საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹ 813აპ-10 30 ნოემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განაჩენზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის განაჩენით ნ. ა-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. შ-ასა და განსასჯელ ნ. ბ-ას შორის.
ნ. ბ-ა ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 24,254-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ. ბ-ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 20 სექტემბრიდან 2009 წლის 18 მაისამდე.
ნ. ბ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ნ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით დაყადაღებული უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისში, წ-ს ¹ 17-ში, ფართით _ 77,20კვ.მ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული და საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, „VOGEL-ის“ ფირმის ტელევიზორი, „VEშთEL-ის“ ფირმის ტელევიზორი, „LG-ის» ფირმის ტელევიზორი, „შAMშUNG-ის» ფირმის ტელევიზორი, „PANAშONIK–ის» ფირმის ტელევიზორი, ,,ღOჭA-ს» ფირმის ტელევიზორი, „OღIVA-ს» ფირმის ტელევიზორი, „VEშთEL-ის» ფირმის ¹ჩIP-15NP-თ 225-ძD4M კომპიუტერი „ნოუთბუქი“, „LG-ის» ფირმის ¹... და ,,NOKIA-ს» ფირმის ¹... იმეი კოდის მქონე მობილური ტელეფონები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული და საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ნ. ა-ის თანხა _ 502 ლარი, 408 აშშ დოლარი და 70 თეთრი, კერძოდ: 1) 50-ლარიანი კუპიურა ¹F07551971, 2) 50-ლარიანი კუპიურა ¹F01369411, 3) 100-ლარიანი კუპიურა ¹Q02888070, 4) 100-ლარიანი კუპიურა ¹G04422623, 5 ) 100-ლარიანი კუპიურა ¹G01160845, 6) 20-ლარიანი კუპიურა ¹E18783711, 7) 20-ლარიანი კუპიურა ¹E22333027, 8)10-ლარიანი კუპიურა ¹D34442365, 9) 10-ლარიანი ¹D32608090, 10) 10-ლარიანი კუპიურა ¹D26682710, 11) 10-ლარიანი კუპიურა ¹D08809938, 12) 5-ლარიანი კუპიურა ¹ჩ18295865, 13) 5-ლარიანი კუპიურა ¹ჩ20277674, 14) 5- ლარიანი კუპიურა ¹ჩ29252415, 15) 5-ლარიანი კუპიურა ¹ჩ3205835, 16) 1-ლარიანი კუპიურა ¹A41995291, 17) 1-ლარიანი კუპიურა ¹A27350876, 18) 100 აშშ დოლარიანი კუპიურა ¹AB 69514240, 19) 100 აშშ დოლარიანი კუპიურა ¹ჩB90249771M, 20) 100 აშშ დოლარიანი კუპიურა ¹HB 11182737, 21) 100 აშშ დოლარიანი კუპიურა ¹EF 94790208, 22) 2-დოლარიანი კუპიურა ¹B225151, 23) 2-დოლარიანი კუპიურა ¹45735518, 24) 2-დოლარიანი კუპიურა ¹74080091, 25) 1-დოლარიანი კუპიურა ¹870083196, 26) 1-დოლარიანი კუპიურა უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ნ. ა-ის (პირადი ¹...) სახელზე „თიბისი ბანკში“ (ანგარიშის ¹... და ¹...), „კორსტანდარტ“ ბანკში და „პროკრედიტ ბანკში“ გახსნილ ანგარიშებზე არსებული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის დადგენილებით დაყადაღებული ფულადი სახსრები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული „მაგთიკომის“ ¹... ვიზა ბარათსა და ¹... „სტანდარტ ბანკის“ ვიზა ბარათზე არსებული თანხები უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით დადებული ყადაღა ნ. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს, მდებარეს: ქუთაისში, რ-ის გამზირის ¹2-სა და ც-ის ქ. ¹1-ში.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერების კრებსები და DVD დისკი, რომელზეც ასახულია წ-ს ქ. ¹17-ში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას არსებული მდგომარეობა, უნდა დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განაჩენი ნ. ა-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ნ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული და საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ოქროს სამკაულები: 1) ქალის ოქროს სამაჯური ერთ თავში მრგვალი ფორმით, შუაში მარგალიტის თვლით, ხოლო მეორე ბუდეში 6 წვეტიანი თვლით, 2) ორი თვლით გაწყობილი, ოვალის ფორმის საყურე საკინძეების გარეშე; 3)ნიკოლოზის გამოსახულებიანი ბეჭედი; 4) მრგვალი ოქროს ბეჭედი ე. წ. „კალიცო“, 5) ქალის ოვალური ბეჭედი, 6) ქალის ოქროს ბეჭედი თავზე გრეხილით, 7) ქალის ოქროს ბეჭედი თავზე ბურთულით, 8) ქალის ოქროს ბეჭედი ზედა მხარეზე ორნამენტებით, 9) ქალის ოქროს ბეჭედი შუაში ჩასმული ორი თვლით, 10) ოთხკუთხედთავიანი ოქროს ბეჭედი მინანქრით გაწყობილი, შუაში ჩაწყობილი წითელი ფერის თვლით, 11) ოქროს ბეჭედი, რომელშიც ჩასმულია იასამნისფერი თვალი, 12) ქალის წყვილი საყურე შუაში ჩასმული თვლებით, 13) ქალის ოქროს ყელსაბამი ჩამკეტი მექანიზმის გარეშე, 14) ქალის ოქროს გრეხილი ყელსაბამი, 15) ქალის ოქროს გრეხილი ყელსაბამი ჯვრით, მასზე წმინდა გიორგის გამოსახულებით, 16) მამაკაცის ოქროს ბეჭედი შუაში ოთხკუთხედი თვლით, 17) მამაკაცის ოქროს საათი „პილოტი“ სამაჯურით, მასზე შებმული მამაკაცის ოქროს ბეჭედი ოთხკუთხედი თვლითა და მასში ჩასმული 6 თვლით, 18) ოქროს სამაჯური ფირფიტებიანი „ვერსაჩეს“ ემბლემით, 19) „ტაიმის“ ფირმის ოქროსფერი საათი, 20) „პილოტის“ ფირმის ოქროს საათი თავისივე ოთხკუთხედი ფორმის სამაჯურით, 21) „პილოტის“ ფირმის ოქროს საათი თავისივე სამაჯურით, 22) მამაკაცის ოქროს ბეჭედი, რომლის ზედაპირზე გამოსახულია ღვთისმშობელი, ხოლო რგოლის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე _ გუმბათები, 23) 7 მცირე ზომის ძეწკვი, 24) 7 წვრილი ძეწკვი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯვრებით, ხოლო ერთ ძეწკვზე ხარის გამოსახულებიანი კულონით, 25) 10 სხვადასხვა ზომისა და ფორმის ოქროს ჯვრები, ორი _ წმინდა ნინოს გამოსახულებით, ხოლო დანარჩენი _ ქრისტეს გამოსახულებით, 26) გულის ფორმის ოქროს კულონი „ე“-ს გამოსახულებით, 27) ღვთისმშობლის ოქროს გამოსახულებიანი კულონი, 28) ოქროს კულონი შავი ფერის ქვითა და ღვთისმშობლის გამოსახულებით, 29) ნალის ფორმის ოქროს კულონი ორივე მხრიდან თვლებით, 30) ოქროს გულსაკიდი, 31) 1 წყვილი ოქროს მრგვალი საყურე, 32) ოქროს ყელსაბამი, 33) მამაკაცის სამაჯური ოქროს ლენტებით, 34) ოქროს ბეჭედი, რომლის ზედაპირზე გამოსახულია ობობის აბლაბუდა, 35) მამაკაცის ოქროს ბეჭედი მრგვალი თვლით, „ვერსაჩეს“ გამოსახულებით, 36) მამაკაცის ოქროს ბეჭედი ხვეული ორნამენტებითა და თვლით, 37) ოქროს ბეჭედი „ზ“-ს ფორმის, 38) ოქროს ბეჭედი ფერადი და უფერო თვლებით გაფორმებული, 39) ქალის ოქროს ბეჭედი ზედა ნაწილიდან შუაში ჩასმული მომწვანო თვლით, 40) ოქროს ბეჭედი ე.წ. „ტულპანი“, 41) ოქროს ბეჭედი მრგვალი მცირე ზომის თვლითა და შუაში ჩასმული მოთეთრო ფერის თვლით, 42) ქალის ბეჭედი შუაში ჩასმული მრგვალი ფორმის თვლებით, 43) ქალის ოქროს ბეჭედი, 5 თვლით, 44) ქალის ბეჭედი 3 მცირე ზომის თვალით, 45) ქალის ბეჭედი შუაში წვრილი ოვალური თვლით, 46) ქალის ბეჭედი გულისა და სამკუთხედის გამოსახულებით 4 მოთეთრო ფერისა და ორი შავი თვლით, 47) ქალის ბეჭედი „ტულპანის“ ფორმის სამი თვლით, 48) ქალის ოვალური ბეჭედი მცირე ზომის ორი თვლით, 49) ქალის ოქროს ბეჭედი ისრების გამოსახულებითა და 1 თვლით, 50) ქალის ოქროს ,,კოლიე» შუაში ყვავილის გამოსახულებიანი კულონით, 51) ოქროს სამაჯური „მელია“, 52) ოქროს სამაჯური ჯაჭვისებური ორი ბურთულით, 53) ოქროს რგოლებიანი ჯაჭვი, 54) ოქროს გრძელი ლენტაძეწკვი, 55) ოქროს სამაჯური შუაში ჩასმული თვლებით და ორი იისფერი თვლით, 56) ოქროს „ბისმარკის“ ლენტი, 57) ოქროს სამაჯური ანგელოზის გამოსახულებით, 58) ოქროს სამაჯური ნაძვის ხის ქსოვით, 59) ოქროს გრეხილი, 60) ოქროს რგოლისებრი ჯაჭვი, რომელზეც ჩამოკიდებულია ოქროს ავაზის კულონი, 61) ჯაჭვისებური ქსოვის ყელსაბამი, ოქროს კულონით ანგელოზის გამოსახულებით და წარწერით „შენ ჩემი ანგელოზი ხარ“, 62) ოქროს ჯაჭვი ფოჩებით, 63) ქალის ოქროს სამაჯური სამი ფოთლით, 64) ქალის ბეჭედი შუაში დიდი ზომის მუქი თვლით და ფოთლის გამოსახულებით, 65) ქალის დიდი ზომის ბეჭედი ზემოდან თეთრი ფერის თვლითა და სხვადასხვა ზომის ფერადი ყვავილებით, 66) ქალის ოქროს ბეჭედი მრგვალი თეთრი წვრილი თვლებით, 67) ქალის ოქროს ბეჭედი ნავისებური ფორმის თვლებით გაწყობილი, შუაში 2 ლურჯი თვლით, 68) ქალის ოქროს ბეჭედი თეთრი თვლებითა და შუაში მწვანე თვლით, 69) ქალის ორი ოქროს ბეჭედი ოთხკუთხედი თვალითა და 5 თვლით, 70) ქალის ბეჭედი თეთრი ოთხკუთხედი ფორმის უფერული თვლებით გაწყობილი, 71) ქალის ბეჭედი „რომბი“ შუაში თვლებით გაწყობილი, 72) ბეჭედი ე.წ. „ტულპანი“ სამი თვლით, 2 მცირე ზომისა და ერთი დიდი თვლით, 73) ოქროს ბეჭედი ოვალური ფორმის მწვანე თვლით ირგვლივ უფერული თვლებით გაწყობილი, 74) ოქროს ბეჭედი შუაში ოვალური ფორმის ერთი დიდი თვლით, 75) ქალის ოქროს ბეჭედი მრგვალი ფორმის 9 უფერო თვლით, 76) ქალის ოქროს ბეჭედი თავზე გოგოს ფორმის გამოსახულებით, 77) ქალის ოქროს ბეჭედი მრგვალი თვლითა და შუაში პატარა თვლით, 78) ოქროს ბეჭედი მასში ლურჯი ფერის დიდი თვლით და მასზე დამაგრებული ყვავილის გამოსახულებით, 79) ქალის ოქროს ბეჭედი შუაში ფოთლისებური გამოსახულებით და დიდი ოვალური ლურჯი ფერის თვლით, 80) ქალის ოქროს საყურე _ სამი წყვილი ერთად შეკინძული, 81) ორი თვლიანი ჯვარი, 82) კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით, 83) ოქროს ჯვარი შუაში ლურჯი ფერის ერთი დიდი ზომისა და სამი პატარა ზომის თვლით, 84) ერთი წყვილი ოქროს საყურე ცრემლის ფორმის, შუაში მწვანე ფერის თვლებით, 85) მწვანე ფერის ორნამენტებით გაწყობილი გულსაკიდი, 86) კულონი წმინდა გიორგის გამოსახულებიანი მინანქრებით, 87) ოქროს საყურე _ ლილიების ფორმის, 88) ქალის ერთი წყვილი საყურე მარგალიტის თვლებით, 89) ორი ოქროს ჯვარი, 90) გულსაკიდი ლომის ფორმის გამოსახულებით, 91) მრგვალი გულსაკიდი მარგალიტის თვლით.
გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის დადგენილება და ყადაღა მოეხსნა ნ. ა-ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებს და მსჯავრდებულ ნ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, უნდა ჩამოერთვას:
„თიბისი“ ბანკში რიცხული თანხები: ¹... ანგარიშზე არსებული თანხა _ 13914, 43 ევრო, მასზე დარიცხული სარგებლით და იმავე ბანკში ¹... ანგარიშზე არსებული თანხა _ 12580, 10 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული სარგებლით;
„პროკრედიტ“ ბანკში რიცხული თანხები: ¹... ანგარიშზე არსებული თანხა – 8 ლარი, მასზე დარიცხული სარგებლით, იმავე ბანკში ¹... ანგარიშზე არსებული თანხა _ 7024, 78 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული სარგებლით, იმავე ბანკში ¹... ანგარიშზე არსებული თანხა _ 21809, 32 ლარი, მასზე დარიცხული სარგებლით;
„კორსტანდარტ“ ბანკის ¹... ანგარიშზე რიცხული თანხა _ 23, 71 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული სარგებლით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული და ნივთმტკიცებად ცნობილი „მაგთიკომის“ ვიზაბარათი ¹..., მასზე დარიცხული თანხით – ასევე უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ფულადი თანხა, სულ _ 156 ლარი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში;
მოწმე ი. ჯ-საგან ამოღებული ერთი 10-ლარიანი კუპიურა, ერთი 5-ლარიანი კუპიურა და ერთი 1-ლარიანი კუპიურა;
მოწმე ნ. რ-საგან ამოღებული ერთი 50-ლარიანი კუპიურა და ერთი 20-ლარიანი კუპიურა;
მოწმე ფ. ზ-საგან ამოღებული ერთი 20-ლარიანი კუპიურა ¹E12381131 და ერთი 50-ლარიანი კუპიურა ¹F02773117 უნდა დაუბრუნდეთ მათვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.