განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002284074
№1-31/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 აპრილი 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - ა---- მ------ია
ბრალდებული - ჯ----– თ--------იძე
ადვოკატი - ლაშა რომანაძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173070817004 საქმე,ბრალდებულ ჯ----– თ--------იძის მიმართ
მამის სახელი: ა-----–-
დაბადებული: 17.12.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ო-----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
ნასამართლობის მქონე
პირადი ნომერი: 3----------;
რეგისტრირებული: ო-----------, სოფელი ნ--------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ო---–-–---–-- ქ. N9;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ჯ----– თ--------იძე სამშენებლო ბოძების მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაეცნო შპს ,------ის“ დირექტორ თ------ ნ---–--ეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა ეს უკანასკნელი, რომ ქ. ბათუმში, აბაშიძის ქ. №46 ბინა №14-ში მშენებლობისათვის ესაჭიროებოდა ლითონის 100 (ასი) ცალი სამშენებლო ბოძი, აღნიშნულის შემდეგ ჯ----– თ--------იძესა და შპს ,------ს’’ შორის 2017 წლის 11 თებერვალს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ერთი თვის ვადით, რა დროსაც ჯ----– თ--------იძემ შპს ,------ის’’ კუთვნილი ლითონის სამშენებლო ბოძები ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული მისამართისა გადაიტანა ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №69ა-ში და მართლსაინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითიც შპს ,------ს’’ მიაყენა 2200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. შპს ,------ის“ დირექტორის, თ------ ნ---–--ის ჩვენების თანახმად 2017 წლის 11 თებერვალს ჯ----– თ--------იძემ შპს ,------ისგან“ იქირავა 100 ცალი სამშენებლო დგარი ერთი თვის ვადით, რაც გაასხვისა და შპს-,დამ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
3. 2017 წლის 11 თებერვლის იჯარის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ჯ----– თ--------იძესა და შპს ,------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ჯ----– თ--------იძემ შპს ,------იდან“ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის 30 დღის ვადით იქირავა 100 ცალი ლითონის ბოძი.
4.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 31 აგვისტოს ექსპერტიზის №გრ/166 დასკვნის თანახმად, 2017 წლის 11 თებერვლის იჯარის ხელშეკრულებაზე ჯ----– თ--------იძის გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერები შესრულებულია ჯ----– თ--------იძის მიერ.
5. მოწმის სახით დაკითულის ა---------– თ---------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 11 თებერვალს ჯ----– თ--------იძემ შპს "დამ-ის" კუთვნილი ლითონის 100 ცალი ბოძი მას გადასცა ზ------ ქ-------ის მიერ მისგან წაღებული ლითონის ბოძების სანაცვლოდ.
6. მოწმის სახით დაკითხული ზ------ ქ-------ის ჩვენებით დგინდება, რომ მან ა---------– თ---------ისგან ნაქირავები დგარები გაყიდა, გაყიდული დგარების ნაცვლად ახალი დგარების შეძენასა და მევალისთვის უკან დაბრუნებაში დახმარება შესთავაზა ჯ----– თ--------იძემ, რომელმაც გამოართვა 1200 ლარი და ამ თანხის სანაცვლოდ ა---------– თევდორაძეს მიუტანა 100 ცალი დგარი.
7. საქმეზე წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით და ნივთმტკიცებად დართული 100 ცალი ბოძით, დგინდება, რომ ჯ----– თ--------იძის მიერ ა---------– თ---------ისთვის ზ------ ქ-------ის მიერ ნაქირავები ლითონის ბოძების, ე.წ დგარების ნაცლად გადაცემული 100 ცალი ლითონის ბოძი მარკირებულია წარწერით " შ-------".
8.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 24 აგვისტოს ექსპერტიზის №326/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 100 ცალი სამშენებლო დგარი-დომკრატის საბაზრო ღირებულება მათი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 2200 ლარს.
9. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, თაღლითობა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის მოტყუებასთან და ამ გზით ქონებრივი უფლების მიღებასთან.
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
11. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.
12. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ჯ----– თ--------იძემ " შ------- -ის" კუთვნილი 100 ცალი ბოძი იქირავა არა მშენებლობის მიზნით და ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის შემდგომ მისი მეპატრონისთვის დაბრუმების განზრახვით, არამედ ზ------ ქ-------ისთვის გამორთმეული 1200 ლარის სანაცვლოდ ა---------– თევდორაძისთვის გადასაცემად. ანუ მან შ-------ს თავიდანვე მიაწოდა არასწორი ინფორმაცია მისი ბოძების ქირაობის მიზანთან დაკავშირებით, ხოლო მოტყუებით დაუფლებული შ------- -ის ქონება მართლსაწინააღმდეგოდ განკარგა და 1200 ლარის საფასურად გადასცა ა---------– თ---------ეს.
13. საქართველოს სსკ-ის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
14. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ----– თ--------იძემ 2017 წლის 11 თებერვალს მოტყუებით მიითვისა შპს ,------ის“ 100 ცალი სამშენებლო დგარი, რითაც მიაყენა 2200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სამართლებრივი შეფასება:
15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----– თ--------იძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით მიღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
16. ჯ----– თ--------იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა გამოძიებასთან თანამშრომლობა.
17. ჯ----– თ--------იძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მმიერ დანასაულის ჩადენა. .
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
18. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჯ----– თ--------იძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით.
ამავდროულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით პირველი გათვალისწინებული დანიშნულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბრალდებული ჯ----– თ--------იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ----– თ--------იძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
2. ჯ----– თ--------იძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 დეკემბრიდან.
3.გაუქმდეს მსჯავრდებულ ჯ----– თ--------იძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4.საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ - 100 ცალი სამშენებლო დგარი-დომკრატი და გაცემის წიგნი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი