განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2018
საქმის ნომერი
820100118002405237
დავის ტიპი
254
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100118002405237

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

შესავალი ნაწილი

 

საქმე №1/103-2018

 

07 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა

დაცვის მხარე ადვოკატი - დ----------------ე

თარჯიმანი - ქ--------–---------------უ

 

ბრალდებული - მ---------------ნ (დაბადებული: 2--------- წელს, პირადი ნომერი: 4----------, თურქეთის რეპუბლიკის მოქალაქე, უ-----–--ი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული თურქეთი, ქ. ერზრუმი, მ--–-------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, ი-----------------------------------).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლი - პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ----------------- თავის კანონიერ მფლობელობაში არსებულ - ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში, ა---------------––---------–-----------–--–------ში მდებარე სასტუმრო ,,დ-----ის’’ ნომრებს, მეტი სარგებლისა და შემოსავლის მიღების მიზნით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, 2018 წლის 03 იანვრიდან - 2018 წლის 09 მარტამდე პერიოდში სისტემატიურად გადასცემდა პროსტიტუციისათვის.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა.

 

ბრალდებულმა მ---------------ნმა, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

რ----–---------ის, ა--------–------ას, ს------–---–---ას, ზ-------------------ას, მ-------------------, ჰ--------------–ის, ი-----–---------ის, ო--------ის, დ-----------–------–--ის, ე------------------ას, მ----------თ კ---–---------ას, მ--------------–---–-----ას, ა-–----------------------ოს, ჟ--–-----–----ის, ლ--–--–----------ას, გ---–----------------------ას, ი---–----------------ას, ე-–--------------ას, მ----------------ის, მ-----------------ის, გ---------------–--ის, გ--–-----------–--ის, გ-------------ის ჩვენებები, დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, საჯარო რეესტრის გვერდი დათვალიერების ოქმი და ამონაწერები საჯარო და სამეწარმეო რეესტრიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ----------------- გადასცემდა ადგილს პროსტიტუციისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მ---------------ნმა, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან მიმართულია საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, ბრალდებული არაა ნასამართლევი, დანაშაულებრივი ქმედება გრძელდებოდა მცირე დროის განმავლობაში. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ყოფაქცევას ქმედების შემდეგ - არ გაუწევია წინააღმდეგობა, არ აურიდებია თავი გამოცხადებისათვის, არ გაუხდია სადავოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებები, აღიარა და მოინანია ჩადენილი, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმის შესაფასებლად, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, ამავე დროს ბრალდებულის წარსული ცხოვრებიდან რაიმე უარყოფითი გარემოებები არ არსებობს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელი არაა მისი იზოლაცია და სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის ჯარიმის გამოყენებით, რომლის ზომაც ზემოთ მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა განისაზღვროს მინიმუმზე მცირედ მაღალი ზომით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ამრიგად, ნივთმტკიცების სახით არსებული სასტუმროს წიგნი და ფულადი თანხა 180 თურქული ლირა, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

უნდა გაუქმდეს მ-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არაა წარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყო თუ არა მ---------------ნმა გირაო ფულადი თანხით ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ საკითხზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ---------------ნ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნივთმტკიცების სახით არსებული სასტუმროს წიგნი და ფულადი თანხა 180 თურქული ლირა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

გაუქმდეს მ-----------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი