1. საბაჟო სამსახურები, თხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ისეთი დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციების შესახებ, რომლებიც შეიცავენ ან შესაძლებელია შეიცავდნენ საბაჟო სამართალდარღვევას.
2. ისეთ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგენს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარის ეკონომიკას, მოსახლეობის ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო ინტერესს, მხარეთა საბაჟო სამსახურები, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ მიაწვდიან ერთმანეთს ამგვარ ინფორმაცია