განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2849-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,ვლადიმერ გვარამიას მდივნობით,ბრალმდებელ ნ------------–---–ის,ადვოკატ ნ---------–---–ის,ბრალდებულ დ--------------–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ--------------–--ის (-----------------------------–--------–-–-------------- საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, დ--------------------------–------------------------ მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
დ--------------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 6 მაისს, 10:00-დან 12:00 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, წინანდლის ქუჩა №9-ში არსებული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიმდებარედ, დ--------------–--ე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა ა------------------ის კუთვნილ 500 ლარად ღირებულ ,,Samsung j5”-ის მოდელის მობილურ ტელეფონს და მისივე თანნაქონ ფულად თანხას 200 (ორასი) ლარის და 500 (ხუთასი) ევროს ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. დ--------------–--ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, აწ გარდაცვლილი ა------------------ისთვის 2233,25 (ორი ათას ორას ოცდაცამეტი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დ--------------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ დ--------------–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ:
მოწმე გ--------------–--მ სასამართლოს მოახსენა, რომ დ--------------–--ე გაიცნო ერთ-ერთ ბარში. 2019 წლის მაისის თვეში იგი დაახლოებით ორი თვის გაცნობილი ჰყავდა. 2019 წლის 5 მაისის გამთენიისას იგი იმყოფებოდა ერთ-ერთ ბარში მეგობრებთან ერთად, რა დროსაც მასთან მივიდა დ--------------–--ე და მობილური ტელეფონი სთხოვა დასალომბარდებლად, თუმცა თანხა რა საქმისთვის სჭირდებოდა, არ დაუკონკრეტებია. იგი გაყვა დ--------------–--ეს, რომელმაც მისი ტელეფონი ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდში საკუთარი პირადობის მოწმობით 130 ლარად დაალომბარდა. ამის შემდეგ დ-----მა თანხა სადღაც გადარიცხა და მოწმესთან ერთად წავიდა სამორინე ,,შანგრილა“-ში. დ--------------–--ემ სამორინეში წააგო ფული. როდესაც გათენდა მოწმე უნივერსიტეტში უნდა წასულიყო, ხოლო დ-----ს მისი ტელეფონი უნდა გამოეტანა იმავე დღის საღამომდე. მას უნივერსიტეტში დ--------------–--ეც გაჰყვა, როგორც დ------–--ემ მას უთხრა, მისი ტელეფონის ფულის საშოვნელად. მოწმე ავიდა უნივერსიტეტში და როდესაც უკან დაბრუნდა, ნახა, რომ უნივერსიტეტის წინ დ--------------–--ესთან ბიჭები იყვნენ შეკრებილები. როგორც შემდეგ გაიგო ეს ბიჭები იყვნენ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები გ--------–----–---ი, ნო-----------–-–---–ი, ა------------------ე და კიდევ სხვები. ისინი ყველანი გადავიდნენ დასალევად იქვე პარკში. დ--------------–--ემ ბიჭებს ტელეფონი სთხოვა დასალომბარდებლად, რაზეც ბიჭებმა უარი უთხრეს და წავიდნენ. პარკში დარჩნენ მოწმე, დ--------------–--ე და ა------------------ე. დ--------------–--ემ ა------------------ეს ტელეფონი ან ფული სთხოვა ცოტა ხნით, რომ ვიღაცისთვის ეჩვენებინა. დ--------------–--ე კონტაქტური ბიჭია და ხალხთან ადვილად შედის ნდობაში. ა------------------ემ დაიჯერა, რომ დ------–--ე მალევე დაუბრუნებდა ფულსაც და ტელეფონსაც, რის გამოც მას გადასცა მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, - 500 ევრო (ორმოცდაათიანი კუპიურებით) და ორი ცალი ას ლარიანი კუპიურა. მოწმე, დ--------------–--ე და გ--------–----–---ი ტაქსით წავიდნენ ,,შანგრილა“-ში. მოწმეს იმედი ჰქონდა, რომ დ------–--ე მისი ტელეფონის ფულს მისცემდა, თუმცა დ------–--ე არ ჩქარობდა და სამორინეში თამაშს აპირებდა. მოწმემ დ------–--ის ხელში ა-------სგან გამორთმეული თანხა დაინახა და ცდილობდა საკუთარი თანხა გამოერთმია, თუმცა დ------–--ემ მხოლოდ 50 ლარიანი მისცა. დ--------------–--ემ მთლიანად წააგო თანხა სამორინეში. ამავე დროს ა-------ს ტელეფონზე რეკავდა ა-------, თუმცა დ------–--ე მას არ პასუხობდა. დ------–--ემ მოწმეს მიცემული 50 ლარიანიც გამოართვა, რომელიც შეაცურა სათამაშო აპარატში და ისევ წააგო. ამის შემდეგ იგი წამოვიდა სახლში, რადგან ღამენათევი იყო და მიხვდა, რომ დ------–--ე ვერ გამოუტანდა დალომბარდებულ ტელეფონს. მოწმეს დ------–--ესთან და ბურძენიძესთან შეხება აღარ ჰქონია ამის შემდეგ.
მოწმე გ-----–------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2019 წლის 6 მაისს იმყოფებოდა ა------------------ესთან ერთად სეუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. იმავე ტერიტორიაზე დ--------------–--ე უნივერსიტეტის სტუდენტებს - დ----- ცერცვაძეს და ნო-----------–-–---–ს სთხოვდა მობილურ ტელეფონს, რომლებისგანაც უარი მიიღო. შემდეგ მას ა------------------ემ მოუყვა, რომ 2019 წლის 6 მაისს, დილის საათებში, დ--------------–--ემ მას გამოართვა 500 ევრო, 200 ლარი და ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ 1 საათში დაუბრუნებდა. ამის შემდეგ მოწმე და ა------------------ე 19:00 საათამდე ურეკავდნენ დ--------------–--ეს ა-------ს კუთვნილ ტელეფონზე, თუმცა დ------–--ეს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოწმემ ა------------------ე მეორე დღესაც ნახა, რომელიც ძალიან განერვიულებული იყო, ამბობდა, რომ ასე უფულოდ სახლში ვერ მივიდოდა, რადგან თანხა მამამისს ეკუთვნოდა და მოწმეს სთხოვდა დახმარებოდა დ--------------–--ის მოძებნაში. მათ დ--------------–--ე ვერ იპოვნეს და არც დ------–--ე დაკავშირებია მათ.
მოწმე ნო-----------–-–---–მა დაადასტურა, რომ იგი არის სეუ-ს სტუდენტი და 2019 წლის 6 მაისს ა------------------ესთან და სხვა სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტთან მდებარე პარკში სვამდა ლუდს. მათთან ასევე იმყოფებოდა დ--------------–--ე, რომელმაც მოულოდნელად ბიჭებისგან ითხოვა მობილური ტელეფონი, რომ თავისი შეყვარებულისთვის ეჩვენებინა. ბიჭებმა ტელეფონის მიცემაზე უარი უთხრეს. შემდეგ მოწმე მაღაზიაში გადავიდა სიგარეტის საყიდლად, ხოლო როდესაც დაბრუნდა დ--------------–--ე, გ--------------–-- და გ--------–----–---ი წასულები დახვდნენ, ხოლო გ--------–---–---ე ა------------------ეს ეკითხებოდა, რატომ მიეცი ფული და ტელეფონი თუ არ იცნობდიო, რაზეც ა------- პასუხობდა, რომ ნახევარ საათში მოუტანდა უკან, თუმცა შემდეგ ურეკავდნენ დ--------------–--ეს და იგი არ სცემდა პასუხს. იმავე დღეს მოწმემ დ--------------–--ე სამორინე ,,შანგრილა“-ში ნახა, სადაც ის თამაშობდა.
მოწმე დ----- ცერცვაძემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ 2019 წლის 6 მაისს იგი შეესწრო თუ როგორ გამოართვა დ--------------–--ემ ა------------------ეს მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ მალე დაუბრუნებდა. მოგვიანებით მოწმეს ა------------------ემ უთხრა, რომ მან დ--------------–--ეს ასევე გადასცა 500 ევრო და 200 ლარი, რადგან დ------–--ე მას შეპირდა, რომ მალე დაუბრუნებდა. მეორე დღეს - 2019 წლის 7 მაისს ა------------------ემ დაურეკა მოწმეს და შეატყობინა, რომ დ--------------–--ეს არ დაუბრუნებია მისთვის მობილური ტელეფონი და თანხა, რის გამოც იგი ძალიან აღელვებული იყო და ნერვიულობდა.
მოწმე გ--------–----–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან 2019 წლის 6 მაისს, სეუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა, რომ დ--------------–--ემ ა------------------ეს გამოართვა მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ შეყვარებულთნ მიდიოდა და ტელეფონი სჭირდებოდა, რასაც ნახევარ საათში დაუბრუნებდა. ამის შემდეგ დ--------------–--ე შეყვარებულის სანახავად არ წასულა, იგი მოწმესთან ერთად სამორინე ,,შანგრილა“-ში წავიდა, სადაც ითამაშა. სამორინეში დ--------------–--ეს ჰქონდა ევროები და ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა.
მოწმე ლ-------------–---–მა დაადასტურა, რომ იგი 2019 წლის 7 მაისს შეხვდა თავის მეგობარ ა------------------ეს, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ცუდ მდგომარეობაში. ბურძენიძემ მოწმეს მოუყვა, რომ წინა დღეს დ--------------–--ემ მას გამოართვა მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, რაც ნახევარ საათში უნდა დაებრუნებინა, მაგრამ შემდეგ ტელეფონი გათიშა და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. ამის გამო ა------- ძალიან ნერვიულობდა და ფიქრობდა, რა გაეკეთებინა.
მოწმე ნ--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ა------------------ის ძმა. ა------------------ემ მას მოუყვა, რომ 2019 წლის 6 მაისს დ--------------–--ემ მას გამოართვა მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, რაზეც შეპირდა, რომ ცოტა ხანში დაუბრუნებდა, თუმცა აღარ დაუბრუნა. თავად ა------------------ე აზარტულ თამაშებს არ თამაშობდა და გამორიცხულია მას თანხა სადმე წაეგო.
მოწმის სახით დაკითხულმა ა------------------ის მშობლებმა ტ------–-----------ემ და ე-–--------------ემ დაადასტურეს, რომ ა------------------ე არ თამაშობდა აზარტულ თამაშებს და მას ბანკომატიდან არაერთხელ გამოუტანია მამამისის კუთვნილი თანხა, რაც ყოველთვის სახლში მოჰქონდა სრულად. ა-------ს მამამისის დაუკითხავად 60 თეთრიც კი არ აუღია ოჯახის თანხებიდან. ა-------მ თავისი ტელეფონი და თანხა - 500 ევროს და 200 ლარის ოდენობით დ--------------–--ეს გადასცა.
მოწმე ნ---------–--–----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ დ--------------–--ე არის მისი შეყვარებული. მან 2019 წლის 8 მაისს თავის მანქანაში ნახა ა------------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რაც დარჩა დ--------------–--ეს.
მოწმეებმა შ--–------------ემ, რ--------------–---–-ა, ი---------–-–---–მა, ზ---------------მ, თ--------------ემ, ი--------------–-–---–-ა, რ---------–---–---–მა, გ--------–--–-–---–მა, გ--------------–---–მა, ვ----–---------–---–მა, ი-------–---–მა, ქ------------------ემ და ა-–--------------------ემ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა სამორინე ,,შანგრილა“-დან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერი, სადაც ასახულია, რომ 2019 წლის 6 მაისს, 13:12 საათიდან სათამაშო აპარატზე თამაშობს დ--------------–--ე.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები (წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:
მოწმე ც---------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დ--------------–--ის მეგობარი. 2019 წლის 6 მაისს, დილის საათებში მას დაურეკა დ--------------–--ემ და სთხოვა ,,შანგრილა“-სთან მისულიყო მასთან შესახვედრად. როდესაც მივიდა, დ------–--ემ მას უთხრა, რომ ძალიან ცუდად იყო და სახლში გაყოლოდა. ისინი წავიდნენ დ------–--ის სახლში, სადაც დათომ მას მოუყვა, რომ წინა დღეს სეუ-ს სტუდენტმა, რომელიც ახალი გაცნობილი ჰყავდა, მცირე დროით ასესხა 500 ევრო, რაც წააგო სამორინეში. ამის გამო იგი ნერვიულობდა და სურდა დროულად დაებრუნებინა იმ ბიჭისთვის თანხა. დ------–--ემ მოწმეს სთხოვა თანხა, რომ იმ ბიჭისთვის დაებრუნებინა ვალი. შემდეგ შეიტყო, რომ დ------–--ე ამ ფაქტის გამო დააკავეს. დ--------------–--ისთვის მასაც უსესხებია თანხა, რაც ბრალდებულს თავის დროზე დაუბრუნებია.
ბრალდებულმა დ--------------–--ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, თუმცა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას მან არ აღიარა ბრალადშერაცხული ქმედება და აღნიშნა, რომ ა------------------ემ მას ასესხა თანხა, რომლის დაბრუნებასაც აპირებდა იგი, ხოლო მობილური ტელეფონი ითხოვა მისგან, რადგან იმ მომენტისთვის სჭირდებოდა ტელეფონი და ბურძენიძემ ,,გაუგო“.
მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული მასალები სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ მტკიცებულებები საკმარისობის და საქმესთან შემხებლობის კუთხით აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაული.
საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ დ--------------–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან თანმხვედრი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოკვეთილი მოვლენების თანმიმდევრულობა, მათი ერთიანობაში შეფასებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად ადასტურებს ფაქტს, რომ დ--------------–--ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ქონების მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ის პირი, რომელიც ამ ქმედებას სჩადის. ამ პირს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.
დანაშაულებრივი განზრახვის წარმატებით განსახორციელებლად დ--------------–--ემ ა------------------ეს უთხრა, რომ ცოტა ხნით სჭირდებოდა მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, რა გზითაც მართლსაწინაარმდეგოდ დაეუფლა აღნიშნულ ნივთებს. დ--------------–--ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილ ქმედებას უტყუარად ადასტურებს ასევე ურთიერთშეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ცალსახად დასტურდება ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, ამიტომ თაღლითობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ--------------–--ემ შეცდომაში შეიყვანა ა------------------ე და მოტყუებით დაეუფლა მის მობილურ ტელეფონსა და ფულად თანხას, რაც ვინმესთის საჩვენებლად კი არ სჭირდებოდა, არამედ სამორინეში სათამაშოდ.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამაფუძნებელი ნიშანია ის, რომ დამნაშავე დაზარალებულს ქონებრივ ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გამოყენების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას.
თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებები მკაფიოდ მიუთითებს, რომ დ--------------–--ემ ა------------------ეს მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შეიყვანა ის. ა------------------ეს ეჭვი არ შეპარვია დ--------------–--ის სანდოობაში, რის გამოც იგი გახდა თაღლითობის მსხვერპლი. ა------------------ეს რომ სცოდნოდა, რომ დ--------------–--ე მისი თანხით სამორინეში თამაშს აპირებდა და ცოტა ხანში არ დაუბრუნებდა, იგი მას არც გადასცემდა თავის ნივთებს. ბრალდებულ დ--------------–--ის თაღლითური ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ--------------–--ის ქმედებით ა------------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებულებები არის სანდო, სარწმუნო და უტყუარი და დ--------------–--ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო დ--------------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს მის ნასამართლობას (სახეზეა დანაშაულის რეციდივი და დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში), ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დასტურდება, რომ დ--------------–--ე გასამართლებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვისთვის (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით).
საქართველოს სსკ 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს დ--------------–--ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს (მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი იქნა ანგარებით), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ბრალდებულის მიერ ქმედება ჩადენილი იქნა პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ნებელობა ყველაზე მაღალია. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც პირს ამოძრავებს დანაშაულის ჩადენის პირდაპირი განზრახვა და მას სრულად აქვს გაცნობიერებული მისი უარყოფითი შედეგები), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულს ჰყავს ასაკოვანი დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი. გარდა ამისა, დ--------------–--ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, რომელმაც კვლავ განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში) და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება დ--------------–--ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5 (ხუთი) წელი. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ--------------–--ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
დ--------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. დ--------------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2019 წლის 8 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
1) ნათია ბალამწარიშვილისგან ამოღებული ა------------------ის მობილური ტელეფონი, დ--------------–--ის სახელზე გაცემული პასპორტი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული წერილი, ბრალდებულის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, ტყავის საფულე, ხუთ ლარიანი კუპიურა, ნაყიდა მერებაშვილის პირადობის მოწმობა და მეტრომანის ბარათი, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
2) შპს ,,ქართული კაზინოს ჯგუფი“-დან გამოთხოვილი ვიდეო კამერების ჩანაწერები 1 კომპიუტერულ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი