განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1267-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 სექტემბერი 20-9 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკანიანის მდივნობით,ბრალმდებელ ი-----------–---–-ს,ადვოკატ ნ--------------იას,ბრალდებულების ნ-------–--ის და რ--------–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
ნ-------–--ის (პ-------------), დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–------–--–-----------–-------------------–-------------------------; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.------–------------–----–--------------------------–------------------ - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
რ--------–--ის (პ--------------- დაბადებულის 1978 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე: ა-------–-------------------------–---–-; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.------–------------–----–--------------------------–------------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით, საქართველოს სსკ 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ნ-------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-5 წლის ივლისში, ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, აკ------------ე ტელეფონით დაუკავშირდა ვინმე მანანას, რომელიც აღმოჩნდა ნ-------–--ე. განცხადების მიხედვით 7000 აშშ დოლარად გირავდებოდა ბინა ქ. თბილისში, გ-–------ მ-----------------------------------------------–ი, რომელიც ეკუთვნოდა ნ-------–--ის ძმას - ნ-----------------ს. ნ-------–--ე აკ------------ეს დაპირდა, რომ მას შემდეგ, რაც ბინაში ქირით მყოფი ზ-------------ეს თანხას მისცემდა და დააცლევინებდა ბინას, მთლიან ბინას მიაგირავებდა, რაზეც აკ------------ე დათანხმდა. ნ-------–--ის ინიციატივით, 20-5 წლის 23 ივლისს, ქ. რუსთავში, თოდრიას ქ. N17/65-ში არსებულ სანოტარო ბიუროში, ნაცვლად გირავნობის ხელშეკრულებისა, აკ------------ის ნების საწინააღმდეგოდ ნ-------–--ემ მასთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ „ასე ჯობდა“. აკ------------ემ იქვე გადასცა 5000 აშშ დოლარი, ხოლო 2000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა ორი თვის განმავლობაში, თუმცა ერთი კვირის შემდეგ, ნ-------–--ის მოთხოვნის შემდეგ აკ------------ემ კიდევ 1000 აშშ დოლარი გადასცა. დათქმულ დროს, 20-5 წლის 10 აგვისტოს, როცა აკ------------ე საცხოვრებლად უნდა შესულიყო ნაგირავებ ბინაში, ნ-------–--ემ მოულოდნელად უთხრა, რომ აღნიშნულ ბინაში ვერ იცხოვრებდა, რადგან დედასთან და ძმასთან ურთიერთობა დაეძაბა. შემდგომ პერიოდში, ვინაიდან აკ------------ე სთხოვდა თავის თანხას, მოატყუა, რომ თითქოს გარკვეული საქმეების მოსაგვარებლად სააღსრულებო ბიუროში შესატანი თანხა არ ჰქონდა, რისთვისაც სთხოვა თანხა. აკ------------ემ 20-5 წლის 30 ოქტომბერს გადაურიცხა 342 ლარი, ხოლო შემდეგი წლის 18 დეკემბერს კიდევ ჩაურიცხა 300 ლარი იმ იმედით, რომ ნ-------–--ე მოაგვარებდა პრობლემებს და მთლიან თანხას უკან დაუბრუნებდა, მაგრამ ნ-------–--ემ ამ შემთხვევაშიც მოატყუა იგი და თაღლითურად დაეუფლა აკ------------ის კუთვნილ 6000 აშშ დოლარს და 742 ლარს.
აღნიშნული ქმედებით აკ------------ეს მიადგა 1- 2-9,5 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ-------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
ნ-------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-6 წლის გაზაფხულზე, ვინაიდან ნ-------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ დ--------------ს იპოთეკარი აძლევდა 3000 აშშ დოლარს, განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მის თანხას. გაეცნო, როგორც ადვოკატი და შესთავაზა, რომ 3000 აშშ დოლარად 3 წლის ვადით მიაგირავებდა ქ. თბილისში, ს------–---–----–-, კ---–----–------–--------------------------------- აღნიშნული პირობა ხელსაყრელი იყო დ--------------ისთვისაც და დათანხმდა. ამავე დროს ნ-------–--ემ მოახერხა წინასწარ მოფიქრებული თითქოსდა კეთილგანწყობილი ურთიერთობით მოეპოვებინა დ--------------ის ოჯახის ნდობა, რის გამოც დ--------------მა და მისმა მეუღლემ - მზია ბალაბანიშვილმა ს------–---–----–- წ-------------–- ნ-------–--ეს, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის გარეშე გადასცეს 2500 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ-------–--ე. დ--------------ის ოჯახს კი მოატყუა, რომ აღნიშნულ ბინაში, რომელიც სინამდვილეში ეკუთვნოდა ზ----------–-–---–ის ოჯახს და რომელიც ასევე კანონსაწინააღმდეგოდ ჰქონდა გაფორმებული ნ-------–--ის მეუღლეს - რ--------–--ეს, უკანონოდ ცხოვრობდნენ სხვები და სასამართლოს წესით აპირებდა მათ გამოსახლებას.
აღნიშნული ქმედებით დ--------------ს მიადგა 2500 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ-------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
ნ-------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ასევე, მან ჩაიდინა იძულება ჯგუფურად, ესე იგი ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. თბილისში, ს------–---–----–- მცხოვრებმა რ----- და ნ-------–--ეებმა ისარგებლეს ზ----------–-–---–ის მდგომარეობით, კერძოდ იმით, რომ იგი იყო ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომხმარებელი, რომ 20-6 წლის 10 თებერვალს, ნ-------–--ემ და რ--------–--ემ ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მუხიანში მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს მე-2 სართულზე არსებულ სანოტარო ბიუროში მიიყვანეს ზ----------–-–---–ი და დაარწმუნეს, რომ მინდობილობა გაეცა რ--------–--ეზე. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე რ--------–--ემ გარიგება დადო საკუთარ თავთან და 20-6 წლის 31 მარტს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ზ----------–-–---–მა თითქოსდა რ--------–--ეს 1- 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ. თბილისში, ს------–---–----–-, გლდანელის ქუჩა, მ-------------–- არსებული საცხოვრებელი ბინა მთლიანი ფართობით 890 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N 72.1--2-.1--). აღნიშნული ბინა რეგისტრირებული იყო ზ----------–-–---–ზე, თუმცა ფაქტობრივი მფლობელი იყო ზ----------–-–---–ის დედა - ლ------------–-–---–ი, რომელიც ამავე სახლში ცხოვრობდა. სინამდვილეში რ--------–--ემ მოატყუა და აღნიშნული თანხა არ გადასცა ზ----------–-–---–ს. ორი კვირის შემდეგ, 20-6 წლის 13 აპრილს რ--------–--ემ იპოთეკის და სესხის ხელშეკრულება გააფორმა კერძო იპოთეკარებთან და იპოთეკაში 5000 აშშ დოლარად ჩადო ზ----------–-–---–ის სახლი. 20-7 წლის 23 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა გაფორმდა რ--------–--ის დედაზე - ვ-------–--ეზე და კვლავ იპოთეკით დაიტვირთა სს „საქართველოს ბანკის“ სესხის უზრუნველსაყოფად.
მას შემდეგ, რაც ზ----------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახის ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ნ---- და რ--------–--ეების მიერ, მათთან მივიდა ვითარების გასარკვევად, ვინაიდან გაყიდვა და იპოთეკით დატვირთვა მოხდა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ნ----მ და რ--------–--ეებმა უთხრეს, რომ შეცდომას გაასწორებდნენ, მანამდე კი სთხოვეს, დასასვენებლად გაჰყოლოდა რაჭაში, რაზეც ზ----------–-–---–ი დათანხმდა და გაჰყვა ამბროლაურის რაიონის სოფელ იწაში. დაახლოებით ორი-სამი დღის შემდეგ მათ ზ----------–-–---–ი წაიყვანეს ხარაგაულის რაიონში მცხოვრებ ს------------ის ბინაში. მას შემდეგ, რაც ზ----------–-–---–ის დამ - ი----------–-–---–მა შეიტყო, რომ მისი ძმა იმყოფებოდა ს------------ის ბინაში, მისგან მალულად რ----- და ნ-------–--ეებმა ზ----------–-–---–ი წაიყვანეს თერჯოლაში, მიტოვებულ ბინაში, სადაც არ იყო ცხოვრების ელემენტარული პირობები. აუკრძალეს ტელეფონზე დარეკვა და ახლობლებთან ურთიერთობა იმ მიზეზით, თითქოს მისი ახლობლები და მეზობლები ემუქრებოდნენ მოკვლით. ახალი სიმბარათები მისცეს, ახლობლები რომ არ დაკავშირებოდნენ და უმოწმებდნენ შემავალ-გამავალ ზარებს. ამასთან ნ-------–--ე აშინებდა იმით, რომ თუ ჩუმად არ იქნებოდა, შესაძლოა პოლიციას დაეჭირა ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის.
20-7 წლის 10 თებერვალს ზ----------–-–---–ს ჩააკითხეს ნათესავებმა და დააბრუნეს სახლში.
20-6 წლის აპრილი-მაისიდან 20-7 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში ზ----------–-–---–ი, რ----- და ნ-------–--ეების მხრიდან განხორციელებული მუქარის და ფსიქიკური ზემოქმედების გამო იძულებული იყო ეცხოვრა რ----- და ნ-------–--ეების საცხოვრებელ სახლში, ქალაქ თ--------–-–--------------–-- მ------------–-- რის გამოც გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აღნიშნული ქმედებით ლ------------–-–---–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ხოლო ზ----------–-–---–ს მიადგა მორალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ-------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
ნ-------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-7 წელს, ვინაიდან მ------------–---–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ.თბილისში, თ-----------------------------------------–ის 3------------------------, დასარაგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება, დახმარება სთხოვა ნაცნობს - ჯ-------–--–-–---–ს, რომელმაც დააკავშირა ნ-------–--ესთან. 20-7 წლის მარტში მ------------–---–თან მივიდა ნ-------–--ე, გაეცნო, როგორც ადვოკატი და შეპირდა სამკვიდრო ქონების იურიდიული საკითხების მოგვარებას 750 აშშ დოლარად. მ------------–---–ი დაარწმუნა, რომ ყველგან ჰყავდა ნაცნობები და გადაფორმების საკითხს მალე მოაგვარებდა. მ------------–---–ი ენდო და 20-7 წლის 4 მაისს ნ-------–--ეს გაუფორმა მინდობილობა, რათა გამოეთხოვა ყველა საჭირო დოკუმენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. გაცნობიდან რამდენიმე დღეში მ------------–---–ს ნ-------–--ემ გამოართვა 1000 ლარი. 20-7 წლის მაისში ნ-------–--ემ მ------------–---–ს მოატყუა, რომ თითქოს მისი მეუღლის დაბადების მოწმობას ვერ პოულობდნენ და მის მოსაპოვებლად სჭირდებოდა 700 აშშ დოლარი. მ------------–---–მა აღნიშნული თანხა ვერ მისცა, თუმცა მოგვიანებით ნ-------–--ემ თითქოსდა აღნიშნული საქმის მოსაგვარებლად კიდევ გამოართვა 1200 ლარი. ასევე, ნ-------–--ემ მ------------–---–ი დაარწმუნა, რომ დაეხმარებოდა დუშეთის რაიონში მამამთილის ბინის გაფორმებაში, რისთვისაც 20-7 წლის მაისში ნ-------–--ემ გამოართვა 750 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, ნ-------–--ემ არ უზრუნველყო მ------------–---–ის მეუღლის ბინის და არც მისი მამათილის ბინის გადაფორმება, 2200 ლარს და 750 აშშ დოლარს კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. მას შემდეგ რაც მ------------–---–ი დარწმუნდა, რომ ნ-------–--ე ატყუებდა, 20-7 წლის 9 აგვისტოს მასთან დადებული მინდობილობა გააუქმა.
აღნიშნული ქმედებით მ------------–---–ს მიადგა 4021 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ-------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
ნ-------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-6 წლის 1 მარტს მა----------------–---–სა და ნ-----–------------ნს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მა----------------–---–მა ნ-----–------------ნს ერთი წლით ასესხა 1- 000 აშშ დოლარი. სანაცვლოდ ნ-----–------------ნმა იპოთეკით დატვირთა კუთვნილი 89,1- კვ.მ ბინა (სამი სხვადასხვა ფართობი), მდებარე ქ. თბილისში, დ--–------------------------------- (ამჟამად ი-----–------–---–ის ქუჩა).
ვინაიდან ნ-----–------------ნი ვერ იხდიდა სესხის თანხას, მა----------------–---–ის მიმართვის საფუძველზე 20-6 წლის 4 ნოემბერს ნოტარიუს ელ-----–----–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 20-7 წლის 23 იანვარს გამართულ იძულებით აუქციონზე მა----------------–---–მა 69,7 კვ.მ. ფართობი, საკადასტრო კოდით - 0-.1-.1-.0-0.0--.0-.5----–--------- შეიძინა 49000 ლარად, ხოლო 20-7 წლის 2 მარტს გამართულ იძულებით აუქციონზე 7,95 კვ.მ. ფართობი საკადასტრო კოდით - 0-.1-.1-.0-0.0--.0-.506 (შენობა 3) შეიძინა 2-00 ლარად. აღნიშნულის შემდეგ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-7 წლის 30 იანვრისა და 20-7 წლის 9 მარტის განკარგულებებით მითითებული ფართების მესაკუთრე გახდა მა----------------–---–ი, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
ვინაიდან რ------ების ოჯახი არც ბინიდან გამოდიოდა და არც მა----------------–---–ის შეთავაზებას იღებდა, მა----------------–---–მა გადაწყვიტა მათი გამოსახლების მიზნით სასამართლოსთვის მიემართა, რაშიც დახმარება სთხოვა ნ-------–--ეს. ნ-------–--ე მას გაეცნო როგორც ადვოკატი და დაპირდა, რომ თითქოსდა ყველა სტრუქტურაში ჰყავდა ნაცნობები. დაპირდა, რომ მიმართავდა სასამართლოს და აღსრულების ბიუროს, ადვილად მოაგვარებდა გამოსახლების საკითხს და ორ თვეში ბინას ჩააბარებდა. ამისთვის კი სჭირდებოდა მინდობილობა, რაზეც მა----------------–---–ი დათანხმდა.
20-7 წლის 24 აპრილს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მუხიანისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მე-2 სართულზე არსებულ ე-–-----------–ის სანოტარო ბიუროში მა----------------–---–ის მიერ ნ-------–--ეზე გაიცა მინდობილობა ქ. თბილისში, დ--–--------------------------------–- მდებარე ორი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდებით N0-.1-.1-.0-0.0--.0-.506 და N0-.1-.1-.0-0.0--.0-.5--) შეუზღუდავ მართვასა და განკარგვაზე.
ვინაიდან ნ-------–--ეს მა----------------–---–ის დახმარება კი არა, მისი ქონების ხელში ჩაგდება უნდოდა, მინდობილობის გაცემიდან მეორე დღესვე, 20-7 წლის 25 აპრილს, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მა----------------–---–ის კუთვნილი ფართები - 7, 95 კვ.მ და 69,7 კვ.მ. მეუღლესთან შეთანხმებითა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების განზრახვით თითქოსდა მიჰყიდა მეუღლეს - რ--------–--ეს. თუმცა, თვალის ასახვევად ნ-------–--ე ამავე დღეს დაუკავშირდა მა----------------–---–ს და თითქოსდა სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით სთხოვა 600 აშშ დოლარი და 120 ლარი, რაც მა----------------–---–მა 20-7 წლის 26 აპრილს თავის სახლში გადასცა რ--------–--ეს. ორი დღის შემდეგ ნ-------–--ე კვლავ დაუკავშირდა მა----------------–---–ს და თითქოსდა დაჩქარებული წესით, რ------ების ოჯახის გამოსახლებისთვის მოსთხოვა 600 აშშ დოლარი და 120 ლარი, რაზეც მა----------------–---–ი დათანხმდა და თანხა კვლავ მასთან მისულ რ--------–--ეს გადასცა. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ნ-------–--ემ ნ-----–------------ნის ბინა არ გამოანთავისუფლა და არც თანხა დაუბრუნა მა----------------–---–ს, ეს უკანასკნელი დაეჭვდა და საჯარო რეესტრში გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი უძრავი ქონება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე ნ-------–--ისგან გადაფორმებული იყო რ--------–--ეზე, ხოლო 20-7 წლის 11 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- და რ--------–--ეების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების მესაკუთრე გახდა ვ-------–--ე.
აღნიშნული ქმედებით ნ-------–--ე და რ--------–--ე თაღლითურად დაეუფლნენ მა----------------–---–ის 51800 ლარად ღირებულ 69,07 კვ.მ. და 7,97 კვ.მ ფართებს, ასევე 1200 აშშ დოლარს და 250 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ-------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით.
ნ-------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-7 წლის 23 თებერვალს ქ-------–--–-----------–---–-----------------–- არსებულ გ--–---------–--ის სანოტარო ბიუროში ი------------–---–სა და გ---------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ი------------–---–ის ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ, რის მიხედვითაც ი------------–---–მა, თავისი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანა 1700 აშშ დოლარად მიყიდა გ---------------–---–ს, რომელსაც თანხა უნდა დაეფარა 20-8 წლის 23 იანვრის ჩათვლით.
ვინაიდან გ---------------–---–ი პირობას ვერ ასრულებდა და დაპირებულ თანხას ვერ უხდიდა ი------------–---–ს, ი------------–---–ი კი ვერ ეკონტაქტებოდა და ავტომანქანასაც ვეღარ პოულობდა, პრობლემის მოგვარება მიანდო ნაცნობს - ნ-------–--ეს. იგი ი------------–---–ს შეპირდა, რომ დაეხმარებოდა თითქოსდა ავტოავარიაში დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებასა და გ---------------–---–ის მიერ ყოველთვიურად ჩასარიცხი თანხის მობილიზებას. ამისთვის კი სთხოვა, მინდობილობა გაეკეთებინა მის სახელზე. მეტი დამაჯერებლობისთვის ი------------–---–ს ანგარიშიც კი გაახსნევინა სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში.
20-7 წლის 23 მარტს ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მუხიანისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მე-2 სართულზე არსებულ ე-–-----------–ის სანოტარო ბიუროში ი------------–---–ის მიერ ნ-------–--ეზე გაიცა მინდობილობა მისი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანის მართვისა და განკარგვის თაობაზე. ნ-------–--ემ მოატყუა ი------------–---–ს, არ შეასრულა დანაპირები და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე 20-7 წლის 2 მაისს ისე რომ ავტომანქანის მესაკუთრემ არაფერი იცოდა ამის შესახებ, ი------------–---–ის ავტომანქანა ჯერ თავის სახელზე დაირეგისტრირა- ხელშეკრულება გააფორმა თავისთავთან, ხოლო 20-7 წლის 3 აგვისტოს, რ--------–--ესთან ერთობლივი შეთანხმებით და განზრახვით ავტომანქანა გადააფორმა მის სახელზე და დღესაც მის სახელზეა დარეგისტრირებული.
აღნიშნული ქმედებით ნ-------–--ე და რ--------–--ე თაღლითურად დაეუფლნენ ი------------–---–ის ავტომანქანას, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 41-9,87 ლარის (1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი) მნიშნელოვანი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ-------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით.
რ--------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ასევე მან ჩაიდინა იძულება ჯგუფურად, ესე იგი ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა - მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს ქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. თბილისში, ს------–---–----–- მცხოვრებმა რ----- და ნ-------–--ეებმა ისარგებლეს ზ----------–-–---–ის მდგომარეობით, კერძოდ იმით, რომ იგი იყო ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომხმარებელი, რომ 20-6 წლის 10 თებერვალს, ნ-------–--ემ და რ--------–--ემ ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მუხიანში მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს მე-2 სართულზე არსებულ სანოტარო ბიუროში მიიყვანეს ზ----------–-–---–ი და დაარწმუნეს, რომ მინდობილობა გაეცა რ--------–--ეზე. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე რ--------–--ემ გარიგება დადო საკუთარ თავთან და 20-6 წლის 31 მარტს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ზ----------–-–---–მა თითქოსდა რ--------–--ეს 1- 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ. თბილისში, ს------–---–----–-, გლდანელის ქუჩა, მ-------------–- არსებული საცხოვრებელი ბინა მთლიანი ფართობით 890 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N 72.1--2-.1--). აღნიშნული ბინა რეგისტრირებული იყო ზ----------–-–---–ზე, თუმცა ფაქტობრივი მფლობელი იყო ზ----------–-–---–ის დედა - ლ------------–-–---–ი, რომელიც ამავე სახლში ცხოვრობდა. სინამდვილეში რ--------–--ემ მოატყუა და აღნიშნული თანხა არ გადასცა ზ----------–-–---–ს. ორი კვირის შემდეგ, 20-6 წლის 13 აპრილს რ--------–--ემ იპოთეკის და სესხის ხელშეკრულება გააფორმა კერძო იპოთეკარებთან და იპოთეკაში 5000 აშშ დოლარად ჩადო ზ----------–-–---–ის სახლი. 20-7 წლის 23 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა გაფორმდა რ--------–--ის დედაზე - ვ-------–--ეზე და კვლავ იპოთეკით დაიტვირთა სს „საქართველოს ბანკის“ სესხის უზრუნველსაყოფად.
მას შემდეგ, რაც ზ----------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახის ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ნ---- და რ--------–--ეების მიერ, მათთან მივიდა ვითარების გასარკვევად, ვინაიდან გაყიდვა და იპოთეკით დატვირთვა მოხდა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ნ----მ და რ--------–--ეებმა უთხრეს, რომ შეცდომას გაასწორებდნენ, მანამდე კი სთხოვეს, დასასვენებლად გაჰყოლოდა რაჭაში, რაზეც ზ----------–-–---–ი დათანხმდა და გაჰყვა ამბროლაურის რაიონის სოფელ იწაში. დაახლოებით ორი-სამი დღის შემდეგ მათ ზ----------–-–---–ი წაიყვანეს ხარაგაულის რაიონში მცხოვრებ ს------------ის ბინაში. მას შემდეგ, რაც ზ----------–-–---–ის დამ - ი----------–-–---–მა შეიტყო, რომ მისი ძმა იმყოფებოდა ს------------ის ბინაში, მისგან მალულად რ----- და ნ-------–--ეებმა ზ----------–-–---–ი წაიყვანეს თერჯოლაში, მიტოვებულ ბინაში, სადაც არ იყო ცხოვრების ელემენტარული პირობები. აუკრძალეს ტელეფონზე დარეკვა და ახლობლებთან ურთიერთობა იმ მიზეზით, თითქოს მისი ახლობლები და მეზობლები ემუქრებოდნენ მოკვლით. ახალი სიმბარათები მისცეს, ახლობლები რომ არ დაკავშირებოდნენ და უმოწმებდნენ შემავალ-გამავალ ზარებს. ამასთან ნ-------–--ე აშინებდა იმით, რომ თუ ჩუმად არ იქნებოდა, შესაძლოა პოლიციას დაეჭირა ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის.
20-7 წლის 10 თებერვალს ზ----------–-–---–ს ჩააკითხეს ნათესავებმა და დააბრუნეს სახლში.
20-6 წლის აპრილი-მაისიდან 20-7 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში ზ----------–-–---–ი, რ----- და ნ-------–--ეების მხრიდან განხორციელებული მუქარის და ფსიქიკური ზემოქმედების გამო იძულებული იყო ეცხოვრა რ----- და ნ-------–--ეების საცხოვრებელ სახლში, ქალაქ თ--------–-–--------------–-- მ------------–-- რის გამოც გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აღნიშნული ქმედებით ლ------------–-–---–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ხოლო ზ----------–-–---–ს მიადგა მორალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ რ--------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
რ--------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-6 წლის 1 მარტს მა----------------–---–სა და ნ-----–------------ნს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მა----------------–---–მა ნ-----–------------ნს ერთი წლით ასესხა 1- 000 აშშ დოლარი. სანაცვლოდ ნ-----–------------ნმა იპოთეკით დატვირთა კუთვნილი 89,1- კვ.მ ბინა (სამი სხვადასხვა ფართობი), მდებარე ქ. თბილისში, დ--–------------------------------- (ამჟამად ი-----–------–---–ის ქუჩა).
ვინაიდან ნ-----–------------ნი ვერ იხდიდა სესხის თანხას, მა----------------–---–ის მიმართვის საფუძველზე 20-6 წლის 4 ნოემბერს ნოტარიუს ელ-----–----–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 20-7 წლის 23 იანვარს გამართულ იძულებით აუქციონზე მა----------------–---–მა 69,7 კვ.მ. ფართობი, საკადასტრო კოდით - 0-.1-.1-.0-0.0--.0-.5----–--------- შეიძინა 49000 ლარად, ხოლო 20-7 წლის 2 მარტს გამართულ იძულებით აუქციონზე 7,95 კვ.მ. ფართობი საკადასტრო კოდით - 0-.1-.1-.0-0.0--.0-.506 (შენობა 3) შეიძინა 2-00 ლარად. აღნიშნულის შემდეგ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-7 წლის 30 იანვრისა და 20-7 წლის 9 მარტის განკარგულებებით მითითებული ფართების მესაკუთრე გახდა მა----------------–---–ი, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
ვინაიდან რ------ების ოჯახი არც ბინიდან გამოდიოდა და არც მა----------------–---–ის შეთავაზებას იღებდა, მა----------------–---–მა გადაწყვიტა მათი გამოსახლების მიზნით სასამართლოსთვის მიემართა, რაშიც დახმარება სთხოვა ნ-------–--ეს. ნ-------–--ე მას გაეცნო როგორც ადვოკატი და დაპირდა, რომ თითქოსდა ყველა სტრუქტურაში ჰყავდა ნაცნობები. დაპირდა, რომ მიმართავდა სასამართლოს და აღსრულების ბიუროს, ადვილად მოაგვარებდა გამოსახლების საკითხს და ორ თვეში ბინას ჩააბარებდა. ამისთვის კი სჭირდებოდა მინდობილობა, რაზეც მა----------------–---–ი დათანხმდა.
20-7 წლის 24 აპრილს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მუხიანისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მე-2 სართულზე არსებულ ე-–-----------–ის სანოტარო ბიუროში მა----------------–---–ის მიერ ნ-------–--ეზე გაიცა მინდობილობა ქ. თბილისში, დ--–--------------------------------–- მდებარე ორი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდებით N0-.1-.1-.0-0.0--.0-.506 და N0-.1-.1-.0-0.0--.0-.5--) შეუზღუდავ მართვასა და განკარგვაზე.
ვინაიდან ნ-------–--ეს მა----------------–---–ის დახმარება კი არა, მისი ქონების ხელში ჩაგდება უნდოდა, მინდობილობის გაცემიდან მეორე დღესვე, 20-7 წლის 25 აპრილს, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მა----------------–---–ის კუთვნილი ფართები - 7, 95 კვ.მ და 69,7 კვ.მ. მეუღლესთან შეთანხმებითა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების განზრახვით თითქოსდა მიჰყიდა მეუღლეს - რ--------–--ეს. თუმცა, თვალის ასახვევად ნ-------–--ე ამავე დღეს დაუკავშირდა მა----------------–---–ს და თითქოსდა სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით სთხოვა 600 აშშ დოლარი და 120 ლარი, რაც მა----------------–---–მა 20-7 წლის 26 აპრილს თავის სახლში გადასცა რ--------–--ეს. ორი დღის შემდეგ ნ-------–--ე კვლავ დაუკავშირდა მა----------------–---–ს და თითქოსდა დაჩქარებული წესით, რ------ების ოჯახის გამოსახლებისთვის მოსთხოვა 600 აშშ დოლარი და 120 ლარი, რაზეც მა----------------–---–ი დათანხმდა და თანხა კვლავ მასთან მისულ რ--------–--ეს გადასცა. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ნ-------–--ემ ნ-----–------------ნის ბინა არ გამოანთავისუფლა და არც თანხა დაუბრუნა მა----------------–---–ს, ეს უკანასკნელი დაეჭვდა და საჯარო რეესტრში გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი უძრავი ქონება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე ნ-------–--ისგან გადაფორმებული იყო რ--------–--ეზე, ხოლო 20-7 წლის 11 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- და რ--------–--ეების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების მესაკუთრე გახდა ვ-------–--ე.
აღნიშნული ქმედებით ნ-------–--ე და რ--------–--ე თაღლითურად დაეუფლნენ მა----------------–---–ის 51800 ლარად ღირებულ 69,07 კვ.მ. და 7,97 კვ.მ ფართებს, ასევე 1200 აშშ დოლარს და 250 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ რ--------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით.
რ--------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-7 წლის 23 თებერვალს ქ-------–--–-----------–---–-----------------–- არსებულ გ--–---------–--ის სანოტარო ბიუროში ი------------–---–სა და გ---------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ი------------–---–ის ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ, რის მიხედვითაც ი------------–---–მა, თავისი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანა 1700 აშშ დოლარად მიყიდა გ---------------–---–ს, რომელსაც თანხა უნდა დაეფარა 20-8 წლის 23 იანვრის ჩათვლით.
ვინაიდან გ---------------–---–ი პირობას ვერ ასრულებდა და დაპირებულ თანხას ვერ უხდიდა ი------------–---–ს, ი------------–---–ი კი ვერ ეკონტაქტებოდა და ავტომანქანასაც ვეღარ პოულობდა, პრობლემის მოგვარება მიანდო ნაცნობს - ნ-------–--ეს. იგი ი------------–---–ს შეპირდა, რომ დაეხმარებოდა თითქოსდა ავტოავარიაში დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებასა და გ---------------–---–ის მიერ ყოველთვიურად ჩასარიცხი თანხის მობილიზებას. ამისთვის კი სთხოვა, მინდობილობა გაეკეთებინა მის სახელზე. მეტი დამაჯერებლობისთვის ი------------–---–ს ანგარიშიც კი გაახსნევინა სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში.
20-7 წლის 23 მარტს ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მუხიანისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მე-2 სართულზე არსებულ ე-–-----------–ის სანოტარო ბიუროში ი------------–---–ის მიერ ნ-------–--ეზე გაიცა მინდობილობა მისი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანის მართვისა და განკარგვის თაობაზე. ნ-------–--ემ მოატყუა ი------------–---–ს, არ შეასრულა დანაპირები და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე 20-7 წლის 2 მაისს ისე რომ ავტომანქანის მესაკუთრემ არაფერი იცოდა ამის შესახებ, ი------------–---–ის ავტომანქანა ჯერ თავის სახელზე დაირეგისტრირა- ხელშეკრულება გააფორმა თავისთავთან, ხოლო 20-7 წლის 3 აგვისტოს, რ--------–--ესთან ერთობლივი შეთანხმებით და განზრახვით ავტომანქანა გადააფორმა მის სახელზე და დღესაც მის სახელზეა დარეგისტრირებული.
აღნიშნული ქმედებით ნ-------–--ე და რ--------–--ე თაღლითურად დაეუფლნენ ი------------–---–ის ავტომანქანას, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 41-9,87 ლარის (1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი) მნიშნელოვანი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ რ--------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ ნ-------–--ემ და რ--------–--ემ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედებები კერძოდ:
დაზარალებულმა აკ------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მან ინტერნეტის საშუალებით გამოქვეყნებული ბინის დაგირავების შესახებ განცხადების ნახვის შემდეგ გაიცნო ნ---- გ-–--ე. მას დაუკავშირდა განცხადებაში მითითებულ ნომერზე. ნ-------–--ემ მას უთხრა, რომ ბინის მესაკუთრეს, მის ძმას - ნ-----------------ს ნებართვა ჰქონდა მიცემული ბინის დაგირავებზე, მოურიგდა, რომ ბინას მიაგირევებდა ორი წლის ვადით 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ. ადგილზე ნახვის შემდეგ მას დასაგირევაბელი ბინა მოეწონა და შეთანხმდნენ, რომ ნ-------–--ეს ჯერ 5000 აშშ დოლარს მისცემდა, ხოლო დარჩენილ 2000 აშშ დოლარს მისცემდა ორი თვის ვადაში. ნ---- გ-–--ე დათანხმდა, თუმცა იმ პირობით, რომ ბინასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტს გააფორმებდა რუსთავში. მიზეზად დაასახელა, რომ როგორც თბილისში, ასევე რუსთავში აქვს ავეჯის მაღაზია და ძირითადად საქმიანობს რუსთავში. 20-5 წლის 23 ივლისს რუსთავში ნოტარიუს მ------------–---–თან ნ-------–--ესა და აკ------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 5000 აშშ დოლარზე სარგებლის გარეშე, თუმცა 1000 აშშ დოლარი ნ-------–--ემ მოითხოვა ვადაზე ადრე, დაახლოებით ორ კვირაში. ვინაიდან, აკ------------ეს არ სურდა ბინის დაკარგვა, 1000 აშშ დოლარი ისესხა 10 პროცენტად, რისი გადაცემის შესახებ ნ-------–--ემ მიაწერა სესხის ხელშეკრულებაზე. ნ-------–--ე მას შეპირდა, რომ მანამდე მასთან გირაოთი მყოფ ზ-------------ეს მისი თანხით გაუსტუმრებდა გირაოს თანხას და ბინას გაუთავისუფლებდა 10 აგვიტომდე, თუმცა ნ-------–--ემ მოატყუა აკ------------ე. ვიდრე აკ------------ე ნ-------–--ეს დაუკავშირდებოდა და ბინის სანახავდ მივიდოდა, მანამდე ნ-------–--ემ თითქოსდა ქირით (თვეში 100 დოლარის სანაცვლოდ) ერთ ოთახში დააყენა ზ-------------ე, რომელსაც უთხრა, რომ დედამისს რომ არ გაეგო, ყოველ თვე ქირის თანხად უნდა მიეცა 100 აშშ დოლარი გ--–--------------–ისთვის, რასაც მთლიანი თანხიდან გამოუქვითავდა. მოგვიანებით, როცა გ--–--------------–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ-------–--ე ატყუებდა, თან უცხო კაცი (ს----------------ე) მიიყვანა სახლში, 20-5 წლის 1- აგვისტოს მიმართა პოლიციას ბინიდან ნ-------–--ისა და მასთან მყოფი პირების გამოსახლების შესახებ. ამასობაში მოვიდა დაპირებული დრო და 9 აგვისტოს აკ------------ე პირადი ნივთებით დატვირთული მიადგა ნ-------–--ეს დასაგირავებელ ბინაში, ხოლო ნ-------–--ემ ტელეფონზე უთხრა, რომ ვეღარ მიაგირავებდა, რადგან უთანხმოება ჰქონდა დედასთან და ძმასთან. აღებული თანხა ნ-------–--ემ არც ზ-------------ეს მისცა და არც მას დაუბრუნა. მოგვიანებით, ნ-------–--ემ მას უთხრა, რომ 1-0 აშშ დოლარი არ ჰქონდა სააღსრულებო ბიუროში გადასარიცხად, რათა მისთვის თანხა დაებრუნებინა. იმ იმედით, რომ ნ-------–--ე მის თანხას დაუბრუნებდა, იგი კვლავ ენდო მას და 20-5 წლის 30 ოქტომბერს მას სააღსრულებლო ბიუროში თანხის შესატანად გადაუგზავნა 342 ლარი. ამის შემდეგ ნ-------–--ეს ვეღარ უკავშირდებოდა. 20-5 წლის 17 დეკემბერს, ტელეფონზე ნ-------–--ე თავად დაუკავშირდა მას, მოუბოდიშა და უთხრა, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა და სთხოვა, დახმარებოდა ბათუმიდან თბილისში მისი პირადი ნივთებისა და ავეჯის ჩამოტანაში. ასევე, დაპირდა, რომ მისი ჩამოსვლის შემდეგ, ერთად მივიდოდნენ სააღსრულებო ბიუროში. ნ-------–--ემ მას თავი შეაცოდა და 20-5 წლის 18 დეკემბერს კვლავ გადაარიცხინა 300 ლარი. აკ------------ის განმარტებით, აღნიშნული თანხები იმ იმედით გადაურიცხა, რომ ნ-------–--ე თავისსავე გამოგონილ პრობლემებს მოაგვარებდა და თანხას დაუბრუნებდა მას, მაგრამ ნ-------–--ემ აქაც მოატყუა და მისი ნდობა კიდევ ერთხელ გამოიყენა იოლი შემოსავლის გაზრდის მიზნით.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა აკ------------ის შვილმა - ი-------------ემ და ზ-------------ის დედამ - ლ--–---------ემ. ლ--–---------ემ დამატებით განმარტა, რომ ნ---- და რ--------–--ეებს მისი ოჯახის თანხა - 3000 აშშ დოლარი არ დაუბრუნებიათ დღემდე, ხოლო ი-------------ემ განაცხადა, რომ ზ-------------ე ლამის თავის მოკვლამდე მიიყვანა ნ-------–--ემ.
ნინი გ-–--ის მიერ აკ------------ის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი ასევე დადასტურდა მოწმეების ს----------------ის, ლ--–---------ის, მ------------–---–ის და გ--–--------------–ის (რომლის ჩვენება მხარეთა შორის არასადაოდ იქნა მიჩნეული) ჩვენებებით, შპს ,,მაგთიკომი“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის წერილით, ეროვნული ბანკის ვებგვერდის დათვალიერების ოქმით, სანოტარო ბიუროდან სესხის ხელშეკრულებების ამოღების ოქმით და ამოღებული ხელშეკრულებებით, ლ--–---------ის მობილურ ტელეფონში მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმით და ამონაწერით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაციით.
მოწმე გი-----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებული მა----------------–---–ი მისი მამიდაა, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა საზღვარგარეთ, კერძოდ კვიპროსში. როგორც ახსოვს, 20-5 წელს მა----------------–---–ი დაბრუნდა საქართველოში კვიპროსიდან და სურდა მცირე ბიზნესის დაწყება. მას იმ დროისათვის ჰქონდა თავისი კუთვნილი თანხა გასესნებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, სარგებლის მიღების სანაცვლოდ. აღნიშნული მან ურჩია მა----------------–---–ს და შუამავალ ვ----ს დახმარებით, არაერთხელ გაასესხა მა----------------–---–მა კუთვნილი თანხები სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, სადაც არანაირი პრობლემა არ შექმნია. როგორც ახსოვს 20-5 წლის 1 მარტს მა----------------–---–მა და ვინმე ნ-----–------------ნმა გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, ქ. თბილისი, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს ელ-----–----–---–თან, სადაც იპოთეკის საგნად ჩაიდო ნ-----–------------ნის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, კერძოდ 2 სართულიანი სახლი, მდებარე ქ-------–--------------–--------------------------------უჩას ამჟამად შეცვლილი აქვს დასახელება და არის ი-----–------–---–ის ქ--------- მას შემდეგ, რაც მ-----ასთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ნ-----–------------ნმა გაუკეთა გამიჯვნა თავის კუთვნილ სახლს და გაყო სამ ნაწილად, სამივეს მიენიჭა ცალ-ცალკე საკადასტრო კოდები. მიუხედავად იმისა, რომ მა----------------–---–მა არ იცოდა, მას მაინც არაფერი არ უთქვამს აღნიშნულზე, რადგან ის არასოდეს არ იყო ორიენტირებული ბინების წართმევაზე. იმათაც კი, ვისაც ხელშეკრულებაზე ვადა გასდიოდათ, აცლიდა თანხის გადახდას და აუქციონზე არ გაჰქონდა ქონება, რომელიც შეეძლო გაესხვისებინა ან თავის სახელზე გადმოეფორმებინა. ნ-----–------------ნის სახლს მიენიჭა საკადასტრო კოდები: N0-.1-.1-.0-.0--.0-.506, N0-.1-.1-.0-.0--.0-.5--, N0-.1-.1-.0-.0--.0-.504, აღნიშნულ სახლში ნ-----–------------ნი ოჯახით ცხოვრობდა. ნ-----–------------ნი არცერთი თვის სარგებლის თანხას არ უხდიდა მა----------------–---–ს, არც ძირ თანხას არ უბრუნებდა, რომელიც შეადგენდა 1- 000 აშშ დოლარს. სწორედ 1- 000 აშშ დოლარი ჩადო მა----------------–---–მა აღნიშნული სახლის სესხისა და ოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გაიტანა მა----------------–---–მა ნ-----–------------ნის სახლი აუქციონზე, სადაც შეიძინა ნულოვანი აუქციონის ტარების წესით სახლის ორი ნაწილი, ვინაიდან მა----------------–---–ის მიმართ რ------ების ვალდებულებას სახლის ორი ნაწილის თანხა ანაზღაურებდა, ხოლო მესამე ნაწილი დარჩათ რ------ებს. მ-----ას სახელზეა სახლის მე-2 სართულზე განთავსებული ფართობი და ასევე ეზოში არსებული სათავსო, რომელიც გადმოფორმების შემდეგ არის მ-----ას სახელზე, ამის შემდეგაც იგი პირადად მივიდა რ------ების ოჯახში მ-----ას თხოვნით და შესთავაზა მათ, რომ გაარემონტებდა თავისი სახსრებით სახლის ნაწილს, რომელიც მ-----ას სახელზეა, დააგირავებდა იგივე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, მ-----ა მიიღებდა თავის კუთვნილ 1- 000 აშშ დოლარს და ამის შემდეგ გადაუფორმებდა ისევ რ------ებს მათ ყოფილ ბინას. ამაზე უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ არ უნდოდათ შევიწროვება, ისინი ცხოვრობდნენ მ-----ას კუთვნილ ფართშიც და მთელი ოჯახი სარგებლობდა. ამის შემდეგ ნ-----–------------ნი სამუშაოდ წავიდა საზღვარგარეთ. დაახლოებით 20-7 წლის აპრილის თვეში მ-----ამ მას უთხრა, რომ მისმა მეგობარმა მზიამ გააცნო ადვოკატი ვინმე ნ-------–--ე, რომელიც დაპირდა მას რ------ების მ-----ას კუთვნილი ფართიდან ოფიციალურად გამოსახლების საკითხების მოგვარებას, ამაზე მ-----ა გახარებული იყო, რომ ნ-------–--ემ თავისი ქმარიც გააცნო, რომელიც მუშაობდა საპატრიარქოს დაცვაში და ამბობდა, კარგი ხალხიაო. გავიდა გარკვეული პერიოდი, მაგრამ როდესაც ეკითხებოდა მ-----ას თუ რა ხდებოდა, ნ-------–--ემ მოაგვარა თუ არა მისი პრობლემა, ეუბნებოდა, რომ სასამართლოში მიდიოდა პროცესები, როგორც ნ---- ეუბნებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მან დაახლოებით 20-7 წლის მაისის თვის ბოლოს გაიგო, რომ მ-----ასთვის ნ-------–--ეს გამოურთმევია მინდობილობა 20-7 წლის 24 აპრილს, რომლის თანახმად, მისცა მ-----ამ ყველანაირი უფლება, მათ შორის განკარგვის, ნ-----–------------ნისგან გადმოფორმებული ქონების თაობაზე. ეს რომ გაიგო, არ მოეწონა და უსაყვედურა მ-----ას, რომ უცხო ქალს რატომ ენდო, მაგრამ მ-----ამ დაამშვიდა, რომ აგვარებდა ნ-------–--ე სასამართლოში გამოსახლების საკითხებს, უბრალოდ დროში ჭიანურდებოდა. ამის შემდეგ დაახლოებით ივლისის თვეში გაიგო მ-----ასაგან, რომ თურმე გადაუმოწმებია მ-----ას საჯარო რეესტრში მისი კუთვნილი სახლი და ნახა, რომ ნ-------–--ემ მის მიერ გაცემული 20-7 წლის 24 აპრილის მინდობილობის საფუძველზე ჩუმად გადაიფორმა მ-----ას ქონება. როდესაც ეს გაიგო, მ-----ას უთხრა, რომ მიემართა შესაბამისი ორგანოებისათვის, რადგან მიხვდა, რომ ნ-------–--ე იყო თაღლითი. იგი ნ-------–--ეს პირადად ესაუბრა, რა დროსაც დარწმუნდა თუ ვისთან ჰქონდათ საქმე. მას გ-–--ეებთან პირადად სატელეფონო საუბრები ჰქონდა არაგვისპირში არსებული უძრავი ქონების თაობაზე, კერძოდ მას და მ-----ას 20-6 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში, ზუსტად არ ახსოვს პერიოდი შუამავალ ვ----ს საშუალებით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაასესხეს მან და მ-----ამ კუთვნილი თანხები, კერძოდ მან 10 000 აშშ დოლარი და მ-----ამ 2 000 აშშ დოლარი, გარანტად ჩაიდო გ------ი ში---–---–ის კუთვნილი სახლი და მიწის ნაკვეთი მდებარე არაგვისპირი. აღნიშნულ სახლს ჰყავდა იპოთეკარი, რომელიც გ------ი ში---–---–მა გაისტუმრა მათი მიცემული თანხით და ამის შემდეგ ვალდებულება ჰქონდა მ-----ასთან. თუმცა ში---–---–მა ადამიანურად სთხოვა მას, რომ ვერ იხდიდა თანხას, ვერც ძირს და ვერც პროცენტებს, - ამის გამო იქნებ დავხმარებოდი სახლის გაყიდვაში, საიდანაც მას დაუბრუნებდა მათ კუთვნილ 12 000 აშშ დოლარს და დანარჩენს დაიტოვებდა პირადი საჭიროებისათვის. მან აღნიშნულზე მას უარი არ უთხრა ადამიანურად გაუგო და დაიწყო ში---–---–ების დახმარება, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ეხმარებოდა სახლის გაყიდვაში, მანამდე მათ გადმოუფორმეს სახლი მ-----ას., რათა ვალდებულება არ ჰქონოდა და მარტივად გაყიდულიყო. სანამ სახლს გაყიდიდა, ზუსტად მაშინ ესაუბრა ნ-------–--ეს ტელეფონზე. მან უთხრა, რომ მას უნდოდა არაგვისპირის სახლის ბანკის საშუალებით იპოთეკაში ჩადება, რომელშიც გადაუხდიდა 2- 000 აშშ დოლარს, ვინაიდან აღნიშნულ თანხაში ყიდიდა ში---–---–ების სახლს, ნ----მ უთხრა, რომ ში---–---–ები დაეტოვებინა გარეთ, იგი მისცემდა მის კუთვნილ 12 000 აშშ დოლარს და აღარ მოეკითხა ში---–---–ების ბედ-იღბალი. იგი ამაზე არ დათანხმდა, რაზედაც გაბრაზდა და დაუწყო ყვირილი. მერე უთხრა, რომ 10 000 აშშ დოლარს ხელზე მისცემდა და დანარჩენში მიწის ნაკვეთს გარანტად უდებდა ს------–---–----–-. იგი აღნიშნულზეც არ დათანხმდა მას, რადგან ბევრ ტყუილში დაიჭირა საუბრებისას. ამის შემდეგ ნ-------–--ე თავს არიდებდა მასთან საუბარს. რაც შეეხება მ-----ასგან ჩუმად გადაფორმებულ სახლს, აღნიშნულთან დაკავშირებით ნ-------–--ე არ ესაუბრებოდა მიუხედავად არაერთი მისი მცდელობისა და მხოლოდ მ-----ასგან იგებდა ამბებს, იმას, რომ დავა ჰქონდა ნ-------–--ესთან, რომელიც არ უბრუნებდა კუთვნილ სახლს, ასევე ბოლოს მ-----ასაც შეთავაზა ს------–---–----–- არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც მასაც სთავაზობდა არაგვისპირის სახლის სანაცვლოდ. იგი და მ-----ა მივიდნენ მის მიერ მითითებულ მისამართზე ს------–---–----–-, სადაც ცხოვრობს ხანში შესული ქალბატონი, რომლისთვისაც ასევე მოტყუებით წაურთმევია აღნიშნული სახლი და მიწის ნაკვეთი, მათ ამ ქალბატონისთვის არაფერი არ უთქვამთ ისე წამოვიდნენ უკან. ამის შემდეგ მ-----ამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს თაღლითი ნ-------–--ის მიერ თაღლითურად მისაკუთრებული სახლის უკან დაბრუნების მოთხოვნით. მა----------------–---–ს არ გაუყიდია რ------ების ყოფილი სახლიდან მისი კუთვნილი ქონება არავიზე და მათ შორის არც ნ-------–--ეზე. მან გაყიდა არაგვისპირში გ------ი ში---–---–ის კუთვნილი სახლი, საიდანაც აიღეს მათი კუთვნილი თანხები 10 000 აშშ დოლარი და 2000 აშშ დოლარი, დანარჩენი 16 000 აშშ დოლარი გადასცეს ში---–---–ებს და მათთან ეხლაც მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ნ-------–--ემ მა----------------–---–ის საქმეების მოგვარების სანაცვლოდ, კერძოდ რ------ების გამოსახლების პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ ორჯერ გამოართვა ფულადი თანხები, კერძოდ ერთხელ 600 აშშ დოლარი და 130 ლარი შემდეგ 600 აშშ დოლარი და 120 ლარი. მას პირადად ნ-------–--ესთან სხვა საუბარი არ ჰქონია. იგი კონტაქტზე არ გამოდიოდა. როდესაც ნ-------–--ეს სურდა არაგვისპირში ში---–---–ების კუთვნილი სახლის ხელში ჩაგდება, მან ეცადა ჭორაობით შუჭლის ჩამოგდება, როგორც მას და მ-----ეს შორის, ასევე ში---–---–ებთან ურთიერთობაში, მაგრამ მაშინ უკვე იცოდნენ მისი ქმედების თაობაზე და აღნიშნული არ გამოუვიდა წარმატებით.
ნ-------–--ის მიერ მა----------------–---–ის ქონების და თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი, ასევე დადასტურებულია დაზარალებულ მა----------------–---–ის, გ------ი კ--–----–---–ის, თ-------------–---–ის, ნ-----–------------ნის, ე-–-----------–ის და ვ-------–--ის ჩვენებებით, აგრეთვე სხვადასხვა სტრუქტურებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. ხსენებულ მოწმეთა მიერ მიცემული თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებებით დგინდება, რომ ნ---- და რ--------–--ეებმა ერთიანი განზრახვით, მოფიქრებულად ჩაიდინეს მა----------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონებისა და თანხის თაღლითურად დაუფლება. გარდა ამისა, მა----------------–---–მა სასამართლოს დამატებით განუმარტა, რომ ნ---- და რ--------–--ეები თავიანთი ადვოკატის საშუალებით მა----------------–---–ს ისევ თაღლითურ გარიგებას სთავაზობდნენ, საიდანაც თავადაც მიიღებდნენ მოგებას. კერძოდ, თუ მა----------------–---–ი იტყოდა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა ბრალდებულების მიმართ, რომ ერთი წლის შემდეგ გარეთ გავიდოდა ნ-------–--ე (სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმის საფუძველზე), რის შემდეგაც ნ---- და რ--------–--ეები ერთად გაასხვისებდნენ უძრავ ქონებას მდებარე ქ.თბილისი, დ--–------------------------ ამჟამად ი-----–------–---–ის მე-2 ჩიხი, ბინა N23, სადაც ცხოვრობენ რ------ების ოჯახი. აქედან მა----------------–---–ს მისცემდნენ 32 000 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენს გ-–--ეები დაიტოვებდნენ. ამაზე მა----------------–---–მა უარი შეუთვალა. როგორც ბრალდებულები ცდილობენ მოგება ენახათ ქონებიდან, რომელიც მათი არასოდეს ყოფილა კანონიერად. შემდეგ თავისმა ადვოკატმა ვ----–----------ემ დაურეკა და გადასცა ნ---- და რ--------–--ეების დანაბარები, რომ დაუბრუნდებოდა თავისი უძრავი ქონება, რომელიც წაართვეს თაღლითურად, მაგრამ ის თანხა, რაც ნ-------–--ემ აღნიშნული ბინის იპოთეკაში ჩადებით აიღო, მა----------------–---–ს უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონებას არ დაუბრუნებენ, რაზეც არ დათანხმდა მა----------------–---–ი.
დაზარალებულმა მ------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 20-7 წელს მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო საცხოვრებელი ბინის დასარაგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება. ბინის მდებარეობა იყო ქ.თბილისში, თ-----------------------------------------–ის 3------------------------. ამის გამო მან დახმარება სთხოვა ნაცნობს - ჯ-------–--–-–---–ს, რომელმაც დააკავშირა ნ-------–--ესთან. 20-7 წლის მარტში მასთან მივიდა ნ-------–--ე, რომელიც გაეცნო, როგორც ადვოკატი და შეპირდა სამკვიდრო ქონების იურიდიული საკითხების მოგვარებას 750 აშშ დოლარად. ნ-------–--ემ იგი დაარწმუნა, რომ ყველგან ჰყავდა ნაცნობები და გადაფორმების საკითხს მალე მოაგვარებდა. იგი ენდო ნ-------–--ეს და 20-7 წლის 4 მაისს მას გაუფორმა მინდობილობა, რათა გამოეთხოვა ყველა საჭირო დოკუმენტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. გაცნობიდან რამდენიმე დღეში ნ-------–--ემ მას გამოართვა 1000 ლარი. 20-7 წლის მაისში ნ-------–--ემ იგი მოატყუა, რომ მისი მეუღლის დაბადების მოწმობას ვერ პოულობდნენ და მის მოსაპოვებლად სჭირდებოდა 700 აშშ დოლარი. მან აღნიშნული თანხა ნ-------–--ეს ვერ მისცა, თუმცა მოგვიანებით ნ-------–--ემ თითქოსდა აღნიშნული საქმის მოსაგვარებლად კიდევ გამოართვა 1200 ლარი. ასევე, ნ-------–--ემ იგი დაარწმუნა, რომ დაეხმარებოდა დუშეთის რაიონში მამამთილის ბინის გააფორმებაში, რისთვისაც 20-7 წლის მაისში ნ-------–--ემ მას გამოართვა 750 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, ნ-------–--ემ არ მას არ გადაუფორმა მისი მეუღლის ბინის და არც მისი მამათილის ბინა და არც 2200 ლარი და 750 აშშ დოლარი დაუბრუნა. მას შემდეგ რაც იგი დარწმუნდა, რომ ნ-------–--ე ატყუებდა, 20-7 წლის 9 აგვისტოს მასთან დადებული მინდობილობა გააუქმა. საბოლოოდ, მას მიადგა 4021 ლარის ზიანი.
ნ-------–--ის მიერ მ------------–---–ის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი ასევე დადასტურებულია საჯარო რეესტრიდან მიღებული დოკუმენტაციით, ეროვნული ბანკის ვებგვერდის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული მასალებით.
დაზარალებულ დ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 20-6 წლის გაზაფხულზე მას იპოთეკარი აძლევდა 3000 აშშ დოლარს, რა დროსაც მას ნ-------–--ე გაეცნო, როგორც ადვოკატი და შესთავაზა, რომ 3000 აშშ დოლარად 3 წლის ვადით მიაგირავებდა ქ. თბილისში, ს------–---–----–-, კ---–----–------–--------------------------------- ეს პირობა მისთვის ხელსაყრელი იყო და დათანხმდა. ამ დროს ნ-------–--ემ მოიპოვა მისი ოჯახის ნდობა, რის გამოც მან და მისმა მეუღლემ - მზია ბალაბანიშვილმა ს------–---–----–- წ-------------–- ნ-------–--ეს, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის გარეშე გადასცეს 2500 აშშ დოლარი. ნ-------–--ემ მის ოჯახს მოატყუა, რომ აღნიშნულ ბინაში, რომელიც სინამდვილეში ეკუთვნოდა ზ----------–-–---–ის ოჯახს და რომელიც ასევე კანონსაწინააღმდეგოდ ჰქონდა გაფორმებული ნ-------–--ის მეუღლეს - რ--------–--ეს, უკანონოდ ცხოვრობდნენ სხვები და სასამართლოს წესით აპირებდა მათ გამოსახლებას. ნ-------–--ემ მათ არც თანხა დაუბრუნა და არც ბინა მიაგირავა. აღნიშნული ქმედებით მას მიადგა 2500 აშშ დოლარის ზიანი.
ნ-------–--ის მიერ დ--------------ის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი ასევე დადასტურებულია მზია ბალაბანიშვილის ჩვენებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაციით, ეროვნული ბანკის ვებგვერდის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული მასალებით.
დაზალებულ ზ----------–-–---–ის, დაზარალებულ ლ------------–-–---–ის, მოწმეების ი----------–-–---–ის, ე-–-------–---ს, კ--------–--–---–-ს, ვ-------–--ის, რ-----------------------–-----------------------–-----------–-----–----------–-–---–------ ე---------------------ვენებებით დადასტურდა, რომ ქ. თბილისში, ს------–---–----–- მცხოვრებმა რ----- და ნ-------–--ეებმა ისარგებლეს ზ----------–-–---–ის მდგომარეობით, კერძოდ იმით, რომ იგი იყო ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომხმარებელი, რომ 20-6 წლის 10 თებერვალს, ნ-------–--ემ და რ--------–--ემ ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მუხიანში მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს მე-2 სართულზე არსებულ სანოტარო ბიუროში მიიყვანეს ზ----------–-–---–ი და დაარწმუნეს, რომ მინდობილობა გაეცა რ--------–--ეზე. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე რ--------–--ემ გარიგება დადო საკუთარ თავთან და 20-6 წლის 31 მარტს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ზ----------–-–---–მა თითქოსდა რ--------–--ეს 1- 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ. თბილისში, ს------–---–----–-, გლდანელის ქუჩა, მ-------------–- არსებული საცხოვრებელი ბინა მთლიანი ფართობით 890 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N 72.1--2-.1--). აღნიშნული ბინა რეგისტრირებული იყო ზ----------–-–---–ზე, თუმცა ფაქტობრივი მფლობელი იყო ზ----------–-–---–ის დედა - ლ------------–-–---–ი, რომელიც ამავე სახლში ცხოვრობდა. სინამდვილეში რ--------–--ემ მოატყუა და აღნიშნული თანხა არ გადასცა ზ----------–-–---–ს. ორი კვირის შემდეგ, 20-6 წლის 13 აპრილს რ--------–--ემ იპოთეკის და სესხის ხელშეკრულება გააფორმა კერძო იპოთეკარებთან და იპოთეკაში 5000 აშშ დოლარად ჩადო ზ----------–-–---–ის სახლი. 20-7 წლის 23 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა გაფორმდა რ--------–--ის დედაზე - ვ-------–--ეზე და კვლავ იპოთეკით დაიტვირთა სს „საქართველოს ბანკის“ სესხის უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც ზ----------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახის ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ნ---- და რ--------–--ეების მიერ, მათთან მივიდა ვითარების გასარკვევად, ვინაიდან გაყიდვა და იპოთეკით დატვირთვა მოხდა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ნ----მ და რ--------–--ეებმა უთხრეს, რომ შეცდომას გაასწორებდნენ, მანამდე კი სთხოვეს, დასასვენებლად გაჰყოლოდა რაჭაში, რაზეც ზ----------–-–---–ი დათანხმდა და გაჰყვა ამბროლაურის რაიონის სოფელ იწაში. დაახლოებით ორი-სამი დღის შემდეგ მათ ზ----------–-–---–ი წაიყვანეს ხარაგაულის რაიონში მცხოვრებ ს------------ის ბინაში. მას შემდეგ, რაც ზ----------–-–---–ის დამ - ი----------–-–---–მა შეიტყო, რომ მისი ძმა იმყოფებოდა ს------------ის ბინაში, მისგან მალულად რ----- და ნ-------–--ეებმა ზ----------–-–---–ი წაიყვანეს თერჯოლაში, მიტოვებულ ბინაში, სადაც არ იყო ცხოვრების ელემენტარული პირობები. აუკრძალეს ტელეფონზე დარეკვა და ახლობლებთან ურთიერთობა იმ მიზეზით, თითქოს მისი ახლობლები და მეზობლები ემუქრებოდნენ მოკვლით. ახალი სიმბარათები მისცეს, ახლობლები რომ არ დაკავშირებოდნენ და უმოწმებდნენ შემავალ-გამავალ ზარებს. ამასთან ნ-------–--ე აშინებდა იმით, რომ თუ ჩუმად არ იქნებოდა, შესაძლოა პოლიციას დაეჭირა ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის. 20-7 წლის 10 თებერვალს ზ----------–-–---–ს ჩააკითხეს ნათესავებმა და დააბრუნეს სახლში. 20-6 წლის აპრილი-მაისიდან 20-7 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში ზ----------–-–---–ი, რ----- და ნ-------–--ეების მხრიდან განხორციელებული მუქარის და ფსიქიკური ზემოქმედების გამო იძულებული იყო ეცხოვრა რ----- და ნ-------–--ეების საცხოვრებელ სახლში, ქალაქ თ--------–-–--------------–-- მ------------–-- რის გამოც გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული ქმედებით ლ------------–-–---–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ხოლო ზ----------–-–---–ს მიადგა მორალური ზიანი.
ნ-------–--ის მიერ ლ------------–-–---–ის თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ზ----------–-–---–ზე იძულების ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია რ--------–--ის სახლის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით, ი----------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით და ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
მოწმეების ლ----------–-–---–ის და ჯ----–-----------–ის ჩვენებებიდან დადასტურდა ზ----------–-–---–ის ნათქვამი, რომ ნ-------–--ე მას ემუქრებოდა, თითქოს ახლობლებს და მის სოფლელებს არ უნდოდათ მისი სოფელში დაბრუნება და მოკვლით ემუქრებოდნენ. ლ----------–-–---–მა ნ-------–--ის შეთხზული ნახევრად დამწვარი ტექსტიც წაიკითხა, როცა ზ----------–-–---–ის წასაყვანად ჩავიდა თერჯოლაში. ზ----------–-–---–მა იმ ადამიანების არასრული ხელმოწერები, რომლებიც თითქოსდა მას ემუქრებოდნენ, გამოძიებას წარუდგინა. მოწმეებმა ე------------------მ და მ----------–-–---–მა დაადასტურეს, რომ ზ----------–-–---–ის მიერ წარდგენილ ფურცლებზე აღნიშნული ხელმოწერები მათია, ოღონდ მათ ხელი მოაწერეს ტექსტზე, სადაც ეწერა, რომ ლამარა და ზ----------–-–---–ების ოჯახი წლებია ცხოვრობს ს------–---–----–- იმ ბინაში, რომელიც თითქოსდა ზ----------–-–---–მა მიჰყიდა რ--------–--ეს და რომელსაც ნ---- და რ--------–--ეების ოჯახი თაღლითურად დაეუფლა.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ი------------–---–ისა და მოწმე გ--–--------------–ის ჩვენებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაზარალებულ ი------------–---–ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც მხარეთა შორის არასადაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული), გ------ი თათარაშვილის, ედიშერ მარგალიტაძის, გ---------------–---–ის ჩვენებებით, სსიპ მომსახურების სააგენტოდან 20-8 წლის 3 დეკემბრის წერილით, ეროვნული ბანკის ვებგვერდისა და შსს საინფორმაციო ცენტრის დათვალიერების ოქმებით და ამობეჭდილი ინფორმაციით, ავტომანქანის ამოღების ოქმით, 20-8 წლის 18 დეკემბრის წერილით შპს ,,მისო კრედიტი“-დან დადასტურდა, რომ 20-7 წლის 23 თებერვალს ქ-------–--–-----------–---–-----------------–- არსებულ გ--–---------–--ის სანოტარო ბიუროში ი------------–---–სა და გ---------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ი------------–---–ის ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ, რის მიხედვითაც ი------------–---–მა, თავისი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანა 1700 აშშ დოლარად მიყიდა გ---------------–---–ს, რომელსაც თანხა უნდა დაეფარა 20-8 წლის 23 იანვრის ჩათვლით. ვინაიდან გ---------------–---–ი პირობას ვერ ასრულებდა და დაპირებულ თანხას ვერ უხდიდა ი------------–---–ს, ი------------–---–ი კი ვერ ეკონტაქტებოდა და ავტომანქანასაც ვეღარ პოულობდა, პრობლემის მოგვარება მიანდო ნაცნობს - ნ-------–--ეს. იგი ი------------–---–ს შეპირდა, რომ დაეხმარებოდა თითქოსდა ავტოავარიაში დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებასა და გ---------------–---–ის მიერ ყოველთვიურად ჩასარიცხი თანხის მობილიზებას. ამისთვის კი სთხოვა, მინდობილობა გაეკეთებინა მის სახელზე. მეტი დამაჯერებლობისთვის ი------------–---–ს ანგარიშიც კი გაახსნევინა სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში. 20-7 წლის 23 მარტს ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მუხიანისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მე-2 სართულზე არსებულ ე-–-----------–ის სანოტარო ბიუროში ი------------–---–ის მიერ ნ-------–--ეზე გაიცა მინდობილობა მისი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანის მართვისა და განკარგვის თაობაზე. ნ-------–--ემ მოატყუა ი------------–---–ს, არ შეასრულა დანაპირები და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე 20-7 წლის 2 მაისს ისე რომ ავტომანქანის მესაკუთრემ არაფერი იცოდა ამის შესახებ, ი------------–---–ის ავტომანქანა ჯერ თავის სახელზე დაირეგისტრირა - ხელშეკრულება გააფორმა თავის თავთან, ხოლო 20-7 წლის 3 აგვისტოს, რ--------–--ესთან ერთობლივი შეთანხმებით და განზრახვით ავტომანქანა გადააფორმა მის სახელზე და დღესაც მის სახელზეა დარეგისტრირებული. ნ-------–--ე და რ--------–--ე დაეუფლნენ ი------------–---–ის ავტომანქანას, რითაც მას მიაყენეს 41-9,87 ლარის (1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი) მნიშნელოვანი ზიანი.
ბრალდებულებმა ნ-------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
ბრალდებულმა რ--------–--ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
გამომძიებლებმა ქ-----------------ემ, ნ-----–--–---–---–მა და დ--------------ემ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ მტკიცებულებები საკმარისობის და საქმესთან შემხებლობის კუთხით აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მათთვის ბრალადშერაცხული დანაშაული.
საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ ნ---- და რ--------–--ეებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან თანმხვედრი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოკვეთილი მოვლენების თანმიმდევრულობა, მათი ერთიანობაში შეფასებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად ადასტურებს ფაქტს, რომ ნ---- და რ--------–--ეებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ქონების მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ის პირი, რომელიც ამ ქმედებას სჩადის. ამ პირს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.
დანაშაულებრივი განზრახვის წარმატებით განსახორციელებლად ნ-------–--ე დაზარალებულებთან შედიოდა ნდობაში და პირდებოდა გარკვეულ დახმარებას, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა მათ ქონებას. ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილ ქმედებას უტყუარად ადასტურებს ასევე ურთიერთშეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ცალსახად დასტურდება მათ მიერ ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, ამიტომ თაღლითობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეცდომაში შეიყვანეს დაზარალებულები და მოტყუებით დაეუფლნენ მათ ქონებას.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამაფუძნებელი ნიშანია ის, რომ დამნაშავე დაზარალებულს ქონებრივ ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გამოყენების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას.
თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებები მკაფიოდ მიუთითებს, რომ ნ---- და რ--------–--ეები დაზარალებულებს აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციებს, რითაც შეცდომაში შეყავდათ ისინი. დაზარალებულებს ეჭვი არ შეპარვიათ ბრალდებულთა სანდოობაში, რის გამოც ისინი გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი.
რაც შეეხება იძულებას, საქართველოს სსკ 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დაცვის ობიექტია ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მასალით დადასტურდა, რომ რ----- და ნ-------–--ეებმა ზ----------–-–---–ი წაიყვანეს თერჯოლაში, მიტოვებულ ბინაში, სადაც არ იყო ცხოვრების ელემენტარული პირობები. აუკრძალეს ტელეფონზე დარეკვა და ახლობლებთან ურთიერთობა იმ მიზეზით, თითქოს მისი ახლობლები და მეზობლები ემუქრებოდნენ მოკვლით. ახალი სიმბარათები მისცეს, ახლობლები რომ არ დაკავშირებოდნენ და უმოწმებდნენ შემავალ-გამავალ ზარებს. ამასთან, ნ-------–--ე აშინებდა იმით, რომ თუ ჩუმად არ იქნებოდა, შესაძლოა პოლიციას დაეჭირა ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის. 20-7 წლის 10 თებერვალს ზ----------–-–---–ს ჩააკითხეს ნათესავებმა და დააბრუნეს სახლში. 20-6 წლის აპრილი-მაისიდან 20-7 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში ზ----------–-–---–ი, რ----- და ნ-------–--ეების მხრიდან განხორციელებული მუქარის და ფსიქიკური ზემოქმედების გამო იძულებული იყო ეცხოვრა რ----- და ნ-------–--ეების საცხოვრებელ სახლში, ქალაქ თ--------–-–--------------–-- მ------------–-- რის გამოც გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული ქმედებით ზ----------–-–---–ს მიადგა მორალური ზიანი.
დასკვნითი სიტყვისა და საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას დაცვის მხარემ ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია ბრალდებულთა ბრალეულობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულთა უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალა შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ნ---- რა რ--------–--ეების მსჯავრდებისათვის.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებულებები არის სანდო, სარწმუნო და უტყუარი და ნ---- და რ--------–--ეები ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ბრალად შერაცხულ ქმედებებში.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს (მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი იქნა ანგარებით), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ბრალდებულთა მიერ ქმედებები ჩადენილი იქნა პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ნებელობა ყველაზე მაღალია. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც პირს ამოძრავებს დანაშაულის ჩადენის პირდაპირი განზრახვა და მას სრულად აქვს გაცნობიერებული მისი უარყოფითი შედეგები. ასევე სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ ნ-------–--ეს ჩადენილ ქმედებებში წამყვანი როლი ეჭირა, ხოლო რ--------–--ეს შედარებით მეორეხარისხოვანი), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულთა სიმრავლეს), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ქმედებები ჩადენილი იქნა ჯგუფურად, თაღლითობა ასევე ჩადენილი იქნა იძულების გამოყენებით), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, რაც ბრალდებულ რ--------–--ისთის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, ხოლო ნ-------–--ისთვის - არა, ვინაიდან რ--------–--ის დედის განმარტებით, მან ბრალდებულთა ბავშვი აღსაზრდელად წაიყვანა, რადგან ნ-------–--ე ბავშვს არასათანადოდ ეპყრობოდა), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (ნ---- და რ--------–--ეები თავიანთი ადვოკატის საშუალებით მა----------------–---–ს ისევ თაღლითურ გარიგებას სთავაზობდნენ, საიდანაც თავადაც მიიღებდნენ მოგებას; რ--------–--ემ მზადყოფნა გამოხატა დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე).
სასამართლოს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია მათთვის საბოლოო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (აკ------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს, - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ--------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს, - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს, - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს, - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს, - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მა----------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს, - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
ნ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს, - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (აკ------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ ნ-------–--ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ-------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 20-8 წლის 13 დეკემბრიდან.
რ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს, ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
რ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს, - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
რ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მა----------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს, ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
რ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს, ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ რ--------–--ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
რ--------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 20-8 წლის 13 დეკემბრიდან 20-8 წლის 27 დეკემბრამდე; რ--------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 20-9 წლის 3 სექტემბრიდან და დაკავებული იქნეს სხდომის დარბაზში.
ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ვ-------–--ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, ი-----–------–---–ის ქუჩა №23-ში (საერთო ფართი 69,07 კვ.მ), საკადასტრო კოდით: 0-.1-.1-.0-0.0--.0-.002; ვ-------–--ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, ი-----–------–---–ის ქუჩა №23-ში (საერთო ფართი 7,95 კვ.მ), საკადასტრო კოდით: 0-.1-.1-.0-0.0--.0-.006 და რ--------–--ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, ს------–---–----–-, ფიროსმანის ქუჩის მე-2 შესახვევის №5ბ, საკადასტრო კოდით: 72.1--2-.70- (საერთო ფართობით 90 კვ.მ).
ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, ნიკოლოზ გ-–--ის (პ/№ 0-957000763) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომლის საერთო ფართიც არის 11-8.00 მ2 - მდებარე ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქუჩა, ჩიხი 2, №5 (საკადასტრო კოდით №33.09.39.198), იმ ნაწილს, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ექვივალენტურია.
ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ვ-------–--ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისში, ს------–---–----–-, კულა გლდანელის ქუჩის მე-2 ჩიხი №1, საკადასტრო კოდით: 72.1--2-.806 (საერთო ფართობი 590 კვ.მ); ასევე ვ-------–--ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისში, ს------–---–----–-, კულა გლდანელის ქუჩის მე-2 ჩიხი №1, საკადასტრო კოდით: 72.1--2-.807 (საერთო ფართობი 300 კვ.მ)
ნივთიერი მტკიცებულებები:
კომპაქტ-დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი