მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ სასამართლო თანამშრომლობას სამოქალაქო და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობის შესახებ მრავალმხრივი კონვენციების თაობაზე მოლაპარაკებების, მათი რატიფიცირებისა და იმპლემენტაციის კუთხით და კონკრეტულად, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის კონვენციების თაობაზე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობისა და სამართალწარმოების, ასევე, ბავშვთა დაცვის სფეროში.

რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობას, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას ორმხრივი სამართლებრივი დახმარების კუთხით შესაბამისი მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ეს, საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს გაეროსა და ევროპის საბჭოს შესაბამის საერთაშორისო აქტებთან მიერთებასა და მათ იმპლემენტაციას, ასევე ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (EUROJUST) მჭიდრო თანამშრომლობას.

კარი IV

ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები

თავი 1

ეროვნული რეჟიმი და საქონლისათვის ბაზრის ხელმისაწვდომობა

ნაწილი 1

ზოგადი დებულებე