მხარეები აღიარებენ, რომ მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და, მათ შორის,  საბრძოლო მასალების უკანონო წარმოება, გადატანა და გავრცელება, და მათი დიდი რაოდენობით დაგროვება, ცუდი მართვა, არასათანადოდ დაცული მარაგები და უკონტროლო გავრცელება, კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

მხარეები თანხმდებიან, რომ დაიცავენ და სრულად შეასრულებენ მათ შესაბამის ვალდებულებებს, რათა აღმოფხვრან მცირე და მსუბუქი შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო მასალებით, უკანონო ვაჭრობა, არსებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, ასევე, ამ სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, როგორიცაა „მცირე და მსუბუქი შეიარაღებით უკანონო ვაჭრობის პრევენციის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამა, მისი ყველა ასპექტის გათვალისწინებით.

მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ითანამშრომლობენ და უზრუნველყოფენ კოორდინაციას, ქმედებათა ურთიერთშევსებადობასა და ერთობლივ ძალისხმევას მცირე და მსუბუქი შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო მასალებით, უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და დიდი რაოდენობით მარაგების განადგურების კუთხით, გლობალურ, რეგიონულ, ქვერეგიონულ და ეროვნულ დონეებზე.

გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სფეროში.

მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ ამ შეთანხმებისთვის გათვალისწინებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშ