1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მხარეების საბაჟო ადმინისტრაციების მიერ და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი საბაჟო ადმინისტრაცია ნებართვას იძლევა სხვა უწყებების მიერ ან სხვა მიზნებისათვის მისი გამოყენების თაობაზე.

2. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვლება კონფიდენციალურად და ისარგებლებს სულ მცირე იგივე დონის დაცვით და კონფიდენციალობით, როგორითაც სარგებლობს მსგავსი ინფორმაცია თხოვნის მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობი