განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002632038
საქმე №1/ბ-892-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ა----–----–---–ის,ადვოკატ - ი---------------ს,მსჯავრდებულ - ს-------------ის მონაწილეობით,ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ს-------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გ------------–----–----------------–----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
ს-------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2----–-–------------------------------–----ე დროის პერიოდში, ქ-------–--–----------–---------–-------–----–---–---------ში მდებარე ნ----------–---ს კუთვნილი სახლიდან ს-------------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ----------–---ს მიადგა 25 340 (ოცდახუთიათას სამასორმოცი) ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით:
ს-------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ს-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ჩათვლილი აქვს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი; საბოლოოდ, ს-------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ს-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 12 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით სასჯელის მოხდილი ნაწილი - 2018 წლის 11 მარტიდან, 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
ს-------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო დგენილად არ სცნო ს-------------ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა დიდი ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----–----–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, ს-------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
აპელანტი განმარტავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, რომელმაც დეტალურად მიუთითა დაკარგული ნივთების სახეობაზე, თვისობრიობასა და ფასზე; ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ბოლო პერიოდში გაარემონტეს სახლი, მისთვის კარგად იყო საბაზრო ფასები ცნობილი, ხოლო სხვადასხვა ტექნიკასა თუ მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მისი მეუღლე არის ხელოსანი და შესაბამისად მისგან იცის დაკარგული ნივთების ღირებულება. ამასთან, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ისე ფოტოებზე აშკარად ჩანდა, რომ ქურდს არანაირი კვალი არ დაუტოვებია, შესაბამისად, ივარაუდა დაზარალებულმა, რომ ეს იყო ერთი ადამიანის ნამოქმედარი და არა სხვადასხვის. აივანზე აშკარად ჩანდა თრევის კვალი, რაც ასევე საფუძველი იყო ვარაუდისათვის, რომ სწორედ ერთმა ადამიანმა ათრია ბინიდან ნივთები. დაზარალებულმა მონაწილეობა მიიღო ამოღებული ნივთების გახსნა-დათვალიერებაშიც, რა დროსაც დააფიქსირა, რომ ეს ნივთები ნამდვილად ეკუთვნოდა მას. რაც შეეხება თავად ბრალდებულის განმარტებებს, რომელიც არ უარყოფს ნ----------–---ს სახლში ყოფნისა და იქიდან ნივთების დაუფლების ფაქტს, მხოლოდ მისი პოზიციაც რომ გავიზიაროთ, პროკურორის განმარტებით, მისგან ამოღებული ნივთების საბაზრო ღირებულება საბოლოო ჯამში იძლევა სწორედაც დიდი ოდენობის ზიანის შერაცხვის საფუძველს. პროკურორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზე დაკარგული ნივთების კონკრეტული დასახელება მიუთითა მანამ, ვიდრე ს-------------ისაგან მოხდება ნივთების ამოღება. შესაბამისად, თუ დაზარალებულის ჩვენებას სრულად დაემთხვა ამოღებული ნივთები და თუკი სასამართლო აღნიშნულ ნაწილში იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას, გაურკვეველია, რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ნ----------–---ს ჩვენება ნივთების ღირებულების ნაწილში. პროკურორი მიიჩნევს, რომ ნ----------–---ს ბინის გაქურვის ფაქტი განხორციელებულია ს-------------ის მიერ და მის მიერ ფარულად დაუფლებული იქნა დიდ ოდენობის ღირებულების ნივთები. შესაბამისად იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს დიდი ოდენობით კვალიფიკაციითაც. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი, კერძოდ თავისუფლების აღკვეთა სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ა----–----–---–მა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ს-------------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---------------მ მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც მასში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცებულების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; მსჯავრდებულ ს-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და იურიდიული კვალიფიკაციაც სწორად არის დადგენილი, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ----------–---მ განაცხადა, რომ საკუთრებაში აქვს ქ-------–--–----------–---------–-------–----–---–---------ში მდებარე სახლი, რომელიც არის დაკეტილი და პერიოდულად მიდიანხოლმე. 2018 წლის 4 თებერვალს მშობლებთან ერთად მივიდა ზემოხსენებულ სახლში, სადაც კარის გასაღებით გაღების შემდეგ ნახა, რომ ოთახებში ყველა საგანი და ნივთი არეულ მდგომარეობაში იყო, კედლებიდან მოხსნილი იყო რადიატორები და საშრობები - ღირებული 2000 ლარად, ცენტრალური გამათბობლის „არისტონის“ ფირმის ქვაბი - ღირებული 4000 ლარად, ასევე წაღებული იყო საბნის შალითაში შენახული ბავშვის სათამაშოები - ღირებული 700 ლარად, საპირფარეშოს შესასვლელი კარი მოხსნილ მდგომარეობაში იყო, ხოლო საპირფარეშოდან მოხსნილი და წაღებული იყო უნიტაზი, პირსაბანი, გამათბობელი საშრობი. ნ----------–---ს განმარტებით, ანალოგიური სიტუაცია იყო მანსარდულ სართულზე, საიდანაც მოხსნილი იყო აბაზანის კარი, რადიატორები, უნიტაზი, პირსაბანი, საშრობი გამათბობელი, ონკანი და დუში. გარდა ამისა, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ სახლიდან მოპარული იყო საწოლის გადასაფარებლები, თეთრეული, ფარდები, ყავის ჭიქები, დანები და ჩანგლები. სახლის პირველი სართულიდან მოპარული იყო სხვადასხვა სახის სარემონტო მასალები, მუხლები, ე.წ. „სვარკის“ აპარატი იყო დაშლილ მდგომარეობაში და ამოღებული იყო სპილენძის მასალა; ასევე, მოპარული იყო სამუშაო ხელთათმანები, ფუნჯები, საღებავები, ქანჩების ნაკრები, გაზის ბალონი, გაზის კამფორა, ასფალტის საჭრელი დანადგარი, არაყი და ღვინო, არყის სახდელი ქვაბი და ორი ცალი ჭაღი. მეუღლის გადმოცემით იცის, რომ ქანჩების კრებული 250 ლარი ღირდა, არყის სახდელი ქვაბი დაახლოებით 800 ლარი, ასფალტის საჭრელი დანადგარი კი 5000 ლარი. გამოძიების ეტაპზე ასახულ ჩამონათვალში მას გამორჩა მოპარული სხვა ნივთები, რომელთა დაკარგვაც შემდგომში პერიოდულად აღმოაჩნია. ნ----------–---ს განმარტებით, როგორც დაიანგარიშეს, მიადგა 25 340 ლარის მატერიალური ზიანი, თუმცა სახლი რომ პირვენდელ მდგომარეობაში აღდგეს, ამისათვის გაცილებით მეტი თანხებია საჭირო. დაზარალებულმა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მისი მონაწილეობის ფაქტი, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერებაში, რა დროსაც ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები. როგორც აღნიშნა, იგი ბოლოს, 4 თებერვლამდე დაახლოებით 10 დღით ადრე იყო მისული სახლში.
ბრალდებულმა ს-------------ემ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მან ჩაიდინა სოფელ დ------–-------–----–---–---------ში მდებარე ნ----------–---ს სახლის ქურდობა, თუმცა რა ნივთებიც მოიპარა, ყველა ნივთი ამოღებულ იქნა გამოძიების პროცესში. სხვა ნივთები, რასაც ბრალდება ედავება, მას არ მოუპარავს. ს-------------ის განმარტებით, მის მიერ მოპარული ნივთების ღირებულება დაზარალებულის მიერ არის გაზვიადებული, რადგან ნივთები იყო ძველი და დაზიანებული. ამასთან, არცერთი ნივთის ღირებულების დამდასტურებელი საბუთი დაზარალებულს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მსჯავრდებულის ბინიდან ამოღებულ ჭურჭელს, როგორც ს-------------ემ აღნიშნა, იგი არის მისი ოჯახის კუთვნილება და არ არის ნ----------–---ს ბინიდან წამოღებული. ამდენად, ს-------------ე თავს დამნაშავედ არ ცნობს მის მიერ ჩადენილი ქმედებით დაზარალებულისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა გრიგოლ თურმანიძემ და ზაქარია სვარიძემ, ასევე ექსპერტებმა ლ--------–-–---–----------–-–----–-–---–-----–--------–---------------------------------მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
2018 წლის 04 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ-------–--–----------–---------–-------–----–---–------------ში და წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ასევე გააჩნია მანსარდული დაშენება. დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა დაზარალებული ნ----------–---, რომელმაც სახლის სამივე სართულზე დეტალურად მიუთითა სად იყო განლაგებული ის ნივთები, რომლებიც არის სახლიდან წაღებული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა 3 (სამი) ცალი სუნის კვალი და 2 (ორი) ცალი კარის საკეტის გულა.
2018 წლის 21 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ს-------------ის კუთვნილი სათავსოდან, მდებარე ქ-------–--–---------------------------------------------------–--------------–--–----------–----------–-------–----–---–------------ში მდებარე სახლიდან ს-------------ის მიერ მოპარული ნივთები. კერძოდ: 1 (ერთი) ცალი მართკუთხა ფორმის ცენტრალური გათბობის ქვაბი, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება წარწერა „ARISTON“; 1 (ერთი) ცალი ცენტრალური ქვაბის ტრუბა; 2 (ორი) ცალი ცენტრალური გათბობის საშრობი; 12 (თორმეტი) ცალი გამათბობელი რადიატორი; 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის უნიტაზი, თავისი სახურავით; 2 (ორი) ცალი ჭაღი; თეთრი ფერის მეტალოპლასტმასის კარი; 2 (ორი) ცალი შავი ფერის პლასტმასის ე.წ. „მუხლები“; ერთი ცალი მეტალის ხელსაწყო, თავისი ორი ცალი ბრტყელი და ერთი ცალი წაწვეტებული პირით; ერთი ცალი მეტალის ნივთი; დიდი ზომის შავი ფერის ხელჩანთა, მასში მოთავსებული სხვადასხვა ზომის და ფორმის თეფშებით, დანა-ჩანგლით, კოვზები, ყავის, ღვინის და წვენის ჭიქებით.
2018 წლის 24 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულ ნ----------–---ს მონაწილეობით განხორციელდა ს-------------ისგან ამოღებული ცენტრალური გათბობის ქვაბის, ქვაბის მილის, ცენტრალური გათბობის რადიატორების და საშრობების გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ----------–---მ დათვალიერებისას განმარტა, რომ ნივთები (ცენტრალური გათბობის ქვაბი, ქვაბის მილი, ცენტრალური გათბობის რადიატორები (12 ცალი) და საშრობები (2 ცალი) ეკუთვნის პირადად მას და სწორედ ის ნივთებია, რომლებიც ქ-------–------------–-----------------–----–---–------------ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარა დამნაშავემ.
2018 წლის 24 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულ ნ----------–---ს მონაწილეობით განხორციელდა ს-------------ისგან ამოღებული ორი ცალი ჭაღის გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ----------–---მ დათვალიერებისას განმარტა, რომ ორივე ჭაღი ეკუთვნის მას და მოპარულია მისი საცხოვრებელი სახლიდან.
2018 წლის 24 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულ ნ----------–---ს მონაწილეობით განხორციელდა ს-------------ისგან ამოღებული ერთი ცალი უნიტაზის გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ----------–---მ დათვალიერებისას განმარტა, რომ უნიტაზი ეკუთვნის მას და ის მოპარულია მისი საცხოვრებელი სახლიდან.
2018 წლის 24 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულ ნ----------–---ს მონაწილეობით განხორციელდა ს-------------ისგან ამოღებული ერთი ცალი მეტალოპლასტმასის კარის გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ----------–---მ დათვალიერებისას განმარტა, რომ მეტალოპლასტმასის კარი ეკუთვნის მას და ის მოპარულია მისი საცხოვრებელი სახლიდან.
2018 წლის 24 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულ ნ----------–---ს მონაწილეობით განხორციელდა ს-------------ისგან ამოღებული ხელსაწყოს და სხვადასხვა დასახელების ნივთების გახსნა-დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ----------–---მ დათვალიერებისას განმარტა, რომ საშუალო ზომის მეტალის ხელსაწყო, ასევე ხელსაწყოს სამი ცალი ლითონის პირი, ორი ცალი შავი ფერის პლასტმასის ე.წ. „მუხლი“ და ერთი ცალი მოვერცხლისფრო ფერის მეტალის ნივთი წარწერით „A-GAS“ ეკუთვნის მას, რომლებიც დამნაშავემ მოიპარა მისი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 4 თებერვალს, ქ-------–--–----------–---------–-------–----–---–------------ში მდებარე ნ----------–---ს საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: სახლის პირველ სართულზე გამათბობელის საკიდის წინ ბეტონის იატაკის ზედაპირიდან, მეორე სართულზე მისაღებ ოთახში რადიატორის ძირს პარკეტის იატაკის ზედაპირიდან და სახლის მანსარდში რადიატორის ძირს მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია მოწმე სერგო ზაურის ძე კოპაძისაგან (დაბადებული 29.03.1990 წელს პ/ნ5----------) აღებული სუნის კვალის ნიმუშის. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------------------მ.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1-----რ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ორივე საკეტის როგორც კორპუსზე ასევე მათ მექანიზმში რაიმე სახის დაზიანება, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე წარდგენილი ორივე საკეტი გახსნილია თავისი ან ანალოგიურად დამზადებული გასაღებით. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----–----–-----მ.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ ს-------------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების ნაწილში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ს-------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც მსჯავრდებულს გაუხდია სადავოდ.
რაც შეეხება ს-------------ის მიმართ წარდეგნილ ბრალდებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემთხვევაში, დიდი ოდენობის განმარტებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ამ კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ დაზარალებულმა დაკითხვისას სრულყოფილად აღწერა იმ ნივთების ჩამონათვალი, რაც დანაშაულებრივი ქმედების შედეგად იქნა დაუფლებული მისი ბინიდან და ასევე მისთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობა. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას მათ მიერ წარმოდეგნილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოსურათები, ს-------------ისაგან ნივთების ამოღებისა და მათი დათვალიერების ოქმები, რომელთა ერთობლიობაც უტყუარად ადასტურებენ, რომ ს-------------ის მიერ ჩადენილი ქმედებით დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. ამასთან, ბრალდების მხარეს გაურკვევლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაზარალებულის ჩვენების გაზიარება მხოლოდ ჩადენილი ქმედების ნაწილში და სვავს კითხვას, თუ რატომ არ იქნა მისი ჩვენება გაზიარებული მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილში.
პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ სრულად იზიარებს დაზარალებულ ნ----------–---ს ჩვენებას, როგორც სარწმუნოს და დამაჯერებელს. დაზარალებულმა ლოგიკურად და სრულყოფილად გადმოსცა ის მდგომარეობა, რაც დახვდა 2018 წლის 4 თებერვალს შემთხვევის ადგილზე და ასევე დეტალურად ისაუბრა მისთვის მოპარული ნივთების ჩამონათვალზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის უალტერნატივო მოთხოვნის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, ს-------------ის მიერ ნ----------–---ს ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელის ჩვენება საქმეზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალირების ოქმთან, ს-------------ის სათავსოდან ნივთების ამოღებისა და აღნიშნული ნივთების გახსნისა და დათვალიერების ოქმებთან, ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებთან კავშირში, ქმნის შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ 2018 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროის პერიოდში, ქ-------–--–----------–---------–-------–----–---–---------ში მდებარე ნ----------–---ს კუთვნილ სახლში უნებართვოდ შეაღწია ს-------------ემ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს. თუმცა, ზიანის ოდენობის შეფასების კუთხით საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. სხვა არცერთი მტკიცებულებიდან არ დგინდება ნ----------–---ს ნამდვილად ჰქონდა თუ არა სახლში ის ნივთები, რომლებიც მისი მითითებით დაკარგულია დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და რომლებიც ვერ იქნა მოძიებული და ამოღებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში. ამიტომ, ბრალდების მხარის შეფასება, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ს-------------ის ბრალეულობას წარდგენილი კვალიფიკაციით, არ გამომდინარეობს თავად ამ მტკიცებულებებათა შინაარსიდან.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ თითქოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დიდი ოდენობის შემადგენლობას ქმნის მხოლოდ ის ნივთებიც, რაც ამოღებული იქნა ს-------------ის სახლიდან და რომლებიც ამოიცნო დაზარალებულმა ნ----------–---მ, როგორც მისი კუთვნილი ნივთები. სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც არსებობს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც განმარტავს თუ რა ღირებულების იყო ს-------------ისაგან ამოღებული ნივთები და ისიც მხოლოდ ნივთების ნაწილთან დაკავშირებით აფიქსირებს მათ ფასს. კერძოდ მიუთითა, რომ ერთი ცალი ცენტრალური გათბობის ქვაბი იყო დაახლოებით 4 000 ლარად ღირებული, ორი ცალი ცენტრალური გათბობის საშრობი და თორმეტი ცალი გამათბობელი რადიატორი იყო დაახლოებით 2 000 ლარად ღირებული, ხოლო ორი ცალი ჭაღი - ღირებული 1000 ლარად. რაც შეეხება ს-------------ის სათავსოდან ამოღებულ სხვა ნივთებს, რომლებიც დაზარალებულმა ამოიცნო, მათი ღირებულება პალატისათვის უცნობია. საგამოძიებო ორგანოს მიერ არც იმ ნივთებზე ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა, რომელთა ღირებულებაც თავად შეაფასა დაზარალებულმა და მით უფრო, არც იმათზე, რომლების ღირებულების თაობაზეც არანაირი ინფორმაცია არ იყო წარმოდგენილი საქმის მასალებში. ასევე, დაზარალებულს არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი ან სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი ჩვენების სისწორეს, რომ მას ს-------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულ ნივთებში გადახდილი აქვს სწორედ ის თანხა, რასაც თავად უთითებს. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სახეზე არ არის სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უპირობოდ გაზიარება ვერ მოხდება.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დიდი ოდენობით ზიანთან დაკავშირებით სახეზეა მხოლოდ ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად საჭირო იყო დამატებით აშკარა და უტყუარ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამ ფონზე კი ს-------------ის განმარტება, რომ მან მოიპარა მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც ამოღებული იქნა მისი სათავსოდან, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასაბუთებულად ვერ იქნა უარყოფილი. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად ვერ ჩაითვლება ქურდობის დიდი ოდენობით ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ბრალდების მხარე ასევე აპელირებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დამნაშავის არანაირი კვალი არ იყო დატოვებული, აივანზე კი აშკარად ჩანდა თრევის კვალი, რაც საფუძველია ვარაუდისა, რომ სწორედ ერთი ადამიანი დაეუფლა ნივთებს და მან ათრია ბინიდან ისინი. გარდა ამისა, პროკურორი აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია, მცირე დროის მონაკვეთში, სხვადასხვა პირებმა ერთნაირად გაქურდონ ერთიდაიგივე ბინა, იმუშავონ ხელთათმანებით, არ დააზიანონ საკეტი და არცერთმა არ დატოვოს კვალი. პალატის შეფასებით, აღნიშნული მსჯელობა წარმოადგენს მხოლოდ ერთი მხარის ვარაუდებს და ვერ მიიჩნევა გამამატყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძვლად. საქმის მასალებში არ მოიპოვება დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიიჩნიო, რომ იმ პერიოდში ნ----------–---ს საცხოვრებელ სახლში არ იმყოფებოდა სხვა პირი, გარდა ს-------------ისა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბინაში რამდენიმე დღის და მით უფრო, ერთი კვირის წინ მყოფი პირის სუნის კვალი შესაძლოა არ აღმოჩენილიყო; არც ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილა ისეთი გარემოება, რომ სახლში მხოლოდ ს-------------ის სუნის კვალი აღმოჩნდა და შეუძლებელია იქ სხვა ვინმეც ყოფილიყო. ამდენად, ვინაიდან იკვეთება არაერთი საეჭვო გარემოება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ს-------------ის მიერ ქურდობის დიდი ოდენობით ჩადენის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს ამ ნაწილში. პირიქით, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა გონივრული ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს პალატა მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ს-------------ის ბრალდეულობას მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვლისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სხვაგვარი დასკვების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია გაზიარებული არ უნდა იქნეს.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ს-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ს-------------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), ჩადენილი დანაშაულის მომეტებული საფრთხის შემცველი ხასიათისა და სპეციფიკის, ჩადენის ხერხის, მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე ს-------------ის ინდივიდუალური მახასიათებლების და ოჯახური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, დანიშნა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნების პროპორციული და ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი ს-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი.
ს-------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ს-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ჩათვლილი აქვს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქოს მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი;
საბოლოოდ, ს-------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ს-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 12 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით სასჯელის მოხდილი ნაწილი - 2018 წლის 11 მარტიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ს-------------ის კუთვნილი სათავსოდან ამოღებული „არისტონის“ ფირმის ცენტრალური გათბობის ქვაბი, ცენტრალური გათბობის რადიატორები 12 (თორმეტი) ცალი, საშრობები 2 მეტალოპლასტმასის კარი, 2 (ორი) ცალი ჭაღი, 2 (ორი) ცალი შავი ფერის პლასტმასის ე.წ. „მუხლი“, 1 (ერთი) ცალი მეტალის ხელსაწყო, თავისივე პირები და 1 (ერთი) ცალი მეტალის ნივთი, რომლებიც ინახება დაზარალებულ ნ----------–---სთან - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ----------–---ს.
- 1 (ერთი) ცალი შავი ფერის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ჭურჭლით, კარის საკეტის 2 (ორი) ცალი გულა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები 3 (სამი) ქილად, ს-------------ის სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე