1. ამ შეთანხმების გამოყენების დროს გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს თხოვნის მიმღები მხარის მიერ.

2. ექსპერტებისა და მოწმეების ხარჯებს, ასევე, თარჯიმანთა და მთარგმნელთა მომსახურების საფასურს, სახელმწიფო მოხელეთა გარდა, გაიღებს თხოვნის წარმდგენი მხარე.

3. თუ თხოვნის შესრულება საჭიროებს მნიშვნელოვანი მოცულობის ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯებს, მხარეები გაივლიან კონსულტაციას იმ პირობების ჩამოყალიბების მიზნით, რომელთა საფუძველზე მოხდება თხოვნის შესრულება და ხარჯების გაწევ