განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115001142094
საქმე N1-1388/15წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30.05.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლე-------------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გი--------------ძე
მამის სახელი: ზუ-----
დაბადებული: 1--10.1990 წელი
პასპორტის ნომერი: 6---------1
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: არ მქონე
განათლება: უ-----–--ი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მისამართი: ქ.ბათუმი, გ.მე------–-----------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი
ბრალდებულის ადვოკატი - ედ-–-----------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171250915003
1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გი--------------ძეს ბრალად ედება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა.
ბრალდების არსი:
გი--------------ძე, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქ.ბათუმი, აეროპორტის გზ-----–--–-------ში მდებარე სასტუმრო ,,ზ-----ს’’ ნომრებს მეტი სარგებლისა და შემოსავლის მიღების მიზნით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, 2015 წლის 26 სექტემბრამდე სისტემატიურად გადასცემდა პროსტიტუციისთვის.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული გი--------------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, გი--------------ძემ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, კერძოდ:
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები
საქმის მასალებით და საქმის განხილვისას სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული უტყუარად არ დასტურდება გი--------------ძის მიერ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტი, კერძოდ
სასამართლო სხდომაზე მოწმე რო---------------ძემ დაადასტურა მის მიერ 25.09.2015წ შედგენილი პატაკის სისწორე და განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქ.ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე სასტუმრო „ზ-----ში“ სადაც სასტუმროს მესაკუთრეა ნი-------------–--ლი, მაგრამ ფაქტიურად მისი შვილი გი--------------ძე საქმიანობს ძირითადად, ის იღებდა სასტუმროში მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს და სასტუმროს ნომრებს გადასცემდა პროსტიტუციისათვის ; ინფორმაციის გადასამოწმებლად გავიდა სასტუმროს ტერიტორიაზე, იქ მოდიოდნენ კერძო ტაქსებით ქალბატონები და მამაკაცები და შედიოდნენ სასტუმროში; ერთერთ ტაქსისტს იცნობდა გაესაუბრა და მან სურვილი გამოთქვა პოლიციის თანამშრომლებთან საქმიანობაზე; მოწმის ჩვენებით, მიღებული ინფორმაცია შეატყობინა ხელმძღვანელობას, ტაქსისტი ნუ--------------ძე მიიყვანა განყოფილებაში; გამოძიებით შემდეგ დადასტურდა, რომ სასტუმრო „ზ-----ში“ ნამდვილად იკრიბებოდნენ მეძავები, შემდეგ ადიოდნენ სასტუმროში და უწევდნენ მამაკაცებს სექსუალურ მომსახურებას. (იხ. ოქმი 07.04.2016წ 16:10:26სთ-1657:02სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას ნუ--------------ძემ განაცხადა, რომ დასაქმებულია, კერძო ტაქსით ატარებს კლიენტებს; ატარებდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სასტუმრო „ზ-----შიც“; ასევე დაყავდა დისკო კლუბ „არენაშიც“ , სადაც ეტყოდა კლიენტი, იქ მიიყვანდა; მიყავდა მამაკაცებიც და ქალბატონებიც; თავადაც იყო ერთხელ სასტუმრო „ზ-----ში“, გაიცნო ერთი მანდილოსანი სახელით „ფ-----ზა“ 150 ლარის სანაცვლოდ უნდა გაეწია მისთვის სექსუალური ქალბატონმა უთხრა, რომ სხვა სასტუმროში ვერ წავიდოდა, უფროსი ქართველი იყო გ------ი, გვარი არ იცოდა; ფიზიკურადაც ვერ იცნობდა, იქ დარჩა და სასტუმროს ნომერში გადაიხადა 50 ლარი; თუმცა არ ჰქონდა პრობლემა სხვა სასტუმროში წასვლაზეც; 2015 წლის 25 სექტემბერსაც მიიყვანა კლიენტი ამ სასტუმროში; იქ მისული დაინახა რო---------------ძემ, პოლიციის თანამშრომელმა და შეთავაზა თანამშრომლობა; პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, წარუდგინა საკუთარი თანხა 400, თუ 450 ლარი დაათვალიერეს და დაუბრუნეს; მეორე დღეს სარფში დახვდა მეგობარს, მივიდნენ სასტუმრო „ზ-----ში“ , დაახლოებით 23 საათის შემდეგ ავიდნენ სასტუმროს მეორე სართულზე; დასხდნენ ბარში ორ მანდილოსანთან მოილაპარაკეს; გადაიხადა 150 ლარი, ხოლო 50 ლარი გადაიხადა სასტუმროს ნომრისთვის და ავიდნენ ნომერში, ამ დროს უკვე მოვიდა პოლიცია; ქალბატონმა აუხსნა, რომ პრობლემა შეექმნებოდა და სხვა სასტუმროში ვერ გავიდოდა, თუმცა არ დაუსახელებია ვისგან შეექმნებოდა პრობლემები; იმ ღამით სასტუმროში იყო ხალხი, მაგრამ ზუსტად არ შეუძლია მათი დასახელება; ამ სასტუმროში მანამ იმყოფებოდა 10 დღით ადრე; ადასტურებს, რომ ამ პერიოდში სასტუმროში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ მუშები ღამით არ მუშაობდნენ; ასასვლელში სილა ეყარა; იმ ღამით მან გადაიხადა სასტუმროს ნომრის ღირებულება; ქალს არ გადაუხდია; (იხ ოქმი 09.02.2017წ 14:13:37სთ- 14:40:01სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას ბა---------------ძემ განმარტა, რომ გი--------------ძეს ბავშვობიდან იცნობს, - იცნობს შორი ნათესაური კავშირი აქვთ, 2015 წლის 26 სექტემბერს მუშაობდა სასტუმრო „ზ-----ში“; დროებით ადმინისტრატორის თანამდებობაზე; მოს მოვალეობაში შედიოდა მიმსვლელი მოქალაქეებისათვის ნომრის გაფორმება და გამოყოფა; ღამის 2 3 საათი იქნებოდა, რომ შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოითხოვეს მათთვის ეჩვენებინა დანომრილი თანხა; ამოიღეს თანხა ; აუხსნეს, რომ უნდა შეემოწმებინათ სასტუმრო, წინააღმდეგი არ წასულა; დაათვალიერეს ასევე სასტუმროს წიგნი, ჩვეულებრივად მოქალაქეები იყვნენ ნომრებში; ვის ვინ მიყავდა არ ამოწმებდა, უკრაინელები ყავდათ იმ დროს 10 დღეზე მეტი იყო უკვე, რაც ცხოვრობდნენ; წამოიყვანეს პოლიციის განყოფილებაში; კაფე კი ჰქონდათ , მაგრამ იმ დროს იყენებდნენ მუშების სასადილოდ, ვინაიდან, იმ პერიოდში მიმდინარეობდა სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები;
გამოძიების დროს მიცემული განმარტებაზე ხელი მოაწერინეს , არც წაუკითხავს, ეს გაიგო შემდეგ ; რა შინაარსი იყო იქ დაფიქსირებული; ჩვენების მიცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო რაზეც იყო მითითება; პირადი მონაცემების გარდა არაფერი მისთვის არ უკითხავთ; ადასტურებს, რომ გი--------------ძე მხოლოდ მოდიოდა მუშების საკონტროლოდ, თვალყურს ადევნებდა სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს; რაც შეეხება ნომრების გაქირავებას, ნამდვილად ახდენდნენ სამშენებლო სამუშაოების დროსაც; პრეზერვატივები თვითონ პოლიციელებმა შემოიტანეს და დადეს მაგიდაზე, სურათები გადაუღეს და დალუქეს; თანხა ამოიღეს, როგორც ახსოვს 100 ლარის ოდენობით; ადმინისტრაციის ოთახში იყვნენ და თავად ათვალიერებდნენ, არც შეუთავაზებიათ გაყოლა; სასტუმროში რაიმე ისეთი სახის საქმიანობა არ მიმდინარეობდა, რომ დათვალიერებაზე წინააღმდეგობა გაეწია; (იხ ოქმი 21.03.2018წ 16:36:51სთ-17:06:50სთ)
მოწმე რო----------ემ განაცხადა, რომ გამომძიებლის ას-–---------------ის გამოძახებით დაახლოებით 2015 წლის 25 სექტემბერს 04:00 საათისთვის გამოცხადდა სასტუმრო „ზ-----ში“ მოახდინა სასტუმროს დათვალიერება, დათვალიერდა შესასვლელი ადმინისტრატორის ოთახი; დაფიქსირდა ამოღებული ნივთები; სასტუმრო ოთახებიდან ამოღებული იქნა პრეზერვატივების რამოდენიმე ყუთი; დასურათდა ოთახები შენობა და ამოღებული ნივთები; შენობაში შესვლისას იყვნენ ქალბატონები და მამაკაცები; თანხა ამოიღეს 200 ლარის ოდენობით; ერთი 100 ლარიანი და ორი 50 ლარიანი კუპიურა; პრეზერვატივები იყო მუყაოს ყუთში ფუთა დაურღვეველი, გამოუყენებელი; ასევე იატაკზეც ეყარა უკვე ფუთადარღვეული; თანხა ამოიღეს ადმინისტრატორიდან (იხ. ოქმი 05.04.2017წ, 17:13:41თ-15:26:51სთ)
მოწმეებმა მი----–----–-------------------ემ და ას-–---------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა, ას-–---------------ის განმარტებით დაიწყო გამოძიება შეტყობინების საფუძველზე, მან დაკითხა ინფორმაციის მომწოდებელი პირი , ინფორმაცია შეხებოდა მას, რომ სასტუმრო „ზ-----ში“ ხდებოდა პროსტიტუცისათვის ადგილის გადაცემა ; გამოკითხა ნუ--------------ძე, გავიდა სასტუმროში, დაათვალიერა ექსპერტების მონაწილეობით, ამოიღო ფულადი თანხა 200 ლარი, ამოღებული იქნა ნივთები , რაც გამოძიებისთვის იყო საინტერესო, სასტუმროში ამ დროს იყვნენ მამაკაცები და ქალბატონები; ნომრებში ეყარა დამცავი საშუალებები ; ამოიღო მხოლოდ ის თანხა რაც იქნა ნუ--------------ძესთან დათვალიერებული; (ოქმი 27.10.2017წ, 13:11:51სთ-16:23:34სთ)
მოწმე ლე---–------–---–მა განაცხადა, რომ გი--------------ძეს იცნობს; მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიტყო რომ იქ შეიძლებოდა მუშაობა და მივიდა გ------ისთნ სასტუმრო „ზ-----ში“; მოიკითხა უფროსი და გ------ი აჩვენეს, გაესაუბრა დააწყებინა მუშაობა, შეთანხმება იყო ისეთი, რომ სექსუალური კავშირისთვის, რომლის სანაცვლოდ იღებდა თანხას, მისი კლიენტები უნდა მიეყვანა იმ სასტუმროში; კლიენტები იქვე ბარში ამოდიოდნენ და ამის შემდეგ ნომერში ადიოდნენ; გ------ის დაქირავებული არ ყავდა, არც რაიმე თანხას არ უხდიდა გ------ის; იქ მუშაობდა ორი თვე, 2015 წლის 25 სექტემბერს იქ იყო, გ------ი გაიცნო 2015 წლის მაისის თვეში, გაცნობიდან ორი თვის მანძილზე მუშაობდა; ამის შემდეგ წავიდა სხვა სასტუმროში იგივე სახით სამუშაოდ; (იხ. ოქმი 03.05.2017წ 13:4432სთ-13:57:18სთ)
მოწმე უზუნერ ვულარმა განაცხადა, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს იმყოფებოდა ბათუში აეროპორტის მხარეს სასტუმრო „ზ-----ში“ იჯდა მეორე სართულზე ბარში; შეუთანხმდა ერთ ერთ გოგონას, რომ ასულიყო სასტუმროს ნომერში სექსუალური კავშირის დასამყარებლად; თანხა 250 ლირა უნდა გადაეხადა; სასტუმროს ნომერი 70 ლირა გადაიხადა როგორც ახსოვს; გადაიხადა თანხა სასტუმროს ნომრისთვის და ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები და წაიყვანეს განყოფილებაში; ამ სასტუმროში მივიდა იმიტომ, რომ მეგობრებმა უთხრეს, რომ აქ იყვნენ გოგონები; ერთ ორჯერ არის ნამყოფი ამ სასტუმროში; პირველადაც იგივე სიტუაციისთვის მივიდა დაახლოებით ორი თვით ადრე; გოგონამ მიუთითა უფროსზე მაგრამ თავად არ იცის ვისზე უთხრა, არც იცნობს; (იხ. ოქმი 20.03.2017წ. 10:14:27სთ -10:23:32სთ)
მოწმე მაია არენდაულის განმარტებით იყო დისკო კლუბ არენაში გასართობად 2015 წლის სექტემბერი იყო, რიცხვი არ ახსოვს; იქ ნახა სხვადასხვა ეროვნების ხალხი ; თურქი მივიდა მასთან და თავაზობდა თანხას და უნდა ასულიყო სასტუმროში, უარი უთხრა, ვინაიდან ის ამ საქმიანობას არ ეწეოდა; მაგრამ სხვა გოგონა დაინახა რომ კლიენტთან ერთად გავიდა, გოგონამ უთხრა, რომ სასტუმრო „ზ-----ში“ ჰქონდა ნაქირავები ნომერი და იქ უნდა ასულიყვნენ; (ოქმი 12.12.2017წ 15:11:10სთ-15:16:11სთ)
მოეწმეებმა თამ----–----------–-------------------------------------------–-ძემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა, განმარტეს, რომ მათ მიერ გამოკითხულია მოწმეები პროკურორის დავალების საფუძველზე; ისინი ჩართული იყვნენ საგამოძიებო ჯგუფში; მოწმეთა ღამის საათებში დაკითხვა გამომდინარეობდა გადაუდებელი აუცილებლობიდან; (ოქმი 27.10.2017წ,12.12.2017წ , 15:14:04სთ-15:17:19სთ; 03.04.2018წ )
ფა--------–--------ოვამ განაცხადა, რომ გი--------------ძეს იცნობს; მხოლოდ ერთხელ შეხვდა; მას უთხრეს, რომ მას ჰქონდა რესტორანი და მივიდა; მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო საკითხებზე ესაუბრა და დათანხმდა, რომ ემუშავა სასტუმროში; იძულებული იყო კლიენტებს მომსახურებოდა; რესტორანში როცა შემოვიდოდა კლიენტი, შემდეგ რესტორნის გარეთ უნდა გასულიყო მასთან სასტუმროში; რესტორანში რაც შეიძლება მეტი სასმელი უნდა მიეწოდებინა კლიენტისათვის და შემდეგ ადიოდნენ სასტუმროში; სასტუმროში თანხის სანაცვლოდ ემსახურებოდა კლიენტებს; დილამდე ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა კლიენტებთან; უთხრეს , რომ უცხოელ გოგონებს არ იღებდნენ სამსახურში; თავად ესაუბრა გ------ის; მას გადაუხდიდა კლიენტი; მუშაობდა მხოლოდ ორი თვე; სექტემბრის თვე იყო როგორც ახსოვს, ის დააკავეს კლიენტთან ერთად ცდილობდა ნომერში შესვლას; სასტუმროს ნომრის თანხას იხდიდა კლიენტი; გ------ის თანხას არ უხდიდა, მხოლოდ მოელაპარაკა, რომ რესტორანში დაჯდებოდა, კლიენტებს კი შემოსავლის მისაღებად მოემსახურებოდა თანხის სანაცვლოდ; (იხ. ოქმი 09.02.2017წ 14:50:08სთ- 15:16:09სთ)
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებული, მოწმე ჯეიხუნა შიხალიევას ჩვენების (26.09.2015წ) თანახმად, დროგამოშვებით ჩამოდის ბათუში გაიცნო სასტუმროს „ზ-----ს“ მფლობელი გი--------------ძე, რომელიც სასტუმროს ნომრებს გადასცემს პროსტიტუციისათვის და ამ გზით იღებს სარგებელს, სასტუმროს მეორე სართულზე გააჩნია ბარი, სადაც იკრიბებიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები და თანხის სანაცვლოდ კლიენტებთან ამყარებენ სქესობრივ კავშირს; გ------ისთან მოლაპარაკების თანახმად, მათ უნდა ესარგებლათ სასტუმროს ნომრებით და მათ უკეთებს გარკვეულ შეღავათს, სასტუმროს ნომრებს გადასცემს დაბალ ფასებში; ის 2015 წლის 25 სექტემბერს სასტუმროს ბარში მივიდა 23:00 საათზე; რამოდენიმე ხნის შემდეგ შემოვიდა მამაკაცი - სახელით ნ-----ი, რომელმაც მოიხმო მასთან; შეუთანხმდა ნ-----ის, რომ გადაუხდიდა 150 ლარს და ორი საათის განმავლობაში გაჩერდებოდა მასთან ნომერში; გი რის შემდეგაც გ------იმ გადაიხადა ნომრის საფასური 50 ლარი და ავიდნენ სასტუმროს მესამე სართულზე, 201-ე ნომერში სადაც ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი; ამ დროს იქ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; ხოლო თვითონ ნ-----ისთან ერთად წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში;
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებული, მოწმე ვო-–---------------ას ჩვენების (26.09.2015წ) თანახმად, მისთვის ცნობილია ქ. ბათუმში აერ--------------------–--–------ში მდებარე სასტუმრო „ზ-----ში“ რომ თავს იყრიან პროსტიტუციით დაკავებული ქალბატონები, სასტუმროს მფლობელი არის ვინმე გი--------------ძე, მას შეხვედრია რამოდენიმეჯერ, ხშირად აქ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებთან ამყარებს სქესობრივ კავშირს გარკვეული თანხის სანაცვლოდ; 2015 წლის 26 სექტემბერს დაახლოებით 02:00 საათზე მივიდა სასტუმრო „ზ-----ში“ იმ მიზნით, რომ იქ მყოფი პროსტიტუციით დაკავებული ქალებიდან რომელიმესთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი გარკვეული თანხის სანაცვლოდ; სასტუმროში ამ დროს იმყოფებოდნენ მეძავი ქალბატონები და კლიენტი მამაკაცები; ასევე იყო ადმინისტრატორი - ბაგრატი; იქვე გაიცნო უზბეკი ეროვნების ქალი ალინაზაროვა 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ მოელაპარაკა, ავიდნენ სასტუმროს მესამე სართულზე 201-ე ნომერში; სქესობრივი კავშირის დამყარებამდე სასტუმროში დათვალიერების მიზნით შემოვიდა პოლიციის თანამშრომლები და თხოვეს დაეტოვებინათ სასტუმრო;
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებული, მოწმე სომ ფერიტის ჩვენების (26.09.2015წ) თანახმად, ის მივიდა სასტუმრო „ზ-----ში“ აპირებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებთან მოლაპარაკებას, დაახლოებით 02:00 საათზე ჩამოვიდა ბათუში; სასტუმროში მისვლის შემდეგ მოვიდა პოლიციის თანამშრომლები და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში;
2015 წლის 25 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ას-–---------------ის მიერ, ქ.ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, კვარტალი:2, ნუ--------------ძის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ნუ--------------ძის მიერ წარმოდგენილი 400 (ოთხასი) ლარის დათვალიერება შემდეგი კუპიურებით: სამი ცალი ასლარიანი კუპიურა ნომრებით: G--------------------------------------–--–---------–-------–----------------------------------------------------- დათვალიერების შემდეგ კუპიურები დასურათდა, რის შედეგაც ფულადი თანხა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდა მფლობელს ნუ--------------ძეს.
დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 25 სექტემბერს 21:15 საათზე და დასრულდა 2015 წლის 25 სექტემბერს 21:30 საათზე. (იხ ს.ფ.12-15)
2015 წლის 26 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ას-–---------------ის მიერ, ბა---------------ძის და რო----------ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა შემთხვეის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.ბათუმში, აეროპორტის გზ-----–--–------ სასტუმრო ,,ZU-GO’’. სასტუმრო არის ოთხ სართულიანი, სასტუმროში ადიან სპეციალური კიბეებით, მეორე სართულზე კიბეებიდან ხელმარცხნივ განთავსებულია ადმინისტრატორისთვის განკუთვნილი ოთახი, სადაც განთავსებულია დივანი, ტელევიზორი თავისი დასადგამით, ადმინისტრატორის სამუშაო მაგიდა, რაზედაც განთავსებულია კომპიუტერი და პრინტერი. ასევე ოთახში განთავსებულია მაცივარი. აღნიშნული ოთახის გავლით შედიან სასტუმროს ბარში, სადაც განთავსებულია ოთხი მაგიდა სკამებით, დივანი, კუთხეში ალკოჰოლური სასმელები გასაყიდად, კარის გავლით შევიდნენ სასტუმროს მეორე სართულზე განთავსებულ ოთახებში, სადაც განთავსებულია საწოლი, მაგიდა და სკამები. მეორე სართულიდან რკალისებური კიბეებით ადიან სასტუმროს მესამე სართულზე აივნის გავლით შედიან ჰოლში, სადაც მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებულია სასტუმროს ოთახები. ოთახებში განთავსებულია საწოლები, პატარა ე.წ. კამოდები და სველი წერტილები. 201-ე ოთახიდან ამოღებული იქნა 5 შეკვრა დამცავი საშუალება ე.წ. პრეზერვატივი. ასევე 202-ე ოთახიდან კარადიდან და იატაკიდან ამოღებული იქნა პრეზერვატივები. ორი კოლოფი არის გაუხსნელი, ხოლო ერთი არის გახსნილი. კიბეების საშუალებით ადიან სასტუმროს მეოთხე სართულზე, აივნის გავლით შედიან ჰოლში, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია ოთახები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ადმინისტრაციის ოთახიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ას ლარიანი კუპიურა ნომრით G-------------------–--–---------–-------–---------------------------------------------------- რომელიც მოთავსებული იქნა შსს სპეციალურ პაკეტში ნომრით Fci624791 და დაილუქა მწებავი ლენტით. ასევე ადმინისტრაციიდან ამოღებული იქნა სასტუმროს წიგნი 158 ფურცლად, სადაც გატარებულია სასტუმროში შემოსული კლიენტების მონაცემები. ასევე ამოღებული იქნა სასტუმროში შემოსული კლიენტების პასპორტის და პირადობის მოწმობის ქსეროასლები. ასევე ამოღებული იქნა თანხის გადახდის ქვითარი სამი ცალი, რომელიც თარიღდება 26/09/2015 წლით. თითოეულ ქვითარზე თანხის გრაფაში მითითებულია 50 ლარი. დათვალიერების შემდეგ ამოღებული ნივთები მოთავსებული იქნა შსს სპეციალურ პაკეტში და დაილუქა ლუქის ნომრით.
დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 25 სექტემბერს 21:15 საათზე და დასრულდა 2015 წლის 25 სექტემბერს 21:30 საათზე. (იხ ს.ფ.22-37)
საჯარო რეესტრის ამონაწერით 20/10/2014წ დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, აეროპორტის გზ-----–--–-------ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნი-------------–--ლი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 ოქტომბრის მომართვით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ნი-------------–--ლი პ/ნ 6---------- რეგისტრირებულია: ინდივიდუალურ მეწარმედ 26/03/2014წ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იურიდიულ მისამართზე - ბათუმი, აეროპორტის გზ-----–--–------.
2015 წლის 05 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ ბრალდებულ გი--------------ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ედ-–-----------ძის მიერ, მესაკუთრის - ნი-------------–--ლის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ქ.ბათუმში, აეროპორტის გზ-----–--–-------ში მდებარე უძრავი ნივთი.
უძრავი ნივთი წარმოადგენს ოთხსართულიან კაპიტალურ შენობას მანსარდით და მდებარეობს ბათუმი, სარფის გზატკეცილზე, აეროპორტის გზ-----–--–--------ში გზისპირას. შენობის ფასადი სხვადასხვა ფერებშია, ნაწილობრივ მხოლოდ შებათქაშებული.
ცენტრალური შესასვლელი ღია მდგომარეობაშია, ზომით 5X10 და მოუწესრიგებელი, დაუსუფთავებელია. მის საზღვრებში აღენიშნება სილის, ცემენტის, ბათქაში და სხვა სამშენებლო სამუშაოების ნარჩენები თუ ხელსაწყოები. ამავე მდგომარეობაშია მეორე სართულზე ასასვლელი ბეტონის კიბეები და ასასვლელის კედლები აშკარად ასახავენ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, განათების მოწყობილობები მოხსნილია.
შენობის პირველ სართულზე შესასვლელი კონსტრუქციას არ გააჩნია.
ბეტონირებული კიბეები უკავშირდება შენობის მეორე სართულს, შემდეგ კი ზემოთა სართულებს.
მეორე და ზემოთა სართულები არასიმეტრიული ნაგებობაა, მარცხენა ნაწილი ფრონტალურად გრძელი, იატაკი ახალდასხმულია, კედლები ნაწილობრივ ამოყვანილი, სართულის მარჯვენა ნაწილი გამოკვეთილია ასასვლელი ათსართულიანი კიბეებით და წარმოადგენს სართულთაშორის კონსტრუქციას, რომელშიც სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა ნაკლებად გამოკვეთილია. შენობის ამ ნაწილი განლაგებულია ინვენტარი მოწესრიგებულად, თუმცა მტვრიან მდგომარეობაში. იქვეა, ე.წ. ბარის სტოიკა. ფოეს გარდა სართულის ამ ნაწილში ორი იზოლირებული ოთახია.
შენობის მესამე სართულზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები მარცხენა ფრონტალურ ნაწილს და კონსტრუქციას არ გააჩნია კედლები და სახურავი. მეორესაგან განსხვავებით ერთიანია და მარჯვენა ნაწილში განლაგებულია რვა იზოლირებული ოთახი, რომელშიც შედიან საერთო ფოეს გავლით.
კონსტრუქციის მეოთხე სართულზე აგრეთვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და არსებული ოთახები დანიშნულებით ვერ გამოიყენება. შენობის მეხუთე სართული მანსარდული ტიპისაა და მასში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. დათვალიერების მიმდინარეობა დათვალიერებული იქნა.
დათვალიერება დაიწყო 2015 წლის 05 ნოემბერს 14:39 საათზე და დასრულდა 2015 წლის 05 ნოემბერს 15:40 საათზე. (იხ ს.ფ.188-195)
გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გი--------------ძის მიერ სასტუმროს მფლობელობა, მის მიერ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემა და ამ გზით სარგებლის მიღება
საქმის განხილვისას მოწმეთა და საჯაროდ გამოქვეყნებული მოწმეთა ჩვენებებით არანაირად არ დასტურდება ბრალდებულის გი--------------ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში; მოწმეთა მიერ მითითებული ფაქტები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, რაც მათ არადამაჯერებელს და არასარწმუნოს ხდის, კერძოდ: ნუ--------------ძე სასამართლში საქმის განხილვისას აჩვენებს, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს ღამით მივიდა სასტუმრო „ზ-----ში“ გაიცნო ქალბატონი სახელით ჯეიხუნა და გადაუხადა მომსახურების სანაცვლოდ თანხა, 150 ლარი ასევე გადაიხადა ნომრის თანხა 50 ლარი, ავიდა მესამე სართულზე და თან მოვიდა პოლიციის თანამშრომლები; საჯაროდ გამოქვეყნებული მოწმის ჯეიხუნა შიხარიევას ჩვენებით : 23:00 საათზე მივიდა სასტუმროში; რამდენიმე ხანში მოვიდა მამაკაცი ნ-----ი, მოელაპარაკა 150 ლარზე ავიდნენ სასტუმროს მესამე სართულზე 201-ე ნომერში და მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი და ამ დროს მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები; საჯაროდ გამოქვეყნებული მოწმის ვო-–---------------ას ჩვენებით: სასტუმროში მივიდა 02:00 საათზე მოელაპარაკა უზბეკი ეროვნების ქალბატონს ალინაზაროვას და ავიდა მესამე სართულზე 201-ე ნომერში და ამ დროს მოვიდა პოლიციის თანამშრომლები; ასევე საჯაროდ გამოქვეყნებული მოწმის სომ ფერიტის ჩვენებით: ჩამოვიდა ბათუში 02:00 საათზე; ამის შემდეგ მივიდა სასტუმრო „ზ-----ში“ სურდა ნომრის აღება და ამ დრო უკვე მივიდნენ პოლიციელები; მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას სარწმუნო ვერ ხდება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ფაქტიური დრო, რამეთუ 2015 წლის 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 2015 წლის 02:00 საათამდე და მის შემდეგაც მიუთითებენ მოწმეები პოლიციის თანამშრომელთა სასტუმროში შესვლაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით; ნაწილი ამტკიცებს 23 საათს, ნაწილი 02:00 საათს დაახლოებით; ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით შემთხვევის ადგილის დათვალიერება იწყება 2015 წლის 26 სექტემბერს 03:45 საათზე ; სასტუმროს მესამე სართულზე 201-ე ნომერში ასვლას და ყოფნას (თან სხვადასხვა საათზე) მიუთითებს ორი სხვადასხვა მოწმე, ამ ნომერთან ასვლას, ან მასში ყოფნას უკავშირებენ პოლიციის მისვლას დროით, რაც სრულიად განსხვავებულია (23:00 საათი, 02:00საათი);
ასევე მოწმეთა ჩვენებები არადამჯარებელია გი--------------ძის სტატუსთან მიმართებით; მართალია მოწმეთა ნაწილი მოიხსენიებს მას განმარტებით თუ საჯარო გამოქვეყნებული ჩვენებებით, მაგრამ ბუნდოვანი და გაურკვეველია მათი ურთიერთობა გი--------------ძესთან, მათი კავშირი და მათი ინფორმირებულობა; ვოკლან დემირკოჩა გაცხადებს, რომ იცის, მფლობელია გი--------------ძე , მას შეხვედრია რამოდენიმეჯერ; მოწმეთა ნაწილი აცხადებს, რომ გ------ი არის მფლობელი, მაგ. მოწმე ალინაზაროვა განმარტავს, რომ სასტუმროში მისვლაზე შეუთანხმდა გ------ის; ლე---–------–---–მა განმარტა, რომ ასევე შეუთანხმდა გ------ის, თუმცა ვერ არკვევს პერიოდს, განმარტავს, რომ ის მხოლოდ 2015 წლის მაისიდან სასტუმროში დადიოდა ორი თვის განმავლობაში და შემდეგ დაანება თავი; საიდან აღმოჩნდა 2015 წლის სექტემბრის თვეში, ვერ იხსენებს; მოწმე უზუნერ ვულარი, აცხადებს, რომ მისულა სასტუმროში, მაგრამ არ იცის მფლობელების შესახებ; მაია არენდაულის განმარტებით, იყო რა გასართობად დისკო კლუბ „არენაში“ გოგონა იცის რომ კლიენტთან ერთად წავიდა სასტუმრო „ზ-----ს“ნომერში; მას უთხრეს, რომ სასტუმრო ზ-----ში“ კლიენტებთან ერთად უნდა ასულიყვნენ;
სასამართლო ზ/აღნიშნული მტკიცებულებების - მოწმეთა გამოკვლევის შედეგად არ მიიჩნევს დადასტურებულად რომ გი--------------ძე გადასცემდა სასტუმროს ნომრებს პროსტიტუციისათვის; ბრალდების მხარე კი პირდაპირი მტკიცებულებების სახით მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები აქვს წარმოდგენილი; შესაფასებელია მოწმეთა ნაწილის განმარტებები, რომ გ------ი გადასცემდა სასტუმროს ნომრებს მეტი სარგებლის მიღების მიზნით, მაშინ როცა იგივე მოწმეთა ჩვენებებით გი--------------ძეს არავინ არაფერს არ უხდიდა, ისინი, მხოლოდ კლიენტებთან ერთად იღებდნენ სასტუმროს ნომრებს, რომელსაც იხდიდა კლიენტი; გაურკვეველია გი--------------ძის მხრიდან რა სარგებლის და თან მეტი სარგებლის მიღებაზეა ბრალდების მხარის მტკიცება მიმართული;
ასევე არცერთი სახის პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება გი--------------ძის მიერ სასტუმროს პირდაპირ მფლობელობა , საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით სასტუმროს მესაკუთრე ნი-------------–--ლია, რომლის მიერაც 2014 წლის 16 სექტემბრიდან უძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე აეროპორტის გზატკეცილი #120 გადაცემულია ი/მ ირ----------ეზე 2015 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის გადახდით; ხოლო შენობის პირველ სართულზე არსებული 150 კვ.მ. და დამხმარე ფართი 70 კვ.მ გადაცემულია თურქეთის მოქალაქე იბ---------------–ზე - ყოველთვიურად 3000 აშშ დოლარის გადახდით; საქმის განხილვისას მოწმის ნი-------------–--ლის ჩვენებით ის ერთპიროვნული მესაკუთრეა მოცემული სასტუმროს შენობის, ხოლო გი--------------ძე მხოლოდ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას აქცევდა ყურადღებას და მხოლოდ ამ დროს იმყოფებოდა სასტუმროში; მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა სასტუმროს ფუნქციონირებასთან; იგივე გარემოებები დაადასტურა ბრალდებულმა გი--------------ძემ ; (იხ ოქმი 11.05.2018წ)
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ნივთიერ მტკიცებულებებს; გამოკვლეული იქნა რა სასტუმროს რეგისტრაციის ჟურნალი და გარკვეულ მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ვერ იქნა ვერცერთ მოწმეზე (ვერ პირადობის მოწმობით, პასპორტით, ვერც სარეგისტრაციო ჟურნალით), რომელთა ჩვენებები წარმოადგენს ბრალდების მხარის მხრიდან ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებს;
რაც შეეხება ამოღებულ თანხას, აქაც გარკვეული უზუსტობაა: ნუ--------------ძის განმარტებით მან სასტუმროს ნომრის თანხა გადაიხადა 50 ლარის ოდენობით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად ამოღებულია 50 ლარიანი კუპიურა და სულ 200 ლარი, თუმცა ნივთმტკიცების გამოკვლევის პერიოდისათვის მისი არარსებობის გამო შემოწმება და გამოკვლევა ვერ მოხდა; (იხ მომართვა);
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გი--------------ძის მხრიდან პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტს
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემისათვის. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი ზნეობა. განსახილველი დანაშაული გამოიხატება პროსტიტუციისათვის ანუ მეძავთან სქესობრივი კავშირისათვის ადგილის გადაცემაში, რაც შეიძლება იყოს შენობა, ნაგებობა, სადგომი, საცავი, ბინა, კლუბი, სალონი, კაზინო და სხვა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ქმედება ჩადენილი იყოს პირდაპირი განზრახვით და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემას უნდა ჰქონდეს არაერთჯერადი ხასიათი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გი--------------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გი--------------ძის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფულადი თანხა, სასტუმროს სარეგისტრაციო ჟურნალი და პრეზერვატივები, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების განკარგვა უნდა მოხდეს დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი--------------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;
გამართლებულს გი--------------ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
გი--------------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 08 დეკემბრის განჩინებით გი--------------ძის (პ/ნ 6---------1) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ.ბათუმი, მე------–-----------–---–---------------, სხვენი, ფართი 58.10 კვ.მ, (ზონა - ბათუმი 05 სექტორი - 21, კვარტალი - 54, ნაკვეთი - 050, კოდი 01/5--, დაზუსტებული ფართობი 1933.00 კვმ, საკადასტრო კოდი - №05.21.54.050.01.5--) - 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სასტუმროს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პრეზერვატივები, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე