მხარეები ადასტურებენ მათ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, ასევე კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და შერიგებისადმი მიმართული ძალისხმევის ერთობლივად ხელშეწყობის მიმართ. კონფლიქტის მდგრად გადაწყვეტამდე და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული ფორმატებისთვის ზიანის მიუყენებლად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა მხარეთა შორის, ასევე საერთაშორისო დონის სხვა შესაბამის მონაწილე მხარეებთან დიალოგისას.
მხარეები აღიარებენ შერიგების მიმართულებით საქართველოს ვალდებულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ მისი ძალისხმევის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი და საბოლოო მოგვარების მისაღწევად; ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმებისა და მისი შემდგომი საიმპლემენტაციო ზომების სრულად შესრულების, ურთიერთხელშემწყობი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების; და ადგილზე ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.
მხარეები კოორდინაციას გაუწევენ, ასევე, სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მათ ძალისხმევას ხელი შეუწყონ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.
ყველა ეს ძალისხმევა დაეფუძნება საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ საერთო პრინციპებს, რომლებიც განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის 1975 წლის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნით აქტსა და სხვა შესაბამის მრავალმხრივ დოკუმენტებშ