მხარეები, მათი შესაბამისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ ნარკოტიკულ საშუალებებთან  მიმართებაში დაბალანსებული და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით. ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული პოლიტიკა და ქმედებები მიზნად ისახავს უკანონო ნარკოტიკული საშუალებების პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრუქტურების გაძლიერებას, უკანონო ნარკოტიკული საშუალებების მიწოდების, ვაჭრობისა და მათზე მოთხოვნის შემცირებას, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან  დაკავშირებულ  ჯანმრთელობასა და სოციალურ შედეგებზე კონცენტრაციას ზიანის შემცირების მიზნით, ასევე, ქიმიური პრეკურსორების, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო წარმოებისათვის,   გავრცელების უფრო ეფექტიან პრევენციას.

ხსენებული მიზნების მისაღწევად მხარეები შეთანხმდებიან თანამშრომლობის აუცილებელ მეთოდებზე. ქმედებები დაეფუძნება ერთობლივად შეთანხმებულ პრინციპებს, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებისა და ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ევროკავშირის სტრატეგიის  (2013-20) გათვალისწინებით, ასევე, 1998 წლის ივნისში, ნარკოტიკული საშუალებების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მეოცე სპეციალური სესიის მიერ დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალებების მოთხოვნის შემცირების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ“ პოლიტიკური დეკლარაციის გათვალისწინები