განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
330100119002901489
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1144-19

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 თებერვალი 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,ნინო ბახტაძის მდივნობით,ბრალმდებელ მ--------–-----ის,ადვოკატ მ-------------ის,ბრალდებულ ლ--------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ--------------ის (პ-------------), დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, არასრული საშუალო განათლებით, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თ---–----------------------- - მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ლ--------------ეს ბრალად ედება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 29 დეკემბერს ლ--------------ის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - თა-----------–----ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით კომუნიკაცია. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, ლ--------------ე მივიდა ყოფილი მეუღლის თა-----------–----ის სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის მე-3 და მე-4 მიკროებს შორის, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ს--------------------------–-- და მოითხოვდა თა-----------–----ე გამოსულიყო გარეთ, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ--------------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ლ--------------ეს ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, ლ--------------ე მივიდა ყოფილი მეუღლის თა-----------–----ის სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის მე-3 და მე-4 მიკროებს შორის, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ს--------------------------–-- და მოითხოვდა თა-----------–----ე შეხვედროდა მას. ვინაიდან მისი მოთხოვნა არ შესრულდა, ქვის სროლით ჩაამსხვრია, განზრახ დააზიანა შ----------------- კუთვნილი ვიტრინის შუშა - ღირებული 211,20 ლარად და ასევე განზრახ დააზიანა შლაგბაუმის ისარი - ღირებული 350 ლარად. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულ იურიდიულ პირს, შპს ,,არბო 2009“, ბრენდი ,,მადარტს“, მიადგა 561,20 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ--------------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ ლ--------------ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ:

დაზარალებულმა თა-----------–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ლ--------------ე მისი ყოფილი მეუღლეა. ლევანი მას და მის შვილებს სისტემატურად აწიოკებდა, ღამით მიდიოდა მასთან სახლში და ეჩხუბებოდა, სახლს ულეწავდა, სცემდა და ღამეებს ათენებინებდა. ამის გამო 2018 წლის 29 დეკემბერს ლ--------------ის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აეკრძალა მასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2019 წლის 13 იანვარს ქ. თბილისი, გლდანის მე-3 და მე-4 მიკროებს შორის, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ს--------------------------–-- იგი მუშაობდა დღის სმენაში. როდესაც სახლში დაბრუნდა, სახლის წინ დაინახა ლ--------------ე, რომელიც იყო მთვრალ მდგომარეობაში და იგინებოდა. მას არ სურდა ლევანს სცოდნოდა, რომ იგი სახლში იყო, ამიტომ როდესაც სახლში ავიდა, შუქები არ აუნთია. ლ--------------ემ იფიქრა, რომ იგი არ იმყოფებოდა სახლში და სამსახურში იყო, ამიტომ იქიდან წავიდა. მისი წასვლიდან დაახლოებით ოც წუთში მას სამსახურიდან დაურეკა თანამშრომელმა და უთხრა, რომ ლ--------------ე იყო მისული, რომელმაც ვიტრინა ჩაამტვრია და შემდეგ პოლიციამ დააკავა იგი. მეორე დილას იგი მივიდა სამსახურში, სადაც ნახა ჩამტვრეული მინები.

დაზარალებულ შ-------------------- წარმომადგენელმა ბ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შ-------------------- ფინანსური დირექტორი. 2019 წლის 13 იანვარს, ღამის საათებში დაურეკეს მას და უთხრეს, მისულიყო ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ს--------------------------–--. იგი მივიდა მითითებულ ადგილზე, სადაც საკონდიტროს მინა ჩამტვრეული დახვდა, ხოლო იქვე მყოფი ლ--------------ე იგინებოდა. ლ--------------ე შემდეგ დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ლ--------------ე საკონდიტროში ეძებდა თავის მეუღლეს თა-----------–----ე, რომელიც ხსნენებულ ადგილას მუშაობს. მოწმემ ნახა საკონდიტროს ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ლ--------------ემ ქვა ესროლა საკონდიტროს მინას და ასევე გაღუნა შლაგბაუმი. მიყენებული ზიანი კომპანიამ თვითონ აანაზღაურა, ხოლო ლ--------------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

მოწმე თ-------------–---–-ა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო ,------------- თანამშრომელი. ხსენებულ საკონდიტროში არის სადღეღამისო მუშაობის გრაფიკი. 2019 წლის 13 იანვარს, იგი ღამის სმენაში მუშაობდა, რა დროსაც მცხობელების დარბაზიდან დაუძახეს, რომ ქუჩიდან ვიღაც ყვიროდა და რაღაცებს ისროდა საკონდიტროს მისამართით. აღმოჩნდა, რომ ქუჩაში იმყოფებოდა მამაკაცი, რომელიც გამოხატავდა აგრესიას და იყო არაადეკვატური. ამ მამაკაცმა ჩაამტვრია საკონდიტროს მინა და დააზიანა შლაგბაუმი. იგი ვიღაც გოგოს ეძებდა, რომელიც თურმე ამ საკონდიტროში მუშაობდა. ამის გამო საკონდიტროს თანამშრომლებს შეეშინდათ, ისინი ქუჩაში არც გამოსულან და გამოიძახეს პატრული.

პატრულ-ინსპექტორმა მ----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 13 იანვარს, მეწყვილესთან - მ-----–--------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიოსადგურ ,,ცენტრი“-დან მიიღეს შეტყობინება, რომ ქ. თბილისში, გლდანის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს შორის მდებარე საკონდიტრო ,------------- ვიტრინის შუშებს აზიანებდა ახალგაზრდა მამაკაცი. ისინი გამოცხადდნენ მითითებულ ადგილზე, სადაც ნახეს, რომ საკონდიტროს მინა ჩამტვრეული იყო, ხოლო ეზოში შესასვლელი შლაგბაუმი იყო დაზიანებული. ეზოს შიგნიდან გამოდიოდა ყვირილის ხმა. როდესაც ეზოში შევიდნენ და მიუახლოვდნენ, ნახეს, რომ ყვიროდა მამაკაცი. როგორც შემდეგ გაირკვა ეს მამაკაცი იყო ლ--------------ე. ლ--------------ემ ადგილზე მისულ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იგი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით. ლ--------------ე იყო ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც საკონდიტროში მისული იყო თავის მეუღლესთან, თუმცა როგორც გაირკვა, იმ მომენტში მისი მეუღლე საკონდიტროში არ იმყოფებოდა. ადგილზე ასევე გამოცხადდა საკონდიტროს მენეჯერი, რომელმაც ნახა კამერების ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ მინა და შლაგბაუმი ლ--------------ის მიერ იყო დაზიანებული. აღნიშნულ ფაქტს თავად ლ--------------ეც ადასტურებდა. შემდეგ ასევე გაირკვა, რომ ლ--------------ის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული, რომლითაც მას ეკრძალებოდა მეუღლესთან კომუნიკაცია და მიახლოება.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა მ-----–--------–---–მა.

გამომძიებლებმა გ--------------–---–მა, ს----------------მა, გ---------------–--ემ, მ--------------ემ და ნ--------------მ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 13 იანვარს, 06:35 საათიდან 07:25 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა ქ. თბილისი, გლდანის მე-3 და მე-4 მ/რაიონებს შორის მდებარე საკონდიტრო ,,მადარტი“. ეზოში შესასვლელ სამანქანო გზაზე დამონტაჟებულია შლაგბაუმი, რომელიც არის დაზიანებული და გადაღუნული ტროტუარის მხარეს. ასევე საკონდიტროს შენობის პირველი სართულის ვიტრინის მოზრდილი მინა ქვედა მხარეს არის ჩამტვრეული. დაზიანების ადგილას ჩანს ოთახის შიდა ნაწილი. ასევე შიგნით აგდია მოზრდილი ზომის ქვა. შემთხვევის ადგილის წინ, შენობის გარეთ ტროტუარის სავალ ნაწილზე მიმოფანტულია თუნუქის ურნის ფრაგმენტები, მინის ფრაგმენტები. დათვალიერების შედეგად ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა დაზიანებული მინის ფრაგმენტები, ასევე მოზრდილი ქომის ქვა, რომელიც ეგდო ჩამტვრეული შუშის შიდა მხარეს შენობის შიგნით (ს.ფ. 4-24).

სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნა და ექსპერტ შ--–------–-----–---–ის ჩვენება სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. აღნიშნული დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი შლაგბაუმის ისრის ღირებულება დაზიანებამდე, მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 350 ლარს. ისრის შეცვლის ღირებულება შეადგენს 30 ლარს. შლაგბაუმის ისრის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შლაგბაუმის ისრის და მისი შეცვლის ღირებულების გათვალისწინებით ჯამში შეადგენს - 380 ლარს (ს.ფ. 35-38).

2019 წლის 12 თებერვლის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №ი----- დასკვნით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, გლდანის მე-3 და მე-4 მ/რაიონებს შორის მდებარე საკონდიტრო ,,მადარტი“-ს ვიტრინის მინის (სისქით 10 მმ, ზომით - 2,23 მ X 3,16 მ) დაზიანებით გამოწვეულმა ზიანის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით), აღდგენითი-სამონტაჟო სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა - 261,20 ლარი (ს.ფ. 41-43).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ზ------------–-ძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

№------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2018 წლის 29 დეკემბერს ლ--------------ის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - თა-----------–----ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით კომუნიკაცია (ს.ფ. 49-55).

2019 წლის 16 თებერვლის ვიდეო ფირის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, გლდანის მასივი, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,------------- გარე პერიმეტრზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერის შვიდ წუთიანი ჩანაწერი. სამეთვალყურეო ვიდეო კამერის მხედველობის არეში ჩანს შ----------------- წინამდებარე ტერიტორია და ხიზანიშვილის ქუჩა. ჩანაწერის დაწყებიდან 01:03 წუთზე სამეთვალყურეო კამერის თვალთახედვის არეში საკონდიტრო მაღაზია ,------------- ეზოს მხრიდან ჩნდება მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ფერის ზედა მოსაცმელი და მუქი ფერის შარვალი, გაივლის მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიას, გადაკვეთს ხიზანიშვილის ქუჩას და გადის კამერის თვალთახედვის არედან. რამდენიმე წამში შემოდის კამერის თვალთახედვის, იგივე მხრიდან ჩქარი ნაბიჯებით ადის მაღაზიის წინ მდებარე კიბეებზე, მიდის მაღაზიის კარებთან, რამდენიმეჯერ ურტყამს მარჯვენა ფეხს და ხელს მაღაზიის კარებს. შემდგომ მარჯვენა ფეხის დარტყმით აქცევს მაღაზიის კარებთან დადგმულ სანაგვე ურნას. შემდგომ დადის მაღაზიის წინ მდებარე ტერიტორიაზე და გადის კამერების თვალთახედვის არედან. რამდენიმე წამის გავლის შემდგომ შემოდის კამერის თვალთახედვის არეში, მიდის კვლავ მაღაზიის კარებთან, ურტყამს კარებს მარჯვენა ფეხს, ხოლო ამის შემდგომ ჩადის მაღაზიის წინ არსებულ კიბეებზე, გადაკვეთს ხიზანიშვილის ქუჩას და გადის კადრიდან. იგივე მხრიდან რამდენიმე წამში შემოდის კამერის თვალთახედვის არეში, ისვრის გაურკვეველ საგანს მაღაზიის მიმართულებით, რომელიც ხვდება მაღაზიის ფასადს, რის შემდგომაც მიდის მაღაზიის ეზოში შესასვლელი გზის დამცავ შლაგბაუმთან, კიდებს ორივე ხელს შლაგბაუმის ისარს და აზიანებს მას. კერძოდ, ძალის გამოყენებით გაღუნავს მას. ამის შემდგომ მოდის მაღაზიის ფასადისკენ, მარჯვენა ხელში უჭირავს დიდი ზომის გაურკვეველი საგანი და ისვრის მაღაზიის ფასადის მიმართულებით. საგანი ხვდება მაღაზიის ფასადს, ხოლო ხსენებული პიროვნება კვლავ გადაკვეთს ხიზანიშვილის ქუჩას და გადის კამერების თვალთახედვის არედან (ს.ფ. 86-90).

აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზეც, მხარეთა უშუალო მონაწილეობით.

ბრალდებულმა ლ--------------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, თუმცა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას მიუთითა, რომ არ აღიარებდა ბრალად შერაცხულ ქმედებას, რადგან შემთხვევის დღეს, მითითებულ ადგილას მასზე ფიზიკურად იძალადეს მისთვის უცნობმა პირებმა, ხოლო ვიდეო ჩანაწერები რეალობას არ ასახავდა.

მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული მასალები სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ მტკიცებულებები საკმარისობის და საქმესთან შემხებლობის კუთხით აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები.

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ ლ--------------ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან თანმხვედრი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოკვეთილი მოვლენების თანმიმდევრულობა, მათი ერთიანობაში შეფასებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად ადასტურებს ფაქტს, რომ ლ--------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ თა-----------–----ე არის ლ--------------ის ყოფილი მეუღლე.

სასამრთლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს სანდოობასთან დაკავშირებით.

შემაკავებელი ორდერით დადასტურდა, რომ 2018 წლის 29 დეკემბერს ლ--------------ის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - თა-----------–----ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით კომუნიკაცია. დაზარალებულ თა-----------–----ის, მოწმეების ბ-----------–---–ის, თინათინ ბაღაშვილის, პატრულ-ინსპექტორების მ----------------–---–ის და მ-----–--------–---–ის ჩვენებებით, ასევე ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, ლ--------------ე მივიდა ყოფილი მეუღლის თა-----------–----ის სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის მე-3 და მე-4 მიკროებს შორის, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ს--------------------------–-- და მოითხოვდა თა-----------–----ე გამოსულიყო გარეთ, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია საქართველოს სსკ-ის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, რაც ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. მაშასადამე, დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, - ის ვისაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან ვალდებულებების შესრულება ევალება.

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

რაც შეეხება სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერით და მისი დათვალიერების ოქმით, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, ლ--------------ე მივიდა ყოფილი მეუღლის თა-----------–----ის სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის მე-3 და მე-4 მიკროებს შორის, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ს--------------------------–-- და მოითხოვდა თა-----------–----ე შეხვედროდა მას. ვინაიდან მისი მოთხოვნა არ შესრულდა, ქვის სროლით ჩაამსხვრია, განზრახ დააზიანა შ----------------- კუთვნილი ვიტრინის შუშა - ღირებული 211,20 ლარად და ასევე განზრახ დააზიანა შლაგბაუმის ისარი - ღირებული 350 ლარად. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულ იურიდიულ პირს, შპს ,,არბო 2009“, ბრენდი ,,მადარტს“, მიადგა 561,20 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ყოველგვარი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. დანაშაულებრივი ხელყოფის საგანი შეიძლება იყოს უძრავი ქონებაც. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია (ე.ი. დაზარალებულს მიადგა 150 ლარზე მეტი ზარალი). დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაული მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოს ბრალდებული მეორედ აგებს პასუხს ერთი და იგივე ქმედებისთვის, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით იგი გასამართლებული იქნა 2018 წლის 29 დეკემბრის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია ლ--------------ე 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით გასამართლებული იქნა იგივე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, მაგრამ ხსენებული განაჩენით იგი გასამართლებული იქნა 2019 წლის 11 იანვრის ეპიზოდისთვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მას ბრალი ედება 2019 წლის 13 იანვარს ჩადენილი ქმედებისთვის. შესაბამისად, იგი ერთი და იგივე ქმედებისთვის არ სამართლდება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

ლ--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ მან სსკ 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ბრალდებულის მიერ ქმედება ჩადენილი იქნა პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ნებელობა ყველაზე მაღალია. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც პირს ამოძრავებს დანაშაულის ჩადენის პირდაპირი განზრახვა და მას სრულად აქვს გაცნობიერებული მისი უარყოფითი შედეგები), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ასევე სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ იურიდიულ პირს, შპს ,,არბო 2009“-ს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

ამდენად, ჩადენილი ქმედებების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ლ--------------ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულთათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ლ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ--------------ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 3 (სამი) წლის ვადით შთანთქოს ამ განაჩენით დანუშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ--------------ეს სასჯელის სახით განესაზღვრის თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

ლ--------------ეს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 13 იანვრიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები:

DVD-R დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი