განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100115001142094
საქმე №1/ბ-605-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივნები- თეონა ქიმერიძე, ლალი მსხილაძე
პროკურორების - ლ---- მ---------ის, კ------------- ა-------–--ის
ადვოკატის - ე---–--- მ-------ის
გამართლებულის - გ------- გ-------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ზ-------ს ძე გ-------ის მიმართ - დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები - ქ. ბათუმი, გ----------–--------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- გ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------- გ-------ე, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქ.ბათუმი, ა-----------------------–--–-------ში მდებარე სასტუმრო ,,ზ-----ს’’ ნომრებს მეტი სარგებლისა და შემოსავლის მიღების მიზნით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, 2015 წლის 26 სექტემბრამდე სისტემატიურად გადასცემდა პროსტიტუციისთვის.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, გ------- გ-------ემ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილიდ გადაცემა;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით გ------- გ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---- მ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენი გ------- გ-------ის მიმართ, იგი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება მის ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთასთან. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ გ------- გ-------ემ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა. სასამართლოს მსჯელობა, რაც საფუძვლად დაედო გამამართლებელ განაჩენს, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ლ---- მ---------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
– გამართლებულ გ------- გ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ე---–--- მ-------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს გ------- გ-------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე რ----- ფ----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მიერ 25.09.2015წ~. შედგენილი იქნა პატაკი იმასთან დკავშირებით, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქ.ბათუმში, ა-----------------------–--–ზე მდებარე სასტუმრო „ზ-----ში“ სადაც სასტუმროს მესაკუთრეა ნ---- ხ--------–---–ი, მაგრამ ფაქტიურად მისი შვილი გ------- გ-------ე საქმიანობს ძირითადად, ის იღებდა სასტუმროში მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს და სასტუმროს ნომრებს გადასცემდა პროსტიტუციისათვის. ინფორმაციის გადასამოწმებლად გავიდა სასტუმროს ტერიტორიაზე, იქ მოდიოდნენ კერძო ტაქსებით ქალბატონები და მამაკაცები და შედიოდნენ სასტუმროში; ერთერთ ტაქსისტს იცნობდა, გაესაუბრა და მან სურვილი გამოთქვა პოლიციის თანამშრომლებთან საქმიანობაზე; მოწმის ჩვენებით, მიღებული ინფორმაცია შეატყობინა ხელმძღვანელობას, ტაქსისტი ნ------ მ---------ე მიიყვანა განყოფილებაში; შემდეგ გამოძიებით დადასტურდა, რომ სასტუმრო „ზ-----ში“ ნამდვილად იკრიბებოდნენ მეძავები, ადიოდნენ სასტუმროში და უწევდნენ მამაკაცებს სექსუალურ მომსახურებას.
მოწმე ნ------ მ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დასაქმებულია, კერძო ტაქსით ატარებს კლიენტებს; ასევე ატარებდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სასტუმრო „ზ-----ში’’ და დისკო კლუბ „ა-----–იც“, სადაც ეტყოდა კლიენტი, იქ მიიყვანდა; მიჰყავდა მამაკაცებიც და ქალბატონებიც; თავადაც იყო ერთხელ სასტუმრო „ზ-----ში“, გაიცნო ერთი მანდილოსანი სახელად „ფ--------“ , რომელსაც 150 ლარის სანაცვლოდ უნდა გაეწია მისთვის სექსუალური მომსახურება. აღნიშნულმა ქალბატონმა უთხრა, რომ სხვა სასტუმროში ვერ წავიდოდა, უფროსი ქართველი იყო გ-------, გვარი არ იცოდა, ფიზიკურადაც ვერ იცნობდა, ამიტომ იქ დარჩა და სასტუმრო ,,ზ-----ს’’ ნომერში გადაიხადა 50 ლარი, თუმცა არ ჰქონდა პრობლემა სხვა სასტუმროში წასვლაზეც.
მოწმის განმარტებით, 2015 წლის 25 სექტემბერსაც მიიყვანა მან კლიენტი ამ სასტუმროში; იქ მისული დაინახა პოლიციის თანამშრომელმა რ----- ფ----------ემ და შეთავაზა თანამშრომლობა, რაზეც თანხმობა განაცხადა, იგი პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, წარუდგინა საკუთარი თანხა 400 თუ 450 ლარი, რაც დაათვალიერეს და დაუბრუნეს; მეორე დღეს სარფში დახვდა მეგობარს, მივიდნენ სასტუმრო „ზ-----ში“ , დაახლოებით 23:00 საათის შემდეგ ავიდნენ სასტუმროს მეორე სართულზე, დასხდნენ ბარში, მოილაპარაკეს ორ მანდილოსანთან; მან გადაიხადა 150 ლარი, ხოლო 50 ლარი გადაიხადა სასტუმროს ნომრისთვის და ავიდნენ ნომერში, სწორედ ამ დროს მოვიდა პოლიცია; ქალბატონმა აუხსნა, რომ პრობლემა შეექმნებოდა და სხვა სასტუმროში ვერ გავიდოდა, თუმცა არ დაუსახელებია ვისგან შეექმნებოდა პრობლემები; იმ ღამით სასტუმროში ხალხი იყო, მაგრამ ზუსტად არ შეუძლია მათი დასახელება; ამ სასტუმროში მანამ იმყოფებოდა 10 დღით ადრე; ამ პერიოდში სასტუმროში მიმდინარეობდა საამშენებლო სამუშაოები, მაგრამ მუშები ღამით არ მუშაობდნენ; ასასვლელში სილა ეყარა.
მოწმე ბ------- დ-------ის განმარტებით, გ------- გ-------ეს ბავშვობიდან იცნობს, ისინი ნათესავები არიან. 2015 წლის 26 სექტემბერს მუშაობდა სასტუმრო „ზ-----ში“ დროებით ადმინისტრატორის თანამდებობაზე; მის მოვალეობაში შედიოდა მიმსვლელი მოქალაქეებისათვის ნომრის გაფორმება და გამოყოფა; ღამის 2 - 3 საათი იქნებოდა, როცა სასტუმროში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოითხოვეს მათთვის ეჩვენებინა დანომრილი თანხა; ამოიღეს თანხა; აუხსნეს, რომ უნდა შეემოწმებინათ სასტუმრო, წინააღმდეგობა არ გაუწევია; დაათვალიერეს ასევე სასტუმროს წიგნი, ჩვეულებრივად მოქალაქეები იყვნენ ნომრებში; ვის ვინ მიყავდა ნომერში, იგი ამას არ ამოწმებდა. სასტუმროში იყვნენ უკრაინელებიც; იმ პერიოდში მიმდინარეობდა სარემონტო და საამშენებლო სამუშაოები. შემდეგ იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმის ჩვენებით, გ------- გ-------ე სასტუმროში მოდიოდა მხოლოდ მუშების საკონტროლოდ, თვალყურს ადევნებდა სარემონტო და საამშენებლო სამუშაოებს; რაც შეეხება ნომრების გაქირავებას, ნამდვილად ახდენდნენ სამშენებლო სამუშაოების დროსაც; პრეზერვატივები თვითონ პოლიციელებმა შემოიტანეს და დადეს მაგიდაზე, სურათები გადაუღეს და დალუქეს, მათ ასევე ამოიღეს თანხა, როგორც ახსოვს 100 ლარის ოდენობით; ადმინისტრაციის ოთახში იყვნენ და თავად ათვალიერებდნენ, არც შეუთავაზებიათ გაყოლა; სასტუმროში რაიმე ისეთი სახის საქმიანობა არ მიმდინარეობდა, რომ დათვალიერებაზე წინააღმდეგობა გაეწია.
მოწმის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე დაკითხვის დროს ხელი მოაწერინეს ისე, რომ არც წაუკითხავს რა შინაარსი იყო იქ დაფიქსირებული; ჩვენების მიცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო რაზეც იყო მითითება; პირადი მონაცემების გარდა არაფერი უკითხავთ მისთვის.
მოწმე რ----- ზ----ის განმარტებით ირკვევა, რომ გამომძიებლის ა--–-- ფ----------ის გამოძახებით, 2015 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით, 04:00 საათისთვის გამოცხადდა სასტუმრო „ზ-----ში“ და მოახდინა სასტუმროს დათვალიერება, დათვალიერდა შესასვლელი ადმინისტრატორის ოთახი; დაფიქსირდა ამოღებული ნივთები; სასტუმრო ოთახებიდან ამოღებული იქნა პრეზერვატივების რამოდენიმე ყუთი; დასურათდა ოთახები, შენობა და ამოღებული ნივთები; შენობაში შესვლისას იყვნენ ქალბატონები და მამაკაცები; თანხა ამოიღეს ადმინისტრატორისაგან 200 ლარის ოდენობით, ერთი 100 ლარიანი და ორი 50 ლარიანი კუპიურა; პრეზერვატივები იყო მუყაოს ყუთში ფუთა დაურღვეველი, გამოუყენებელი; ასევე იატაკზეც ეყარა უკვე ფუთადარღვეული;
მოწმეებმა: მ-----– ა--–--ემ, ზ---- ი----ემ და ა--–-- ფ----------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა. ა--–-- ფ----------ის განმარტებით დაიწყო გამოძიება შეტყობინების საფუძველზე, მან დაკითხა ინფორმაციის მომწოდებელი პირი, ინფორმაცია შეეხებოდა იმას, რომ სასტუმრო „ზ-----ში“ ხდებოდა პროსტიტუცისათვის ადგილის გადაცემა; გამოკითხა ნ------ მ---------ე, გავიდა სასტუმროში, დაათვალიერა ექსპერტების მონაწილეობით, ამოიღო ფულადი თანხა 200 ლარი, ამოღებული იქნა ასევე ნივთები, რაც გამოძიებისთვის იყო საინტერესო. სასტუმროში ამ დროს იყვნენ მამაკაცები და ქალბატონები; ნომრებში ეყარა დამცავი საშუალებები; ამოიღო მხოლოდ ის თანხა, რაც იქნა ნ------ მ---------ესთან დათვალიერებული;
მოწმეებმა: თ----- შ----ემ, ა-–---------- რ--------ემ და ზ------ მ-----–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა, განმარტეს, რომ მათ მიერ გამოკითხულ იქნა მოწმეები პროკურორის დავალების საფუძველზე; ისინი ჩართული იყვნენ საგამოძიებო ჯგუფში; მოწმეთა ღამის საათებში დაკითხვა გამომდინარეობდა გადაუდებელი აუცილებლობიდან.
მოწმე ლ--- შ------–---–ის განმარტებით, გ------- გ-------ეს იცნობს; მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიტყო რომ იქ შეიძლებოდა მუშაობა და მივიდა გ-------სთნ სასტუმრო „ზ-----ში“, მოიკითხა უფროსი და გ------- აჩვენეს, გაესაუბრა და სთხოვა მუშაობის დაწყება, დააწყებინეს მუშაობა, შეთანხმება იყო ისეთი, რომ სექსუალური კავშირისთვის, რომლის სანაცვლოდ იღებდა თანხას, მისი კლიენტები უნდა მიეყვანა ამ სასტუმროში. კლიენტები იქვე ბარში ამოდიოდნენ და ამის შემდეგ კი ადიოდნენ ნომერში. გ-------ს დაქირავებული არ ჰყავდა, არც რაიმე თანხას უხდიდა მას; ამ სასტუმროში მუშაობდა ორი თვე. შემდეგ წავიდა სხვა სასტუმროში სამუშაოდ.
მოწმე უ-------- ვ---–---მა განაცხადა, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს იმყოფებოდა ბათუში აეროპორტის მხარეს სასტუმრო „ზ-----ში“, იჯდა მეორე სართულზე ბარში, შეუთანხმდა ერთ-ერთ გოგონას, რომ ასულიყო სასტუმროს ნომერში სექსუალური კავშირის დასამყარებლად; თანხა 250 ლირა უნდა გადაეხადა; სასტუმროს ნომერში კი 70 ლირა გადაიხადა როგორც ახსოვს; მას შემდეგ რაც გადაიხადა თანხა სასტუმროს ნომრისთვის, მოვიდნენ პოლიციელები და წაიყვანეს განყოფილებაში; ამ სასტუმროში მივიდა იმიტომ, რომ მეგობრებმა უთხრეს, რომ აქ იყვნენ გოგონები; მანამდეც არის ნამყოფი ამ სასტუმროში. სასტუმროს უფროსი ვინ არის, არ იცის.
მოწმე მ--- ა----------–ის განმარტებით 2015 წლის სექტემბრის თვეში იმყოფებოდა დისკო კლუბ ა-----–ი გასართობად, ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, იქ იმყოფებოდნენ სხვადასხვა ეროვნების ხალხს, მასთან მივიდა თურქი, რომელიც თავაზობდა თანხას და უნდა ასულიყო სასტუმროში მასთან ერთად, რაზეც უარი უთხრა, ვინაიდან ის ამ საქმიანობას არ ეწეოდა, ამის შემდეგ სხვა გოგონა დაინახა, რომელიც კლიენტთან ერთად გავიდა, გოგონამ უთხრა, რომ სასტუმრო „ზ-----ში“ ჰქონდა ნაქირავები ნომერი და იქ უნდა ასულიყვნენ;
მომწე ფ------ ა-–------------ს განმარტებით ირკვევა, რომ გ------- გ-------ეს იცნობს, მას მხოლოდ ერთხელ შეხვდა, უთხრეს, რომ მას ჰქონდა რესტორანი და მივიდა იქ; მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო საკითხებზე ესაუბრა და დათანხმდა, რომ ემუშავა სასტუმროში; იგი იძულებული იყო კლიენტებს მომსახურებოდა; რესტორანში როცა შემოვიდოდა კლიენტი, შემდეგ რესტორნის გარეთ უნდა გასულიყო მასთან სასტუმროში; რესტორანში რაც შეიძლება მეტი სასმელი უნდა მიეწოდებინა კლიენტისათვის და შემდეგ ადიოდნენ სასტუმროში; სასტუმროში თანხის სანაცვლოდ ემსახურებოდა კლიენტებს, მათთან დილამდე ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა. მუშაობდა მხოლოდ ორი თვე; სექტემბრის თვე იყო როგორც ახსოვს, ის დააკავეს კლიენტთან ერთად როცა ცდილობდა ნომერში შესვლას; სასტუმროს ნომრის თანხას იხდიდა კლიენტი; გ-------ს თანხას არ უხდიდა, მხოლოდ მოელაპარაკა, რომ რესტორანში დაჯდებოდა, კლიენტებს კი შემოსავლის მისაღებად მოემსახურებოდა თანხის სანაცვლოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებული, მოწმე ჯ------ა შ----–----ს ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ დროგამოშვებით ჩამოდის ქ. ბათუში, გაიცნო სასტუმროს „ზ-----ს“ მფლობელი გ------- გ-------ე, რომელიც სასტუმროს ნომრებს გადასცემს პროსტიტუციისათვის და ამ გზით იღებს სარგებელს, სასტუმროს მეორე სართულზე გააჩნია ბარი, სადაც იკრიბებიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები და თანხის სანაცვლოდ კლიენტებთან ამყარებენ სქესობრივ კავშირს; გ-------სთან მოლაპარაკების თანახმად, მათ უნდა ესარგებლათ სასტუმროს ნომრებით და მათ უკეთებს გარკვეულ შეღავათს, სასტუმროს ნომრებს გადასცემს დაბალ ფასებში; 2015 წლის 25 სექტემბერს სასტუმროს ბარში მივიდა 23:00 საათზე; რამოდენიმე ხნის შემდეგ შემოვიდა მამაკაცი - სახელით ნ------, რომელმაც მოიხმო მასთან, შეუთანხმდა ნ------ს, რომ გადაუხდიდა 150 ლარს და ორი საათის განმავლობაში გაჩერდებოდა მასთან ნომერში, გადაიხადა ნომრის საფასური 50 ლარი და ავიდნენ სასტუმროს მესამე სართულზე, 201-ე ნომერში, სადაც ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი; ამ დროს იქ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; ხოლო თვითონ ნ------სთან ერთად წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებული, მოწმე ვ---–--- დ---------ას ჩვენების თანახმად, მისთვის ცნობილია, რომ ქ. ბათუმში ა-----------------------–--– N120-ში მდებარე სასტუმრო „ზ-----ში’’ თავს იყრიან პროსტიტუციით დაკავებული ქალბატონები, სასტუმროს მფლობელი არის ვინმე გ------- გ-------ე, მას შეხვედრია რამოდენიმეჯერ, ამ სასტუმროში მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებთან ამყარებს სქესობრივ კავშირს გარკვეული თანხის სანაცვლოდ; 2015 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე მივიდა სასტუმრო „ზ-----ში“ იმ მიზნით, რომ იქ მყოფი პროსტიტუციით დაკავებული ქალებიდან რომელიმესთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი გარკვეული თანხის სანაცვლოდ; სასტუმროში ამ დროს იმყოფებოდნენ მეძავი ქალბატონები და კლიენტი მამაკაცები; ასევე იყო ადმინისტრატორი - ბ-------ი; იქვე გაიცნო უზბეკი ეროვნების ქალი ა-–-----------ა, რომელსაც 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ მოელაპარაკა, ავიდნენ სასტუმროს მესამე სართულზე 201-ე ნომერში; სქესობრივი კავშირის დამყარებამდე სასტუმროში დათვალიერების მიზნით შემოვიდა პოლიციის თანამშრომლები და თხოვეს დაეტოვებინათ სასტუმრო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებული, მოწმე ს--- ფ------ის ჩვენების თანახმად, ის მივიდა სასტუმრო „ზ-----ში“, სადაც აპირებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებთან მოლაპარაკებას, დაახლოებით 02:00 საათზე ჩამოვიდა ბათუში; სასტუმროში მისვლის შემდეგ მოვიდა პოლიციის თანამშრომლები და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში;
2015 წლის 25 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის ა--–-- ფ----------ის მიერ, ქ.ბათუმში, ფ------------–--–------------- კვარტალი 2, ნ------ მ---------ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ნ------ მ---------ის მიერ წარმოდგენილი 400 (ოთხასი) ლარის დათვალიერება შემდეგი კუპიურებით: სამი ცალი ასლარიანი კუპიურა ნომრებით: G------------------------------, ორი ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა ნომრებით: F-------------------- დათვალიერების შემდეგ კუპიურები დასურათდა, რის შედეგაც ფულადი თანხა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდა მფლობელს ნ------ მ---------ეს.
დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 25 სექტემბერს 21:15 საათზე და დასრულდა 2015 წლის 25 სექტემბერს 21:30 საათზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა--–-- ფ----------ის მიერ, ბ------- დ-------ის და რ----- ზ----ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.ბათუმში, ა-----------------------–--–------ სასტუმრო ,,Z-----’. სასტუმრო არის ოთხსართულიანი, სასტუმროში ადიან სპეციალური კიბეებით, მეორე სართულზე კიბეებიდან ხელმარცხნივ განთავსებულია ადმინისტრატორისთვის განკუთვნილი ოთახი, სადაც განთავსებულია დივანი, ტელევიზორი თავისი დასადგამით, ადმინისტრატორის სამუშაო მაგიდა, რაზედაც განთავსებულია კომპიუტერი და პრინტერი. ასევე ოთახში განთავსებულია მაცივარი. აღნიშნული ოთახის გავლით შედიან სასტუმროს ბარში, სადაც განთავსებულია ოთხი მაგიდა სკამებით, დივანი, კუთხეში ალკოჰოლური სასმელები გასაყიდად, კარის გავლით შევიდნენ სასტუმროს მეორე სართულზე განთავსებულ ოთახებში, სადაც განთავსებულია საწოლი, მაგიდა და სკამები. მეორე სართულიდან რკალისებური კიბეებით ადიან სასტუმროს მესამე სართულზე აივნის გავლით შედიან ჰოლში, სადაც მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებულია სასტუმროს ოთახები. ოთახებში განთავსებულია საწოლები, პატარა ე.წ. კამოდები და სველი წერტილები. 201-ე ოთახიდან ამოღებული იქნა 5 შეკვრა დამცავი საშუალება ე.წ. პრეზერვატივი. ასევე 202-ე ოთახიდან კარადიდან და იატაკიდან ამოღებული იქნა პრეზერვატივები. ორი კოლოფი არის გაუხსნელი, ხოლო ერთი არის გახსნილი. კიბეების საშუალებით ადიან სასტუმროს მეოთხე სართულზე, აივნის გავლით შედიან ჰოლში, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია ოთახები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ადმინისტრაციის ოთახიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ას ლარიანი კუპიურა ნომრით G-------- და ორი ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა ნომრებით F-------------------- რომელიც მოთავსებული იქნა შსს სპეციალურ პაკეტში ნომრით F-------- და დაილუქა მწებავი ლენტით. ასევე ადმინისტრაციიდან ამოღებული იქნა სასტუმროს წიგნი 158 ფურცლად, სადაც გატარებულია სასტუმროში შემოსული კლიენტების მონაცემები. ასევე ამოღებული იქნა სასტუმროში შემოსული კლიენტების პასპორტის და პირადობის მოწმობის ქსეროასლები. ასევე ამოღებული იქნა თანხის გადახდის ქვითარი სამი ცალი, რომელიც თარიღდება 26/09/2015 წლით. თითოეულ ქვითარზე თანხის გრაფაში მითითებულია 50 ლარი. დათვალიერების შემდეგ ამოღებული ნივთები მოთავსებული იქნა შსს სპეციალურ პაკეტში და დაილუქა ლუქის ნომრით.
საჯარო რეესტრის ამონაწერით 2---------წ. დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ა-----------------------–--–-------ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნ---- ხ--------–---–ი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 ოქტომბრის მომართვით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ნ---- ხ--------–---–ი პ/ნ 6---------- რეგისტრირებულია: ინდივიდუალურ მეწარმედ 2---------წ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იურიდიულ მისამართზე - ბათუმი, ა-----------------------–--–------.
2015 წლის 05 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ ბრალდებულ გ------- გ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე---–--- მ-------ის მიერ, მესაკუთრის - ნ---- ხ--------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ქ.ბათუმში, ა-----------------------–--–-------ში მდებარე უძრავი ნივთი.
უძრავი ნივთი წარმოადგენს ოთხსართულიან კაპიტალურ შენობას მანსარდით და მდებარეობს ბათუმი, სარფის გზატკეცილზე, ა-----------------------–--–ის N120-ში გზისპირას. შენობის ფასადი სხვადასხვა ფერებშია, ნაწილობრივ მხოლოდ შებათქაშებული.
ცენტრალური შესასვლელი ღია მდგომარეობაშია, ზომით 5X10 და მოუწესრიგებელი, დაუსუფთავებელია. მის საზღვრებში აღენიშნება სილის, ცემენტის, ბათქაში და სხვა სამშენებლო სამუშაოების ნარჩენები თუ ხელსაწყოები. ამავე მდგომარეობაშია მეორე სართულზე ასასვლელი ბეტონის კიბეები და ასასვლელის კედლები აშკარად ასახავენ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, განათების მოწყობილობები მოხსნილია.
შენობის პირველ სართულზე შესასვლელი კონსტრუქციას არ გააჩნია. ბეტონირებული კიბეები უკავშირდება შენობის მეორე სართულს, შემდეგ კი ზემოთა სართულებს.
მეორე და ზემოთა სართულები არასიმეტრიული ნაგებობაა, მარცხენა ნაწილი ფრონტალურად გრძელი, იატაკი ახალდასხმულია, კედლები ნაწილობრივ ამოყვანილი, სართულის მარჯვენა ნაწილი გამოკვეთილია ასასვლელი ათსართულიანი კიბეებით და წარმოადგენს სართულთაშორის კონსტრუქციას, რომელშიც სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა ნაკლებად გამოკვეთილია. შენობის ამ ნაწილში განლაგებულია ინვენტარი მოწესრიგებულად, თუმცა მტვრიან მდგომარეობაში. იქვეა, ე.წ. ბარის სტოიკა, ფოეს გარდა სართულის ამ ნაწილში ორი იზოლირებული ოთახია.
შენობის მესამე სართულზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები მარცხენა ფრონტალურ ნაწილს და კონსტრუქციას არ გააჩნია კედლები და სახურავი. მეორესაგან განსხვავებით ერთიანია და მარჯვენა ნაწილში განლაგებულია რვა იზოლირებული ოთახი, რომელშიც შედიან საერთო ფოეს გავლით.
კონსტრუქციის მეოთხე სართულზე აგრეთვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და არსებული ოთახები დანიშნულებით ვერ გამოიყენება. შენობის მეხუთე სართული მანსარდული ტიპისაა და მასში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 05 ნოემბერს 14:39 საათზე და დასრულდა 2015 წლის 05 ნოემბერს 15:40 საათზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა განზრახი კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია მისი ჩამდენი პირი გამიზნულად გადასცემდეს მის საკუთრებასა თუ კანონიერ მფლობელობაში არსებულ ფართს პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს, დამატებითი შემოსავლის და სარგებლის მიღების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში საუბარია სასტუმროზე, რომლის მთავარი დანიშნულება გარკვეული დროით საცხოვრებელი ფართის გაქირავებაა მსურველ პირებზე. მათ შორის შესაძლოა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სასტუმროს ნომრის დაქირავება სექსუალური კავშირის დასამყარებლად სურთ, მაგრამ ცხადია, სასტუმროს მფლობელს თუ მოსამსახურე პერსონალს არა აქვს უფლება შეიჭრას ადამიანის პირად სივრცეში, გამოჰკითხოს სასტუმროში დაბინავების მიზეზები, მაგრამ თუ დასტურდება, რომ გარკვეული გარიგების სანაცვლოდ, ორივე მხარისათვის სარგებლისა და შემოსავლის მიღების მოტივით კონკრეტული პირის მფლობელობაში არსებული ფართის გადაცემულ იქნა პროსტიტუციის განხორციელების მიზნით, ადგილი ექნება სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომლის ობიექტური მხარე, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, გამოიხატება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემაში. აქვე ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მეძავთან სქესობრივი კავშირისთვის ადგილის ან საცხოვრებლის ერთჯერადად გადაცემა თუნდაც შესაბამისი ანაზღაურებით, არ შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერით 2---------წ. დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ა-----------------------–--–-------ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნ---- ხ--------–---–ი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 ოქტომბრის მომართვით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ნ---- ხ--------–---–ი პ/ნ 6---------- რეგისტრირებულია: ინდივიდუალურ მეწარმედ 2---------წ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იურიდიულ მისამართზე - ბათუმი, ა-----------------------–--–------.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ნ. ხ--------–---–ის მიერ 2014 წლის 16 სექტემბრიდან უძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე ა-----------------------–--–------ გადაცემულია ი/მ ი---- ბ------ეზე 2015 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის გადახდით, ხოლო შენობის პირველ სართულზე არსებული 150 კვ.მ. და დამხმარე ფართი 70 კვ.მ. გადაცემულია თურქეთის მოქალაქე ი------- თ------–ზე, ყოველთვიურად 3000 აშშ დოლარის გადახდით, ბრალდების მხარე კი გ. გ-------ეს ედავება ქ. ბათუმში, ა-----------------------–--–-------ში მდებარე სასტუმრო ,,ზ-----ს’’ ნომრების მეტი სარგებელისა და შემოსავლის მიღების მიზნით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, 2015 წლის 26 სექტემბრამდე სისტემატურად პროსტიტუციისთვის გადაცემას. საქმეზე დაკითხული არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება გ. გ-------ის მიერ სასტუმრო ,,ზ-----ს’’ ფაქტობრივი მფლობელობა. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს ბ------- დ-------ის ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი დროებით მუშაობდა სასტუმრო ,,ზ-----ში’’ ადმინისტრატორის თანამდებობაზე, მის მოვალეობაში შედიოდა მიმსვლელი მოქალაქეებისთვის ნომრის გაფორმება და გამოყოფა. მისი ჩვენებით, გ------- გ-------ე მხოლოდ მიდიოდა მუშების საკონტროლოდ, თვალყურს ადევნებდა სარემონტო და საამშენებლო სამუშაობს.
რაც შეეხება მოწმეების ნ------ მ---------ის, უზრუნურ ვ---–---ის, ვ---–--- დ---------ას ჩვენებებს, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებით პირდაპირ ადასტურებენ გ. გ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას, ამ ჩვენებების ობიექტური ანალიზი გამორიცხავს მათთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭების შესაძლებლობას, რადგან ისინი არ შეიცავენ კონკრეტულ ინფორმაციას გ. გ-------ის და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შორის არსებულ რაიმე გარიგებასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემას იწვევდა. მოწმეების განმარტებით, 2015 წლის 25 სექტემბერს გასართობად წავიდნენ და შევიდნენ სასტუმროში (მოწმე ნ. მ---------ის შემთხვევაში იგი თანამშრომლობდა პოლიციასთან), სადაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იკრიბებოდნენ. მეძავებს შეუთანხმდნენ სექსუალური მომსახურების ფასზე და სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად მათი მითითებით ავიდნენ სასტუმრო ,,ზ-----ს’’ ნომრებში, მათ საუბარი ჰქონდათ ადმინისტრატორ ბ-------თან, რომელმაც მათი გვარები გაატარა ჟურნალში.
საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხნენ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები ლ--- შიტიკაშვილი და ფ------ ა-–------------, ასევე გამოქვეყნდა ჯ------ა შ----–----ს ჩვენება, თუმცა აღნიშნული ჩვენებებით არ დასტურდება, თუ რა ვითარებაში, რა პირობებით მოხდა წინასწარი გარიგება გ. გ-------ესთან, მაშინ როცა იგივე მოწმეთა ჩვენებებით გ. გ-------ეს ისინი არაფერს უხდიდნენ, მხოლოდ კლიენტებთან ერთად იღებდნენ სასტუმროს ნომრებს, რომლის საფასურსაც კლიენტი იხდიდა. გაურკვეველია გ. გ-------ის მხრიდან რა სარგებლის მიღებაზეა ბრალდების მხარის მტკიცება მიმართული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა სასტუმრო ,,ზ-----ს’’ რეგისტრაციის ჟურნალი, თუმცა აღნიშნული სარეგისტრაციო ჟურნალიც და იქ მითითებული მოქალაქეთა გვარები არ შეიცავს იმ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს ბრალდების მხარის მადასტურებელელ მტკიცებულებას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, სანდო და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ.გ-------ის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის არის სავალდებულო.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ გ------- გ-------ემ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას გ. გ-------ის საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს წარდგენილ ბრალდებაში მისი გამართლების თაობაზე, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე , 298-ე , 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენი გ------- გ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ------- გ-------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ გ------- გ-------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
გ------- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 08 დეკემბრის განჩინებით გ------- გ-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ.ბათუმი, მ-------–-----------–---–--------- N2-3/5, სხვენი, ფართი 58.10 კვ.მ, (ზონა - ბ----------------------------------------–-----------------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------) - 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სასტუმროს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პრეზერვატივები, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე