განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
010100118002628183
ინსტანცია
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002628183

საქმე №1/ბ-584-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 იანვარი, 2020 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე

 

პროკურორის _ თ-------- გ----–---–-ს,ადვოკატის - მ------------ ღ-------–--ს,თარჯ-მნის - ტ------- ა---–---ის,მსჯავრდებულის - ჯ---- ა-–-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ---- ა-----–---ის ძე ა-–-----ის მიმართ, დაბადებული 199- წლის 30 ი-----, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ. ზუგდიდი, ტ---–------ს ქუჩა N29, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, უ------ შესახვევი N7.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ჯ---- ა-–-----ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 2 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ფ--------- მ----- ქუჩა N113-121-ში არსებულ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი ჯ---- ა-–-----ი, ი----- გ---------თან და რ----–-- კ---–-----თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შპს ,,პ------------ ჯ--“ კუთვნილ ,,HONDA TACT‘’-ის მარკის მოპედს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენით ჯ---- ა-–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ჯ---- ა-–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ჯ---- ა-–-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ჯ---- ა-–-----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აგვისტოს განჩინებით, ჯ---- ა-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებგულია.

 

მსჯავრდებულ ჯ---- ა-–-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 03 აგვისტოდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–--- მ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულ ჯ---- ა-–-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც ითხოვს, რომ მსჯავრდებულს დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა. შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რამეთუ სასამართლოს არგუმენტაცია არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ლოგიკურ შეფასებას. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს მსჯავრდებულისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს(დაზარალებულ ს----- ჩ---–--–---–ის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, საგამოძიებო მოქმედების ოქმი, ვიდეოთვალის გახსნისა და დათვალიერების ოქმი, მოწმეების: ჯ---------------------–-–-------------–--------–---------–---------------------------- ჩვენებები, ნივთის ამოცნობის ოქმი, ი----- გ--------- გამოკითხვის ოქმი, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის №----- დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №------ დასკვნა) გასაჩივრებული განაჩენის გამომტანი სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილი იქნა საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა აშკარად ადასტურებს ქმედების ჩადენამდე ჯ---- ა-–-----ის, ი----- გ--------- და რ----–-- კ---–-----ის წინასწარ შეკავშირებას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე - ქმედება განახორციელა თითოეულმა მათგანმა, ხოლო აღნიშნული ნივთის ფარულად დაუფლების შემდეგ, მათი ერთობლივი გადაადგილება და მოქმედებები მიანიშნებდა, რომ დანაშაული ჩადენილია წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ.

აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ მართალია, განსახილველი დანაშაულისათვის ამ ეტაპისათვის ბრალი წარედგინა მხოლოდ ჯ---- ა-–-----ს და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარიმართა მხოლოდ მის მიმართ, ხოლო დანარჩენ თანაამსრულებელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე გამოიყო ცალკე წარმოებისათვის, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ გამორიცხავს პირის მიერ დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა, რომლებშიც სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ, ისე რომ მისი თანაამსრულებლის მიმართ არათუ სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა, არამედ თანაამსრულებლის ვინაობა გამოძიებით საერთოდ ვერ დადგინდა, რამეთუ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილი გულისხმობს დანაშაულის ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენას, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, რაც გულისხმობს ერთზე მეტი ამსრულებლის (მონაწილის) არსებობას და არა სავალდებულოდ ბრალდებულისა, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დამტკიცებულია.

სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ჯ---- ა-–-----ი წარსულში ნასამართლევია იდენტური დანაშაულისათვის. განსახილველი დანაშუალის ჩადენისას კი იგი იყო ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ, რაც ვერ გახდა შემაკავებელი მისთვის და მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, დანიშნული სასჯელის მსუბუქი და ლოიალური ზომა, ვერ იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების რეალიზაციის საშუალება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა სასამართლოში წარმოადგინა პოზიცია, რომ ზიანი არ ანაზღაურებულა და ითხოვდა ბრალდებულის მკაცრად დასჯას.

 

აპელანტი - მსჯავრებულ ჯ---- ა-–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ხ---- ხ----------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ჯ---- ა-–-----ის უდანაშაულოდ ცნობას. შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის არსებითი განხილვა წარიმართა რიგი დარღვევების ფონზე, კერძოდ: დაკავებისას დაირღვა მსჯავრდებულ ჯ---- ა-–-----ის უფლება ჰყოლოდა თარჯ-მანი, ვინაიდან ის მხოლოდ რუსულ ენას ფლობდა, შესაბამისად არ შეეძლო ქართულ ენაზე მიწოდებული ინფორმაციის გაგება. თუმცა სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ არც ქართულ ენაზე განუმარტავთ მისთვის უფლებები. ჯ---- ა-–-----მა არც ერთ ენაზე არ იცის წერა-კითხვა, ხოლო საქმის მასალებში ვხვდებით მის ხელმოწერას. გამომძიებლების განმარტებით ოქმებზე ხელის მოწერის ნაცვლად მსჯავრდებულმა სიმბოლოები დასვა, თუმცა საქმის მასალებში ნათლად ჩანს ქართული ასოებით ხელმოწერა: ჯ. ა-–-----ი. ბრალდების მხარის მთავარი მოწმე - გ------- გ-------ა სასამართლო პროცესზე არ დაკითხულა, სასამართლო პროცესზე გამოქვეყნებულ იქნა მხოლოდ მისი გამოკითხვის ოქმი. შესაბამისად, აღნიშნული გამამართლებელ განაჩენს უნდა დადებოდა საფუძვლად. არასრულწლოვან გ---------თან დაკავშირებით დარღვეულ იქნა სხვა პროცესუალური მოთხოვნებიც, კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-16, მე-18, და მე-19 მუხლები. ნივთის ამოცნობის ოქმში გაკეთებული ჩანაწერები წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებასთან.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს თ-------- გ----–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ჯ---- ა-–-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------------ ღ-------–--ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს ჯ---- ა-–-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ს----- ჩ---–--–---–ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობდა შპს ,,პ------------ ჯ-''-ში და სარგებლობაში ჰყავდა სამსახურის კუთვნილი ,,HONDA TACT‘’-ის მარკის მოპედი, რომელიც 2018 წლის 2 აგვისტოს, მისი საცხოვრებელი სახლის ქ. ბათუმი, ფ--------- მ----- ქ. N 121 ეზოდან მოიპარეს.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათისა და შეტყობინების თანახმად, ს----- ჩ---–--–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს, საცხოვრებელი სახლის ეზოდან მოპარეს მოპედი.

 

მოწმის სახით დაკითხულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ანა ა--------ას, ექსპერტ ა-----– ა---–---ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ლ-–- ხ-----ის ჩვენებების და მათ მიერ შედგენილი ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 03 აგვისტოს, ქ. ბათუმში, შ--------ას ქ. №17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში, ჯ---- ა-–-----ისაგან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის „ჰონდა ტაქტის“ მოდელის მოპედი, რომელსაც ქვედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს ფეხების დასაწყობ ადგილი აქვს რუხი ფერის, საჭის ქვევით, წინა მხარეს, ბორბლის დამცავი ფრთისა და საჭის შორის დამცავი აქვს მოხსნილი, საიდანაც ჩანდა მოპედის ნაწილები, ასევე აღენიშნება დამცავი ფრაგმენტის მოტეხვის შედეგად დარჩენილი თეთრი ფერის პლასტმასის დამჭერები. მოპედს არ აქვს სარკეები, ხოლო სამუხრუჭის ზედა ნაწილში აღენიშნება ორი ცარიელი სარკის სამაგრი. მოპედს აქვს შავი ფერის ტყავის სავარძელი, რომლის გაგრძელებაზეც აქვს პლასტმასის ღია სავარძელი, შავი ფერის. მოპედი მანქანით სავალ ნაწილზე დგას მისსავე სპეციალურ მეტალის სადგამზე. სავარძლის ქვეშ მოპედს ამოშვერილი აქვს მავთული, რომლის ქვეშაც სწორედ მოპედის მარაცხენა მხარეს აქვს ლათინური ასოებით შესრულებული წარწერა „HONDA TACT” “combi-brake system”. უკანა საბურავს აქვს პლასტმასის დამცავი ფრთა. მოპედის სავარზელზე დევს თეთრი ფერის ჩაფხუტი, რომელსაც აღენიშნება დაზიანებების კვალი. ჩაფხუტი გატეხილია უკანა ნაწილში. იგი დასურათდა ექსპერტების მიერ და დალუქულ იქნა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სპეც. პაკეტში. ხოლო მოპედი დაილუქა პოლიციის მე-2 განყოფილების მასტიკური ბეჭდის ანაბეჭდით პაკეტებისათვის 2-------

 

მოწმის სახით დაკითხულ რ----- კ----ის ჩვენების და ვიდეოთვალის გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 31 აგვისტოს დათვალირებული იქნა ამხანაგობა ,,გ---------–------“-დან გამოთხოვილი დისკი, რომელზეც აღმოჩნდა ,,M------- - 2--------------“ ჩანაწერი გაშვებული იქნა გომპლეირერის მეშვეობით. ზედა მარცხენა---წილში მითითებულია თარიღი 02-08-2018 და დრო 04:00:00. გადაღება მიმდინარეობს ღია სივრცეში, ღამით, გამოსახულება ფერადია. კადრში ჩანს ფ--------- მ----- მიმართულებით მრავალსართულიანი ბინის თაღოვანი შესასვლელი ქუჩა, მასში ჩანს გვირაბის მაგვარი გასასვლელი, ფ--------- მ----- ქუჩა განათებულია ხელოვნური წყაროთი. ვიდეო ფაილი დათვალიერებული იქნა ნორმალური რეჟიმით. გამოძიებისთვის საინტერესო პირი ჩანაწერში ფიქსირდებიან 04:04:15 საათზე, კერძოდ, თაღოვან გასასვლელში, ქუჩის მხრიდან შემოდის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აცვია თეთრი მაისური მუქი ნახატებით და დახვეული ეფექტის ჯინსის შორტი, შავი სპორტული ფეხსაცმელები, იგი გამვლელს აჩერებს, უკიდებს სიგარეტს და შედის ეზოში, ჩანაწერის 04:05:43 საათზე ეს უკანსაკნელი გამოდის ეზოდან და ქუჩის მხარეს მიაგორებს თეთრი ფერის მოპედს, რომელსაც აქვს შავი სავარძელი, ახალგაზრდას მოპედი გაჰყავს ეზოდან და გადის კადრიდან 04:05:56 საათზე. მოწმის რ----- კ----ის განმარტებით, კადრში დაფიქსირებული პიროვნება, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მუქი ნახატებიანი, მოკლე სახელოიანი მაისური და დახეული ეფექტის ჯინსის შორტი, და ეზოდან გაყავს მოპედი არის რ----–-- კ---–-----ი.

სასამართლო სხდომაზე სასტუმრო ,,დ-----------„ გამოთხოვილი ვიდეო მასალის ამსახველი დისკის დათვალიერებისას. მასზე აღმოჩნდა ერთი ცალი ვიდეო ფაილი, სახელწოდებით ,N--------''. ქვედა ნაწილში მითითებულია თარიღი 02-08-2018 და დრო 03:34:00 გადაღება მიმდინარეობს ღია სივრცეში, ღამით, გამოსახულება ფერადია. კადრში ჩანს ფ--------- მ----- ქუჩა. კამერა მიმართულია ს. ხ--–--–---–ის ქუჩისკენ და მასში ჩანს გზის სამანქანე ნაწილი და ტროტუარი. ქუჩაში გაჩერებულია და აგრეთვე მოძრაობენ ავტომანქანები. გზა განათებულია ხელოვნური წყაროთი.

გამოძიებისათვის საინტერესო პირები ჩანაწერში ფიქსირდებიან 03:37:08 საათზე, კერძოდ, შავი გრძელმკლავიანი პერანგითა და მუქ შორტიანი ახალგაზრდა, რომელსაც მარცხენა ფეხი, მუხლის არეში შეხვეული აქვს დოლბანდით. ასევე მუქ მაისურიან ბიჭთან ერთად კვეთს ქუჩას და შედის სასტუმროს გვერდით არსებულ საცხოვრებელი ბინის ეზოში, 03:38:40 სთ-ზე ქუჩას კვეთს თეთრი მაისურიანი (მუქი ნახატებით) ბიჭი, რომელსაც გადმოჰყავს თეთრი ფერის მოპედი და შედის იმავე ეზოში, რომელშიც ზემოთ ხსენებული ორი პირი.

ჩანაწერის 03:40:41 სთ-ზე ეზოდან გამოდის მუქ მოკლემკლავიანი მაისურიანი ბიჭი და მიემართება ფ--------- მ----- ქუჩით ჰ. ა--–--ის ქუჩის მიმართულებით. 03:41:02 საათზე იმავე ეზოდან გამოდის თეთრ მაისურიანი ბიჭი, რომელსაც მოჰყვება შავ გრძელმკლავიანი ბიჭი და ამ უკანასკნელს ეზოდან გამოჰყავს თეთრი ფერის მოპედი და მიემართება ფ--------- მ----- ქუჩით ს. ხ--–--–---–ის ქუჩის მიმართულებით. მოწმემ რ----- კ----ემ განმარტა, რომ კადრში დაფიქსირებული პიროვნება, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მუქი ნახატებიანი, მოკლე სახელოიანი მაისური და ჯერ მოპედი გადმოჰყავს ქუჩაზე, ხოლო შემდეგ გამოდის სასტუმროს გვერდით არსებულ ეზოდან არის რ----–-- კ---–-----ი, შავ მაისურიანი ახალგაზრდა, რომელსაც ფეხი დოლბანდით აქვს შეხვეული, ჯერ შედის მუქ მაისურიან ბიჭთან ერთად ეზოში, ხოლო შემდეგ ამავე ეზოდან ჩანაწერის 03:41:02 სთ-ზე ეზოდან გამოჰყავს თეთრი ფერის მოპედი - არის ჯ---- ა-–-----ი, ხოლო მუქ მაისურიანი ახალგაზრდა, რომელიც 03:41:02 სთ-ზე მიემართება ჰ. ა--–--ის ქუჩის მიმართულებით მარტო, მისთვის უცნობია.

 

ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 03 აგვისტოს, ამომცნობმა პირმა ს----- ჩ---–--–---–მა, წარდგენილი სამი მოპედიდან ამოიცნო N1 ნომრით მოპედი, რომელიც მისივე განმარტებით არის მის მფლობელობაში და რომელიც მოპარეს 2018 წლის 02 აგვისტოს, ქ.ბათუმში, ფ--------- მ----- ქ. N--------ში მდებარე სახლის ეზოდან. ს----- ჩ---–--–---–მა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო თეთრი ფერით, ქვედა ნაწილში არსებული მუქი რუხი ფერის ფართო ზოლით და სავარძლის ოვალური ფორმით.

 

ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 03 აგვისტოს, ამომცნობმა პირმა ს----- ჩ---–--–---–მა, წარდგენილი სამი ჩაფხუტიდან ამოიცნო N1 ნომრით ჩაფხუტი, რომელიც მოპარეს 2018 წლის 02 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ფ--------- მ----- ქ. N------- შე მდებარე სახლის ეზოდან. ს.ჩ---–--–---–მა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო: ფერით, ზომით, დიდი კეფის არედან შუა ნაწილამდე არსებული ბზარით, შიდა ნაწილში არსებული რუხი ფერის ქსოვილითა და შავი ფერის ბადისებრი ქსოვილით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ს----- ჩ---–--–---–მა დაადასტურა ამოცნობის ოქმების შინაარსი და ხელმოწერის ნამდვილობა.

 

სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოში ვერ წარადგინა მოწმე ი----- გ-------ა, რის გამოც სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ი----- გ--------- გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 02 აგვისტოს, საღამოს იმყოფებოდა თავის მეგობრებთან ჯ---- ა-–-----თან და რ----–-- კ---–-----თან ერთად ბულვარში. დაახლოებით იქნებოდა ღამის 03:00 საათი, როდესაც ისინი ბულვარიდან გამოვიდნენ გ-------–--ის ქუჩაზე, გააგრძელეს გზა ა-------ის ქუჩით, შევიდნენ ა---–------ის ქუჩაზე და გამოვიდნენ მ--–---–---–ის ქუჩაზე, შემდეგ წავიდნენ გ--------–ის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც გადავიდნენ ჰ. ა--–--ის ქუჩაზე, ჰ. ა--–--ის ქუჩიდან გადავიდნენ ფ--------- მ----- ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, რომლის პირველ სართულზეც არის საკონდიტრო მაღაზია „დ----“. სამივენი შეჩერდნენ ,,დ----ს'' გვერდით ეზოს შესასვლელ თაღთან. ჯ---- ა-–-----მა რ----–-- კ---–-----ს უთხრა, რომ თაღის შიგნით ხელმარჯვნივ გაჩერებული იყო თეთრი ფერის მოპედი, მიდი ჩუმად გამოაგორე და ჩვენ აქედან გავაკონტროლებთ ვინმე არ შემოვიდეს ეზოში და არ დაგვინახოსო. რ----–-- კ---–-----ი თაღის გავლით შევიდა ეზოში და იქიდან გამოიყვანა მოპედი. სამივემ ერთად წაიყვანეს მოპედი და გავიდნენ მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსის ეზოში. იქ გაჩერდნენ დაახლოებით ხუთი წუთი და ცდილობდნენ გაეტეხათ საჭის ქვემოთ განთავსებული პლასტმასის საფარი, საიდანაც მოახერხებდნენ მოპედის ამუშავებას, მაგრამ ვერ მოახერხეს, მოერიდნენ ზედმეტ ხმაურს. ამის შემდეგ ჯ---- ა-–-----ი წავიდა ფ--------- მ----- მიმართულებით, ხოლო თვითონ და კ---–-----ი წავიდნენ ს. ხ--–--–---–ის ქუჩის მიმართულებით, თან წამოიყვანეს მოპედი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ზემოხსენებულ საპროცესო ნორმათა საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა თავის თავში არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით ჯ---- ა-–-----ის მსჯავრდება.

 

ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ჯ---- ა-–-----ის 2018 წლის 02 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაკვალიფიცირა სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ჯ---- ა-–-----ის საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ჯ---- ა-–-----ის მიერ სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარეს ჯ---- ა-–-----ის უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაზეც სასამართლო იმსჯელებდა, წარმოდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო დაცვის მხარის აპელირებას, რომ ჯ---- ა-–-----ს დანაშაული არ ჩაუდენია და მის მიმართ საქმის წარმოება არ მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ენაზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ---- ა-–-----მა ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ჩადენილი არაერთგზის და გასაჩივრებული განაჩენით მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ჯ---- ა-–-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.

 

მსჯავრდებულ ჯ---- ა-–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ჯ---- ა-–-----ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ჯ---- ა-–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ---- ხ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ჯ---- ა-–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ჯ---- ა-–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ჯ---- ა-–-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინ - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ჯ---- ა-–-----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აგვისტოს განჩინებით, ჯ---- ა-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ჯ---- ა-–-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 03 აგვისტოდან.

 

ნივთმტკიცებები: ჯ---- ა-–-----ისაგან ამოღებული მოპედი, ჯ---- ა-–-----ისაგან ამოღებული ჩაფხუტი, ი----- გ---------აგან საგამოძიებო ექსპერიმენტით ამოღებული მოპედის პლასმასის დეტალი, მაისური, ჯ---- ა-–-----ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1------------ განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ჩაწერილი შვიდ ცალ DVD-R დისკზე, - შენახული იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე