განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
340100119003259471
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100119003259471

საქმე №1ბ/218-20 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ-------–----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1978 წლის 04 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფქტობრივად მცხოვრების გურჯაანი, სოფელ კ---------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით:

 

გ-------–----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გ-------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 (ერთი) წელი.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებით გ-------–----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ;

 

მანვე, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

გ-------–----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის აპრილიდან, გ-------–----–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ კ---------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა 29.04.2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - მ-----–-–----–---–ს და მისი თანდასწრებით მეუღლეს - ლ----------ეს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

 

2019 წლის 16 სექტემბერს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ-------------–---–ის მიერ, გ-------–----–---–ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც, გ-------–----–---–ს აეკრძალა გურჯაანის რაიონის სოფელ კ---------ში მცხოვრები მეუღლის - ლ----------ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გ-------–----–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გურჯაანის რაიონის სოფელ კ---------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ლ----------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის გ-------–----–---–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გ-------–----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2019 წლის 16 სექტემბერს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ-------------–---–ის მიერ, გ-------–----–---–ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც, გ-------–----–---–ს აეკრძალა გურჯაანის რაიონის სოფელ კ---------ში მცხოვრები მეუღლის - ლ----------ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. გ-------–----–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გურჯაანის რაიონის სოფელ კ---------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ლ----------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

გ-------–----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით ბრალდების ნაწილში კი სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადასტურდა გ-------–----–---–ის მიერ მ-----–-–----–---–ის და ლ----------ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ-------–----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და სანქციის ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობით შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, მართალია, დაზარალებულებმა ლ----------ემ და მ-----–-–----–---–მა სასამართლო პროცესზე უარი განაცხადეს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა ამ უკანასკნელის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენება, მოცემულ საქმეში არ არის ერთადერთი მტკიცებულება, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ ადასტურებს, რომ ლ----------ემ თავად გააკეთა შეტყობინება და განაცხადა, რომ მეუღლის მხრიდან მის მიმართ ხორციელდებოდა ძალადობა. სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს გამოძიების ეტაპზე როგორც მოწმის, ასევე დაზარალებულის სახით გამოკითხვისას ადასტურებდნენ ლ----------ე და მ-----–-–----–---–ი. აპელანტის განმარტებით, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი, გ-------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ლ----------ესა და გ-------–----–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტი და ამ უკანასკნელის მიერ მეუღლისა და შვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი არ იყო პირველი შემთხვევა და იგი ანალოგიურ ფაქტს შეესწრო ასევე 2019 წლის 16 სექტემბერს. ლ----------ესა და გ-------–----–---–ს შორის არსებული კონფლიქტი და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი ასევე დასტურდება შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ-------------–---–ის მიერ 2019 წლის 16 სექტემბერს გ-------–----–---–ის მიმართ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერით, ასევე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი, მოწმე რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით.

 

აპელანტის მითითებით, ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ახლო ნათესავის, ბრალდებულის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება (არ უთქვამს, რომ ფაქტი არ მომხდარა), არ ნიშნავს, რომ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი. ბრალდების მხარე ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის მიერ ტანჯვის განცდის დადასტურება მოითხოვდა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ დეტალურ შესწავლას და შესაბამისი დასკვნის არსებობას და აღნიშნულის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის №617აპ-18 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, იმისათვის, რათა დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის არსებობა. ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ გ-------–----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–----–---–მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გ-------–----–---–ის დამნაშავედ ცნობის კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ გ-------–----–---–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში დასტურდება შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, №0----- შემაკავებელი ორდერით, გამოძიების ეტაპზე ლ----------ისა და მ-----–-–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმეების - გ-------------ისა და რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ-------–----–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტი, ვინაიდან, მიაჩნია რომ, ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, კერძოდ:

გ-------–----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ოჯახში ძალადობის ნაწილში ძირითადად ეყრდნობოდა დაზარალებულების - ლ----------ისა და მ-----–-–----–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც გ-------–----–---–ს ამხელდნენ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ლ----------ემ და მ-----–-–----–---–მა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მეუღლის და მამის − გ-------–----–---–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს დაზარალებულთა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულისა და მეუღლის მხრიდან მათთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებით სარგებლობის მიუხედავად, გ-------–----–---–ის მიერ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტის დადასტურება შესაძლებელია მათ მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით. პალატა მიუთითებს, რომ ასეთი მსჯელობა მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს, რაც თანხვედრაში არაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, რომელიც განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ სტანდარტს და ადგენს მტკიცებულებათა გაზიარების წესს. კერძოდ, აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით იმგვარად, რომ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის შეფასება მხოლოდ მისი უდავო მტკიცებულებად მიჩნევის დროსაა შესაძლებელი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საპროცესო კანონმდებლობის ამგვარი დანაწესი, მტკიცებულებით საფუძველს აცლის მოწმეთა მიერ წინასწარი გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას და შესაბამისად, მათზე დაყრდნობით სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე, თუმცა არ უარყვიათ გ-------–----–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ასეთი მსჯელობაც სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, რადგან დაზარალებულების უარი ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, არ შეიძლება განხილულ იქნეს დანაშაულებრივი ფაქტის დადასტურებად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათი უარყოფა არ მომხდარა ამავე პირების მიერ. მოცემულ შემთხვევაში არსებითია, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ-------–----–---–ის მხრიდან ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტს.

 

აპელანტი მტკიცებულებად მოიხმობს შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, რომლის ინიციატორია ლ----------ე, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება გ-------–----–---–ის მამხილებელ მტკიცებულებად, რადგან მასში აღწერილი ფაქტების შინაარსის დადასტურება არ მომხდარა თავად დაზარალებულების მიერ სასამართლო სხდომაზე. რაც შეეხებათ ბრალდების მხარის მიერ დასახელებულ ორ მოწმეს - გ-------------ეს და რ-------------–---–ს, რომელთა ჩვენებები უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული მხარეთა მიერ. მოწმე გ-------------ის განმარტებით, ის გახდა 2019 წლის 22 სექტემბერს გ-------–----–---–ის მხრიდან მისი შვილის - ლ----------ისა და შვილიშვილის - მ-----–-–----–---–ის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის თვითმხილველი, მან ასევე მიუთითა, რომ მისი შვილისა და სიძის კონფლიქტს შეესწრო ორჯერ, 2019 წლის 16 სექტემბერს და გამოკითხვის დღეს. ამის გარდა მას არ სმენია მათ შორის კონფლიქტის არსებობის თაობაზე. მოწმე რ-------------–---–ი კი არის შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში ი/გამომძიებელი, რომელმაც დაადასტურა, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს ლ----------ის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა გურჯაანის რაიონის სოფელ კ---------ში, სადაც შეიტყო, რომ გ-------–----–---–ს მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი მხრიდან გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი გ-------–----–---–ის მიმართ 30 დღით შესაბამისი აკრძალვების მითითებით. პალატა მიუთითებს, რომ გ-------–----–---–ს ბრალად წარდგენილი აქვს სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის მიმართ. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს. ამასთან, სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ-------–----–---–ის ქმედებებმა დაზარალებულებს მიაყენა ტანჯვა. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ-------–----–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გ-------–----–---–მა განახორციელა ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ-------–----–---–ისათვის ბრალს მოცემულ ეპიზოდში.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ-------–----–---–მა განახორციელა ოჯახში სისტემატური ძალადობა მეუღლის და შვილის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გ-------–----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ-------–----–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ-------–----–---–ის მიერ მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატას ასევე მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ საქართველოს სსკ-ის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გ-------–----–---–ის მსჯავრდების კუთხით. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას ამ ნაწილში არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვადლებულებების შეუსრულებლობა, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - გ-------------ისა და რ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმითა და შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-------–----–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი გ-------–----–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-------–----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ-------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

გ-------–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

გ-------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 26 სექტემბრის 15:00 საათიდან 2019 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.

 

განემარტოს გ-------–----–---–ს, რომ მას აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი განაჩენის გამამართლებელ ნაწილში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე