მხარეები ითანამშრომლებენ, რათა არ დაუშვან მათი ფინანსური და შესაბამისი არაფინანსური სისტემების გამოყენება ზოგადად, კრიმინალური საქმიანობების და კერძოდ, ნარკოტიკული დანაშაულების შედეგად მიღებული შემოსავლების გათეთრებისა და აგრეთვე ტერორიზმის დაფინანსების მიზნით.

ეს თანამშრომლობა ასევე ვრცელდება დანაშაულის შედეგად მიღებული აქტივების ან ფულადი სახსრების დაბრუნებაზე

აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა საშუალებას იძლევა გაიცვალოს სათანადო ინფორმაცია შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში და მიღებულ იქნეს შესატყვისი სტანდარტები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს, როგორიცაა ფულის გათეთრებაზე ფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF