განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1ბ/722-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ მუ----------–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გი------–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მუ----------–----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0--------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), ნ----------–----------------, რეგისტრირებულის ქ. ბ----------------–--------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ----------------–-------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენით:
მუ----------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2016 წლის 26 აპრილიდან 2016 წლის 29 აპრილის ჩათვლით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო თე------------ას.
მუ----------–----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
მ------- ბ---–----- და თე------------ა (სასტუმრო “ია-–---ის” ადმინისტრატორი) 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 26 აპრილის ჩათლით, მუ----------–----ის ძმის და---------–----ის საკუთრებაში და მუ----------–----ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ, ქ---------–-------–-------------–- მდებარე სასტუმრო „ია-–---ში“ განთავსებულ ოთახებს წინასწარი შეთანხმებით გადასცემდნენ პროსტიტუციისთვის, კერძოდ: აღნიშნულ სასტუმროში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ მეძავეები, რომლებიც თე------------ასა და მუ----------–----ის თანხმობით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ სასტუმროში სპეციალურად ამ მიზნით მისულ მამაკაცებს. ე. წ. კლიენტები მეძავეებისგან სექსუალური მომსახურების მიღების მიზნით ქირაობდნენ მუ----------–----ის მფლობელობაში არსებულ სასტუმროში ოთახებს, რაც იცოდა ამ უკანასკნელმა და სასტუმროს ადმინისტრატორმა თე------------ამ და რაც წარმოადგენდა სასტუმროს შემოსავლის ძირითად წყაროს. შესაბამისად, მუ----------–----ე და თე------------ა შეგნებულად, პროსტიტუციისთვის გადასცემდნენ სასტუმროს ოთახებს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მუ----------–----ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გი------–---------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენის გაუქმება და მუ----------–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ განაჩენი გამოტანილია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უგულებელყოფით, საქმის ზერელე და არასრული განხილვით. საქმეში ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება იმის დასადასტურებლად, რომ მუ----------–----ემ იცოდა მის სასტუმროში პროსტიტუციის მიზნით ნომრების დაქირავების შესახებ. მოწმეთა ჩვენებებით და ფარული ვიდეოჩანაწერებით, ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მუ----------–----ეს საათობრივი გაქირავება აკრძალული ჰქონდა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მუ----------–----ეს არ ჰქონია განზრახვა, რომ სასტუმროს ნომრები გადაეცა პროსტიტუციისთვის და შემდგომში ეს გამხდარიყო მისი შემოსავლის ძირითადი წყარო. მით უმეტეს, რომ კლიენტების რეგისტრაციას თავად მუ----------–----ე არ ახდენდა. მტკიცებულებათა ჩამონათვალში, რომლებიც გამამტყუნებელ განაჩენს დაედო საფუძვლად, სასამართლო ძირითადად დაეყრდნო კრებსებს და ფარულ ვიდეოჩანაწერებს, სადაც მცირე მინიშნებაც კი არაა იმის თაობაზე, რომ მუ----------–----ე გადასცემდა ოთახებს პროსტიტუციისათვის ან იცოდა ამის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მუ----------–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გი------–---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას მუ----------–----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მუ----------–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ინ------------–---–---ის ჩვენება წინააღმდეგობაშია სხვა გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, მათ შორის დი---------–------------–---–--ის ჩვენებებთან, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან არსებითი სახის წინააღმდეგობა მათ ჩვენებებში არ არის, კერძოდ, მათი ჩვენებებით დადგენილია შემდეგი:
მოწმე ინ------------–---–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ქ. ბათუმში და დაკავებულია პროსტიტუციით. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ადგილია ქ. ბ------–-------–--------ში მდებარე ბარი და სატუმრო „ია-–---ი“, სადაც ბარის ხელმღვანელია მუ----------–----ე, ხოლო სასტუმროს ადმინისტრატორი თე------------ა. ხსნებული პირები გარიგებაში არიან მეძავებთან (ქართველი, უზბეკი და სხვადასხვა ეროვნების გოგონებთან), რომლებიც ბარში მისულ, ძირითადად ირანელ და თურქ მამაკაცებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უწევენ სექსუალურ მომსახურებას, რა დროსაც სარგებლობენ სასტუმრო „ია-–---ის“ ნომრებით. მოწმის ჩვენებით, ბარში კლიენტთან შეთანხმების შემდეგ, შედიოდნენ სასტუმროში, სადაც ადმინისტრატორი თე------------ა ფულის სანაცვლოდ აძლევდათ ნომერს საათობრივად ან მთელი დღით, ასევე სთავაზობდათ პრეზერვატივის შეძენას, თუმცა მას არასდროს შეუძენია და არ იცის ფასი. მოწმის ჩვენებით, თე-- აძლევდა პირადობის მოწმობას ან პასპორტს, მაგრამ იგი აფორმებდა თუ არა მას სასტუმროს ჟურნალში, მისთვის უცნობია. მოწმის ჩვენებით, სასტუმრო „ია-–---ის“ ნომერში კლიენტებთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი, ისევე როგორც სხვა მეძავეებმა. მოწმის ჩვენებით, ბარი გამოიყურება როგორც გასართობი, დასასვენებელი ადგილი, რეალურად კი წარმოადგენს ე. წ. „ბორდელს“. ხსენებულ ბარში იკრიბებიან და პროსტიტუციას ეწევიან მხოლოდ ის გოგონები, რომლებიც გარიგებაში არიან ბარისა და სასტუმროს მეპატრონეებთან.
მოწმე ლი-----------–---–ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ 2016 წელს, დაახლოებით 3 თვე მუშაობდა ბ------–-------–----------–- მდებარე ბარ „ია-–---ში“ ბარმენად, რომელიც მის სიძეს ბ-------------- ნაქირავები ჰქონდა და---------–----ისაგან. ბარის თავზე მდებარეობს სასტუმრო „ია-–---ი“, რომელსაც განაგებდა დ------- ძმა - მუ----------–----ე, ადმინისტრატორი კი იყო თ--. მოწმის განმარტებით, ბარში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ მეძავი გოგონები (რომელთაგან რამდენიმეს იცნობს), ისინი გარკვეულ ფულად თანხაზე უთანხმდებოდნენ ბარში მისულ მამაკაცებს და შემდეგ სასტუმრო „ია-–---ის“ დაქირავებულ ნომრებში უწევდნენ სექსუალური მომსახურებას. მოწმის ჩვენებით, სასტუმროში სექსუალური მომსახურების გაწევის თაობაზე ინფორმაციას ფლობს თავად მეძავი გოგონებისგან, რომლებიც დაუფარავად საუბრობდნენ ამ თემაზე. მუ----------–----ე, რომელიც ხშირად მიდიოდა ბარში, თავად ხედავდა იქ შეკრებილ პროსტიტუციით დაკავებულ ქალბატონებს.
მოწმე დი-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წელს, დაახლოებით 1 თვე მუშაობდა ბ------–-------–----------–- მდებარე ბარ „ია-–---ში“ მიმტანად, რომელიც მის სიძეს ბ-------------- ნაქირავები ჰქონდა და---------–----ისაგან. ბარი მუშაობდა დღის 2 საათიდან ღამის 3 საათამდე, იქ იკრიბებოდნენ პროსტიტუციით დაკავებული გოგონები, რომლებიც ბარში მყოფ მამაკაცებს უთანხმდებოდნენ თანხაზე და სექსუალური მომსახურების გაწევის მიზნით, ქირაობდნენ ბარის თავზე მდებარე სასტუმრო „ია-–---ის“ ნომრებს. მოწმის განმარტებით, მეძავი ქალბატონებიდან თითქმის ყველას იცნობს, კლიენტი მამაკაცის თხოვნით თავადაც არაერთხელ დაუძახია კონკრეტული გოგოსთვის, მის თვალწინ ხდებოდა მეძავებსა და კლიენტებს შორის საუბარი, აგრეთვე ბარიდან გასვლის შემდეგ მათი პირდაპირ სასტუმროში შესვლის ფაქტები. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მუ----------–----ე ყოველდღიურად მიდიოდა ბარში ქირის თანხის მისაღებად, და---------–----ე კი - იშვიათად, როდესაც ბ--------ი ქირის გადახდას დააგვიანებდა.
ამდენად, სამივე მოწმე ადასტურებს, რომ ბარში იკრიბებოდნენ პროსტიტუციით დაკავებული გოგონები, რომლებიც კლიენტთან შეთანხმების შემდეგ მიდიოდნენ სასტუმრო „ია-–---ში“. დი---------–------------–---–--მა ასევე დაადასტურეს, რომ და---------–----ე ყოველდღიურად მიდიოდა ბარში ქირის თანხის მისაღებად და ის გარემოება, რომ მოწმე ინ------------–---–---მა ბარის ხელმღვანელად მუ----------–----ე დაასახელა, ბუნებრივია მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დასახელებული პირების ჩვენებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობა, რაც მათი გაუზიარებლობისა და დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ მოწმე ნი-----–--------ის მიმართ საგამოძიებო ორგანოში განხორციელდა ზეწოლა, რაზეც თავად ნი-----–--------ეც მიუთითებს.
აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ან საფუძვლიანი არგუმენტი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნი-----–--------ის ჩვენება /რომელიც მუშაობდა თ------------ას მსგავსად სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე/ წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის დროს დანაშაულის სუბიექტი მოწოდებულია, რომ პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემა სხვა ადამიანისთვის მისთვის უნდა იყოს ერთგვარად მყარი და ხანგრძლივი ფინანსური შემოსავლის მომტანი, ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა პროსტიტუციისთვის უნდა იყოს სპეციალური ხასიათის, ისეთი მაგალითად, როგორიცაა სასტუმროს ოთახის საათობით გაქირავება პროსტიტუციისათვის. აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარე შეეცადა იმიტაციის შექმნას, რომ სასტუმრო ია-–---ში ოთახები ქირავდებოდა საათობით, რაც არ დასტურდებოდა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას და განმარტავს, რომ მუ----------–----ისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად არ არის აუცილებელი ოთახების საათობრივად გადაცემის ფაქტის დადგენა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარის საფუძველს ქმნის აღნიშნული სასტუმროს პროსტიტუციისთვის გადაცემისა და მასში მუ----------–----ის მონაწილეობის დასადასტურებლად, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებული მოწმე ბა------------ის ჩვენების თანახმად დადგენილია, რომ 2016 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, და---------–----ისაგან იქირავა ქ. ბ------–-------–----------–- მდებარე ბარი „ია-–---ი“, ყოველთვიურად კი ქირის სახით უხდის 1500 ლარს. ბარში მუშაობენ მისი მეგობარი ქალის - ლე--–-----–-–---–ის დები: ლ---- - ბარმენად, ხოლო დ---- - მიმტანად. ბარი მუშაობს დღის 2 საათიდან დილის 3 საათამდე. მოწმის ჩვენებით, ყოველდღიურად აკვირდება ბარის მუშაობს და ხედავს, რომ იკრიბებიან მეძავი გოგონები და მამაკაცები, ე. წ. კლიენტები, რომლებიც სექსუალური მომსახურების სანაცვლო ანაზღაურებაზე შეთანხმების შემდეგ, ადიან იმავე მისამართზე მდებარე სასტუმრო „ია-–---ში“, სადაც ქირაობენ სასტუმროს ოთახებს და მეძავი გოგონები უწევენ სექსუალურ მომსახურებას კლიენტებს. აღნიშნული სასტუმროს ადმინისტრატორები არიან თ------------, დირექტორი - მუ----------–----ე, სასტუმროსა და ბარის მესაკუთრე კი - მ-------ის ძმა და---------–----ე. მოწმის ჩვენებით, იმდენად, რამდენადაც ყოველდღიურად სამუშაო ადგილზე იმყოფებიან და მუდმივად აკონტროლებენ სიტუაციას, ნინოსთვის, თე--თვის, მ-------ისა და დ-------თვის ცნობილია, რომ ბარში იკრიბებიან პროსტიტუციით დაკავებული ქალბატონები, რომლებიც ოთახებს ქირაობენ სასტუმრო „ია-–---ში“ და სექსუალურ მომსახურებას უწევენ კლიენტებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ.
მოწმე ნი-----------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაკავებულია პროსტიტუციით ქ. ბათუმში. არაერთხელ არის ნამყოფი ხ---–--- ქუჩაზე მდებარე ბარსა და სასტუმრო „ია-–---ში“, იცნობს ადმინისტრატორ თე------------ას, მუ----------–----ეს კი არ იცნობს. 2016 წლის აპრილის თვეში, იმყოფებოდა ბარ „ია-–---ში“, სადაც სექსუალური მომსახურების გაწევაზე შეუთანხმდა თურქი ეროვნების მამაკაცს და ავიდნენ სასტუმრო „ია-–---ში“, სადაც ნომრის ღირებულებაზე მამაკაცი შეუთანხმდა ადმინისტრატორ თე--, რომელსაც მისთვის პირადობის მოწმობა არ მოუთხოვია. ნომრის საფასურს როგორც წესი იხდიდა მამაკაცი, დრო შეზღუდული არ იყო. მოწმის განმარტებით, ბარში ბევრი ადამიანი იკრიბებოდა, მათ შორის პროსტიტუციით დაკავებული ქალბატონები.
მოწმე რო------------ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ. ბათუმში, ხ---–--- ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ია-–---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეგობრობს იქვე მდებარე ბარ „ია-–---ში“ დასაქმებულ მიმტან და ბარმენ გოგონებთან და 2-3-ჯერ ნამყოფია მათთან. მეგობრებისგან იცის, რომ სასტუმრო „ია-–---ის“ მფლობელია მუ----------–----ე, ხოლო ადმინისტრატორი - თე------------ა. მოწმის განმარტებით, უნახავს როგორ ერთობოდნენ ბარში შესული მეძავები და უცხოელი მამაკაცები, რომლებიც შეთანხმების შემდეგ, დროს ატარებდნენ სასტუმროში.
მოწმე კა------------------ას ჩვენებით, 2016 წლის თებერვლის თვეში, პირად საქმეზე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, აპირებდა თბილისში დაბრუნებას, თუმცა ამინდის გაუარესების გამო და ღამით მგზავრობის თავის არიდების მიზნით, გადაწყვიტა ერთი ღამით დარჩენა. ვინაიდან იმყოფებოდა ხ---–--- ქუჩაზე, მივიდა იქვე მდებარე სასტუმრო „ია-–---თან“, რომლის პირველ სართულზე არის ბარი. ბარში იმყოფებოდნენ თურქი ეროვნების მამაკაცები ქალბატონებთან ერთად. მოწმის განმარტებით, ბარის ერთ-ერთ თანამშრომელ გოგონას ჰკითხა, თუ ვის შეიძლებოდა გასაუბრებოდა სასტუმროს თაობაზე, გოგონამ კი მიუთითა ბარის ე. წ. „სტოიკასთან“ მყოფ სასტუმროს ადმინისტრატორზე, სახელად თ--. თ--- მას განუმარტა, რომ სასტუმროს ნომრის დაქირავება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისარგებლებდა ბარში მყოფი მეძავების სექსუალური მომსახურებითაც. ვინაიდან შემოთავაზება მისთვის არ იყო მისაღები, დატოვა სასტუმრო. გარეთ გასულს შეხვდა უცნობი პირი, რომელმაც განუმარტა, რომ იყო შს სამინისტროს თანაშრომელი (წარუდგინა მოწმობა) და დაინტერესდა თუ რა სახის დაწესებულება იყო „ია-–---ი.“ მოწმის ჩვენებით, მან შს სამინისტროს თანამშრომელს უამბო სასტუმროში არსებული ვითარებისა და ადმინისტრატორ თე--თან შემდგარი საუბრის შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
მოწმე კა------------------ას ჩვენება დასტურდება მოწმე ვი----–----------ას ჩვენებით, რომელმაც სასამართლოში დაადასტურა, რომ 2016 წლის თებერვალში, ხელმძღვანელისგან მიიღო დავალება ოპერატიულად დაედგინა ქ---------–-------–-------------–- მდებარე სასტუმროში ჰქონდა თუ არა ადგილი პროსტიტუციის ფაქტებს. ბათუმში ჩასულმა გამოკითხა სასტუმრო „ია-–---იდან“ გამოსული მოქალაქე - კა------------------ა, რომლისაგანაც შეიტყო, რომ ბარში იმყოფებოდნენ მეძავეები, სასტუმროს ადმინისტრატორმა თ--- კი უარი უთხრა ნომრის გაქირავებაზე, თუკი არ ისარგებლებდა იქვე მომუშავე მეძავის სექსუალური მომსახურებითაც. ვინაიდან შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა კ. დ----------------ს, მან დატოვა სასტუმრო. მოწმის განმარტებით, კა------------------ა დათანხმდა მის შეთავაზებას გამოძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ, ვი----–----------ამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2016 წლის 18-19 თებერვალსა და 2 მარტს თე------------ას მიმართ განახორციელა ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, რა დროსაც უშუალოდ თე--თან საუბრისას დადგინდა ნომრის დაქირავების, ბარიდან მეძავი გოგონას ამოყვანისა და მისი სექსუალური მომსახურებით სარგებლობის ღირებულება, სასტუმროს მესაკუთრისა და სასტუმროს საქმიანობის ფაქტობრივად წარმმართველი პირების ვინაობა - დ----- და მუ----------–----ეები, მუ----------–----ის მიერ ადმინისტრატორის მუშაობის ვიდეოთვალის მეშვეობით კონტროლისა და მოლაპარაკების დროს თე-- მუ----------–----ესთან კონტაქტის ფაქტი.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბარიდან სასტუმროს ნომერში აყვანილმა მეძავმა ქალბატონმა საუბარში დაუდასტურა, რომ ნებაყოფლობით არის დაკავებული პროსტიტუციით, მუდმივად იმყოფება ბარში და იქ მისულ მამაკაცებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უწევს სექსუალურ მომსახურებას სასტუმრო „ია-–---ის“ ნომრებში. მისივე განმარტებით თავდაპირველად უარის გაცხადების მიუხედავად, თე------------ამ მას ნომერი მაინც მიაქირავა საათობრივად, ხოლო, პირადობის მოწმობა თ--- მოსთხოვა მხოლოდ მასთან ერთად მყოფ მანდილოსანს, რომელმაც განუცხადა, რომ თან არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა სასტუმრო „ია-–---ში“ და დარეგისტრირებული იყო შესაბამის ჟურნალშიც.
მოწმეთა ჩვენებების გარდა, მუ----------–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, როგორიცაა: ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სასტუმრო „ია-–---ში“ ვი----–----------ასა და თე------------ას შორის საუბრის ამსახველი ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი CD დისკზე და შესაბამისი კრებსები, სასტუმრო „ია-–---ში“ განთავსებული ტელეფონის ნომერზე სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება-ჩაწერის მასალები, რაც არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად დასტურდება არათუ მუ----------–----ისა და თე------------ას ინფორმირებულობა, არამედ მათი უშუალო ჩართულობა მთელს ამ პროცესში, შესაბამისად, დგინდება, რომ პროსტუტუციისთვის ადგილის გადაცემა წარმოადგენდა სასტუმრო „ია-–---ის“ წინასწარ შეთანხმებული და გამიზნული მუშაობის სპეციფიკას და
შემოსავლის წყაროს, ამასთან სასტუმროს ფაქტობრივი მფლობელი და ხსენებული საქმიანობის წარმმართველი იყო მუ----------–----ე, უშუალო განმახორციელებელი კი - ადმინისტრატორი თე------------ა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, ისინი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოკვლევისას რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა, საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი მუ----------–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მუ----------–----ისთვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ის სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და იმავდროულად, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს არც ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მუ----------–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გი------–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მუ----------–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2016 წლის 26 აპრილიდან 2016 წლის 29 აპრილის ჩათვლით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 9 (ცხრა) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე