1. ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, როდესაც ერთი მხარის უფლებამოსილი პირები იმყოფებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე, მათ მთელი ვიზიტის განმავლობაში უნდა შეეძლოთ პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა მეორე მხარისთვის.
2. თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის მიერ დანიშნულ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამ შეთანხმების მე-19 და მე-20 მუხლების თანახმად იმყოფებიან თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, ექნებათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ამ შეთანხმების 26-ე მუხლის შესაბამისად.
3. ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, უფლებამოსილი პირები მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე და ისარგებლებენ ისეთივე დაცვით როგორც თავისი საბაჟო მოხელეები სარგებლობენ, რაც გათვალისწინებულია ამ მხარის სამართლებრივი და ადმინისტრაციული აქტები