განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
330100119002953837
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

(001090219022)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის - ა----------–---–ის,ბრალდებულის - ვ--–------------ას,მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ-------------–---ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე ვ--–------------ას (პ/ნ 6----------) - დაბადებულის 1----–-–----------- საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: გ--–--------------------- ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.------–---------------–--------–------–------------------------------- ამჟამად პატიმრის - მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ვ--–------------ას ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 22:40 საათზე, ქ. თბილისში, სანზონაში №--- კორპუსის მიმდებარედ არსებულ შპს ,,ი-------“ კუთვნილი მარკეტში, 2013 წლის 1 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით ნასამართლევი ვ--–------------ა ცეცხლსასროლი იარაღით, შეიჭრა და მოლარე ოპერატორისგან იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინაარმდეგოდ დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ ფულად თანხას 588,6 ლარს, დანას, სხვადასხვა სიგარეტებს, ღირებულს 523,84 ლარად, გასაღებების ასხმას, ასევე დაეუფლა მ---------–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას 20 ლარის ოდენობით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ვ--–------------ა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ამავე მაღაზიაში მყოფ კონსულტანტებს მ---------–-–---–ს, ს-----------–----–---–ს და ნ---------------–---–ს, რათა შეესრულებინათ მისი მითითებები და არ გაეწიათ წინააღმდეგობა.

ვ--–------------ას ქმედებით შპს ,,ი-------“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 1112,44 ლარის ოდენობით, ხოლო მ---------–-–---–ს მიადგა 20 ლარის ქონებრივი და მორალური სახის ზიანი. ს-----------–----–---–ს და ნ---------------–---–ს მიადგათ მორალური სახის ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ--–------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

ასევე ვ--–------------ას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, იმის მიერ ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ნასამართლევმა ვ--–-----------ამ გამოძიებით დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და 2019 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 22:40 საათზე, ქ. თბილისში, სანზონაში №--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, ქარხნული წესით დამზადებულ 1876 წლის ნიმუშის 38 კალიბრის ,-----------------ის მოდელის რევოლვერს.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ--–------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილია საქმე, გამოიკვლია ბრალდების მტკიცებულებათა ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ვ--–------------აის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. კერძოდ:

დაზარალებულმა ს-----------–----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის სუპერმარკეტ ,,-------“-ს მოლარე-კონსულტანტი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, სანზონა, მე-6 კორპუსის მიმდებარედ. ვ--–------------ა იყო აღნიშნული სუპერმარკეტის მომხმარებელი. 2019 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 09:00 საათზე მან შეიარა სუპერმარკეტში, რომ თავისი თანამშრომლები მ---------–-–---–ი და ნ---------------–---–ი ენახა. როდესაც ისინი მარკეტში ერთად ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, მათთან მამაკაცი შევიდა სახეზე აფარებული შარფით და ტკბილეულობის სექციისკენ წავიდა. მ---------–-–---–მა მას ჰკითხა, დახმარება ხომ არ სურდა, რაზეც მამაკაცმა ხელით ანიშნა, არ მინდაო. დაახლოებით 4 წუთში ხსენებულმა მამაკაცმა მარკეტის შესასვლელი რკინის კარები ჩაკეტა შიგნიდან, რევოლვერით მივიდა სალაროსთან და მათ მოსთხოვა ფული. ისინი შეშინდნენ და ფული მისცეს. შემდეგ მან ნ---------------–---–ს მოატანინა მ---------–-–---–ის ჩანდა, საიდანაც ამოიღო 20 ლარი. მან მათი ჩანთებიც გაჩხრიკა და მოსთხოვა პირადი ნივთები. ასევე გატეხა მარკეტის უსაფრთხოების კამერების დისკი. თავდამსხმელმა ისინი საწყობში შეიყვანა და ცდილობდა შიგნით მათ ჩაკეტვას, თუმცა არ გამოუვიდა, რადგან საწყობში შემავალმა კაბელმა შეუშალა ხელი. ამის შემდეგ იგი გავიდა საწყობიდან და მათ კამერებში ნახეს, რომ თავდამსხმელს სიგარეტებიც წაუღია. 10-15 წუთში მაღაზიაში მომხმარებელი შევიდა, რომელმაც იკითხა, იყო თუ არა იქ ვინმე. ისინი გამოვიდნენ საწყობიდან. რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ პოლიციელებიც. აღნიშნული თავდამსხმელი იყო ბაჩანა (ვილენ) მ---------, რომელიც მანამდეც შესულა მარკეტში პროდუქციის შესაძენად და მან ბრალდებული იცნო ხმის ტემბრითა და სიმაღლით.

დაზარალებულმა მ---------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 9 თებერვალს მუშაობდა სუპერმარკეტ ,,-------“-ს მოლარე-კონსულტანტად, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, სანზონა, მე-6 კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულ დღეს, 16:00 საათიდან იგი იყო მორიგე და ნ---------------–---–თან ერთად ასრულებდა თავის მოვალეობას. საღამოს მათთან მივიდა მათი თანამშრომელი ს-----------–----–---–ი და ისინი ერთად საუბრობდნენ სალაროსთან. დაახლოებით 23:30 საათზე მაღაზიაში შემოვიდა ორი მომხმარებელი მამაკაცი. ერთ-ერთს კაპიუშონიანი ზედა ეცვა, იგი ტკვბილეულობის სექციისკენ წავიდა. მან ხსენებულ მამაკაცს ჰკითხა, დახმარება ხომ არ უნდოდა, რაზეც ხელით ანიშნა, რომ არ უნდოდა. ცოტა ხანში, როდესაც მეორე მომხმარებელმა დატოვა სუპერმარკეტი, კაპიშონიანმა მამაკაცმა დაკეტა სუპერმარკეტის რკინის კარი, შემოტრიალდა მისკენ, ბარაბნიანი ვერცხლისფერი პისტოლეტი მიუშვირა და ფული მოსთხოვა. კონსულტანტები შეშინდნენ, მოწმემ გამოაღო სალარო-აპარატი და იქიდან ამოღებული ფული მისცა თავდამსხმელს, მათ შორის ხურდა ფულიც. შემდეგ თავდამსხმელმა მათ ჩანთებიდან ნივთების ამოღება მოსთხოვა. მან თავისი ჩანთიდან ამოიღო 20 ლარი და მისცა მას. თავდამსხმელმა მას მოსთხოვა კამერების ჩანაწერის მიცემა, იქ დისკი არ ყოფილა, რადგან ჩაწერა ელექტრონულად ხდებოდა. ამის გამო თავდამსხმელმა იქვე მაგიდაზე დადებული დანა აიღო და მუქარით მიუშვირა მათ. შემდეგ შეათვალიერა, ძვირფასი სამკაულები ხომ არ ჰქონდათ. მან ისინი საწყობში შეიყვანა, რა დროსაც მოწმეს იარაღი თავზე მიადო. ისინი საწყობში დატოვა, თვითონ კი გავიდა. ცოტა ხანში მაღაზიაში მომხმარებელი ბიჭი შევიდა, რომელმაც დაიძახა, იყო თუ არა იქ ვინმე. ამის შემდეგ ისინი გამოვიდნენ საწყობიდან. მალევე ადგილზე მივიდა პოლიცია, რომელიც ხელმძღვანელობამ გამოიძახა.

დაზარალებულმა ნ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის სუპერმარკეტ ,,-------“-ს მოლარე-კონსულტანტი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, სანზონა, მე-6 კორპუსის მიმდებარედ. ბრალდებულს იცნობს, როგორც სუპერმარკეტის მომხმარებელს. 2019 წლის 9 თებერვალს დღის 12:00 საათიდან ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. მასთან ერთად ასევე მუშაობდა მ---------–-–---–ი. მოგვიანებით მათ გამოუარა თანამშრომელმა ს-----------–----–---–მა. საღამო ხანს, მარკეტში შევიდა მარკეტის მომხმარებელი ვ--–------------ა, რომელიც კაპიუშონით და შარფით ფარავდა სახეს, თუმცა ხმით და ტიპაჟით იცნო. თვითონ ამ დროს პურის სექციაში იმყოფებოდა. მ---------–-–---–მა მ---------ს დახმარება შესთავაზა, რაზეც უარი განუცხადა. სალაროსთან სხვა მომხმარებელი იმყოფებოდა, რომელმაც თანხა გადაიხადა და დატოვა მარკეტი. ამ დროს ვ--–------------ამ გადაკეტა მარკეტის რკინის კარები, ამოიღო პისტოლეტი, სალაროსთან მივიდა, პისტოლეტი მ---------–-–---–ს მიუშვირა და ფული მოითხოვა. მ---------მ მასაც დაუძახა, რომ სალაროსთნ მისულიყო. თავდამსხმელს მისცეს სალაროში არსებული თანხა ხურდების ჩათვლით. შემდეგ მან ისინი შეიყვანა საწყობში, სადაც მაგიდიდან აიღო დანა და მუქარით მოსთხოვა ფულის მიცემა, თუმცა იქ ფული არ იყო. მ---------მ ისინი შეამოწმა, ოქროულობა ხომ არ ჰქონდათ თან. ასევე ჩანთები შეუმოწმა. მ---------მ ისინი საწყობში დატოვა, თვითონ კი აიღო სიგარეტები და გავიდა. ტელეფონზე მარკეტის უფროსი რეკავდა, თუმცა მ---------ს შიშის გამო ვერ პასუხობდნენ. ცოტა ხანში მარკეტში ვიღაც ბიჭი შემოვიდა, რომელმაც იკითხა იყო თუ არა მარკეტში ვინმე. ამ ბიჭმა ისინი გამოიყვანა საწყობიდან. ცოტა ხანში ადგილზე მივიდა პოლიცია და ისინი დასაკითხად წაიყვანეს განყოფილებაში, ხოლო მარკეტში დარჩა მარკეტის ხელმძღვანელი ი-----------ე.

მოწმე ე----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის სასურსათო მაღაზია ,,-------“-ს დირექტორი, რომელსაც მართავს თავის დასთან - ი-----------ესთან ერთად. ვ--–------------ას იცნობს როგორც მარკეტის მომხმარებელს. მას წვდომა აქვს მაღაზიის შიდა კამერებთან, რომლებსაც აქტიურად უყურებს ხოლმე. 2019 წლის 9 თებერვალს მან მოკლეტექსტური შეტყობინება მისწერა თავის კონსულტანტს, რომელმაც დროულად არ უპასუხა, რის გამოც გადაამოწმა იგი მაღაზიის კამერებში. კამერებში მან დაინახა, რომ ვიღაც მამაკაცი სიგარეტებს ტენიდა პარკში, ხოლო კონსულტანტები არ ჩანდნენ. მან დაუყოვნებლივ დაურეკა თავის ნაცნობ პოლიციელს მ------------–-----ს, ხოლო ი-----------ემ დარეკა 112-ში, რის შემდეგაც წავიდნენ მაღაზიისკენ. მაღაზიაში მისვლისას მათ დახვდნენ პოლიციელები და კონსულტანტი გოგოები, რომლებიც უვნებლები იყვნენ. ერთ-ერთმა კონსულტანტმა მას განუცხადა რომ იცნო თავდამსხმელი. ამის შემდეგ მან უყურა ვიდეოჩანაწერს, სადაც ჩანს თუ როგორ შედის ვ--–------------ა მაღაზიაში, როგორ იღებს პისტოლეტს და უმიზნებს გოგოებს. თავდამსხმელს ამ დროს ეცვა მონაცრისფრო კაპიშონიანი ზედა და ჯინსის შარვალი, ხოლო სახეზე აფარებული ჰქონდა შარფი. მან აღნიშნული ჩანაწერები გადასცა პოლიციას.

დაზარალებულ ,,-------“-ს წარმომადგენელმა ი-----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 9 თებერვალს იმყოფებოდა სახლში თავის დასთან - ე----------ესთან ერთად, რა დროსაც ამ უკანასკნელმა იყვირა, გვაყაჩაღებენო. ემოციურად სტრესული მდგომარება იყო, ისინი მაღაზიის კამერებში პირდაპირ უყურებდნენ, რომ კაპიუშონიანი მამაკაცი იარაღით მოძრაობდა მაღაზიაში, სიგარეტებს ყრიდა თაროდან, ხოლო კონსულტანტები არ ჩანდნენ. მან დაუყოვნებლივ დარეკა 112-ში და შეატყობინა ამის შესახებ. ამავე დროს ე----------ემ დაურეკა თავის მეგობარ პოლიციელს - მ-------------–-----ს. ამის შემდეგ ისინი 15 წუთში მივიდნენ მაღაზიაში, სადაც მათ დახვდათ პოლიცია. თავდასხმის დროს მაღაზიაში იმყოფებოდნენ მოლარე-კონსულტანტები: ს-----------–----–---–ი, ნ---------------–---–ი და მ---------–-–---–ი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ 2019 წლის 9 თებერვლის 23:50 საათიდან 10 თებერვლის 01:10 საათამდე პერიოდში დათვალიერდა ქ. თბილისი, სანზონის დასახლება, მე-6 კორპუსის მიმდებარედ განთავსებული მარკეტი ,,-------“, რის შედეგადაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ორი ცალი სუნის კვალის ნიმუში, მარკეტში შესასვლელი კარიდან - ორი ცალი ანაწმენდი, შესასვლელი კარიდან - ორი ცალი დ/ფირი ხელის კვალი, სათავსოს კარიდან - ორი ცალი ანაწმენდი და სათავსოდან - მცირე ზომის საფულე (ს.ფ. 4-10).

ექსპერტებმა პ------------–---–--ემ, ს---------ემ, კ-----------ემ და გ-----------–------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება და ავთენტიკურობა.

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, 00:10-01:00 საათების პერიოდში დათვალიერდა ქ. თბილისი, სანზონა №9-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ქურთუკი, სხვადასხვა ფირმის სიგარეტი, დამტენი, ,,შნური“, სათვალე და ქუდი ე.წ. ,,პანამა“ (ს.ფ. 23-27).

გამომძიებელმა თ----------------–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება და ოქმის ავთენტიკურობა.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 9 თებერვალს, 22:55 საათზე, ქ. თბილისი, სანზონის მე-9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული იქნა ვ--–------------ა. სამართალდამცავების დანახვაზე მ--------- შეეცადა მიმალვას და გაიქცა დაახლოებით 20 მეტრი, რის შემდეგაც დააკავეს. მას 22:57-23:42 საათების პერიოდში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად მისგან ამოღებული იქნა რევოლვერის მაგვარი საგანი, დანის მაგვარი საგანი, ფულადი თანხა 284,60 ლარი და 124,40 ლარი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, გასაღებების ასხმა, ოქროსფერი ყელსაბამი, შავი ფერის ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათები, შავი და ნაცრისფერ ფერებში გაწყობილი კაშნი. ოქმის შედგენა დაიწყო დაკავების ადგილას და დასრულდა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილებაში (ს.ფ. 79-88).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები მ------------–-----, ვ-----–--------–---–-ა და თ-----------–------ე, რომლებმაც დაადასტურეს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერება და ოქმის ავთენტიკურობა. მოწმეთა განმარტებით, მაღაზიის დაყაჩაღების შესახებ შეტყობინება თავისი ახლობლისგან ე----------ისგან მიიღო მ------------–-----მ, რის შემდეგაც ისინი ერთად გაემართნენ მაღაზიისკენ. მათ წინასწარ იცოდნენ თავდამსხმელის აღნაგობა და ჩაცმულობა და ქუჩებში გაიშალნენ მის მოსაძებნად, რის შედეგადაც მაღაზიიდან დაახლოებით 200-300 მეტრში დააკავეს ვ--–------------ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით, კანონიერად იქნა ცნობილი ვ--–------------ას პირადი ჩხრეკა (ს.ფ. 93-94).

ბალისტიკური ექსპერტიზის №----- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებულ, 1876 წლების ნიმუშის, .-------- კალიბრის ,,Sm-----------“ ფირმის, მ-------------- მოდელის რევოლვერი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის (ყოველი გასროლის წინ საჭიროა ლულის არხის მიმართ დოლურის პოზიციის ხელით კორექტირება). რევოლვერის ჩარჩოზე, ჩარჩოს ხუფაზე იკითხება ქარხნული ნომერი, მაგრამ ამოკითხული იყო ნომრის ოთხი ციფრიდან მხოლოდ პირველი ორი ,-----

ექსპერტმა კ--------------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, 01:00-01:20 საათების პერიოდში პოლიციის მე-8 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ვ--–------------ასგან ამოღებული იქნა ტანთცმული ტანსაცმელი (ს.ფ. 96-99).

გამომძიებლებმა მ------------–-----მ და გ----------–---–---–მა დაადასტურეს ამოღების კანონიერება და ოქმის ავთენტიკურობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით, კანონიერად იქნა ცნობილი ვ--–------------ასგან ტანსაცმლის ამოღება (ს.ფ. 102-103).

სუნის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 თებერვალს ვ--–------------ასგან აღებული იქნა სუნის ნიმუში (ს.ფ. 105-108).

ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 თებერვალს ვ--–------------ასგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში (ს.ფ. 109-112).

გამომძიებელმა გ-------–---------მ დაადასტურა მის მიერ შედგენილი საგამოძიებო ოქმების კანონიერება და ავთენტიკურობა.

სუნის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 27 თებერვალს ვ--–------------ასგან აღებული იქნა სუნის ნიმუში (ს.ფ. 228-231).

ექსპერტმა ლ--------–-–---–-ა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედების კანონიერება და ავთენტიკურობა.

ბიოლოგიური (გენეტიკური ექსპერტიზის) №--------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში, წარწერით: ,,ვ--–------------ას პ/ჩხრეკის დანა ამოღებული“, მოთავსებული დანის პირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის ვ--–------------ას;

პაკეტში წარწერით: ,,ვ--–------------ას პ/ჩხრეკისას ამოღებული რევოლვერი“, მოთავსებულ რევოლვერზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ--–------------ას;

პაკეტში, წარწერით: ,,ვ--–------------ას შარფი“, მოთავსებულ კაშნეზე და პაკეტში წარწერით: ,,ვ--–------------ას ქურთუკი“, მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ვ--–------------ას;

პაკეტში, წარწერით: ,,...ვ. მ---------ს ტანსაცმელი...“, მოთავსებულ გრძელსახელოებიან მაისურსა და შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ამავე პაკეტში მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქა სისხლს არ წარმოადგენს. ამავე მაისურზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ--–------------ას (ს.ფ. 242-248).

ექსპერტმა ი------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

ოდოროლოგიური ექსპერტოზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ შპს ,,-------“-ს კუთვნილ მარკეტში სალაროს მაგიდის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და ამავე მარკეტში თამბაქოს ნაწარმის თაროების წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ვ--–------------ასგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ს.ფ. 285-287).

ექსპერტმა გ------------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

ცივი იარაღის №1038/ცი დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ვ--–------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (ს.ფ. 293-296).

ექსპერტმა დ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2019 წლის 4 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ვ--–------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული გასაღებების ასხმა (ოთხი ცალი), ი-----------ის მონაწილეობით მორგებული იქნა მარკეტ ,,-------“-ს საწყობის რკინის კარის საკეტის გულაში და ოთხივე გასაღების მიერ გაღებული და დაკეტილი იქნა საკეტი (ს.ფ. 300-303).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შპს ,,-------“-დან გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების 2019 წლის 9 თებერვლის 22:35-22:48 საათების პერიოდის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს თუ როგორ აყაჩაღებს ვ--–------------ა იარაღის მუქარით მაღაზიის მოლარე-კონსულტანტებს.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების გ---------------–---–-ს, ლ--------–-----ს, კ----------------ს, თ---------------–---ს და მ-----------------–---–-ს ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ბრალდებულმა ვ--–------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 9 თებერვალს, იმყოფებოდა თავის უბანში, სანზონაში და ქუჩაში მიდიოდა, რა დროსაც სამართალდამცავები კ-----–---–-- და ბ--–----- ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეცნენ, გადაუტრიალეს ხელები და დააკავეს. მას თავდაპირველად უთხრეს, რომ მისი ჩხუბის თაობაზე ჰქონდათ ინფორმაცია და ამის გამო აკავებდნენ. მან უარყო ჩხუბის ფაქტი და უთხრა, რომ ტოტალიზატორიდან მიდიოდა სახლში. მას არ აცალეს ლაპარაკი, გაჩხრიკეს და ამოულაგეს ნივთები. ბ--–-----მ მას რაღაც ნივთი ამოუღო და თქვა, ,,ეგ არის, ყაჩაღობაში გედება ბრალიო“. ბ--–-----ს იგი მანამდეც იცნობდა, რომელიც ხშირად აკონტროლებდა და ქუჩაში სურათებს უღებდა. ბ--–----- მას ქუჩაში გამოსვლას უკრძალავდა. დაკავების დროსაც ბ--–-----სთან ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. შემდეგ გავიდა ბ--–-----, რაღაც პარკი მოიტანა, რომელშიც სიგარეტები იდო, დაუდო გვერდით და თქვა, ,,აი ფაქტებიო“. მან ხელი არ მოკიდა და წიხლი კრა პარკს. პარკიდან სიგარეტები ამოიყარა. ასევე პოლიციელებმა დანა და იარაღი დააჭერინეს ხელში. შემდეგ გადაიყვანეს პოლიციაში. მას ყაჩაღობის ჩადენის აღიარება მოსთხოვეს, თუმცა უარი თქვა აღიარებაზე, რადგან არ ჩაუდენია დანაშაული.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ვ--–------------ას მიერ ბრალადშერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ხელყოფს ერთდროულად ადამიანის საკუთრებას და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით და რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, ფსიქიკური ძალადობა უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, ჟესტიკულაციით და ა.შ. რაც მთავარია დაზარალებული ამ ყველაფერს უნდა აღიქვამდეს რეალურად და მიიჩნევდეს, რომ თუ ქონების დაუფლებაში შეეწინააღმდეგება თავდამსხმელს, მან შესაძლოა მუქარა რეალურად განახორციელოს.

ამასთან, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულების შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, გამოკვლეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეოჩანაწერით და ნივთიერი მტკიცებულებებით) ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით დადასტურდა ვ--–------------ას ბრალადშერაცხული ქმედება. დაზარალებულებმა ერთმნიშვნელოვნად, დეტალურად და თანმიმდევრობით აღწერებს ყაჩაღობის შემთხვევა, მათ აღნიშნეს, რომ ვ--–------------ა მარკეტის მომხმარებელი იყო და იცნეს იგი. მ--------- ცეცხლსასროლი იარაღისა და დანის მუქარით დაეუფლა ფულად თანხას, სიგარეტებს და გასაღებებს. აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურდა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად.

გარდა ამისა, საქმეზე გამოკვლეული მასალებით დადასტურდა ვ--–------------ას მიერ ჩადენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ვ--–------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით (ს.ფ. 197-206).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს, წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე - 186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული, რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

ვ--–------------ა ნასამართლევი პირია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის (ქურდობა - 177-ე მუხლით) და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2019 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით მას ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ამდენად მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არაერთგზისობით.

 

გარდა ამისა, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული მასალებით მკაფიოდ იკვეთება ვ--–------------ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ჩადენის ფაქტი იმის მიერ ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც დაადასტურეს საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა გამომძიებლებმა. პირადი ჩხრეკის კანონიერება დადასტურებული იქნა სასამართლოს განჩინებით. ასევე დაზარალებულებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ თავდასხმისას ვ--–------------ას ხელში პისტოლეტის მაგვარი იარაღი ეჭირა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ--–------------ამ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, იმის მიერ ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დაცვის მხარემ ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უკანონოდ იქნა ჩატარებული და ვ--–------------ა მისი წარსულის გამო მისცეს პასუხისგებაში, ხოლო იარაღები მას ხელზე მიადეს და ამგვარად გადავიდა ნივთებზე მისი გენეტიკური პროფილი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალა შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ვ--–------------ას მსჯავრდებისათვის. სასამართლოს არ აქვს საფუძველი მიიჩნიოს, რომ საქმეზე კანონდარღვევით ჩატარდა რომელიმე საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ვ--–------------ას ბრალულობას.

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო განმარტავს, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი¬სათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელო¬ვანი და უმაღლესი საფეხურია, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩე¬ნის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. ასევე ამ დროს ყურადღება გადატანილია არა მოსამართლეზე, არამედ `ობიექტურ პირზე. რომელიც ობიექტური, მიუკერძოებელი, ნეიტრალური დამკვირვებელია. მოცემული მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) სასამართლოში გამოკვლეუ¬ლი მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრუ¬ლი ეჭვის საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.

ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ ვ--–------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ვ--–------------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ დაკავებისას მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს. ვ--–------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. რაც შეეხება მის ნასამართლობას, ის ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს (არაერთგზისობა) და შესაბამისად აღნიშნული ფაქტი ბრალდებულის პასუხისმგებლობის გამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება განხილული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ--–------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და ვ--–------------ას სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ვ--–------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 თებერვლიდან.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

1) სუნის ნიმუშები, ანაწმენდები, ხელის კვლები, ვ--–------------ასგან აღებული ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში და დანა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2) მცირე ზომის საფულე, ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა 284,60 ლარი, ფულადი თანხა 123,40 ლარი, გასაღებების ასხმა, ოქროსფერი ე.წ. ,,ცეპი“, ტყავის საფულე და პლასტიკური ბარათები, ლურჯი ფერის ცელოფანში მოთავსებული სიგარეტები, ჭრელი შარფი, კაპიუშონიანი ქურთუკი, ,,ჰუავეის“ ფირმის თეთრი ფერის სატენი, შავი ფერის სადენი, ქუდი ე.წ. ,,პანამა“, სათვალე, ვ--–------------ასგან ამოღებული ტანთცმული ტანსაცმელი, - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

3) ერთი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, - გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

4) კომპაქტ-დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ. ორკოდაშვილი