განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003039684
საქმე №1ბ/2061-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ--------–--–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, მცხოვრების ქ. თბილისი, ვ---------–-------------------------------–-----------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ზ--------–--–--–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ--------–--–--–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე, ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ.
ზ--------–--–--–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 აპრილს გამოიცა №01---- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც ზ--------–--–--–---–ს აეკრძალა დედამისთან - მ-----–--–--–--–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი - მ-----–--–--–--–---–ი იმყოფება. 2019 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------ში მივიდა ზ--------–--–--–---–ი და კვლავ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას მ-----–--–--–--–---–ს. ზემოაღნიშნული ქმედებით ზ--------–--–--–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რის შედეგადაც დაზარალებულ - მ-----–--–--–--–---–ს მიადგა მორალური ზიანი;
2019 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------ში ზ--------–--–--–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - მ-----–--–--–--–---–ს და დას - თ--------–--–--–---–ს. კერძოდ, მ-----–--–--–--–---–ს ხელით მოქაჩა ყურებსა და თმაზე, რის შემდეგაც დას თ--------–--–--–---–ს ორივე ხელი შემოარტყა სახის არეში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა - მ-----–- და თ--------–--–--–---–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებებისათვის ზ--------–--–--–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ზ--------–--–--–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ ქმნიდნენ მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ზურაბ შოშიაშვილის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი არ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს ზ--------–--–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. აპელანტმა მიუთითა 2015 წლის 11 აგვისტოს გაცემულ №0----- შემაკავებელ ორდერზე, რომლითაც ზ--------–--–--–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მსხვერპლებთან - მ-----–--–--–--–---–თან და ი-----–--–--–---–თან მიახლოვება. აღნიშნული შემაკავებელი ორდერი არ ყოფილა ერთადერთი ზ--------–--–--–---–ის მიმართ. 2019 წლის 15 აპრილს კვლავ გამოიცა №01---- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, ზ--------–--–--–---–ს კვლავ განესაზღვრა მოძალადის სტატუსი.
აპელანტის განმარტებით, მართალია, მოცემულ საქმეზე დაზარალებულებმა - ბრალდებულის დედამ და დამ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება, თუმცა, სასამართლოში წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მაინც დადასტურდა, ზ--------–--–--–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. აპელანტის განმარტებით, შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევა ცალსახად იკვეთება იქედან, რომ 2019 წლის 29 აპრილს დაწყებულ გამოძიებას საფუძვლად დაედო დაზარალებულის - მ-----–--–--–--–---–ის განცხადება იმის თაობაზე, რომ მას და მის შვილს - თ--------–--–--–---–ს ზ--------–--–--–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული განცხადებიდან ცალსახად ირკვევა, რომ შემაკავებელი ორდერის არსებობის მიუხედავად, ზ--------–--–--–---–ი მაინც მივიდა მ-----–--–--–--–---–ის საცხოვრებელ სახლში 2019 წლის 29 აპრილს.
აპელანტის მითითებით, ზ--------–--–--–---–ის მიერ თავისი დისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ცალსახად დასტურდება თ--------–--–--–---–ის მიერ სასამართლოში წარმოთქმული ფრაზით, რომ ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე და პატიობს. ბრალდების მხარის მითითებით ზ--------–--–--–---–ს მართლაც რომ არ განეხორციელებინა დის მიმართ ძალადობის ფაქტი, თ--------–--–--–---–ი არ იტყოდა, რომ მან აპატია თავის ძმას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ--------–--–--–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე გამართლებულ ზ--------–--–--–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თამაზ კილანავამ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას ზ--------–--–--–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ:
ზ--------–--–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა დაზარალებულების - მ-----–--–--–--–---–ისა და თ--------–--–--–---–ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ზ--------–--–--–---–ს ამხელდნენ მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულებმა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს შვილისა და ძმის − ზ--------–--–--–---–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
აპელანტი განმარტავს, რომ დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ზ--------–--–--–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები, კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა დაზარალებულ მ-----–--–--–--–---–ის განცხადებაზე, რაც საფუძვლად დაედო 2019 წლის 29 აპრილს დაწყებულ გამოძიებას, 2019 წლის 15 აპრილს გამოცემულ №01---- შემაკავებელ ორდერზე, ხოლო თ--------–--–--–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ნაწილში მტკიცებულებად მიუთითა დაზარალებულის მიერ სასამართლოში წარმოთქმულ ფრაზაზე, რომლის თანახმად, თ--------–--–--–---–მა უარი თქვა ძმის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე და განმარტა, რომ პატიობს მას. აპელანტს მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები საკმარისია ზ--------–--–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად და ქმნიან ისეთ ერთობლიობას, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სათანადო სტანდარტს წარმოადგენს.
2019 წლის 15 აპრილის N01---- შემაკავებელი ორდერის თანახმად, რომელიც გამოცემული იქნა ზ--------–--–--–---–ის მიმართ 30 დღის ვადით, დედის - მ-----–--–--–--–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მოძალადეს 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან კომუნიკაცია, ასევე მის სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება. საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორმა მ----------------მ დაადასტურა ზ--------–--–--–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი.
2019 წლის 29 აპრილის №1------ შეტყობინების თანახმად, ქ. თბილისში, ვ---------–--------------------------------------------ში, მოქალაქე მ-----–--–--–--–---–ის განცხადებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე მას და მის ქალიშვილს - თ--------–--–--–---–ს, თავისმა ვაჟიშვილმა - ზ--------–--–--–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ქ. თბილისის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს გამომძიებელმა გ-----------–---–მა, ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე მის მიერ გამოკითხულ იქნენ დაზარალებულები - მ-----–- და თ--------–--–--–---–ები, ბრალდებულის დედა და და, რომლებიც ზ--------–--–--–---–ს ამხელდნენ 2019 წლის 29 აპრილს მათ მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებაში.
საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დასაბუთებულად იმსჯელოს ზ--------–--–--–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტებზე და მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდოს მხოლოდ ირიბი მოწმეების - მ----------------სა და გ-----------–---–ის ჩვენებები, რომლებმაც საქმის ვითარება იციან მხოლოდ დაზარალებულების გადმოცემით. აღნიშნულ პირთა ჩვენებებთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ ისინი გადმოსცემენ მხოლოდ სხვისგან მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინი თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს და ოჯახური ძალადობის ეპიზოდში ზ--------–--–--–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს დაზარალებულ თ--------–--–--–---–ის მიერ სასამართლო პროცესზე ძმის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისას წარმოთქმულ ფრაზას იმასთან დაკავშირებით, რომ ის პატიობს ძმას. აპელანტის აზრით, აღნიშნული მიუთითებს ზ--------–--–--–---–ის მიერ დის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, სხვა შემთხვევაში, თ--------–--–--–---–ი არ იტყოდა, რომ აპატია თავის ძმას. ბრალდების მხარის მოსაზრება მკვეთრად სცილდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დამკვიდრებულ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტს, კერძოდ:
პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საპროცესო კანონმდებლობის ამგვარი დანაწესი, მტკიცებულებით საფუძველს აცლის დაზარალებულ თ--------–--–--–---–ის მიერ სასამართლოში წარმოთქმულ ფრაზას და შესაბამისად, მასზე დაყრდნობით სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, თ--------–--–--–---–ის მიერ მისი ძმის მიმართ პატიებაზე მითითება, მისი მტკიცებულების რანგში განხილვის შემთხვევაშიც, ორაზროვანი განმარტების საშუალებას ქმნის, რაც შესაძლოა არ უკავშირდებოდეს ზ--------–--–--–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებს. ამდენად, აპელანტის მითითება, რომ ზ--------–--–--–---–ის მიერ დის მიმართ განხორციელდა ძალადობა, სხვა შემთხვევაში, თ--------–--–--–---–ი არ იტყოდა, რომ აპატია თავის ძმას, წარმოადგენს ბრალდების მხარის მიერ გამოთქმულ, დაუსაბუთებელ ვარაუდს.
პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ზ--------–--–--–---–მა განახორციელა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა და ოჯახში ძალადობა დედისა და დის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ზ--------–--–--–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია ზ--------–--–--–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ზ--------–--–--–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ზ--------–--–--–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ--------–--–--–---–ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზ--------–--–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ--------–--–--–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
გამართლებულ ზ--------–--–--–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე