ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტში მიმდინარე სასამართლო წარმოება უნდა იქნეს დასრულებული ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

დასტურად ამისა, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია ქ. ბუენოს-აირესში, 2015 წლის 23 ივნისი, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით      არგენტინის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)
(ხელმოწერილი