1. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) საჯაროდ;

გ) არაერთგზის;

დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით;

ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, −

ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ოთხ წლამდე.

3. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) საჯაროდ;

გ) არაერთგზის;

დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით;

ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, −

ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4612 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3446 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №908 – ვებგვერდი, 09.07.2025წ.

თავი XXXII1

დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4718 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.1