და საზღვრის მართვის სფეროებში
მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ტერიტორიებს შორის მიგრაციული ნაკადების ერთობლივი მართვის მნიშვნელობას და მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებაში დანერგავენ ყოვლისმომცველი დიალოგის ფორმატს, რაც ასევე მოიცავს ლეგალურ მიგრაციას, საერთაშორისო დაცვასა და არალეგალური მიგრაციის, კონტრაბანდისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას.
თანამშრომლობა დაეფუძნება კონკრეტული საჭიროებების შეფასებას, რომელიც განხორციელდება მხარეთა შორის ორმხრივი კონსულტაციების შედეგად და შესრულდება შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება შემდეგ ასპექტებზე:
(a) მიგრაციის ძირეული მიზეზები და შედეგები;
(b) საერთაშორისო დაცვასთან მიმართებით ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარება და იმპლემენტაცია, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციისა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმის, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებათა შესრულების გათვალისწინებით, როგორიცაა 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, და „იძულებით უკან დაბრუნების არდაშვების“ (“non-refoulement“) პრინციპის პატივისცემის უზრუნველყოფა;
(c) პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრეინინგი; და რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;
(d) არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი და პრევენციული პოლიტიკის გაძლიერება, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), მათ შორის ის საკითხი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადამყვან პირთა და ადამიანით მოვაჭრეთა ქსელის წინააღმდეგ ბრძოლა და ამგვარი ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა;
(e) 2008 წლის 4 დეკემბერს ხელმოწერილი „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე ოპერატიული თანამშრომლობის მართვის ევროპულ სააგენტოსა (FRONTEX) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) შორის ოპერატიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ“ სამუშაო შეთანხმების იმპლემენტაცია;
(f) დოკუმენტების უსაფრთხოებისა და საზღვრის მართვის სფეროებში ისეთი საკითხები, როგორიცაა ორგანიზაცია, ტრეინინგი, საუკეთესო პრაქტიკა და სხვა ოპერატიული ღონისძიებები.
თანამშრომლობამ შესაძლოა ასევე ხელი შეუწყოს ცირკულარულ მიგრაციას განვითარების სასარგებლო