განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
820100118002405237
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-349-2018წ.

(820100118002405237)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------- ა------ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------–ს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, რეგისტრირებული თურქეთი, ქ------------------–-------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, ი-----------------------------------.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--------- ა------ა ჩა-----ა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ--------- ა------ თავის კანონიერ მფლობელობაში არსებულ - ქ. ბათუმში, გ---------------–---–-------------------––---------–-----------–--–------ში მდებარე სასტუმრო ,,დ-------’’ ნომრებს, მეტი სარგებლისა და შემოსავლის მიღების მიზნით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, 2018 წლის 03 იანვრიდან - 2018 წლის 09 მარტამდე პერიოდში სისტემატიურად გადასცემდა პროსტიტუციისათვის.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენით მ--------- ა----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ--------- ა------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის შეუსაბამო დამნაშავის პიროვნებასთან, მსუბუქია და აღნიშნული სასჯელის დანიშვნით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები. იმ ფონზე როდესაც თვეების განმავლობაში მსჯავრდებული მეტი სარგებლისა და შემოსავლის მიღების მიზნით ახორციელებდა პროსტიტუციისათვის ფართების გადაცემას, ამდენად სასჯელის სახედ შეფარდებული ჯარიმის ეს ოდენობა ვერ ჩაითვლება სამომავლოდ მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილების პროპორციულ ღონისძიებად.

 

მსჯავრდებულ მ--------- ა------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ჯ--------ემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელები და მოითხოვა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--------- ა------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ--------- ა------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - რ----–----------------------–-----------------–---–---------------------------------------------------------------------–----------–----------------------------------------–------–-----------------------------------------------–----------------------------–---–-----------–---------------------------–--–-----–---------–--–--–------------------–------------------------------–----------------------–--------------------------------------------------------–---------–-----------–------------------------- ჩვენებები, დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, საჯარო რეესტრის გვერდი დათვალიერების ოქმით, ამონაწერები საჯარო და სამეწარმეო რეესტრიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ მ--------- ა------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ--------- ა------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ--------- ა----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნივთმტკიცების სახით არსებული სასტუმროს წიგნი და ფულადი თანხა 180 თურქული ლირა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

გაუქმდეს მ--------- ა------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე