განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117001933432
№1/ბ-95-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 მაისი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - მ------ ნ--------ის
მსჯავრდებულის - ი---- ი-----–-–---–ის
ადვოკატის - ნ--- ს-----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი---- მ-–-ს ასული ი-----–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №4----------, განქორწილებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ.ფოთი, ბ. პ----------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ფოთი, მ---------ის ქუჩა N 2, ბინა N 34-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი---- ი-----–-–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 1100 საათზე, ი---- ი-----–-–---–ი ქ. ფოთში, აღმაშენებლის ქუჩა N 56-ში მდებარე კაფე-ბარ "VALENTIN მეზღვაურთა კლუბში" ყოფნისას, გ---- ი----ეს შეუთანხმდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში, ავტომანქანით ჩაუტანდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რის სანაცვლოდ წინასწარ გამოართვა ფულადი თანხა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. ი---- ი-----–-–---–მა იმავე დღეს, მისი მართვის ქვეშ მყოფი "მაზდას" მარკის, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომანქანით, გ---- ი----ეზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით, ქ. ფოთიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში გადაზიდა 0.04 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი, კერძოდ, 0.016 გრამი ბუპრენორფინი მოთავსებული ჰქონდა ჟაკეტის ჯიბეში, ხოლო 0.024 გრამი ბუპრენორფინი ავტომანქანაში, თუმცა ი---- ი-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედების - ნარკოტიკული საშუალების გასაღების დამთავრება ვერ მოახერხა, ვინაიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში დაკავებულ იქნა ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რა დროსაც მისგან და ავტომანქანიდან ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.
2017 წლის 11 აპრილს, ი---- ი-----–-–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ქ. ფოთში, უკანონოდ შეიძინა 0.04 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და იმავე დღეს, ქ. ფოთიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში გადაზიდა მისი მართვის ქვეშ არსებული "მაზდას" მარკის, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომანქანით, რა დროსაც ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა ჩხრეკის შედეგად, კერძოდ, ი---- ი-----–-–---–ს 0.016 გრამი ბუპრენორფინი მოთავსებული ჰქონდა ჟაკეტის ჯიბეში, ხოლო 0.24 გრამი ბუპრენორფინი ავტომანქანაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ი---- ი-----–-–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ი---- ი-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ი---- ი-----–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი---- ი-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების დღიდან-2017 წლის 11 აპრილიდან .
მსჯავრდებულ ი---- ი-----–-–---–ს , როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაიწყო განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ი---- ი-----–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--- ს-----ის მიერ, რომლებმაც გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ი. ი-----–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ი---- ი-----–-–---–ის საქართველოს სსკ-ის 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, რომლითაც გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– მსჯავრდებულ ი---- ი-----–-–---–სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ნ--- ს-----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
- ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ეს, რომელმაც ასევე მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული გურიის პოლიციის დეპარტამენტის სუფსის პოლიციის განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის კ---- თ-------ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 11 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში მცხოვრები, გ---- ი----ე გადაადგილდებოდა თავისი ავტომანქანით, რომელსაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. შეადგინა პატაკი და მიმართა უფროსს. მოგვიანებით, მიიღო ინფორმაცია, რომ ვალენტინის ბარის მეაპტრონეს უნდა ქონოდა ნარკოტიკული საშუალება და შეადგინა პატაკი. კ---- თ-------ამ ჩვენების დროს ისაუბრა გ---- ი----ეს და ი---- ი-----–-–---–ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, თუმცა აღნიშნა, რომ გადმოცემით იყო მისთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას არ დასწრებია და თავად არ მოუსმენია გ---- ი----ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერების შეძენასთან დაკავშირებით.
მოწმის სახით დაკითხული გ---- ი----ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 20 წელია იცნობს ი---- ი-----–-–---–ს. 2017 წლის 11 აპრილს, რ----- შ-----–--ესთან ერთად, ფოთში ჩავიდა მეგობართან, მანქანის ნაწილების სანახავად. იცნობდა რა ი----ს, მივიდა ი---- ი-----–-–---–თან და თხოვა დახმარება ნარკოტიკული საშუალების, სუბოქსინის, შეძენაში და ამ მიზნით გადასცა 800 ლარი. მათ შორის საუბარს არავინ ესწრებოდა. ნარკოტიკული საშუალების შემომტანები, ძირითადად თურქები იყვნენ და შესაძლოა ი----ს ყოლოდა ნაცნობი, რომელიც დაეხმარებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში. შეთანხმდნენ, რომ ი---- მიუტანდა ნარკოტიკულ საშუალებას და გრიგოლეთში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. რ----- შ-----–--ესთან ერთად ავტომანქანით მივიდა დათქმულ ადგილას და უცდიდა ი---- ი-----–-–---–ს. გაჩერებიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, რაზეც განაცხადა თანხმობა. გამომძიებელს განუმარტა, რომ არ ქონდა ნარკოტიკული საშუალება და ელოდებოდა ი---- ი-----–-–---–ს, რომელსაც გადასცა ფულადი თანხა და უნდა მიეტანა მისთვის ნარკოტიკული საშუალება. ასევე აცნობა, რომ ი---- ი-----–-–---–ი მივიდოდა ავტომანქანა მაზდით, რომლის ნომერია 003. გ---- ი----ემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებული გარემოებები.
მოწმის სახით რ----- შ-----–--ის დაკითხვის დროს მან განმარტა, რომ გ---- ი----ეს იცნობს ერთი წელია, ერთად მუშაობენ. ი---- ი-----–-–---–ს არ იცნობს. გ---- ი----ესთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, იმყოფებოდა ფოთში, მივიდნენ ზღვის პირას კაფეში, სადაც გ---- ი----ე შევიდა და გაჩერდა დაახლოებით 15 წუთი. ფოთიდან წამოსვლის შემდეგ გაჩერდნენ გრიგოლეთში, ფოთის და სუფსის კვეთასთან და ერთი საათი იდგნენ. გ----მ უთხრა, რომ გზავნილს ელოდებოდა და მალე მიუტანდნენ. მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს, რომ ნარკოტიკი უნდა ქონოდათ და დაიწყეს ჩხრეკა. როცა ჩხრეკდნენ ესმოდა გ---- ი----ის საუბარი, რომელიც ამბობდა, რომ მანქანაში არაფერი ქონდა და ი---- ი-----–-–---–ს დაუტოვა ფული და უნდა მიეტანა მისთვის ნარკოტიკული საშუალება. მისივე ჩვენებით, პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ხოლო ი---- ი-----–-–---–ი შემთხვევის ადგილას არ უნახავს.
დეტექტივ-გამომძიებელის - ზ----- ი------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ სუფსის პოლიციის განყოფილებაში მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. ინფორმაცია ეხებოდა გ---- ი----ეს. გამოკითხა ინფორმაციის მიმღები და დ----- ჩ----ესთან ერთად, მივიდა მითითებულ ადგილას, სადაც ჩაატარა გ---- ი----ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება არ იქნა ამოღებული. ასევე ჩაატარა გ---- ი----ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა. მისივე ჩვენებით, გ---- ი----ემ, პირადი ჩხრეკის დროს განუმარტა რომ 800 ლარი მისცა ი---- ი-----–-–---–ს და მას უნდა მიეტანა მისთვის ნარკოტიკული საშუალება. გ---- ი----ე გადაიყვანა პოლიციაში, სადაც შეიტყო რომ კ---- თ-------ას მიღებული ქონდა ოპერატიული ინფორმაცია, ი---- ი-----–-–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობის შესახებ. მისივე ჩვენებით, ი---- ი-----–-–---–ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები, გამომძიებელ ნ--- თ----–---–ისაგან.
დ----- ჩ----ის განმარტებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აპრილს კ---- თ-------ამ მიიღო ინფორმაცია, რომ გ---- ი----ე მოძრაობდა მერსედესის მარკის ავტომანქანით სოფელ გრიგოლეთში და თან უნდა ქონოდა ნარკოტიკული საშუალება. დაიწყო გამოძიება. დეტექტივ-გამომძიებელ ზ----- ი-----ესთან ერთად გაემართა მითითებულ ადგილას, სადაც თავად ჩაატარა რ----- შ-----–--ის პირადი ჩხრეკა. მისივე ჩვენებით ი---- ი-----–-–---–ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები, გამომძიებელ ნ--- თ----–---–ისგან.
მოწმის სახით დაკითხულმა ი---- ფ-–---–-----მა განმარტა, რომ მუშაობს ქალაქ ფოთში, კაფე ბარ ვალენტინში. ი---- ი-----–-–---–ი გაიცნო დაახლოებით 2015 წლის ბოლოს, 2016 წლის დასაწყისში, როდესაც მივიდა მასთან სამუშაოდ. 2017 წლის 11 აპრილს, დილით, იმყოფებოდა კაფე-ბარ ვალენტინში, ი---- ი-----–-–---–თან ერთად, როდესაც მივიდა ი----ს მეგობარი, გ---- ი----ე და დაუბრუნა ვალის თანხა, 1000 ლარი, ასლარიანი კუპიურებით და თხოვა, რომ დარჩენილ ვალს მალე დაუბრუნებდა. დაახლოებით 1 წელი იყო გასული რაც ი----მ, გ----ს ასესხა ფული, რომელიც გაატანა მასთან მისულ ზაზა ხოფერიას და გ----ს ერთ თვეში უნდა დაებრუნებინა ფული. გ----მ თანხა ვერ დაუბრუნა და ი---- თხოვდა თანხის დაბრუნებას. ი----ს დავალებით, ურეკავდა გ---- ი----ეს და თხოვდა თანხის მიტანას. მისივე ჩვენებით, ი---- ი-----–-–---–ს ისტანბულ პარკში ქონდა ვალი და წავიდა თანხის მისატანად. იმავე დღეს თვითონ მიდიოდა ბათუმში და იმყოფებოდა წყალწმინდის გადასახვევთან, როდესაც მასთან მივიდა ფოთის გამომძიებელი და უთხრა, რომ ი---- ი-----–-–---–ი დაკავებული იყო. ი---- ფ-–---–-----მა დაადასტურა ის გარემოება, რომ რამდენიმე ხნით ადრე გ---- ი----ეს წაყვანილი ყავდა ი---- ი-----–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა.
ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებელმა ნ--- თ----–---–მა, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ი---- ი-----–-–---–ს უნდა ქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ლ-–- მ--------–---–თან და ფ-------- ს--–------ესთან ერთად მივიდნენ ინფორმაციაში მითითებულ ადგილას. შეაჩერა ი---- ი-----–-–---–ი, რომელიც მართავდა ავტომანქანას, განუმარტა, რომ უნდა ჩაეტარებინა პირადი ჩხრეკა და ავტომანქანის ჩხრეკა, რაზეც ი---- ი-----–-–---–მა განუცხადა თანხმობა. ნ--- თ----–---–ის ჩვენებით, ჩაატარა ი---- ი-----–-–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, ი---- ი-----–-–---–ისგან, ამოიღო ორი ცალი სუბოქსინი და ჩხრეკის დასრულებისთანავე შეადგინა დაკავების ოქმი. ასევე ჩაატარა ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შეადგინა შესაბამისი ოქმები და დაადასტურა მათში მითითებული გარემოებები. მისივე ჩვენებით, ი---- ი-----–-–---–ის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღო როგორც პირადი ნივთები, ასევე ნარკოტიკული საშუალებები, მათი დალუქვა მოხდა ადგილზე, ერთმანეთისგან განცალკევებით, თავად ი---- ი-----–-–---–ის მონაწილეობით. ნ--- თ----–---–მა მიუთითა, რომ ცალ- ცალკე პაკეტებით დალუქა, ი---- ი-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 2 ცალი ტაბლეტი სუბოქსინი და ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული 3 ცალი ტაბლეტი სუბოქსინი.
მოწმის სახით დაკითხულმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის სუფსის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ფ-------- ს--–------ის განმარტებით, რომ ი---- ი-----–-–---–ს არ იცნობს და მის მიმართ პირადი ინტერესი არ გააჩნია. 2017 წლის 11 აპრილს, იმყოფებოდა სამსახურში. ნ--- თ----–---–თან და ლ-–- მ--------–---–თან ერთად, გაემართა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად სოფელ გრიგოლეთში, ცენტრალურ მაგისტრალზე, სადაც შეჩერებულ იქნა ი---- ი-----–-–---–ის მიერ მართული ავტომანქანა. ნ--- თ----–---–მა განუმარტა ი---- ი-----–-–---–ს, რომ მას უნდა ქონოდა ნარკოტიკული საშუალება და წარუდგინა დადგენილება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ნ--- თ----–---–მა ჩაატარა ი---- ი-----–-–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჟაკეტის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ტაბლეტი სუბოქსინი. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ნ--- თ----–---–მა დააკავა ი---- ი-----–-–---–ი და აღნიშნულის შემდგომ ჩაატარა ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა სამი აბი სუბოქსინი.
მოწმის სახით დაკითხული ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფის განყოფილების უმცროსი უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ლ-–- მ--------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 აპრილს იმყოფებოდა სუფსის რაიონულ განყოფილებაში რა დროსაც კ---- თ-------ამ მიიღო ინფორმაცია, რომ ი---- ი-----–-–---–ის უნდა ქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ამ ინფორმაციის საფუძველზე ფ-------- ს--–------ესთან და ნ--- თ----–---–თან ერთად წავიდა მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. გრიგოლეთში სუფსის გადასახვევთან, ნ--- თ----–---–მა შეაჩერა ი---- ი-----–-–---–ის მიერ მართული ავტომანქანა და განუმარტა ი----ს, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად უნდა ქონოდა ნარკოტიკული საშუალება და გადაუდებელი აუცილებლობის გამო, დადგენილების საფუძველზე, უნდა ჩაეტარებინა პირადი ჩხრეკა და ავტომანქანის ჩხრეკა. დადგენილების გაცნობის შემდგომ ი---- ი-----–-–---–მა თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. ლ-–- მ--------–---–მა განმარტა, რომ თავად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა იმყოფებოდა რა ნ--- მ--------–---–თან ერთად, ხედავდა როგორ ატარებდა იგი საგამოძიებო მოქმედებებს და აქედან გამომდინარე არის მისთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. მისივე ჩვენებით მან, დაინახა, როგორ ამოიღო ნ--- თ----–---–მა ი---- ი-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს, ჟაკეტის მარჯვენა ჯიბიდან 2 ტაბლეტი. ნ--- თ----–---–მა, პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე დააკავა ი---- ი-----–-–---–ი და შემდგომ დაიწყო ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღო სიგარეტ ვინსტონის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ტაბლეტი.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის სუფსის პოლიციის განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის კ---- თ-------ას 2017 წლის 11 აპრილს პატაკის თანახმად ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში მცხოვრები 14.01.1971 წელს დაბადებული გ---- ი----ე, ავტომანქანა მერსედესით სახელმწიფო ნომრით T---------ით მოძრაობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში და პირადად და ავტომანქანაში ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც შესაძლო იყო გადაემალა. პატაკს გამოძიების დაწყების შესახებ რ-----ლუცია დაედო 11.04.2017 წელს 13:09 საათზე. კ---- თ-------ას გამოკითხვის ოქმით, დადგენილია, რომ პატაკში მითითებული გარემოებების ირგვლივ კ---- თ-------ას გამოკითხვა დაიწყო 11.04.2017 წელს 13:20 საათზე და დასრულდა 13:25 საათზე.
2017 წლის 11 აპრილს, დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გ---- ი----ეს პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ. გ---- ი----ემ წერილობით თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე და ხელი მოაწერა დადგენილებას. პირადი ჩხრეკის ოქმით, გ---- ი----ეს პირადი ჩხრეკა დაიწყო 11.04.2017 წელს 13:35 საათზე და დასრულდა 13:45 საათზე. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე რა დროსაც გ---- ი----ისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, ნივთი ან საგანი ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. გ---- ი----ემ ჩხრეკის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ქ. ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე რესტორან „ვალენტინში“ ი---- ი-----–-–---–ის გადაუხადა 800 ლარი, ასლარიანი კუპიურებით და ი---- ი-----–-–---–ის ნარკოტიკული საშუალება უნდა ჩამოეტანა სოფელ გრიგოლეთში, სახელმწიფო ნომრის R------ მქონე ავტომანქანით. პირადი ჩხრეკის ოქმს ხელ აწერენ გ---- ი----ე და ჩხრეკის ჩამტარებელი ზ----- ი------ე.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადასტურებულია, რომ გ---- ი----ის მიერ მართული ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყო 11.04.2017 წელს 13:50 საათზე და დასრულდა 14:05 საათზე. ავტომანქანის ჩხრეკა მიმდინარეობდა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში, ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე მდგარი გ---- ი----ის კუთვნილი და მის მიერ მართული მერსედესის მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით T--------. ჩხრეკისას, რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი ვერ იქნა აღმოჩენილი. ოქმს ხელ აწერენ გ---- ი----ე და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი ზ----- ი------ე.
პირადი ჩხრეკის ოქმით დადასტურებულია, რომ რ----- შ-----–--ის პირადი ჩხრეკა დაიწყო 11.04.2017 წელს 13:35 საათზე და დასრულდა 13:45 საათზე. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში (გრიგოლეთში) კერძოდ, გრიგოლეთი-ფოთი-ურეკის გზაჯვარედინზე, ცენტრალური საავტომობ-ილო გზის გვერდულზე, რა დროსაც რ----- შ-----–--ისაგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, ნივთი ან საგანი ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. პირადი ჩხრეკის ოქმს ხელ აწერენ რ----- შ-----–--ე, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი დ----- ჩ----ე.
გ---- ი----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ გამოკითხვა ჩატარდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მდებარე საგამოძიებო ორგანოში. გამოკითხვა დაიწყო 11.04.2017 წელს 14:10 საათზე და დასრულდა 14:25 საათზე. რ----- შ-----–--ის გამოკითხვა ჩატარდა იმავე ადგილას, რომელიც დაიწყო11.04.2017 წელს 14:25 საათზე და დასრულდა 14:45 საათზე .
პირადი ჩხრეკის ოქმით დადასტურებულია, რომ ი---- ი-----–-–---–ის პირადი ჩხრეკა დაიწყო 11.04.2017 წელს 14:45 საათზე და დასრულდა 15:05 საათზე. პირადი ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 11 აპრილს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთის ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე, ი---- ი-----–-–---–თან ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტანსაცმლის, კერძოდ კი მონაცრისფრო ჟაკეტის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ვერცხლისფერი ფირფიტა შიგნით მოთავსებული აბებით. ორ ფირფიტას აქვს წარწერა Suboxone 8mg/2mg, tablets, lox 624301 EXP 06/2019. ორივე ფირფიტა აბებთან ერთად მოთავსებულ იქნა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა 35/2 ლუქით. ი---- ი-----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ვერცხლისფერი პატარა ზომის ფირფიტები შიგნით მოთავსებული ორი ცალი აბით, თითო ფირფიტაში თითო აბი, ორივე ფირფიტაზე წარწერით Suboxone tablets 8mg/2mg მოთავსებულ იქნა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ლუქით 35/2. პირადი ჩხრეკის ოქმს ხელ აწერენ ი---- ი-----–-–---–ი, რომელთანაც ჩატარდა ჩხრეკა და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი ნ--- თ----–---–ი. ჩხრეკის დამთავრებისთანავე 11.04.2017 წელს 15:05 საათზე ი---- ი-----–-–---–ი დააკავეს ბრალდებულის სახით და შედგა ბრალდებულის დაკავების ოქმი.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა დაიწყო 11.04.2017 წელს 15:30 საათზე და დასრულდა 15:55 საათზე. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო მოქმედება, ი---- ი-----–-–---–ის ავტომანქანა ,,მაზდა”ს სახელმწიფო ნომრით R------, ჩხრეკა ჩატარდა დღისით, ყოველგვარი წინააღმდეგობისა და იძულების გარეშე, მშვიდ ვითარებაში. ი---- ი-----–-–---–ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანა მაზდა CX-7-ის ჩხრეკისას, მანქანის ზედა გასაშლელი „ლუქიდან“ ამოღებულ იქნა Winston-ის წარწერის მქონე სიგარეტის კოლოფში მოთავსებული სამი ვერცხლისფერი ფირფიტა შიგნით მოთავსებული თითო აბით, სულ სამი აბი, სამივე „აბზე“ იკითხება წარწერა Suboxone 8mg/2mg tablets, lot 624301 EXP 06/2019. მანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ფირფიტები სამი ცალი, შიგნით მოთავსებულ სამ ცალ „აბთან“ ერთად მოთავსდა თეთრი ფერის გამჭირვალე ფაილში და დაილუქა შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ლუქით 35/2. ი---- ი-----–-–---–ის ავტომანქანის სალონში ე.წ. „ბარიდან“ რომელიც წარმოადგენს ხელის დასადებს, ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის ქსოვილის საფულე, რომელშიც მოთავსებულია 1 (ერთი) ცალი 20 $ დოლარიანი კუპიურა, 11 (თერთმეტი) ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 6 (ექვსი) ცალი 50 ლარიანი კუპიურა, 4 (ოთხი) ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 1 (ერთი) ცალი 10 ლარიანი კუპიურა და 3 (სამი) ცალი 5 ლარიანი კუპიურა, სულ 1505 ლარი და 20 დოლარიანი კუპიურა. საფულეში ნ---ხი იქნა ი---- ი-----–-–---–ის პირადობის მოწმობა, ავერსის მტრედი ბარათი, თიბისი ბანკის ბარათი, ჯიპისის ბარათი, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, საქართველოს ბანკის ბარათი, პრივატბანკის საანგარიშო ბარათი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, მართვის მოწმობა, თიბისი ბანკის ”VISA” ბარათი, შიგნით საფულეში ასევე სამი თაბახის ფურცელი, სამივე ფურცელზე რეცეპტი N 121777, N 121602 და N 121793. მანქანის ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა თეთრი ფერის მობილური ტელეფონი SAMSUNG-ი შავი ტყავის ჩასადებში მოთავსებული და ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები შავი ფერის ტყავის საფულე, ფულად თანხასთან ერთად, 1505 ლარი და 20 დოლარიანი კუპიურა, ბარათები და მოწმობები, მობილური ტელეფონები მოთავსდა ერთ პაკეტში და დაილუქა შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ლუქით 35/2. ავტომანქანის „ლუქიდან“ ამოღებული სამი ვერცხლისფერი ფერის ფირფიტა შიგნით მოთავსებული აბებით, სულ სამი აბი, რომელზეც იკითხება წარწერა Suboxone 8mg/2mg tablets lot 624301 EXP06/2019 მოთავსდა თეთრი ფერის ფაილში სიგარეტის კოლოფთან ერთად და დაილუქა შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ლუქით 35/2. ავტომანქანის ჩხრეკის დროს სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ნ---ხი და ამოღებული არ ყოფილა, როგორც ამოღებული არ ყოფილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთიერება. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს ხელ აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი ი---- ი-----–-–---–ი და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი ნ--- თ----–---–ი.
ამოღების ოქმის თანახმად, ი---- ი-----–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანის ამოღება დაიწყო 11.04.2017 წელს 16:00 საათზე და დასრულდა 16:15 საათზე. საგამოძიებო მოქმედება ამოღება ჩატარდა დღისით ხელოვნური განათების პირობებში. საგამოძიებო მოქმედება ამოღების მიმდინარეობისას ი---- ი-----–-–---–ის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ამოღების ოქმით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე მდგარი ი---- ი-----–-–---–ის მართვის ქვეშ არსებული მოწითალო ფერის, მაზდის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით R------ გადაყვანილ იქნა შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილებაში და დაილუქა 35/2 ლუქით. ავტომანქანის ამოღების ოქმს ხელ აწერენ ი---- ი-----–-–---–ი, რომელთანაც ჩატარდა ამოღება და ამოღების ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირი ნ--- თ----–---–ი.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის სუფსის პოლიციის განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის კ---- თ-------ას 2017 წლის 11 აპრილის პატაკით, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსს ეცნობა, რომ ქალაქ ფოთში მცხოვრები 1--------- წელს დაბადებული ი---- ი-----–-–---–ი თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა N 2/34 და სამსახურში, კაფე-ბარი „მეზღვაურთა კლუბი“ მდებარე ქ. ფოთი აღმაშენებლის ქუჩა N 56 ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც შესაძლოა გადამალოს. პატაკს პირველი რ-----ლუცია დაედო 11.04.2017 წელს 13:29 საათზე, ხოლო მეორე რ-----ლუცია - 11.04.2017 წელს 16:30 საათზე.
კაფე-ბარის „VALENTIN” მეზღვაურთა კლუბის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ჩხრეკა დაიწყო 11.04. 2017 წელს 17:05 საათზე და დასრულდა 17:30 საათზე. კაფე-ბარის „მეზღვაურთა კლუბის“ ჩხრეკა ჩატარდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში, ყოველგვარი წინააღმდეგობისა და იძულების გარეშე, მშვიდ ვითარებაში. ჩხრეკის შედეგად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება ნ---ხი და ამოღებული არ ყოფილა. კაფე-ბარის ჩხრეკის ოქმს ხელ აწერენ, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები ლ-–- მ--------–---–ი, ფ-------- ს--–------ე, ი---- ი-----–-–---–ი და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი ნ--- თ----–---–ი.
ი---- ი-----–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა დაიწყო 11.04.2017 წელს 17:50 საათზე და დასრულდა 18:35 საათზე. ჩხრეკა ჩატარდა დღისით, ხელოვნური და ბუნებრივი განათების პირობებში, ყოველგვარი წინააღმდეგობისა და იძულების გარეშე, მშვიდ ვითარებაში. ჩხრეკა ჩატარდა ი---- ი-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ფოთი, მ---------ეს ქუჩა 2/34-ში, კორპუსის მესამე სართულზე, საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს სამი ოთახი, მისაღები და სამზარეულო და საძინებელი ოთახები. საძინებელ ოთახში გაიჩხრიკა როგორც ოთახში მდგარი ხის კარადა, ასევე ტანსაცმლის კარადა და საწოლი. გაიჩხრიკა მისაღებ ოთახში განთავსებული ავეჯი. ჩხრეკა ჩატარდა სამზარეულო ოთახში და აბანოში. მისაღებ ოთახში განთავსებული კომპიუტერის მაგიდის მარჯვენა უჯრიდან ამოღებულ იქნა შავ პლასტმასის ყუთში მოთავსებული პატარა ზომის სავარაუდოდ იარაღი, რომელსაც აღენიშნება წარწერა EROL Volga და E-----------. იარაღის ფერები წარმოდგენილია შავ და ვერცხლისფერ ფერებში. სხვა ი---- ი-----–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება ნ---ხი და ამოღებული არ ყოფილა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს ხელ აწერენ, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები ლ-–- მ--------–---–ი,ფ-------- ს--–------ე, ი---- ი-----–-–---–ი, რამაზ ი-----–-–---–ი და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი ნ--- თ----–---–ი .
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N ქ---- ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ სს № 0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2017 წლის 11 აპრილს ი---- ი-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 2 ცალი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0.016 გრამის ოდენობით. ი---- ი-----–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანიდან, სახელმწიფო ნომრით R------, ჩხრეკის დროს ამოღებული 3 ცალი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0.024 გრამის ოდენობით. ექსპერტის დასკვნას ერთვის ფოტოცხრილი სადაც მოცემულია ნივთმტკიცების ფოტოსურათები.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა შ------ა მ----–------მ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნივთმტკიცების დათვალიერების დროს დადგინდა, რომ 2017 წლის 12 აპრილის N ქ---- ექსპერტის დასკვნის ფოტოცხრილში მოცემული ნივთმტკიცება წარმოდგენილია იმ სახით როგორც არის აღბეჭდილი ფოტოსურათზე და კონვერტები დალუქულია და მასზე იკითხება როგორც გამომძიებლის ნ--- თ----–---–ის ასევე ი---- ი-----–-–---–ის ხელმოწერები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით დადგენილია, რომ ი---- ი-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის პრობაციის ბიუროს უფროსის მიმართვით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აპრილის მდგომარეობით სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროში ი---- ი-----–-–---–ი აღრიცხვაზე იმყოფებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.04.2014 წლის განაჩენით, პირობით მსჯავრთან დაკავშირებით 06.05.2014 წლიდან, საპრობაციო ვადა უსრულდება 15.04.2017 წელს.
პალატა სრულად იზიარებს ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მტკიცებულებათა შეფასების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ი---- ი-----–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას.
პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობა, დიდი ოდენობით.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ი. ი-----–-–---–ის მიერ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დიდი ოდენობით, უკანონო გასაღების მცდელობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ გამოდგება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან გაცხადებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების დასადგენად მხოლოდ ერთი მოწმე - გ---- ი----ე მიუთითებს, რომ ი---- ი-----–-–---–ს თხოვა დახმარება ნარკოტიკული საშუალების სუბოქსინის, შეძენაში და ამ მიზნით გადასცა 800 ლარი. აღნიშნული მოწმის ჩვენებებისაგან განსხვავებით სრულიად საპირისპირო გარემოებებზე მიუთითებენ ი---- ფ-–---–-----ი და ი---- ი-----–-–---–ი, რომლებმაც სასამართლოზე განმარტეს, რომ 2017 წლის 11 აპრილს დილით გ. ი----ემ კაფე-ბარ ,,ვალენტინში” მსჯავრდებულს დაუბრუნა ვალის თანხა 1000 ლარის ოდენობით, პალატა აქვე მიუთითებს, რომ სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ხსენებული ბრალდების დასადასტურებლად საქმეში არ მოიპოვება. ბრალდების მხარის დანარჩენი მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან გ. ი----ის მიერ მსჯავრდებულისათვის კაფე-ბარ ,,ვალენტინში” ამ უკანასკნელისათვის თანხის გადაცემას და შესაბამისად მათი ჩვენებები არის მხოლოდ ირიბი ხასიათის.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით ი---- ი-----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ი---- ი-----–-–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ი. ი-----–-–---–ის დაკავება და პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა კანონდარღვევით ჩატარდა და მას არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, რადგან აღნიშნული მოსაზრებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან:
კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით (ლ. მ--------–---–ი, კ. თ-------ა, ფ. ს--–------ე, ნ. თ----–---–ი) ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ი. ი-----–-–---–ი გადაადგილდებოდა გრიგოლეთში სუფსის გადასახვევთან და თან ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, როგორც ტანთცმული ჟაკეტის მარჯვენა ჯიბეში, ასევე მისი კუთვნილი ,,მაზდას” მარკის, სახელმწიფო ნომრით ,,R------” ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა სიგარეტ ვინსტონის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება. მათი ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ მსჯავრდებულთან პირველი კონტაქტი ჰქონდა ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებელ ნ--- თ-----–---–ს. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შემდეგ გამომძიებლის მიერ მოხდა ი. ი-----–-–---–ის დაკავება, ხოლო ამის შემდეგ მოხდა ი. ი-----–-–---–ის ავტომანქანის ჩხრეკა და ამოღებული ნივთები დაილუქა.
სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს საქმეზე დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც დეტალურად აღწერენ ი. ი-----–-–---–ის დაკავებას და პირად ჩხრეკას. აღნიშნული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ერთგვაროვნად ადასტურებენ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ამოღებული ნივთების აღწერა - ჩხრეკა ჩატარდა კანონის უხეში დარღვევით, ვინაიდან პალატის მოსაზრებით ამოღებული ნივთები აღწერილია პირადი ჩხრეკის ოქმში, თვით მსჯავრდებულის თანდასწრებით; პირადი ჩხრეკა ჩატარდა მისივე თანხმობით იძულების გარეშე; ამოღებული ნივთები დაილუქა; აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას რაიმე სახის შენიშვნა არ შესულა, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის გამოკვლევით, ასევე მასში მონაწილე პირების განმარტებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ დროში; ოქმი შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ჩხრეკის ოქმის სისწორე დადასტურებულია, როგორც მსჯავრდებულის, ასევე ჩხრეკის მონაწილე პირთა ხელმოწერებით.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ეჭქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ი. ი-----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რომლის ქმედებასაც გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ი---- ი-----–-–---–ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი---- ი-----–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--- ს-----ისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ი---- ი-----–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ი---- ი-----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ი---- ი-----–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი---- ი-----–-–---–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 აპრილიდან .
მსჯავრდებულ ი---- ი-----–-–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
ქიმიური კვლევის შემდეგ დარჩენილი, ი---- ი-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ბუპრენორფინის შემცველი 1 ცალი მთლიანი ტაბლეტი და 1 ნატეხი წონით 0.37 გრამი, რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ქიმიური კვლევის შემდეგ დარჩენილი, ი---- ი-----–-–---–ის მიერ მართული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ბუპრენორფინის შემცველი 2 ცალი მთლიანი ტაბლეტი და 1 ნატეხი წონით, 0.37 გრამი, რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ი---- ი-----–-–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული აირის პისტოლეტი მჭიდით და თავისივე ყუთით, დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
ი---- ი-----–-–---–ის ავტომანქანიდან ამოღებული სამსუნგის და ნოკიას მარკის ორი მობილური ტელეფონი, საფულე და მასში მოთავსებული შემდეგი ნივთები: ფული - 1505 ლარის და 20 აშშ დოლარის ოდენობით, პირადობის მოწმობა, აფთიაქების "ავერსის" და "ჯიპისის" ბარათები (ორი ცალი), "თიბისი ბანკის" ბარათები (ორი ცალი), "საქართველოს ბანკის" ბარათი და "პრივატ ბანკის" ბარათი, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და მართვის მოწმობა, სამი თაბახის ფურცელი ჩანაწერით, რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
ი---- ი-----–-–---–ისაგან ამოღებული ავტომანქანა მაზდა სახელმწიფო ნომრით R------, დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
მსჯავრდებულ ი---- ი-----–-–---–ისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 3.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 5. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, 6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე