ვ) შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკითა და მოწყობილობით დახმარება;
ზ) კრიმინალისტიკის სფეროში გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
თავი IVსახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა.
პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაც
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.10.2013).
წინა რედაქცია (22.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. თანამშრომლობის სხვა სახეები საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს აგრეთვე შემდეგ სფეროებში: ა) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი; ბ) ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება; გ) გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება; დ) პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათი პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაში დახმარება; ე) სამეცნიერო კვლევის შედეგების გაზიარება; ვ) შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკითა და მოწყობილობით დახმარება; ზ) კრიმინალისტიკის სფეროში გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ გამოცდილების გაზიარება. თავი IVსახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა. პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა