1. ამ შეთანხმების საფუძველზე, პერსონალური მონაცემების გაცვლა არ დაიწყება, ვიდრე საბაჟო ადმინისტრაციები, 26-ე მუხლის შესაბამისად, არ შეთანხმდებიან, რომ ამ მონაცემების მიმღები მხარის ტერიტორიაზე ექნებათ დაცვის ის დონე, რომელიც დააკმაყოფილებს ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. თხოვნის საფუძველზე, საბაჟო ადმინისტრაცია, რომელიც იღებს პერსონალურ მონაცემებს, ამ მონაცემების გადამცემ საბაჟო ადმინისტრაციას აცნობებს მათი გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ.
3. ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია თხოვნის შესრულების მიზნებისათვის.
4. პერსონალური მონაცემების გადამცემი საბაჟო ადმინისტრაცია შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ ასეთი მონაცემები იყოს სათანადოდ და კანონიერად შეგროვებული და ზუსტი, გადაცემის მომენტისთვის განახლებული და არ აჭარბებდეს იმ მიზნებს, რისთვისაც იგი იქნა წარდგენილი.
5. თუ აღმოჩნდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არასწორია ან მისი გაცვლა არ შეიძლებოდა, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. ის საბაჟო ადმინისტრაცია, რომელმაც მიიღო ასეთი მონაცემები, ჩაასწორებს ან გააუქმებს მათ.
6. საბაჟო ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების გადაცემას ან მიღების რეგისტრაციას.
7. საბაჟო ადმინისტრაციები მიიღებენ უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების დაცვას უნებართვო გამოყენების, შეცვლის ან გავრცელებისაგა