მუხლი 7. საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მძიმე დანაშაულები
კარი II — პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში
1. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და ამგვარი დანაშაულებისათვის დაუსჯელობა თავიდან უნდა იქნეს აცილებული ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ზომების მიღების გზით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩათვლით.
2. მხარეები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება წარმოადგენს მნიშვნელოვან განვითარებას საერთაშორისო მშვიდობისა და მართლმსაჯულებისთვის. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ვალდებულებას, განაგრძონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების იმპლემენტაციის გზით, მისი ერთიანობის დაცვის მიმართ სათანადო ყურადღების გამახვილები
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“, მუხლი 7, №25/21, 21.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016628 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5069283/muxli-7/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია