1.
მხარეები გააძლიერებენ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარებას, ასევე იმუშავებენ, რათა დამატებით წაახალისონ რეგიონული თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატებში და კერძოდ, იმუშაონ რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით.

2.
ეს ძალისხმევა დაეფუძნება საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ საერთო პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნით აქტსა და სხვა შესაბამის მრავალმხრივ დოკუმენტებშ