განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1089-18 (N041041218007; N041031018003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------- ტ---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ--------- ი------ ძე ო--------–-–---–- - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ს---–-----------------------;
ადვოკატი - ნ-----–-- ქ-----–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ადევნება, პირადად, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისი, თ------–---–------------ში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ნ--------- ო--------–-–---–-- სიტყვიერი შელაპარაკებისას მეუღლეს ი--- ს-------- ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 4 დეკემბერს დაახლოებით 15:09 საათზე ნ--------- ო--------–-–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქუთაისში, წ-------–------------ში მდებარე ადვოკატის ოფისში ი--- ს--------. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 4 ოქტომბრის თვიდან 2018 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით ნ--------- ო--------–-–---–- სისტემატიურად მეუღლესთან ი--- ს--------თან ამყარებს არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის საშუალებით და პირადად. აღნიშნული იწვევს მის ტანჯვას. ასევე ი--- ს------- იძულებული გახდა ცხოვრების ჩვეულებრივი წესი შეეცვალა, კერძოდ რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი სახლი.
2018 წლის 5 დეკემბერს ნ--------- ო--------–-–---–- დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების ,,ამფეტამინის და მეტამფეტამინის’’ მოხმარების ფაქტი. ნ--------- ო--------–-–---–- 2018 წლის 8 ნოემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელი დაედო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ნ--------- ო--------–-–---–-ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმე ი--- ს-------- გამოკითხვის ოქმები, მოწმე ი----- ს-------- გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმე რ----- ნ-–-------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ვ------- ს-------- გამოკითხვის ოქმები, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე ნ----- ბ------–---–-- გამოკითხვის ოქმი) ერთობლიობა ნ--------- ო--------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია ნ--------- ო-------–-–---–-- მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ--------- ო--------–-–---–-- ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადევნება, პირადად, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
3. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნ--------- ო--------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნ--------- ო--------–-–---–-- ქმედებები ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის თანახმად გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
ნ--------- ო--------–-–---–-ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ბრალდებულმა უდავოდ ცნო ბრალდების ფაბულაში აღწერილი გარემოებები და საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე მხედველობაში იღებს, რომ დაზარალებულმა ი--- ს-------მ განცხადებით მომართა სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება. იმის გათვალისწინებით, რომ ნ--------- ო--------–-–---–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის, პირობითად ჩათვლა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
ნ--------- ო--------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ--------- ო--------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ნ--------- ო--------–-–---–-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებულ ქონებას (ი----- ო--------–-–---–-ს, პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქუთაისი, ს---–------------------- (ყოფ. მ–-----–-------ა) N8----------, ფართი 72,15 კვ.მ, ს/კ 0------------------).
ნ--------- ო--------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 4 ოქტომბრიდან - 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და 2018 წლის 5 დეკემბრიდან -2019 წლის 15 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ--------- ო--------–-–---–- დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური