საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.07.2011
საქმის ნომერი
2კ-339აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹339აპ-11 1 ივლისი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენზე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განაჩენით:

თ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ივნისიდან.

ჯ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ივნისიდან.

ა. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ივნისიდან.

გ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ივნისიდან.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და მასზე დართული _ ერთი მუქი ფერის, პატარა ზომის შუშის ბოთლი, რომელიც ნახევრად შევსებულია მოთავსებულია თხევადი ნივთიერებით; ერთი მუქი ფერის, დაახლოებით 0,5 ლიტრი ტევადობის, თხევადი ნივთიერებით შევსებული შუშის ბოთლი, ასევე მინის ბოთლებში არსებული ნივთიერება, წონით 3725,07 გრამი, 53,20 გრამი და 45,32 გრამი ვერცხლისწყალი უნდა მიექცეს სახელმწიფოს საკუთრებაში და მისი შემდგომი გამოყენების საკითხის გადასაწყვეტად, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გადაეგზავნოს სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დამტკიცდა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ნ-სა და მსჯავრდებულ თ. ბ-ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ბ-ს მონაწილეობით) შორის 2011 წლის 28 აპრილს წერილობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

თ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ივნისიდან.

დამტკიცდა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ნ-სა და მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ბ-ს მონაწილეობით) შორის 2011 წლის 28 აპრილს წერილობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

ჯ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ივნისიდან.

ა. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ივნისიდან.

გ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ივნისიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულების _ გ. ს-სა და ა. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.