მხარეები უზრუნველყოფენ შემდეგი დოკუმენტების სრულ იმპლემენტაციას:
(a) „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს; და
(b) ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმება, რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს.
მხარეები გააგრძელებენ მცდელობას, გაზარდონ მოქალაქეთა მობილურობა და გადადგამენ ეტაპობრივ ნაბიჯებს ერთობლივი მიზნის, კერძოდ, შესაბამის ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღების მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ დაცული იქნება ორფაზიანი „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული კარგად მართული და უსაფრთხო მობილურობის პირობებ