და საზღვრის მართვის სფეროებში

მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ტერიტორიებს შორის მიგრაციული ნაკადების ერთობლივი მართვის მნიშვნელობას და თანხმდებიან შეინარჩუნონ, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგი მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, ლეგალურ მიგრაციის, საერთაშორისო დაცვისა და არალეგალური მიგრაციის,  კონტრაბანდისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ჩათვლით.

თანამშრომლობა დაეფუძნება კონკრეტული საჭიროებების შეფასებას, რომელიც განხორციელდება მხარეთა შორის ორმხრივი კონსულტაციების შედეგად და შესრულდება შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება შემდეგ ასპექტებზე:

(a)
მიგრაციის ძირეული მიზეზები და შედეგები;

(b)
საერთაშორისო დაცვასთან მიმართებით ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარება და იმპლემენტაცია, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციისა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმის, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებათა შესრულების გათვალისწინებით, როგორიცაა 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, და „იძულებით უკან დაბრუნების არდაშვების“ (“non-refoulement“)  პრინციპის პატივისცემის უზრუნველყოფა;

(c)
პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრენინგი, და რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;

(d)
არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი და პრევენციული პოლიტიკის გაძლიერება, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), მათ შორის ის საკითხი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადამყვან პირთა და ადამიანით მოვაჭრეთა ქსელის წინააღმდეგ ბრძოლა და ამგვარი ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა;

(e)
დოკუმენტების უსაფრთხოებისა და საზღვრის მართვის სფეროებში ისეთი საკითხები, როგორიცაა ორგანიზაცია, ტრენინგი, საუკეთესო პრაქტიკა და სხვა ოპერატიული ღონისძიებები;

(f)
თანამშრომლობამ შესაძლოა ასევე  ხელი შეუწყოს  ცირკულარულ მიგრაციას განვითარების სასარგებლოდ; და

(g)
მხარეები თანხმდებიან, რომ არსებული და სამომავლო ეროვნული ჩარჩოების ფარგლებში,  ისინი გამართავენ დიალოგს ლეგალური მიგრაციის თაობაზე.

მხარეები უზრუნველყოფენ იმას, რომ მის ტერიტორიაზე ლეგალურად დასაქმებული  მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებისთვის მოპყრობა, თავიანთ მოქალაქეებთან შედარებით, არ იქნება არანაირი ფორმით დისკრიმინაციული მოქალაქეობის ნიადაგზე, როცა საქმე ეხება სამუშაო პირობებს, ანაზღაურებასა თუ დათხოვნა