განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
330100119002875541
ინსტანცია
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002875541

საქმე №1ბ/1219-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელის: ა------–------ის,მსჯავრდებულ: დ----------–-----ის,ადვოკატ: ზ----------------ს,თარჯიმან: ი----------------ის

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა------–------ის და მსჯავრდებულ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის: თ---–----------------------------------–-------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–----------------------------------–--------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დაახლოებით 9 წელია თ-----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ----------–-----თან და ჰყავთ საერთო შვილები - 6 წლის დ-------–-----ი და 8 წლის ა-–------------–------- თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე, დ----------–-----ი ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობს მეუღლეზე, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდის ტანჯვას.

 

ასევე 2019 წლის 17 იანვარს, თ---–--–-------------–-----------------------------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - დ-------–-----ის თანდასწრებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ დ----------–-----სა და მის მეუღლეს - თ-----------------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. კონფლიქტისას დ----------–-----მა მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავში ჩაარტყა ხელი, რომელშიც ჭიქა ეჭირა. ეს უკანასკნელი სახლიდან გაქცევას შეეცადა, რა დროსაც დ----------–-----ი თმაში წვდა და მოქაჩვით ცდილობდა მის სახლში შეყვანას. დ----------–-----ის ქმედებების შედეგად, თ-----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, ნახეთქი ჭრილობა თხემის არეში და ჰემატომა მარცხენა წარბის არეში, რითაც მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით დ----------–-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

დ----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

დ----------–-----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

აგრეთვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დაახლოებით 9 წელია თ-----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ----------–-----თან და ჰყავთ საერთო შვილები - 6 წლის დ-------–-----ი და 8 წლის ა-–------------–------- თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე, დ----------–-----ი ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობს მეუღლეზე, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდის ტანჯვას.

 

ასევე 2019 წლის 17 იანვარს, თ---–--–-------------–-----------------------------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ დ----------–-----სა და მის მეუღლეს - თ-----------------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. კონფლიქტისას დ----------–-----მა მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავში ჩაარტყა ხელი, რომელშიც ჭიქა ეჭირა. ეს უკანასკნელი სახლიდან გაქცევას შეეცადა, რა დროსაც დ----------–-----ი თმაში წვდა და მოქაჩვით ცდილობდა მის სახლში შეყვანას. დ-----------–------ს ქმედებების შედეგად, თ-----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, ნახეთქი ჭრილობა თხემის არეში და ჰემატომა მარცხენა წარბის არეში, რითაც მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–------ემ და მსჯავრდებულმა დ----------–-----მა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ცვლილებების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენში კვალიფიკაციის ნაწილში და შესაბამისად, სასჯელის დამძიმების კუთხით. დ----------–-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება საქმის მასალებს იმ ნაწილში, სადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დადასტურდა დ----------–-----ის მიერ ქმედების განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით. აგრეთვე, დ----------–-----ის მიმართ გამოყენებული სასჯელი არის შეუსაბამოდ მსუბუქი მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებით.

 

მსჯავრდებულმა დ----------–-----მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ცვლილებების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენში და სასჯელის სახედ და ზომად მისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

მსჯავრდებული დ----------–-----ი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო გადაწყევტილება ეწინააღმდეგება სსკ-ის 39-ე და 259-ე მუხლების მოთხოვნას, რამეთუ არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ასევე არ არის გათვალისწინებული დაზარალებულისა და მსჯავრდებულის მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა.

 

დ----------–-----ის მიერ, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების დ-------------------------------------–---–----------------–---–-------------------–-–---–-------–----–--ის და თ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დ----------–-----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით და ამოღებულ ნივთებით, თ-----------------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციით, 2019 წლის 10 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, დ----------–-----ის მიერ ქმედების არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელების ნაწილში, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, მსჯავრდებულ დ----------–-----ის სისხლის სამართლის საქმეში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, ამის შესახებ არ საუბრობს არც დაზარალებული, მის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში (რომელიც მხარეების მიერ უდავოდ არის გამხდარი), ასევე არც მსჯავრდებული. ასევე ბავშვის თანდასწრებით ქმედების ჩადენაზე სისხლის სამართლის საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს. ასევე თავად არასრულწლოვანი - დ-------–-----იც არ არის გამოკითხული ამ ფაქტების ირგვლივ.

ამდენად, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ----------–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, სახელმწიფო ბრალმდებლის - სასჯელის სახით მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, თავისუფლების აღკვეთის სახით და მსჯავრდებულ დ----------–-----ის - სასჯელის სახედ და ზომად მისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება ჯანმრთლობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის წევრის მიმართ, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანცელარიის მეშვეობით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა დაზარალებულ თ-----------------–---–ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მასსა და დ----------–-----ს შორის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ამოწურულია, მსჯავრდებულმა გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალი, იგი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მისთვის და იგი სასამართლოს სთხოვს, რომ განაჩენის გამოტანისას შემოიფარგლოს პირობითი მსჯავრით, რადგან მისი მეუღლის გარეშე ვერ შეძლებს შვილების აღზრდას, და ისე განუსაზღვრა მას

 

სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დ----------–-----ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივრებში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებებზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი დ----------–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა------–------ის და მსჯავრდებულ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

დ----------–-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის მეორე

 

ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და

 

ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

დ----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ----------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

დ----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 იანვრიდან.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

დაზარალებულ თ-----------------–---–ისგან ამოღებული ჟაკეტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თ-----------------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

დ----------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, კერძოდ, ორი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, სამი ცალი ათ თეთრიანი მონეტა, ასევე ერთი ცალი სანთებელა და ტყავის ბრელოკი მასზე ასხმული ექვსი ცალი გასაღებით, დალუქული N20 ლუქით, რომელიც ინახება თბილისში, ნოე რამიშვლის ქ. N38-ში მდებარე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი