მხარეები მიიჩნევენ, რომ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელება როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო აქტორებს შორის, წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს. შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ და წვლილს შეიტანენ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მათი არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებისა და ეროვნულ დონეზე მათი იმპლემენტაციის გზით. მხარეები თანხმდებიან, რომ ეს დებულება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების  არსებით ელემენტს.

მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ და წვლილს შეიტანენ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში შემდეგი ქმედებების განხორციელების გზით:

(a)
მიიღონ ზომები, რათა საჭიროების შემთხვევაში, ხელი მოაწერონ, რატიფიკაცია მოახდინონ, ან შეუერთდნენ და სრულად შეასრულონ ყველა სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტი; და

(b)
ჩამოაყალიბონ ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი ეროვნული სისტემა, რომელიც გააკონტროლებს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ტვირთების ექსპორტსა და ტრანზიტს, რაც მოიცავს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე  მასობრივი განადგურების იარაღის საბოლოო გამოყენების კონტროლსა და ექსპორტის კონტროლის დარღვევებზე ეფექტიანი სანქციების დაწესებას.

3.
მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ ამ შეთანხმებისთვის გათვალისწინებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშ