განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
330100119003027458
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2505-19

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,ფატიმა გოგიშვილის მდივნობით,ბრალმდებლების თ--------------ის და ი-----–----------ას,ადვოკატების გ----------------ის და ხ------–----------ას,ბრალდებულების დ-----------–---–ის და ნ---------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

დ-----------–---–ის (პ-------------), დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ო--------------------–------------------------ ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–------------–---–------------- ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;

ნ---------–---–ის (პ-------------), დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ო--------------------–------------------------ ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–------------–---–------------- მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

დ-----------–---–ს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის თებერვალში ს---------------–--ამ შეიძინა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, მ----------------------------------. ღირებულების ნაწილი გადაუხადა სამშენებლო კომპანიას, დანარჩენი ნაწილი კი სესხის სახით გამოიტანა საქართველოს ბანკიდან, ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მითითებული ბინა, თუმცა ვერ შეძლო ყოველთვიური გადასახადის გადახდა, რის გამოც გადაწყვიტა ბინის გასხვისება 42000 აშშ დოლარად.

აღნიშნულის შემდეგ ს---------------–--ას დაუკავშირდნენ ც---–------- ნ---------–---–ი და დ-----------–---–ი, მათ დაარწმუნეს ს---------------–--ა, რომ შეიძენდნენ მის კუთვნილ ბინას 42 000 აშშ დოლარად, მოლაპარაკების თანახმად ს---------------–--ას საბანკო ვალდებულებებს ჩაანაცვლებდნენ კერძო იპოთეკარით, დარჩენილი თანხიდან 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს გადაუხდიდნენ 1 კვირის განმავლობაში, ხოლო დარჩენილ თანხას 13000 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ 1 თვის ვადაში. აღნიშნულ შეთავაზებას ს---------------–--ა დათანხმდა, დ-----------–---–ის და ნ---------–---–ის მიერ ბინის კერძო იპოთეკარით დატვირთვის მიზნით ს---------------–--ამ ნ---------–---–ს გაუფორმა მინდობილობა.

2018 წლის 7 ივნისს ს---------------–--ას მინდობილ პირს ნ---------–---–სა და იპოთეკარებს - ნ------------–--–---–ს, ნ---------–---------ს და მ------------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკარებისგან სესხად აღებული 65000 ლარის (25 000 დოლარი) უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს---------------–--ას კუთვნილი ბინა. მიღებული თანხიდან ნ---------–---–მა და დ-----------–---–მა 19 000 დოლარი გადასცეს ს---------------–--ას, რომლითაც ამ უკანასკნელმა გადაფარა საქართველოს ბანკში მის სახელზე არსებული დავალიანება. დარჩენილი თანხა 6000 დოლარის ოდენობით დაიტოვა ნ---------–---–მა და დ-----------–---–მა, იმ პირობით, რომ 1 თვეში ს---------------–--ას გადაუხდიდნენ 23 000 აშშ დოლარს, გადაიფორმებდნენ მის კუთვნილ ბინას და იპოთეკარების ვალდებულებებსაც თვითონ შეასრულებდნენ. დ-----------–---–მა და ნ---------–---–მა ბინის ღირებულების დარჩენილი ნაწილი - 23 000 დოლარი არ გადაუხადეს ს---------------–--ას, არც იპოთეკარებს უხდიდნენ სარგებელს აღებულ სესხზე, რის გამოც ს---------------–--ა იძულებული გახდა გადაეხადა იპოთეკარებისთვის სარგებელი 2500 აშშ დოლარი და გაეყიდა ბინა, რათა იპოთეკარებისთვის ვალდებულება დაეფარა და არ მომხდარიყო აუქციონის წესით ბინის გასხვისება.

ნ---------–---–ისა და დ-----------–---–ის ქმედების შედეგად ს---------------–--ას მიადგა 21383 ლარის (8500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დ-----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით.

ნ---------–---–ს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის თებერვალში ს---------------–--ამ შეიძინა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, მ----------------------------------. ღირებულების ნაწილი გადაუხადა სამშენებლო კომპანიას, დანარჩენი ნაწილი კი სესხის სახით გამოიტანა საქართველოს ბანკიდან, ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მითითებული ბინა, თუმცა ვერ შეძლო ყოველთვიური გადასახადის გადახდა, რის გამოც გადაწყვიტა ბინის გასხვისება 42000 აშშ დოლარად.

აღნიშნულის შემდეგ ს---------------–--ას დაუკავშირდნენ ც---–------- ნ---------–---–ი და დ-----------–---–ი, მათ დაარწმუნეს ს---------------–--ა, რომ შეიძენდნენ მის კუთვნილ ბინას 42 000 აშშ დოლარად, მოლაპარაკების თანახმად ს---------------–--ას საბანკო ვალდებულებებს ჩაანაცვლებდნენ კერძო იპოთეკარით, დარჩენილი თანხიდან 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს გადაუხდიდნენ 1 კვირის განმავლობაში, ხოლო დარჩენილ თანხას 13 000 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ 1 თვის ვადაში. აღნიშნულ შეთავაზებას ს---------------–--ა დათანხმდა, დ-----------–---–ის და ნ---------–---–ის მიერ ბინის კერძო იპოთეკარით დატვირთვის მიზნით ს---------------–--ამ ნ---------–---–ს გაუფორმა მინდობილობა.

2018 წლის 7 ივნისს ს---------------–--ას მინდობილ პირს ნ---------–---–სა და იპოთეკარებს - ნ------------–--–---–ს, ნ---------–---------ს და მ------------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკარებისგან სესხად აღებული 65000 ლარის (25 000 დოლარი) უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს---------------–--ას კუთვნილი ბინა. მიღებული თანხიდან ნ---------–---–მა და დ-----------–---–მა 19 000 დოლარი გადასცეს ს---------------–--ას, რომლითაც ამ უკანასკნელმა გადაფარა საქართველოს ბანკში მის სახელზე არსებული დავალიანება. დარჩენილი თანხა 6000 დოლარის ოდენობით დაიტოვა ნ---------–---–მა და დ-----------–---–მა, იმ პირობით, რომ 1 თვეში ს---------------–--ას გადაუხდიდნენ 23 000 აშშ დოლარს, გადაიფორმებდნენ მის კუთვნილ ბინას და იპოთეკარების ვალდებულებებსაც თვითონ შეასრულებდნენ. დ-----------–---–მა და ნ---------–---–მა ბინის ღირებულების დარჩენილი ნაწილი - 23 000 დოლარი არ გადაუხადეს ს---------------–--ას, არც იპოთეკარებს უხდიდნენ სარგებელს აღებულ სესხზე, რის გამოც ს---------------–--ა იძულებული გახდა გადაეხადა იპოთეკარებისთვის სარგებელი 2500 აშშ დოლარი და გაეყიდა ბინა, რათა იპოთეკარებისთვის ვალდებულება დაეფარა და არ მომხდარიყო აუქციონის წესით ბინის გასხვისება.

ნ---------–---–ისა და დ-----------–---–ის ქმედების შედეგად ს---------------–--ას მიადგა 21383 ლარის (8500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ დ-----------–---–მა და ნ---------–---–მა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედებები კერძოდ:

დაზარალებულმა ს---------------–--ამ სასამართლოს მოახსენა, რომ მან 2018 წლის თებერვალში შეიძინა საცხოვრებელი ბინა - ქ. თბილისში, მ----------------------------------. მან ბინის ღირებულების სრულად გადახდა ვერ შეძლო სამშენებლო კომპანიისთვის, რის გამოც საქართველოს ბანკიდან აიღო სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა ხსენებული ბინა. ამის შემდეგ მან ვეღარ შეძლო ყოველთვიური გადასახადის გადახდა და გადაწყვიტა ბინა გაეყიდა 42000 აშშ დოლარად. მაკლერ ც---–---–------–---–ის საშუალებით მას დაუკავშირდნენ ნ---------–---–ი და დ-----------–---–ი, რომლებმაც დაათვალიერეს ბინა და გადაწყვიტეს მისი ყიდვა. მათ თავდაპირველად განაცხადეს, რომ ბინა სურდათ დ-----------–---–ის დეიდაშვილისთვის, რომელიც აბიტურიენტი იყო. ამისთვის მათ ჰქონდათ დავითის დეიდის დანაზოგი თანხა, რომლითაც შეძლებდნენ ბინის შეძენას. ამის შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ ბინის ღირებულების ნაწილს - 10000 დოლარს გადაიხდიდნენ 10 დღეში, ხოლო დანარჩენ ნაწილს - ერთი თვის ვადაში, რადგან არ ჰქონდათ თანხა ხელზე. დ-----------–---–ის და ნ---------–---–ის მიერ ბინის კერძო იპოთეკარით დატვირთვის მიზნით, მან ნ---------–---–ს გაუფორმა მინდობილობა. 10 დღის განმავლობაში ბრალდებულებმა არ გადაიხადეს 10 000 დოლარი, რის გამოც მათ მიმართ გაჩნდა გარკვეული ეჭვი. დაახლოებით ორ კვირაში ,,საქართველოს ბანკი“-ს სესხი გადაიფარა, ხოლო ბანკში მისვლისას დ-----------–---–მა იქვე მყოფი სამი ქალბატონი მას გააცნო როგორც მისი ნათესავები, რომლებზეც უთხრა, რომ მათ არ დაკონტაქტებოდა. სინამდვილეში კი ეს ქალბატონები იყვნენ იპოთეკარები. რეალურად, ნ---------–---–სა და ხსენებულ სამ იპოთეკარს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კეპაშვილმა მათგან ისესხა 65000 ლარი (25 000 დოლარი), ხოლო იპოთეკით დატვირთა ხსენებული ბინა. სწორედ ამ თანხიდან, ნ---------–---–მა და დ-----------–---–მა 19 000 დოლარი გადასცეს მას, რომლითაც გადაიფარა საქართველოს ბანკში მის სახელზე არსებული დავალიანება. დარჩენილი თანხა 6000 დოლარის ოდენობით დაიტოვეს ბრალდებულებმა, იმ პირობით, რომ ერთ თვეში გადაუხდიდნენ 23 000 აშშ დოლარს, გადაიფორმებდნენ მის ბინას და იპოთეკარების ვალდებულებებსაც თვითონ შეასრულებდნენ. ვინაიდან ნ---------–---–ი მრავალშვილიანი დედა და ასევე 7-8 თვის ორსული იყო, მასზე ვერ წარმოედგენა, რომ მოიტყუებოდა, შესაბამისად, მას ნდობა ჰქონდა ნ---------–---–ის მიმართ. მიუხედავად ამისა, ბრალდებულებმა ბინის ღირებულების დარჩენილი ნაწილი - 23 000 დოლარი არ გადაიხადეს, ასევე არც იპოთეკარებს უხდიდნენ სარგებელს აღებულ სესხზე, რის გამოც იგი იძულებული გახდა გადაეხადა იპოთეკარებისთვის სარგებელი 2500 აშშ დოლარი და გაეყიდა ბინა, რომ იპოთეკარებისთვის ვალდებულება დაეფარა და არ მომხდარიყო აუქციონის წესით ბინის გასხვისება. დ-----------–---–ი მას და მის ძმას - ბ--------------–--ას მუდმივად ატყუებდა, რომ მათ სახელზე თანხა გადმორიცხული იყო, მიწებს ყიდიდნენ თანხის გადმოსარიცხად და სხვა ახალ მიზეზებს იგონებდა მოსატყუებლად. ნ---------–---–მა კი ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას, მას უთხრა, რომ ის და მისი ძმა ბადრი დებილები იყვნენ, რომ აქამდე ვერ ხვდებოდნენ თუ რა ხდებოდა და თანხას რომ აღარ აძლევდნენ. შემდეგ კი ნ---------–---–მა გათიშა ტელეფონი და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. მათ სასამართლოს სარჩელით მიმართეს, რადგან საბოლოოდ ძალიან იაფად გაყიდეს ბინა, ხოლო მისი ოჯახი ქირით ცხოვრობს. აღმოჩნდა, რომ ნ---------–---–სა და დ-----------–---–ს არანაირი ქონება არ აქვთ, მათ საკვები ფულიც კი უჭირთ. ბრალდებულთა ქმედებით მას მიადგა 8500 დოლარის ოდენობის ზიანი. ამ ეტაპზე მას ბრალდებულთა დასჯის ინტერესი არ აქვს და მისთვის მთავარია ზიანის ანაზღაურება.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ს---------------–--ას ძმამ ბ--------------–--ამ.

მოწმე ც---–---–------–---–მა სასამართლოს დაუდასტურა, რომ იგი არის მაკლერი და მისი შუამავლობით ერთმანეთს დაუკავშირდნენ ერთის მხრივ ნ---------–---–ი და დ-----------–---–ი, რომლებსაც სურდათ ბინის შეძენა, ხოლო მეორეს მხრივ ბადრი და ს---------------–--ები, რომლებიც ყიდიდნენ ბინას ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი №9ა-ში. შეთანხმების მიხედვით, 10 000 დოლარი უნდა გამოეგზავნ--------- ზ---–---–ის დეიდას, რომელსაც პირველ ეტაპზე მისცემდნენ ბერულავებს, ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი ბინის იპოთეკაში ჩადების შემდეგ უნდა გადაეხადათ. მიუხედავად ამისა, ბრალდებულებმა ეს თანხა არ გადაიხადეს. ბრალდებულებმა ს---------------–--ას კუთვნილი ბინა ამ უკანასკნელის მინდობილობის საფუძველზე იპოთეკით დატვირთეს, თუმცა შემდეგ იპოთეკარებს არ უხდიდნენ სარგებელს. ს---------------–--ამ არ იცოდა ამ იპოთეკარების შესახებ. ბრალდებულები ყოველ ნაბიჯზე იტყუებოდნენ, ხან ამბობდნენ, რომ ზ---–---–ის დედამ ოპერაცია გაიკეთა, ხან ამბობდნენ, რომ გურიაში მიწებს ყიდიდნენ, თუმცა არაფერი არ იყო სიმართლე. საბოლოოდ ს---------------–--ას მოუხდა იპოთეკარების დაკმაყოფილება და ბინის გაყიდვა.

მოწმეებმა ნ------------–--–---–მა, ნ---------–---------მა და მ------------ემ სასამართლოს დაუდასტურეს, რომ მათ 2018 წლის 7 ივნისს, ს---------------–--ას მინდობილ პირთან - ნ---------–---–თან გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ნ------------–--–---–ისგან, ნ---------–---------ისგან და მ------------ისგან სესხად აღებული 65000 ლარის (25 000 დოლარი) უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს---------------–--ას საკუთრებაში არსებული ბინა. მიღებული თანხიდან გადაიფარა საქართველოს ბანკში ს---------------–--ას სახელზე არსებული დავალიანება. ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკარების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება ნ---------–---–ს ევალებოდა. მიუხედავად ამისა, ნ---------–---–ი იპოთეკარებს არ უხდიდა თანხას და როდესაც მას უკავშირდებოდნენ, ყოველთვის რაღაც პრობლემებზე საუბრობდა. საბოლოოდ იპოთეკარებს სარგებელი ს---------------–--ამ გადაუხადა, ჯამში 2500 აშშ დოლარი.

მოწმე თ-------–-----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ეწევა საშუამავლო საქმიანობას და მუშაობს იპოთეკურ სესხებზე. მის სააგენტოში მივიდა ნ---------–---–ი, რომელსაც სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა, რომელსაც იგი მინდობილობის საფუძველზე ფლობდა. ბინა მდებარეობდა ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირზე, რომელიც სხვის სახელზე იყო გაფორმებული და საქართველოს ბანკში იპოთეკით იყო დატვირთული. ნ---------–---–მა და მისმა მეუღლემ დ------- ბინის დათვალიერებისას მას განუცხადეს, რომ ეს ბინა მათი იყო. სურდათ, რომ იპოთეკა კერძო იპოთეკარზე გადასულიყო. მეორე დღეს მივიდნენ სანოტარო ბიუროში, სადაც სამ იპოთეკართან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ბინა დაიტვირთა 25 000 დოლარად, საიდანაც 12 000 დოლარი იყო ნ------------–--–---–ის, 8000 დოლარი იყო ნ---------–---------ის, ხოლო 5000 დოლარი იყო მ------------ის. შემდეგ ბანკში მოხდა თანხის გადახდა, სადაც ასევე მისული იყო ბინის მესაკუთრე - ს---------------–--ა. ნ---------–---–მა ვერ გადაუხადა იპოთეკარებს კუთვნილი სარგებელი. შემდეგ მასთან მივიდა ბ--------------–--ა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ბინა სინამდვილეში მისი დის - ს---------------–--ას საკუთრება იყო და ისინი ბრალდებულებმა მოატყუეს. ს---------------–--ამ გადაუხადა იპოთეკარებს თანხა და ბინა გაყიდა. ხოლო ბრალდებულებს თანხა არ გადაუხდიათ.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა შუამავალმა თ---------------ემ.

გამომძიებლებმა გ-------------ამ და ქ---------------------მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები მტკიცებულებები (ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები და ყველა სხვა წერილობითი მასალა) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ბრალდებულებმა დ-----------–---–მა და ნ---------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენეს, რომ მათ ს---------------–--ას მოტყუების განზრახვა არ ჰქონიათ და რეალურად, ვალდებულებების შეუსრულებლობა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს.

დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ მტკიცებულებები საკმარისობის და საქმესთან შემხებლობის კუთხით აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მათთვის ბრალადშერაცხული დანაშაული.

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ დ-----------–---–მა და ნ---------–---–მა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან თანმხვედრი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოკვეთილი მოვლენების თანმიმდევრულობა, მათი ერთიანობაში შეფასებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად ადასტურებს ფაქტს, რომ დ-----------–---–მა და ნ---------–---–მა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ქონების მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ის პირი, რომელიც ამ ქმედებას სჩადის. ამ პირს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.

დანაშაულებრივი განზრახვის წარმატებით განსახორციელებლად დ-----------–---–ი და ნ---------–---–ი დაზარალებულთან შევიდნენ ნდობაში, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მის ფულად თანხას. ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილ ქმედებას უტყუარად ადასტურებს ასევე ურთიერთშეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ცალსახად დასტურდება მათ მიერ ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, ამიტომ თაღლითობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეცდომაში შეიყვანეს ს---------------–--ა, რომ თითქოს მისი ბინის შეძენა სურდათ და ხსენებული ბინის იპოთეკით დატვირთვის გზით მოტყუებით დაეუფლნენ მის ფულად თანხას.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამაფუძნებელი ნიშანია ის, რომ დამნაშავე დაზარალებულს ქონებრივ ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გამოყენების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას.

თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებები მკაფიოდ მიუთითებს, რომ დ-----------–---–ი და ნ---------–---–ი არამხოლოდ დაზარალებულს და მის ძმას აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციებს, არამედ შუამავლებსაც და იპოთეკარებსაც, რითაც შეცდომაში შეყავდათ ისინი. ს---------------–--ას ეჭვი არ შეპარვია ბრალდებულთა სანდოობაში, რის გამოც იგი გახდა თაღლითობის მსხვერპლი.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებულებები არის სანდო, სარწმუნო და უტყუარი და დ-----------–---–ი და ნ---------–---–ი ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავეებად ბრალად შერაცხულ ქმედებაში.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს (მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი იქნა ანგარებით), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ბრალდებულთა მიერ ქმედებები ჩადენილი იქნა პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ნებელობა ყველაზე მაღალია. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც პირს ამოძრავებს დანაშაულის ჩადენის პირდაპირი განზრახვა და მას სრულად აქვს გაცნობიერებული მისი უარყოფითი შედეგები, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ბრალდებულებმა შეცდომაში შეიყვანეს არამხოლოდ დაზარალებული, არამედ სხვა პირებიც), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულებს ჰყავთ ექვსი შვილი, აქვთ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, დ-----------–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. გარდა ამისა, დ-----------–---–ი ნასამართლობის მქონე პირია, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (ბრალდებულებმა მზადყოფნა გამოხატეს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო დაზარალებული ოჯახი ითხოვს ზარალის ანაზღაურებას და აცხადებენ, რომ ბრალდებულთა მიმართ აქვთ შემწყნარებლური დამოკიდებულება).

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადექვატური... ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათავლისწინებებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნით მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია მათთვის საბოლოო სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს, - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-----------–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

დ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2019 წლის 1 მაისიდან.

ნ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნ---------–---–ი პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის 1 მაისიდან 2019 წლის 3 მაისის ჩათვლით, მას სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

ნ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

ნივთიერი მტკიცებულებები:

1) ერთი ცალი ლაზერული დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

2) პასპორტი დაუბრუნდეს ნ---------–---–ს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი