განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
330100114504237
ინსტანცია
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114504237

საქმე №1/ბ-883-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - კ--------------–-–--ას,ადვოკატ - ი-----–----------ას,გამართლებულ - შ------------–---–ის მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ კ--------------–-–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

შ------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული: ქ------–-------–----–----–------- კვარტალი, კორპუსი N-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

შ------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შ------------–---–ს განზრახული ჰქონდა რა სს „ნ-------------–----ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, 2013 წელს სს „ს----------–--------–ი“ და სს „თ----------–ი“ გახსნა პირადი ანგარიშები, რომელსაც მიმაგრებული ჰქონდა ასევე მის სახელზე გაცემული ვიზაბარათები. შ------------–---–ი, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის იანვრამდე, სხვადასხვა პერიოდში შედიოდა სს „ნ-------------–----ის“ ვებ-გვერდზე, რომელიც წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რა დროსაც გადახდების განხორციელება შესაძლებელია, როგორც პორტალზე არსებული ბალანსის (ელექტრონული ფულის), ისე ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბარათე ანგარიშის საშუალებით, ირჩევდა საბარათე ანგარიშის გადახდის პროგრამას, უთითებდა რიგ შემთხვევაში სს „თ----------–ი“ მის სახელზე არსებულ ანგარიშის ნომერს, რიგ შემთხვევაში, ასევე მის სახელზე სს „ს----------–--------–ი“ არსებულ ანგარიშის ნომერს და, ასევე უთითებდა თუ რა რაოდენობის თანხის ჩარიცხვა სურდა კონკრეტულ შემთხვევაში მის სახელზე არსებულ ონლაინ ტოტალიზატორებში გახსნილ ანგარიშებზე. შემდეგ თაღლითურად დაუფლების მიზნით, სს „ნ-------------–----ისათვის“ გაგზავნილ ინფორმაციაში ხელოვნურად, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, ცვლიდა თანხის ოდენობას - ამცირებდა მას და შედეგად სს „ნ-------------–----იდან“, რომელიც მის სახელზე მისულ დაგენერირებულ მოთხოვნას ამოწმებდა მხოლოდ პროგრამის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდით და არა მასში თანხის შესახებ არსებული ინფორმაციით, მის მიერ მითითებულ ანგარიშებზე ერიცხებოდა გაზრდილი თანხები, მაშინ, როდესაც მის სახელზე არსებული ანგარიშებიდან იჭრებოდა შ------------–---–ის მიერ შემცირებული თანხები. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შ------------–---–ი თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულ სს „ნ-------------–----ის“ კუთვნილ 5--------- ლარს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

 

შ------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა შ------------–---–ის მიერ თაღლითურად დაზარალებულ სს „ნ-------------–----ის“ კუთვნილ 5--------- ლარის დაუფლების ფაქტი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა კ--------------–-–--ამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და შ------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ განაჩენი შ------------–---–ის მიმართ დადგენილია საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის მოთხოვნოთა უხეში დარღვევით, რომლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სრულიად ადასტურებდნენ შ------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გამოიხატა სს „ნ-------------–----ის“ კუთვნილი დიდი ოდდენობით თანხების - 5--------- ლარის მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა კ--------------–-–--ამ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

გამართლებულმა შ------------–---–მა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატა არ იზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დასტურდება შ------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებული კომპანიის - სს „ნ-------------–----ის“ იურისტმა და წარმომადგენელმა უ---------მ განმარტა, რომ კომპანია „ნ-------------–----ი“ არის საგადასახადო პროვაიდერი. 2014 წელს მას დაუკავშირდნენ თანამშრომლები და უთხრეს, რომ გარკვეული ოპერაციების შედეგად კომპანიას მიადგა მატერიალური ზიანი. მოწმის განმარტებით, მათი მომსახურებით სარგებლობისას გადახდის განხორციელება შესაძლებელია ელექტრონული საფულითა და ბარათით, როგორც რეგისტრირებული, ისე არარეგისტრირებული პირების მიერ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც „IT“ სამსახურის სპეციალისტებმა აუხსნეს კონკრეტული გადარიცხვისას სს „ნ-------------–----ში“ მოთხოვნა მოდიოდა 100 ლარზე, ხოლო ბანკში მიდიოდა 1 ლარზე, „ნ-------------–----ი“ ტოტალიზატორში რიცხავდა 100 ლარს, ხოლო ბანკი მას ურიცხავდა 1 ლარს. აღნიშნული დაახლოებით გრძელდებოდა 2013 წლის ივნისიდან, 2014 წლის დასაწყისამდე. გარდა ამისა, მან სამსახურში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე გაიგო, რომ მათ თანამშრომელ თ--------–-------ს დაუკავშირდა მისი ძველი ნაცნობი შ------------–---–ი, რომელმაც სთხოვა გაერკვია, დაბლოკილი იყო თუ არა სს „ნ-------------–----ის“ მიერ მისი ანგარიში. ასევე, კომპანიაში კიდევ ორი ქალბატონი იყო მისული, რომლებიც ცდილოდნენ გაერკვიათ, მათი ანგარიშები იყო თუ არა დაბლოკილი. მოწმის განმარტებით, როგორც შემდგომ გაირკვა, სწორედ ამ ანგარიშებიდან ხდებოდა ზემოაღნიშნული ტრანზაქციები. უ---------ს ჩვენებით, მათ მიერ წარდგენილი განცხადების დანართში ასახული ტრანზაქციები და დათვლილი ზიანის ოდენობა კომპანიამ ამოიღო საგადასახადო სისტემიდან, თუმცა უფრო დეტალურად, როგორ მოხდა ამ დანართის მოპოვება, არ იცის, რადგან იგი გადასცა ტექნიკურმა სამსახურმა. 2014 წელს მათ კომპანიას ერთი ბანკის „პროცესინგი“ ჰქონდა, ანუ გამტარი ბანკი იყო „ბანკი ქართუ“. „IT“-მ და ფინანსურმა სამსახურმა ერთობლივად დაითვალა არსებული ზარალი, რომლის სხვაობამაც დაახლოებით 577.000 ლარი შეადგინა. ამ საკითხების გავლის შემდგომ თანამშრომლებს მისცა რეკომენდაცია, რომ მიემართათ სამართალდამცავი ორგანოსთვის, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა დანაშაულის ნიშნებს. მან არ იცის ზარალის შესახებ ინფორმაცია წარედგინა თუ არა ეროვნულ ბანკს და შეიტანა თუ არა კომპანიამ მოგება-ზარალის წლიურ დეკლარაციაში აღნიშნული ინფორმაცია. რაც შეეხება დაცვის მხარისათვის ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმას, ამის მიზეზად კომპანიის იურისტმა დაასახელა ის გარემობა, რომ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შემთხვევაში პროგრამა ხდებოდა დაუცველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–------------ა განმარტა, რომ მუშაობს სს „ნ-------------–----ში“, რომელიც წარმოადგენს საგადახდო პროვაიდერს. მათთან გადახდის განხორციელება შესაძლებელია ელექტრონული საფულითა და ბარათით. ბარათით გადახდის შემთხვევაში ხდება ბარათის მონაცემების შეყვანა მომხმარებლის მიერ, რა დროსაც საბარათე პროცესი კომპანიას ატყობინებს, რომ გადახდის მოთხოვნა ავტორიზებულია და შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს თანხის დარიცხვას კონკრეტულ ანგარიშზე. აღნიშნული პროცესი შეიძლება დაიყოს ორ ეტაპად: 1) ბარათიდან თანხის ჩამოჭრა, რომელსაც ბანკი ახორციელებს და კომპანიას ატყობინებს; 2) სერვის პროვაიდერებთან (მობილური ოპერატორები, ტოტალიზატორები და სხვა) შეტყობინებების გაგზავნა, რომ კონკრეტულ ანგარიშზე კონკრეტული თანხა დაჯდეს. მოწმის განმარტებით, ერთ-ერთი შედარებისას აღმოაჩინეს, რომ „ბანკი ქართუდან“ ჩასარიცხი თანხის სხვაობა იყო დაახლოებით 500 000 ლარი, რის შემდგომაც კომპანიამ დაიწყო მიზეზის მოძებნა. აღმოჩნდა, რომ 10 ლარიანი ოპერაციის განხორციელებისას ბანკიდან იჭრებოდა მხოლოდ 1 ლარი. კომპანიამ „ბანკი ქართუდან“ გამოითხოვა შესაბამისი პროვაიდერების მონაცემები, შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ შესაძლოა „გზაში“ მომხდარიყო თანხის ცვლილება, რადგან ოპერაციის შესასრულებლად პროგრამა ამოწმებდა მხოლოდ უნიკალური კოდს და არა თანხის ოდენობას. მოწმის განმარტებით, თვითონ „ბრაუზერისა“ და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით დოკუმენტი, რომელიც კომპანიის სერვერიდან მიდის მომხმარებლის კომპიუტერში, შესაძლოა პარალელურად დაპაუზდეს, შეჩერდეს პროცესი და პროცესის შედეგად ცვლილება შევიდეს ამ დოკუმენტში, როგორც კი შევა ცვლილება, შემდგომში უკვე გრძელდება ეს პროცესი და, შესაბამისად, მიჰყვება უკვე შეცვლილი მონაცემებით. შეცვლილ მონაცემებში შეიძლება იყოს თანხაც, მომხმარებელიც და სხვა. აღნიშნული სქემის განხორციელებისთვის შესაძლოა დაიწეროს ცალკე პროგრამა ან გამოყენებული იქნეს არსებული პროგრამები, მაგალითად, „ქრომი“ და სხვა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ კომპანიამ შეცვალა საიტი და იგი მეტად დაცული გახდა. 2014 წლის 7 მარტს დაუკავშირდა გამომძიებელი ოთარ გადაბაძე და სთხოვა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისთვის პროგრამა პირვანდელ მდგომარეობაში დაებრუნებინა, რაც განახორციელა კიდევაც. აღნიშნულ პროცესს საგამოძიებო ორგანოდან არავინ აკვირდებოდა და არც სადმე დაფიქსირებულა. საგამოძიებო ექსპერიმენტის განხრციელებისას კომპანიას ზიანი არ მიდგომია. რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებაზე თანდართულ ცხრილს, მოწმე გრიგოლ ავეტიკოვის განმარტებით, იგი არ არის ამონაწერი პროგრამიდან და სავარაუდოდ „ე----–-ს“ ფაილშია შესრულებული. კონკრეტულად არ ახსოვს, თვითონ ამოიღო ეს მონაცემები ბაზიდან ცხრილში, თუ სხვა, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს დაავლა. მან დაადასტურა, რომ გადარიცხვის უნიკალური კოდები არ მეორდება, ხოლო ცხრილში არსებული დამთხვევები შესაძლოა იყოს ტექნიკური ხარვეზი. დაცვის მხარისათვის ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის მიზეზად კი მოწმე გ-------–------------აც დაასახელა, რომ პროგრამა გახდებოდა დაუცველი და კომპანიისათვის ზიანის მიყენების მაღალი რისკი არსებობდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ--------–-------მ განმარტა, რომ 2013-2014 წლის მდგომარეობით მუშაობდა „ნ-------------–----ში“. ბრალდებული შ------------–---–ი არის მისი კლასელი, რომელიც დაუკავშირდა ხსენებულ პერიოდში და უთხრა, რომ „ევროპაბეთზე“ მისი ანგარიშის ნომერი დაბლოკილი იყო „ნ-------------–----ის“ მოთხოვნით და სთხოვა დახმარება. აღნიშნული ანგარიშის თაობაზე კითხა უშუალო უფროსს რომან გორგოშიძეს, რომელმაც დააკავშირა კომპანიის იურისტს. ამ უკანასკნელმა აუხსნა საქმის ვითარება და ურჩია, რომ ჩვენება მიეცა საგამოძიებო ორგანოსთვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს „ბ------------–-“. სადავო პერიოდში ბანკსა და „ნ-------------–----ს“ შორის გაკეთდა შედარების აქტი, რომლის მიხედვითაც თანხის პარამეტრებში იყო სხვაობა. კერძოდ, ბარათიდან ჩამოჭრილი და კომპანიაში ჩარიცხული თანხები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მოწმის ჩვენებით, ბანკის მხრიდან ხარვეზი გამორიცხული იყო, რადგან პროცესთან წვდომა არავის არ აქვს და პროგრამული კოდი მაქსიმალურადაა დაცული. გ----------------–---–მა განმარტა, რომ ბარათით გადახდისას შედის შესაბამისი მონაცემები, მიეთითება გადახდა, ამ დროს ბანკი ამუშავებს მონაცემებს და ბლოკავს შესაბამის თანხას, მოსული პასუხის შესაბამისად „ნ-------------–----ის“ სერვერზე ეგზავნება მონაცემი, რომ მოხდა ან ვერ მოხდა გადახდა. მოწმის განმარტებით, ვარაუდის დონეზე იყო საუბარი, რომ მომხმარებლის კომპიუტერიდან პროგრამის მეშვეობით, რომელიც „ბრაუზერს“ ჩაანაცვლებდა, შესაძლოა მომხდარიყო ხელოვნური ჩარევა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ-------------------მ განმარტა, რომ გარკვეული პერიოდით ადრე, ზუსტი დრო არ ახსოვს, შ------------–---–ს სთხოვა ფულადი დახმარება. მას შეხვდა ვ-–----–----–ას გამზირზე ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში, სადაც შ------------–---–მა „ე-------------“ ანგარიშზე - „მაციუს 0-----“-ზე ჩაურიცხა თანხა 1000 ლარი. მოწმისათვის უცნობია, თუ რა მოქმედებები განახორციელა შ------------–---–მა თანხის გადარცხვისას. მისთვის დახმარება სხვა დროსაც უთხოვია, თუმცა შოთა ნაღდ ფულს აძლევდა, ინტერნეტით პირველად გადაურიცხა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე-–----–------–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულ შ------------–---–თან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. იგი ონლაინ ტოტალიზატორში „ევროპაბეთი“ დარეგისტრირებული იყო სახელით „ე-------–-“, რომლითაც სარგებლობდა შ------------–---–ი. მოწმემ მოგვიანებით გაიგო, რომ მისი ანგარიში დაბლოკილი იყო სს „ნ-------------–----ის“ მოთხოვნით. 2014 წლის მაისში სასამართლოში წარსადგენად „ე---------------ნ“ გამოითხოვა თამაშების ისტორია. ე-–----–----–---–მა დაადასტურა, რომ „უნიფეიდან“ თანხა გამოუტანია, თუმცა ოდენობები და დრო არ ახსოვს; მას უშუალოდ აქვს ნანახი შოთას მიერ მოგებული სოლიდური თანხები; ასევე, ნანახი აქვს ისიც, თუ როგორ გამოურთმევია 3 000 და 5 000 ლარი შ------------–---–ს რ--------------------სათვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------------------მ განმარტა, რომ მისი შვილი შ------------–---–ი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა სახლში. მას (შ------------–---–ს) რამდენჯერმე შესთავაზეს სამსახური ძალოვან სტრუქტურაში, ხოლო უარის შემდეგ არაერთხელ გახდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან შევიწროვების მსხვერპლი. შ------------–---–ი „ევროპაბეთში“ ორი ანგარიშით სარგებლობდა - ე.წ. „დ------ა“, რომელიც პირადი ანგარიში იყო და მეორე, მისი მეგობრის ე-–----–------–---–ის სახელზე არსებული ანგარიშით. შ------------–---–ისთვის არაერთხელ გადაურიცხავს სოლიდური თანხა და თავად შოთასაც არაერთხელ გამოუტანია მისი ბარათიდან თანხა. ფეი-ბოქსის აპარატიდანაც ხშირად ჩაურიცხია თანხა, რომლის ჩეკებსაც არ ინახავდა. რ--------------------ს განმარტებით, შ------------–---–ი წარმატებული მოთამაშე იყო და მას არაერთხელ მოუგია სოლიდური თანხები, რის გამოც იგი ეხმარებოდა მას და სათამაშოდ თანხა როდესაც სჭირდებოდა, ურიცხავდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-5 მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა მ----------–---–---–----------------------–---–--------------------–-----------------------------------------------------------მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

2014 წლის 14 იანვრის განცხადების თანახმად, სს „ნ-------------–----ის“ გენერალური დირექტორი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და აცნობებს სს „ნ-------------–----ის“ მიმართ უცნობი პირის ან/და პირების მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შედაგად მიყენებული ზიანის თაობაზე. განცხადებას დანართის სახით თან ერთვის პროგრამული ამონაწერი განხორციელებულ ტრანზაქციებზე 16 ფურცლად. ამონაწერში ასახულია 650 ტრანზაქცია დროის სხვადასხვა მონაკვეთში, იგი დაყოფილია ცხრა სვეტად. აღნიშნულ ცხრა სვეტში მითითებულია იდენტიფიკატორი პროვაიდერთან, პროვაიდერი, ნ----ს მიერ ჩარიცხული თანხა, სხვაობა, ოპერაციის თარიღი, გადახდის უნიკალური კოდი, აბონენტის აიპი მისამართი, ნ----ში ჩარიცხული თანხა და ბარათის ნომრის მასკა.

 

2014 წლის 21 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა მარიკა გილიგაშილმა დაათვალიერა სს „ნ-------------–----იდან“ წარმოდგენილი პროგრამული ამონაწერი უკანონოდ განხორციელებულ ტრანზაქციებზე. მონაცემები დაჯგუფებულია სვეტებად ნუმერაციის მიხედვით, კერძოდ, პირველ სვეტში, სახელწოდებით „აბონენტის იდენტიფიკატორი პროვაიდერთან“ - მითითებულია ტოტალიზატორის კონკრეტულ მომხმარებელთა ანგარიშის ნომრები, მეორე სვეტში, სახელწოდებით „პროვაიდერი“ - აღნიშნულია მომხმარებლის ანგარიშის კუთვნილება კონკრეტულ პროვაიდერთან, ამ შემთხვევაში ტოტალიზატორთან, მესამე სვეტში, სახელწოდებით „ნ----ს“ მიერ ჩარიცხული თანხა მითითებულია სს „ნ-------------–----ის“ მიერ მომსახურეობის მიმღებზე ჩარიცხული თანხის ოდენობა, მეოთხე სვეტში, სახელწოდებით „სხვაობა“ - ფიქსირდება თანხებს შორის სხვაობა მესამე და მერვე სვეტებში აღნიშნული მონაცემების მიხედვით. კერძოდ წარმოდგენილი მასალების თანახმად, მესამე სვეტში დაფიქსირებულია „ნ----ს“ მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობა, მაშინ როდესაც ამავე მასალების მიხედვით მერვე სვეტში ფიქსირდება კონკრეტული მომხმარებლის ბარათიდან რეალურად ჩამოჭრილი და „ნ----ს“ ბალანსზე ჩარიცხული თანხის ოდენობა, რაც გაცილებით ნაკლებია, ნ----ს მიერ მომსახურეობის მიმღებზე ჩარიცხულ თანხაზე და სწორედ ამ თანხებს შორის სხვაობა აისახა მეოთხე სვეტში. მეხუთე სვეტში, სახელწოდებით „ოპერაციის თარიღი“, მითითებულია კონკრეტული ქმედების განხორციელების დრო, კერძოდ, თარიღისა და დროის მითითებით, მეექვსე სვეტში, სახელწოდებით „გადახდის უკინალური კოდი“, ფიქსირდება სს „ნ-------------–----ის“ მიერ კონკრეტულ საგადახდო დავალებაზე მინიჭებული უნიკალური კოდი, მეშვიდე სვეტში, სახელწოდებით „აბონენტის IP მისამართი“ ფიქსირდება კონკრეტული მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედების ადგილმდებარეობა IP მისამართის მიხედვით, მერვე სვეტში, სახელწოდებით „ნ----ში ჩარიცხული თანხა“ - მითითებულია ბანკის მიერ კონკრეტული მომხმარებლის ბარათიდან ჩამოჭრილი და „ნ----ში“ ჩარიცხული თანხის ოდენობა, მეცხრე სვეტში, სახელწოდებით „ბარათის ნომრის მასკა“ - მითითებულია კონკრეტული მომხმარებლის საბანკო ბარათის მასკირებული (არასრული) მონაცემები.

 

2014 წლის 1 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი N1-ში მდებარე ტოტალიზატორ „A------------“-დან შპს „ჯ--------ს“ უსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტის დ-----------------ნ ამოღებულ იქნა ყველა ინტერნეტ პროტოკოლის აიპი მისამართები, საიდანაც მომხმარებლებმა N1------ და N1----- რეგისტრაციის დღიდან ამოღებამდე განახორციელეს ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე შესვლა, იგივე აიპი მისამართებით მოსარგებლე ყველა პირის დემოგრაფიული მონაცემების მითითებით. ასევე, ხსენებული მომხმარებლების დემოგრაფიული მონაცემები რეგისტრაციის დღიდან ამოღებამდე, თამაშის ისტორია და მომხმარებელ N1------ის სალაროს გასავლის ორდერები დედნების სახით: N--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საგამოძიებო მოქმედების სინამდვილე დადასტურებულია დ--------------------------------–---–---–-ს ხელმოწერებით.

 

შპს „ჯ--------ს“ 2014 წლის 10 თებერვლის წერილის თანახმად, დასტურდება, რომ მომხმარებელი შ------------–---–ი, პირადი ნომრით 0---------- „ა----------ს“ ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულია რამდენიმე იუზერით, თუმცა მის ანგარიშებზე არ ფიქსირდება აქტივობა და თანხის ბრუნვა ბოლო 12 თვის მანძილზე. „ა----------ს“ ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელი შ------------–---–ი ვერ დარეგისტრირდება და ვერ ითამაშებს საკუთარი პირადი ნომრით (0----------), რადგან არის დაბლოკილი. აღნიშნულ წერილს დანართის სახით ერთვის „ა----------ს“ ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები (მათ შორის მომხმარებელი MARIO 15 (1------)).

 

შპს „ჯ--------ს“ 2014 წლის 12 თებერვლის წერილის და დანართის თანახმად, მომხმარებელი შ------------–---–ი (პ/ნ 0----------) „ა----------ს“ ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული იუზერებით ელექტრონულ სისტემაში ბოლოს შევიდა 2012 წლის 10 აგვისტოს.

 

2014 წლის 5 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის ქავთარაძის ქუჩა N5-ში მდებარე შპს „სუპერბეთი 2014“-ის შენობაში (მოიცავს შპს „ლიდერბეთს და შპს „კ--------–----ს“) ს/კ 4--------, დირექტორ ზურაბ ჩხიტუნიძისგან ამოღებულ იქნა ინფორმაცია მომხმარებლებზე 5-----------------------. საგამოძიებო მოქმედების სინამდვილე დადასტურებულია ზურაბ ჩხიტუნიძისა და მარიკა გილიგაშვილის ხელმოწერებით.

 

2014 წლის 10 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, გაფრინდაულის ქუჩა N2-ში მდებარე ინტერნეტ პროვაიდერ შპს „D-------t“-დან, იურისტ აკაკი შაყულიშვილისგან ამოღებულ იქნა ინფორმაცია IP მისამართების 9------------------------------ის თაობაზე.

 

2014 წლის 10 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას გამზირი N71-ში მდებარე შპს „კავკასუს ონლაინის“ იურიდიული დეპარტამენტის იურისტის ნატო მუხიაშვილისგან ამოღებულ იქნა ინფორმაცია IP მისამართების თაობაზე 8-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.

 

2014 წლის 10 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, გ---------------------–---------------------------–---------------------------–-–-----------–-----ან ამოღებულ იქნა პლასტიკური ბარათის 4--------------- მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები და საკონტაქტო მონაცემები, ამავე ბარათით განხორციელებული ყველა საბანკო ტრანზაქციის ამსახველი დოკუმენტაცია და თანხების განაღდების ამსახველი ფოტო მასალა ერთ დისკზე, სადაც ფიქსირდება მასალა თარიღების მიხედვით: 2013 წლის 5 აგვისტოს, 2013 წლის 20 აგვისტოს და 2013 წლის 31 ივლისს.

 

2014 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივნისა და ახმეტელის ქუჩების კვეთაზე მდებარე შპს „ე---------------ნ“ (შპს „ჩ--------------“) იურისტ გ-------------------ან ამოღებულ იქნა ინფორმაცია შპს „ე-------------“ მომხმარებლების: 0-------------, 0----- და 8----- შესახებ, ერთ CD დისკზე.

 

2014 წლის 14 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, ჭა-----------------------–-----------------–--------------ს“ იურისტ ნ-----–-–------–---ან ამოღებული იქნა ინფორმაცია 28 ფურცლად და ორი სიდი დისკი, სადაც ფიქსირდება ტრანზაქციები და თანხების განაღდების ვიდეო.

 

2014 წლის 14 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ა-----–---------------------ში მდებარე სს „თ-----------ს“ ოფისიდან სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის მენეჯერის ნ-----------–-–---–---ან ამოღებულ იქნა ბარათების 4------------------------------------------------------ მფლობელთა დემოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები. ასევე, ამ ბარათების გამოყენებით განხორციელებული ყველა საბანკო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტაცია და სალაროს გასავლის ორდერები დედნების სახით. საგამოძიებო მოქმედების სინამდვილე დადასტურებულია ნ-----------–-–---–-------------------–---–---–ის ხელმოწერებით.

 

2014 წლის 14 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ქ-------–--–-----------------------–-------------–--------------ან“, დირექტორ კ-----------------ან ამოიღო ინფორმაცია სიდი დისკზე, სადაც კ--------------ის განმარტებით ფიქსირდება ტოტალიზატორ „ე-------------“ მომხმარებლების „DaKoTa“, „enene_le“ და „Macious“ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ინტერნეტ პროტოკოლის IP მისამართები, საიდანაც ხდებოდა ელექტრონული საფულეების გამოყენება და ორდერები PDF ფორმატში ელექტრონული ხელმოწერებით. ამოღების ოქმის სინამდვილე ხელმოწერებით დაადასტურეს მ----------–---–---–-ა და კ--------------ემ.

 

2014 წლის 14 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ვებ-საიტი www.ripe.net , რომლის მიხედვითაც IP მისამართები 9--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------–----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინტერნეტ პროვაიდერ შპს „კავკასუს ონლაინს“.

 

2014 წლის 14 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს „ჩ--------------“-დან (Europebet) ამოღებული CD დისკი, რომლის თანახმადაც, დისკზე მოთავსებულია ორი ფაილი, ერთი - თამაშის ისტორია, მეორე ტრანზაქციები. 1. პირველი ფაილში მოთავსებულია მომხმარებლების 0------------------------------------------------------------- სახელით არსებული დოკუმენტები, რომელთა გახსნისას თითოეულ მათგანში ფიქსირდება ორ-ორი „ე----–-ს“ პროგრამით შექმნილი დოკუმენტი, მოთამაშის თამაშის ისტორიითა და IP ისტორიების მითითებით. 2. მეორე ფაილის გახსნისას მასში მოთავსებულია 0-------------, 0----- და 8----- სახელით არსებული დოკუმენტები, კონკრეტული მომხმარებლის ტრანზაქციებისა და დემოგრაფიული მონაცემების ამსახველი ინფორმაცია. დისკზე არსებული ჩანაწერების მიხედვით მომხმარებელი ნომრით 0----- და სახელით DaKoTa რეგისტრირებულია მოქალაქე შ------------–---–ი პ/ნ NO----------- მომხმარებლის ნომრით 1----- და სახელით enene_le რეგისტრირებულია მოქალაქე ე-–----–------–---–ი პ/ნ NO----------, მომხმარებლის ნომრით 0----- და სახელით Macious რეგისტრირებულია მოქალაქე თ------------------- პ/ნ 01008055646, ხოლო მომხმარებლის ნომრით 8----- და სახელით KaKnaTo რეგისტრირებულია რ-------------------- პ/ნ 0----------. დისკზე არსებული მონაცემებით მომხმარებელი 1----- enene_le ხშირად სარგებლობს IP მისამართებით: 1-------------------------------, როლითაც ასევე სარგებლობს მომხმარებელი 0----- DaKoTa, ხოლო მომხმარებელი 1----------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------------------–-------------------------------------------------------------------------.

 

2014 წლის 28 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს „ჩ--------------“ (Europebet) იურისტის გ-------------------ან ამოღებული დისკი, სადაც ფიქსირდება ტოტალიზატორ „ე-------------“ მომხმარებლების 0-----, 0------------- და 8----- ფულადი ტრანზაქციები 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე.

 

2014 წლის 5 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს „ჩ---------------ის“ (Europebet) მიერ 2014 წლის 12 თებერვალს წარმოდგენილი დისკი. დისკზე არსებული ფაილების თანახმად, „DaKoTa“ სარგებლობდა შემდეგი IP მისამართებით: 8------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2014 წლის 6 მარტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით შეიქმნა ტოტალიზატორ „ე-------------“ სატესტო ელექტრონული მომხმარებელი „t-----------“ ანგარიში N3-----.

 

2014 წლის 7 მარტის ოქმის თანახმად, გამომძიებელი მარიკა გილიგაშვილი და სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ გადაბაძე 2014 წლის 7 მარტს 15:50 საათზე ტელეფონის ნომრიდან 5----------- დაუკავშირდნენ სს „ნ-------------–----ის“ აიტი სამსახურის ტექნიკურ დირექტორს გრიგოლ ავეტიკოვს და სთხოვეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით სს „ნ-------------–----ის“ საგადასახდო სისტემა (www.paybox.ge) მოეყვანათ 2014 წლის 10 იანვრამდე მდგომარეობაში, კერძოდ, დროებით მოეხსნათ ბლოკირება კონკრეტულ მომხმარებელზე t-----------, ანგარიშის ნომრით 3----- და კონკრეტულად ამ მომხმარებლის მიერ შესასრულებელი საგადახდო დავალებები ექსპერიმენტის მიზნებისთვის შემოწმებულიყო ისევ მხოლოდ უნიკალური კოდით, როგორც ეს მანამდე ხდებოდა და არა თანხობრივი მონაცემით.

 

2014 წლის 7 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გამოყენებულ იქნა სპეციალურად ექსპერიმენტისთვის ტოტალიზატორ „ე-------------“ ვებ-საიტზე შექმნილი სატესტო ელექტრონული მომხმარებელი „t-----------“ ანგარიშის ნომრით 3----- და საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი გაფორმებული ალექსანდრე ჩადუნელის სახელზე, ნომრით 4------------------------. პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით მოწმე ა-----------ამ გახსნა ინტერნეტ ბრაუზერი „google chrome“ და შევიდა ტოტალიზატორ „ე-------------“ საიტზე www.europebet.com -ზე. მომხმარებლის გრაფაში შეიყვანა სატესტო მომხმარებლის სახელი „t-----------“ და შესაბამისი პაროლი, რა დროსაც შემოწმდა ბალანსზე არსებული ანგარიში, რაც „0“ აღმოჩნდა. ამის შემდეგ ა-----------ა შევიდა საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საიტზე „www.eonline.ge“, სადაც მომხმარებლის გრაფაში დააფიქსირა სახელი „achaduneli“ და შესაბამისი პაროლი, რა დროსაც ოპერაციის შესასრულებლად გამოდის „sms“ ღილაკი, რომლის დაჭერის შემდეგ მობილური ტელეფონის აპარატზე, რომელიც აქვს ა---------ს შემოდის შეტყობინება ოთხნიშნა ერთჯერადი კოდის სახით, რომლის შეყვანის შემდეგ ა-----------ა ამოწმებს ბარათის ანგარიშზე არსებულ ბალანსს, რომელიც შეადგენს 13,28 ლარს. ამის შემდეგ ა-----------ა შევიდა www.Paybox.ge -ს საიტზე, სადაც აირჩია სასურველი მომსახურების ტიპი, ტოტალიზატორი, კაზინო „პოკერი“, ირჩევს კონკრეტული ტოტალიზატორის „europebet“-ს, რის შემდეგაც აბონენტის ნომრის გრაფაში დააფიქსირა სატესტო მომხმარებლის ანგარიშის ნომერი - 3-----, ჩასარიცხი თანხის გრაფაში ა-----------ამ მიუთითა 2 ლარი, ღილაკით აირჩია ბარათით გადახდა, რის შემდეგ გამოსული გვერდი დატოვა ხელშეუხებლად. ამის შემდეგ ა-----------ამ ვებ-ბრაუზერის მიერ შენახული ფაილი გადაწერა დესკტოპზე, რის შემდეგ აღნიშნული ფაილი გახსნა ტექსტ-რედაქტორის საშუალებით, სადაც პირველად მითითებული თანხა 2 ლარი შეცვალა ერთი ლარით და აღნიშნული ცვლილება შეინახა. ა-----------ამ შენახული ფაილი, როგორც უნდა გაგზავნოს ბანკის სერვერზე, გახსნა ვებ-ბრაუზერის საშულებით, გახსნილ გვერდზე უკვე აღმოჩნდა შეცვლილი მონაცემები, სადაც თანხის ოდენობად მითითებულია უკვე 1 ლარი. იმავე გვერდზე ა-----------ას მიერ შეყვანილ იქნა ბარათის მონაცემები (16 ნიშნა რიცხვი, მოქმედების ვადა და cvc კოდი) და დააჭირა ღილაკს შემდეგი. ეკრანზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თანხის გადახდის ავტომატური ფორმა, სადაც ფიქსირდება უკვე ხელოვნურად შეცვლილი თანხის ოდენობა ერთ ლარის სახით გადახდის ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოისახა შეტყობინება, რომ გადახდა განხორციელდა წარმატებით. ამის შემდეგ ა-----------ამ შეამოწმა „ე-------------“ სატესტო მომხმარებლის 3----- ანგარიში, სადაც უკვე აისახა პირვანდელი მოთხოვნილი თანხა 2 ლარი, რის შემდეგ ინტერნეტბანკინგის მეშვეობით შემოწმდა ბარათზე არსებული ანგარიში, სადაც აღმოჩნდა, რომ ბალანსზე დარჩა 12,23 ლარი, რითაც დადასტურდა მოწმე ა-----------ას ჩვენებაში მოყვანილი პროცედურა და აღნიშნულით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 19 მაისის #11-ფინ დასკვნის თანახმად, 2013 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის 10 იანვრამდე შ------------–---–ის, ე-–----–------–---–ის, რ--------------------ს და თენგო ინანეიშვილის სახელებით რეგისტრირებული ანგარიშებიდან: N0-----, N1-----, N8----- („ევროპაბეთი“), N1------, N1----- („ა----------“), და N------------------–--------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------- პლასტიკურ ბარათებზე ჩარიცხულმა თანხებმა ჯამში შეადგინა 272 705 ლარი. 2013 წლის 1 ივლისიდან, 2014 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, ვებ გვერდის www.paybox.ge-ის გამოყენებით, სს „ნ-------------–----იდან“ დაუფლებულმა თანხებმა შეადგინა - 5--------- ლარი. 2013 წლის 1 ივლისიდან, 2014 წლის 10 იანვრამდე პერიოდში ტოტალიზატორ „ე-------------“ და „ა----------ს“ სალაროებიდან, პლასტიკური ბარათების მეშვეობით ბანკომატებიდან და ბანკის სალაროთი, ასევე „UNIPAY“-ის სალაროდან გატანილი და განაღდებულია სულ - 376 153,6 ლარი. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა დ-----------------------------------------–---–-- და დამატებით განმარტეს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. კონკრეტული პიროვნება დაეუფლა თუ არა რაიმე თანხას, ამის დადგენა მათ პრეროგატივას ცდება, აღნიშნული უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მათ მხოლოდ სხვაობა დაითვალეს გამოძიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შორის.

 

ამდენად, ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, პალატამ უნდა დაადგინოს - ჩაიდინა თუ არა შ------------–---–მა ბრალად წარდგენილი დანაშაული და მიიღო თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. მტკიცებულებათა შეფასების დროს პალატა ხელმძღვანელობს იმ მაღალი სტანდარტებით, რომლებიც დადგენილია ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით, კერძოდ:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სწორედ აღნიშნულ კონტექსტში უნდა შეფასდეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები - თუ რამდენად არიან ისინი უტყუარი, რელევანტური და ურთიერთთავსებადი.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის შინაარსი მთელი თავისი არსით, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვისკენაა მიმართული. აღნიშნული მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლებების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიიჩნია საკმარისად წარდგენილ ბრალდებაში შ------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის, რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატა და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია შ------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო რამდენიმე საეჭვო და დაუდასტურებელი გარემოების არსებობა, რომლებიც ქმნიდნენ შ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაში აშკარა ეჭვის შეტანის საფუძველს. ბრალდების მხარემ კი ვერც სააპელაციო პალატის წინაშე შეძლო მიეთითებინა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებზე, რომლებიც უტყუარად მიანიშნებდნენ შ------------–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და გააბათილებდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მოყვანილ არგუმენტებს.

 

ბრალდების მხარის და დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლების უ---------სა და გრიგოლ ავეტიკივის ვერსიით, 2013 წლის ივნისიდან, 2014 წლის იანვრამდე, სს „ნ-------------–----ის“ ვებ-გვერდზე, რომელიც წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და რომლის მეშვეობითაც გადახდების განხორციელება შესაძლებელი იყო, ელექტრონული ფულის მეშვეობით, ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბარათე ანგარიშის საშუალებით, პირი ირჩევდა საბარათე ანგარიშის გადახდის პროგრამას, უთითებდა სს „თ-----“ ბანკში, ან სს „ს----------–--------–ი“ არსებულ ანგარიშის ნომერს და ასევე თანხის ოდენობას, რისი ჩარიცხვაც სურდა კონკრეტულ შემთხვევაში ონლაინ ტოტალიზატორებში გახსნილ ანგარიშებზე. შემდეგ სს „ნ-------------–----ისათვის“ გაგზავნილ ინფორმაციაში კომპიუტერული პროგრამების საშუალებით, ხელოვნურად ამცირებდა თანხის ოდენობას და შედეგად სს „ნ-------------–----იდან“, რომელიც მის სახელზე მისულ დაგენერირებულ მოთხოვნას ამოწმებდა მხოლოდ პროგრამის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდით და არა მასში თანხის შესახებ არსებული ინფორმაციით, მის მიერ მითითებულ ანგარიშებზე ერიცხებოდა გაზრდილი თანხები, მაშინ, როდესაც მის სახელზე არსებული ანგარიშებიდან იჭრებოდა მის მიერ ხელოვნურად შეცირებული თანხები.

სს „ნ-------------–----ის“ გენერალური დირექტორის განცხადებითა და მასზე თანდართული ამონაწერით დგინდება, რომ ს.ს. „ნ-------------–----ის“ მიერ დაგენერირებულ საგადახდო დავალებაში გადასახდელ თანხად მითითებული იყო გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე კონკრეტული ბანკის მიერ მიღებულ დავალებაში. შესაბამისად, ბანკის მიერ მომხმარებლის ანგარიშიდან ს.ს. „ნ-------------–----ის“ სასარგებლოდ ჩამოწერილი იყო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე გადარიცხული იყო მომხმარებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე. საბოლოო ჯამში სხვაობამ შეადგინა 5-------- ლარი, ანუ კონკრეტულმა მომხმარებელმა განახორციელა ნახევარ მილიონზე მეტი თანხების გადარიცხვა მის სასარგებლოდ იმ დროს, როდესაც რეალურად მისი საბანკო ანგარიშიდან ჩამოიჭრა მხოლოდ 17 286.29 ლარი. უკანონოდ დაუფლებული თანხები ირიცხებოდა საქართველოში მოქმედ ტოტალიზატორებში დარეგისტრებული რამოდენიმე მომხმარებელის ანგარიშზე, კერძოდ ტოტალიზატორ „Europebet“-ის შემდეგ ანგარიშებზე: 0-----; 1-----; 0-----; 8-----, ტოტალიზატორ „AdjaraBetPlay“-ს შემდეგ ანგარიშებზე: 1------; 1-----, ტოტალიზატორ „LiderBet“-ის ანგარიშებზე: 50777; 195199 და ასევე ტოტალიზატორ „CrystalBet“-ის ანგარიშზე 125847. გადარიცხვები ხორციელდებოდა „საქართველოს ბანკის“ 4--------------- პლასტიკური ბარათის და „თი ბი სი“ ბანკის პლასტიკური ბარათების 4--------------------------------------------------- გამოყენებით. ასევე, ზემოაღნიშნული ამონაწერით და შპს „კ-------------–--------“ ამოღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ იმ ინტერნეტ პროტოკოლის IP მისამართების ნაწილი: 8-----------------------------------------------------------------------------, საიდანაც განხორციელებულია ამონაწერში ასახული ტრანზაქციები, მოცემული დროის მონაკვეთში ირიცხებოდა შ------------–---–ის დედის, რ--------------------ს სახელზე.

 

ტოტალიზატორებიდან: „ა----------დან“, „ლ-------------ან“ და შპს „ჩ---------------დან („ე---------------ნ“) ამოღებული მასალებით დგინდება, რომ „ე-------------“ მომხმარებლი ნომრით 0----- და სახელით DaKoTa რეგისტრირებულია მოქალაქე შ------------–---–ი; მომხმარებლი ნომრით 1----- და სახელით enene_le, რეგისტრირებულია მოქალაქე ე-–----–------–---–ი; მომხმარებლი ნომრით 0----- და სახელით Macious რეგისტრირებულია მოქალაქე თ-------------------; მომხმარებლი ნომრით 8----- და სახელით KaKaTo რეგისტრირებულია მოქალაქე რ--------------------. „ა----------ს“ მომხმარებელი, ნომრით 1------ და სახელით M------ დარეგისტრირებულია „შ------------–---–ის“ სახელითა და გვარით; მომხმარებლის ნომრით 1----- და სახელით N-------- დარეგისტრირებულია მოქალაქე ნ-----–-------------–---–ი. „ლიდერბეთის“ მომხმარებელი ნომრით 50777 და სახელით dakota დარეგისტრირებულია „შ------------–---–-ს“ სახელითა და გვარით; მომხმარებლი ნომრით 195199 და სახელით private15, დარეგისტრირებულია არაიდენტიფიცირებული მომხმარებელი თენგო ინანეიშვილი; მომხმარებლი ნომრით 125847 და სახელით g------- დარეგისტრირებულია მოქალაქე გ-------------ე.

 

ს.ს. „თი ბი სი“ ბანკიდან და „ს.ს. „საქართველოს ბანკიდან“ ამოღებული მასალებით დადგენილი იქნა, რომ „თი ბი სი“ ბანკის ანგარიშის ნომრები 4-----------------------------------, ასევე „საქართველოს ბანკის“ ანგარიშის ნომერი 4-------------- რეგისტრირებულია მოქალაქე შ------------–---–ის სახელზე, ხოლო ანგარიშის ნომერი 4--------------- დარეგისტრირებულია რ--------------------ს სახელზე.

 

ზემოაღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ერთი შეხედვით ნამდვილად იკვეთება სს „თ-----“ ბანკისა და სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშებიდან სხვადასხვა ტოტალიზატორებში შექმნილ პირად ანგარიშებზე სს „ნ-------------–----ის“ ვებ-საიტის მეშვეობით ფულადი თანხების გადარიცხვებთან ბრალდებულ შ------------–---–ის შემხებლობა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირველადი წყარო არის სს „ნ-------------–----ის“ დირექტორის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებაზე თანდართული ამონაწერი, რომლის წარმომავლობაც ეჭვის ქვეშ დააყენა პირველი ინსტანციის სასამართლომ და რასაც ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატა.

 

როგორც სს „ნ-------------–----ის“ იურისტმა უ---------მ განმარტა, მათ მიერ წარდგენილი განცხადების დანართში ასახული ტრანზაქციები და დათვლილი ზიანის ოდენობა კომპანიამ ამოიღო საგადასახადო სისტემიდან, თუმცა უფრო დეტალურად, როგორ მოხდა ამ დანართის მოპოვება, არ იცის, რადგან იგი გადასცა ტექნიკურმა სამსახურმა. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პრინციპით ხორციელდებოდა საეჭვო ტრანზაქციები და რა ზიანი მიადგა კომპანიას, მოწმე ფლობს თანამშრომლებისგან. როგორც მისთვის ცნობილია, „IT“-მ და ფინანსურმა სამსახურმა დაითვალა არსებული ზარალი, რომლის სხვაობამაც დაახლოებით 577.000 ლარი შეადგინა. ასევე, კომპანიის ტექნიკური სამსახურის დირექტორმა გ-------–------------ა ისაუბრა კონკრეტულად მათი ვებ-გვერდის მეშვეობით როგორ ხდება გადახდების განხორციელება, როგორ აღმოაჩინეს მათთან ბანკის მეშვეობით ჩარიცხულ და მათ მიერ სხვადასხვა ოპერატორებთან გადარიცხულ თანხებს შორის უზუსტობები და რამდენი იყო ეს თანხა. თუმცა საგამოძიებო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებაზე თანდართული ცხრილის შესახებ, რომელსაც ეფუძნება მოწმის ჩვენება, გ-------–------------ა განმარტა, რომ იგი არ არის ამონაწერი პროგრამიდან და სავარაუდოდ, „ე----–-ს“ ფაილშია შესრულებული. ამასთან, მოწმეს არ ახსოვს კონკრეტულად თვითონ ამოიღო ეს მონაცემები ბაზიდან ცხრილში, თუ სხვა, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს დაავლა. აღნიშნული მონაცემების დამუშავებაში მონაწილე პირის ვინაობის დადგენა სასამართლოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, ვინაიდან როგორც გრიგოლ ავეტიკოვი განმარტავს, გადარიცხვის უნიკალური კოდები არ მეორდება, ხოლო ცხრილში რამდენიმე უნიკალური კოდი გამეორებულია. ასეთი დამთხვევის მიზეზების ახსნა კი შეეძლო მხოლოდ იმ პირს, ვინც დაამუშავა მონაცემები. ამდენად, გრიგოლ ავეტიკოვის ჩვენებით აშკარაა, რომ ცხრილი არ წარმოადგენს კომპანიის ელექტრონულ სისტემაში დაცულ პირველად წყაროს და ამასთან, ავეტიკოვს არ შეუძლია ახსნას მასში ასახული უზუსტობები, ვერ ადასტურებს, რომ მოცემული სახით წარმოდგენილი ამონაწერი უშუალოდ კომპანიის ელექტრონულ სისტემაში დაცული მონაცემების იდენტურია.

 

ასევე, ზემოხსენებულ ამონაწერთან მიმართებაში სრულიად ლოგიკურად გაამახვილა ყურადღება პირველი ინსტანციის სასამართლომ ფინანსური ექსპერტიზის დასკვნაზე. როგორც სს „ნ-------------–----ის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე 2014 წლის 19 მაისის #11-ფინ დასკვნით ირკვევა, რომ 2013 წლის 1 ივლისიდან, 2014 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, ვებ გვერდის www.paybox.ge-ის გამოყენებით, სს „ნ-------------–----იდან“ დაუფლებულმა თანხებმა შეადგინა - 5--------- ლარი. ექსპერტებმა დ-----------------------------------------–---–-ა განმარტეს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, თუმცა იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილ ამონაწერში რამდენიმე ტრანზაქცია არის განმეორებული, გაურკვეველია მასში ასახული ზიანი და ექსპერტების მიერ თითოეული ტანზაქციის შეჯამების შედეგად მიღებული ზიანი როგორ აღმოჩნდა ერთიდაიმავე ოდენობის. აღნიშნულ ცდომლიებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე აპელირებს, რომ ცხრილში არსებული ხარვეზი აღმოფხვრეს და ზიანი საბოლოოდ დაადგინეს ექსპერტებმა, თუმცა მას მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ზიანის სახით მიღებულია ზურტად იგივე ოდენობის თანხა, რაც თავდაპირველადვე იყო მითითებული სს „ნ-------------–----ის“ განცხადებასა და მასზე დართულ ცხრილში.

 

ზემოაღნიშნული ორი მტკიცებულების საეჭვო ხასიათზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ბრალდების მხარე შ------------–---–ს ედავება თაღლითურად დაზარალებულ სს „ნ-------------–----ის“ კუთვნილი 5--------- ლარის დაუფლებას, რასაც დადასტურებულად მიიჩნევს სს „ნ-------------–----ის“ მიერ წარმოდგენილი ამონაწერის, ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის, საქმეზე წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ამონაწერში მითითებული სხვადასხვა ტოტალიზატორებში გახსნილი ანგარიშის ნომრებიდან, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებით შ------------–---–ის მიერ ხდებოდა უკანონო ტრანზაქციები, ა----------ს ანგარიშის ნომერი 117009 ეკუთვნოდა ნ-----–-------------–---–ს, ხოლო „კ--------–----ის“ („ლიდერბეთი“) ანგარიშის ნომერი 125847 ეკუთვნოდა გ-------------ეს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ზემოაღნიშნულ პირებთან შ------------–---–ის რაიმე სახით შემხებლობა და ამ უკანასკნელის მიერ მათი ანგარიშის ნომრებით სარგებლობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნა არა თუ დადასტურებული, არამედ რაიმე ფორმით გამოვლენილიც კი. რაც შეეხება ტოტალიზატორ „აჭარაბეთში“ გახსნილ შ------------–---–ის ანგარიშს - 1------ (M------), შპს „ჯ--------ს“ 2014 წლის 10 თებერვლის წერილის თანახმად, შ------------–---–ი „ა----------ს“ ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულია რამდენიმე იუზერით, თუმცა მის ანგარიშებზე (მათ შორის მომხმარებელი MARIO 15 (1------)) არ ფიქსირდება აქტივობა და თანხის ბრუნვა ბოლო 12 თვის მანძილზე. „ა----------ს“ ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელი შ------------–---–ი ვერ დარეგისტრირდება და ვერ ითამაშებს საკუთარი პირადი ნომრით, რადგან არის დაბლოკილი. ასევე, შპს „ჯ--------ს“ 2014 წლის 12 თებერვლის წერილის და დანართის თანახმად, დასტურდება, რომ მომხმარებელი შ------------–---–ი „ა----------ს“ ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული იუზერებით ელექტრონულ სისტემაში ბოლოს შევიდა 2012 წლის 10 აგვისტოს. სს „ნ-------------–----ის“ მიერ წარდგენილ ამონაწერში კი, როგორც უკვე აღინიშნა ზემოაღნიშნულ ანგარიშზე დაფიქსირებულია ტრანზაქციები. იმ პირობებში თუ შ------------–---–ი „ა----------ს“ ბაზაში ვერ დარეგისტრირდებოდა ახალი იუზერით და ვერც ძველი იუზერით ისარგებლებდა, რომლითაც ბოლო აქტივობა განახორციელა 2012 წლის 10 აგვისტოს, პალატისათვის გაურკვეველია სს „ნ-------------–----ის“ მიერ წარმოდგენილ 2013 წლის 1 ივლისიდან, 2014 წლის 10 იანვრის ჩათვლით ამონაწერში როგორ მოხვდა აღნიშნულ ანგარიშის ნომერზე განხორციელებული აქტივობები ტრანზაქციების სახით.

 

სს „ნ-------------–----იდან“ წარმოდგენილი ამონაწერის და მისი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ამონაწერის მესამე სვეტში, სახელწოდებით „ნ----ს მიერ ჩარიცხული თანხა“ მითითებულია სს „ნ-------------–----ის“ მიერ მომსახურეობის მიმღებზე ჩარიცხული თანხის ოდენობა, მეოთხე სვეტში, სახელწოდებით „სხვაობა“ - ფიქსირდება თანხებს შორის სხვაობა მესამე და მერვე სვეტებში აღნიშნული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, წარმოდგენილი მასალების თანახამდ, მესამე სვეტში დაფიქსირებულია „ნ----ს“ მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობა, მაშინ როდესაც ამავე მასალების მიხედვით, მერვე სვეტში ფიქსირდება კონკრეტული მომხმარებლის ბარათიდან რეალურად ჩამოჭრილი და „ნ----ს“ ბალანსზე ჩარიცხული თანხის ოდენობა, რაც გაცილებით ნაკლებია, ნ----ს მიერ მომსახურეობის მიმღებზე ჩარიცხულ თანხაზე და სწორედ ამ თანხებს შორის სხვაობა აისახა მეოთხე სვეტში. თუმცა, მოცემული ამონაწერი არ მოიცავს ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება მერვე და მესამე სვეტების სახელწოდებაში - „ნ----ში ჩარიცხული თანხა“ და „ნ----ს მიერ ჩარიცხული თანხა“. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არცერთ შემთხვევაში არ დგინდება, რომ სს „ნ-------------–----ის“, რომელიც არის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და რომელიც უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას მომხმარებლის მიერ მითითებულ ოპერატორებთან (მობილური, ტოტალიზატორი, კომუნალური გადახდები), გააჩნდა საკუთარი ანგარიში, სადაც ირიცხებოდა თითოეულ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მითითებული - საბანკო ბარათიდან მოხსნილი თანხები, ხოლო უშუალოდ შ------------–---–ის მიერ მითითებულ ტოტალიზატორების ანგარიშზე, თავის მხრივ სს „ნ-------------–----ი“ საკუთარი ანგარიშიდან რიცხავდა თანხას. ბრალდების მხარის მიერ ვერ გაეცა სათანადო და ამომწურავი პასუხი კითხვას - ამ კონკრეტულ შემთხვევაში სს „ნ-------------–----ი“ იყო უბრალოდ თანხების გამტარი (გადამრიცხავი) პირდაპირ საბანკო ბარათებიდან ტოტალიზატორების ანგარიშზე, თუ ეს პროცესი იყოფოდა ორ ეტაპად და მომხმარებლის საბანკო ბარათებიდან თანხის მოხსნა და სს „ნ-------------–----იში“ ჩარიცხვა ხდებოდა ცალკე, ხოლო მომხმარებლის მიერ მითითებული და სს „ნ-------------–----ის“ მიერ დაგენერირებული თანხების ტოტალიზატორების ანგარიშზე გადარიცხვა - ცალკე. იმ შემთხვევაში თუ სს „ნ-------------–----ი“ ახორციელებდა უბრალოდ თანხის მიღებასა და გადამისამართებას კონკრეტული ტოტალიზატორების ანგარიშზე, შეუძლებელი იქნებოდა მისთვის ზიანის მიყენება, იმდენად, რამდენადაც იგი ტოტალიზატორის ანგარიშზე გადაამისამართებდა (დარიცხავდა) იმ თანხას, რაც მიიღო კონკრეტული საბანკო ბარათიდან. ხოლო თუკი სს „ნ-------------–----ით“ სარგებლობა მოიცავდა ზემოხსენებულ ორ ეტაპს, ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა დადგინდეს - რა ანგარიშით სარგებლობდა სს „ნ-------------–----ი“, აღნიშნულ ანგარიშზე შ------------–---–ის სარგებლობაში არსებული რომელი საბანკო ბარათებიდან რა თანხა გადაირიცხა თითოეულ ჯერზე, ხოლო თავის მხრივ, სს „ნ-------------–----იმ“ იმ კონკრეტული ოპერაციის შესრულებისას თავისი პირადი ანგარიშიდან გადარიცხა თუ არა თანხები ტოტალიზატორების ანგარიშზე. ამ ფაქტების დადგენა კი შეულებელია იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება, გააჩნდა თუ არა პირადი ანგარიში სს „ნ-------------–----ის“, რა ანგარიშით სარგებლობდა იგი და როგორ გამოიყურება სადავო პერიოდში მისი საბანკო ანგარიშის ამონაწერი. მხოლოდ სს „ნ-------------–----ის“ დირექტორის მიერ განცხადებაზე თანდართული ამონაწერი, რომელიც არის არა პროგრამული, არამედ „ე----–-ს“ ფაილში შესრულებული და რომლის ავთენტურობაც საეჭვოდაა მიჩნეული, ზემოაღნიშნულ სადავო გარემოებებს ვერ სცემს პასუხს.

 

სასამართლო ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით ჩატარდა სს „ნ-------------–----ის“ 2013 წლის ივლისიდან, 2014 წლის 10 იანვრამდე მოქმედ პროგრამაში და თითქოსდა იგი ზედმიწევნით ასახავს იმ ოპერაციებს, რომელთა შესრულებითაც შესაძლებელი იყო შ------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარეს ჰქონდა მცდელობა, ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზა, თუ რამდენად იყო შესაძლებელი სს „ნ-------------–----ის“ ვებ-გვერდიდან იმ კომპიუტერული მაქინაციების განხორციელება, რასაც ედავება ბრალდების მხარე შ------------–---–ს. თუმცა აღნიშნულზე კატეგორიული წინააღმდეგობა განაცხადა სს „ნ-------------–----იმ“. როგორც საქმის მასალებიდან, ასევე დაზარალებული კომპანიის თანამშრომლების უ---------ს და გრიგოლ ავეტიკოვის ჩვენებებიდან ირკვევა, ექსპერტიზის ჩატარებაზე დაცვის მხარისათვის უარის თქმის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ პროგრამა თუ დაბრუნდებოდა სადავო პერიოდში მოქმედ მდგომარეობაში, იგი გახდებოდა დაუცველი და კომპანიას მიადგებოდა განსაკუთრებული ზიანი. თუმცა მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა სთხოვეს გრიგოლ ავეტიკოვს სს „ნ-------------–----ის“ პროგრამა მოეყვანა 2014 წლის 10 იანვრამდე მოქმედ მდგომარეობაში, რათა ჩაეტარებინათ საგამოძიებო ექსპერიმენტი, გ-------–------------ა თვითონ, დამოუკიდებლად და დაუბრკოლებლად განახორციელა აღნიშნული, რისთვისაც სულ რამდენიმე საათი დაჭირდა და კომპანიას არანაირი ზიანი არ მიდგომია. ასევე მან განმარტა, რომ პროგრამის ძველი ვერსიის დაბრუნების პრიცესს არავინ ესწრებოდა და მის მიერ განხორციელებული მოქმედებები არსად დაფიქსირებულა. ამდენად, სასამართლოს წინაშე სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება ის გარემოება, სადავო პერიოდში ნამდვილად მოიყვანა თუ არა გ-------–------------ა პროგრამა მოქმედ მდგომარეობაში და კონკრეტულად სს „ნ-------------–----ის“ რა ვერსიაზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ხოლო თუკი სარწმუნოდ მივიჩნევთ მოწმე გრიგოლ ავეტიკოვის ჩვენებას, გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა მათ მიერ დაცვის მხარისათვის ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმა. მსგავს საეჭვო ვითარებაში განხორციელებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიჩნეული პირის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში, იმის დასადგენად, ნამდვილად შეიძლებოდა თუ არა კომპიუტერული სისტემით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული ქმედებების განხორციელება, მართებული იქნებოდა ჩატარებულიყო შესაბამისი ექსპერტიზა, რაც ბრალდების მხარემ არ მიიჩნია საჭიროდ და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა არ იყო სახეზე.

 

ამასთან, ბრალდების მხარემ გრიგოლ ავეტიკოვის ჩვენების ინტერპრეტირება მოახდინა იმგვარად, რომ თითქოს საგამოძიებო ორგანოს მიმართვის პერიოდში კომპანიისათვის ზიანის მიყენების საფრთხე ჯერ არ იყო შექმნილი, თუმცა როდესაც დაცვის მხარემ მიმართა სს „ნ-------------–----ის“, მათი პროგრამა იყო იმ მდგომარეობაში, რომ ადრე მოქმედ ვერსიაზე დაბრუნების შემთხვევაში იგი გახდებოდა სრულიად დაუცველი. აღნიშნულ მსჯელობას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, გრიგოლ ავეტიკოვს მსგავსი გამიჯვნა ახალი პროგრამის ფუნქციების ეტაპობრივ ამოქმედებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. მან უბრალოდ აღნიშნა, რომ შემთხვევის შემდეგ აქვთ უფრო მეტად დაცული ახალი საიტი. ასევე, საქმის მასალებით დგინდება, რომ როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ სს „ნ-------------–----ისათვის“ მიმართვის პერიოდში მათი საგადახდო სისტემა უკვე სრულად იყო გადასული ახალ მოდელზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში დაკითხული იქნა არაერთი მოწმე და გამოკვლეული იქნა სხვა სახის მტკიცებულებები, თუმცა წარმოდგენილი ვერ იქნა იმ პირდაპირი ხასიათი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ფაქტის უტყუარად მიჩნევისათვის, რომ შ------------–---–ი კომპიუტერული სისტემის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა სს „ნ-------------–----ის“ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა შ------------–---–ის ბრალდებულობა თაღლითობის ჩადენაში, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა წარდგენილ ბრალდებებში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი შ------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 დეკემბრის განაჩენი:

 

შ------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

შ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 80 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) რ--------------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ. თ---–--–------------------------------------------- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, შ------------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ერთი „თ-----“ ბანკის პლასტიკური ბარათი, შ------------–---–ის პირადობის მოწმობა, ხუთი მობილური ტელეფონის სიმ ბარათი, ორი მობილური ტელეფონი და რვეული სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

- დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე