განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002338943
საქმე №1ბ/606-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე : მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის, მერი ლაბარტყავას მდივნობით
პროკურორ - კა--------–---–---–ის
ადვოკატ - გი-----------------–--ის
მსჯავრდებულ - გუ-----------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გუ-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ირაკლი ბა-------ისა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გუ-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 მაისს, საქართველოს მოქალაქის (პ--------------), რეგისტრირებულის ქ. ახალციხე, შ-----------------–------------- ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, მ---------------------------------------------------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენით გუ-----------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გუ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
გუ-----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2017 წლის 07 ნოემბერს დილის საათებში გუ-----------ე მეუღლესთან თი---------–------სთან, ძმასთან და------------სთან და სხვა პირებთან ერთად მივიდა ახალციხის რაიონის ს-----------–- მცხოვრები ძმის გე-–--------ის ოჯახში, სადაც ძმის ცოლს თა---–--------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთი ხელით თმებიდან დაქაჩა, ხოლო მეორე ხელის რამდენჯერმე დარტყმით სახისა და თავის არეში დაუწყო ცემა, რა დროსაც თა---–--------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ბრალდების შესახებ დადგენილებით გუ-----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე, ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გუ-----------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 07 ნოემბერს დილის საათებში გუ-----------ე მეუღლესთან თი---------–------სთან, ძმასთან და------------სთან და სხვა პირებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ახალციხის რაიონის ს-----------–- მცხოვრები ძმის გე-–--------ის ოჯახში, სადაც მის თანმხლებ პირებს მოუვიდათ შეკამათება ძმის - გე-–--------ის მეუღლესთან, თა---–--------ესთან, რა დროსაც ოჯახში მყოფმა ბებიამ ერ------------ემ მისცა მათ შენიშვნა და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, აღნიშნულით განაწყენებულმა შვილიშვილმა გუ-----------ემ ბებიას ერ------------ეს დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ერ------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 07 ნოემბერს დილის საათებში გუ-----------ე მეუღლესთან თი---------–------სთან, ძმასთან და------------სთან და სხვა პირებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ახალციხის რაიონის ს-----------–- მცხოვრები ძმის გე-–--------ის ოჯახში, სადაც მის თანმხლებ პირებს მოუვიდათ შეკამათება ძმის გე-–--------ის მეუღლესთან თა---–--------ესთან, რა დროსაც გუ-----------ემ ძმის ცოლს თა---–--------ეს, ერთი ხელით თმებიდან დაქაჩა, ხოლო მეორე ხელის რამდენჯერმე დარტყმით სახისა და თავის არეში დაუწყო ცემა, რა დროსაც თა---–--------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებებისათვის გუ-----------ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ გუ-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირაკლი ბა-------ემ და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენის გაუქმება გუ-----------ის გამართლების ნაწილში და მის ნაცვლად გუ-----------ის მიმართ კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ბრალდების ერთ ეპიზოდში გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა გუ-----------ის ბრალეულობა. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის სასამართლო გამოძიებისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო, ბრალდებულმა გუ-----------ემ დუმილის უფლება გამოიყენა, ყურადსაღებია, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ თა---–--------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც აღწერს მათ სახლში მისულ გუ-----------ის ძალადობრივ ქმედებას ბებიის, ერ------------ის მიმართ, როდესაც განმარტავს, რომ ოთახში, სადაც იყო მოხუცი ერ------------ე, შევიდნენ გუ-----------ე და სხვა პირები და მან გაიგონა ხმა, თუ როგორ ურტყამდნენ ასაკოვან მოხუც ქალბატონს. აპელანტი მიუთითებს, რომ მოწმეები - თი---------–------ და მა-----------ე, რომლებიც განმარტავდნენ, თითქოს გუ-----------ეს ბებიის ერ------------ისათვის არ დაურტყამს, არიან გუ-----------ის მეუღლე და ძმის ცოლი. ისინი დაინტერესებულნი არიან იმით, რომ მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობა აარიდონ მათ ოჯახის წევრს. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმ ნაწილში, თითქოს დაზარალებულ ერ------------ეს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და შესაბამისად, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია გუ-----------ეს, აპელანტი არ იზიარებს და განმარტავს, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენებისათვის არ არის აუცილებელი დაზიანების ხარისხი. აპელანტის აზრით, დაზარალებულისა და მოწმეების მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამ მხრივ აპელანტს მნიშვნელოვნად მიაჩნია გამოძიების ეტაპზე მოწმისა და დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებების შეფასება, რადგან ამ ჩვენებებით უდავოდ დასტურდება გუ-----------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი.
მსჯავრდებულ გუ-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირაკლი ბა-------ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება გუ-----------ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტმა მიუთითა, რომ გუ-----------ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუმცა, მტკიცებულების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენა, მას ავტომატურად არ აქცევს გასაზიარებელ მტკიცებულებად. ისინი უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. აპელანტის განმარტებით, თა---–--------ის ცემისათვის წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებაში, თავად თა---–--------ის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №9--------- დასკვნას, რომლის თანახმად, ერ------------ეს სხეულზე რაიმე ფორმით რაიმე სახის დაზიანების კვალიც კი არ აღენიშნება, თა---–--------ის ჩვენების მიხედვით კი, ერ------------ის ასეთი ცემის შემდგომ უნდა ჰქონოდა სიწითლე მაინც.
აპელანტის მითითებით, საქმეზე დაკითხული მოწმეების, თავად გუ-----------ის, და-----------ის, თი---------–-----ისა და მა-----------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მხოლოდ ქალბატონებს აქვთ უთანხმოება თა---–--------ესთან და 2017 წლის 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხმამაღალი ტონით საუბარს და ერთმანეთის ლანძღვას ქალბატონებს შორის. ამაში ერ------------ე ჩაერია სიტყვიერად, რა დროსაც ცდილობდა ქალბატონების დაწყნარებას, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მათივე ჩვენებით, ეს ტყუილი თა---–--------ემ მოუგონა მათ, რადგან იყო შურისძიებით გამსჭვალული. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა არც თა---–--------ის ჩვენება და არც 2017 წლის 08 ნოემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. აპელანტის აზრით, თა---–--------ის ჩვენება ასევე ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რითაც დასტურდება, რომ ჩხუბისა და ოთახებში გადაადგილების შემდგომ, სახლში არაფერია არეული.
სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტებმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გუ-----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს გუ-----------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა გუ-----------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ბრალდება, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გუ-----------ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულ თა---–--------ის ჩვენება, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან რაიმე წონადი არგუმენტი რაც დაზარალებულის ჩვენების არგაზიარების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო დაცვის მხარეს არ დაუსახელებია, ამასთან, დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ:
დაზარალებულ თა---–--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 07 ნოემბერს 10:00 საათზე ს------–------–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ გუ-----------ე და თავისი მეუღლე თ----, რომლის გვარიც არ იცის, ასევე, და------------ და მისი მეუღლე მა-----------ე. მისვლისთანავე საძინებელ ოთახში შეეჭრა გუ-----------ე, ერთი ხელით ითრევდა თმიდან, ხოლო მეორე ხელით ურტყამდა სახეში და სხეულზე. ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა გუ-----------ის მეუღლე. და------------ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რომელსაც იგივეთი შეეპასუხა. კონფლიქტის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მისი ქმრის - გე-–--------ის სახელზე ბანკიდან სესხი იყო გატანილი ზემოაღნიშნული პირების მიერ და მის ქმარს აწუხებდნენ, რათა გადაეხადა ეს ვალდებულებები. მათ გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ამის შესახებ მან მეზობელთან ისაუბრა. ამის გამო 6 ნოემბერს მასთან მივიდნენ და-----------ის და გუ-----------ის მეუღლეები და უთხრეს თუ რატომ ჭორაობდა მათზე. მან კი უთხრა, რომ სიმართლე იყო და არ ჭორაობდა. ამის გამო გაღიზიანდნენ და მეორე დღეს აგრესიულად მივიდნენ ს------–------–- არსებულ მისივე საცხოვრებელ სახლში უკვე ქმრებთან ერთად, სადაც გუ-----------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის დროს განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ასევე ესმოდა, თუ როგორ ურტყამდნენ ერ------------ეს. კონფლიქტი რომ განელდა დააფიქსირა, რომ ყურის არედან სისხლი სდიოდა და ამიტომ დარეკა 112-ში. ექიმმა აღმოუჩინა პირველადი დახმარება. სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას თა---–--------ის ჩვენების წინააღმდეგობრივ ხასიათსა და შურისძიების მოტივით ცრუ ჩვენების მიცემის ნაწილში და აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, თა---–--------ის ჩვენებასა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება თა---–--------ის მხრიდან გუ-----------ის მიმართ შურისძიების მოტივი. აღნიშნული მოსაზრება წარმოადგენს მხოლოდ დაცვის მხარის ვარაუდს, რაც არ არის დადასტურებული არც ერთი მტკიცებულებით.
პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულ თა---–--------ის ჩვენება თანხვედრაში მოდის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N9--------- დასკვნასთან, რომლის თანახმად, თა---–--------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნიკაპის ქვემო არეში, მარჯვენა ყურის ნიჟარაზე, ასევე ყურის ნიჟარის უკანა ზედაპირზე, მარცხენა ყვრიმალის არეში, წელის ქვემო შუა არეში, მარჯვენა მხრის შუა მესამედის მედიალურ ზედაპირზე. თა---–--------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
შესაბამისად, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია თა---–--------ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი. ამასთან, ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, ის მხოლოდ მიუთითებს, რომ დასახელებული ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა.
აპელანტი ასევე მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაცვის მხარის მოწმეებზე - თი---------–------, მა-----------ესა და და-----------ეზე და განმარტავს, რომ ისინი სხვაგვარად აღწერენ კონფლიქტის დროს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. პალატა სრულიად იზიარებს ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ დასახელებული მოწმეები კონფლიქტს ფაქტს აღწერენ იმგვარად, რომ მათი ჩვენებებით ცალსახად არ შეიძლება მტკიცება იმისა, რომ თა---–--------ის მიმართ გუ-----------ის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმე მა-----------ის განმარტებით, სახლში ყველანი ერთად არ შესულან, ჯერ შევიდა გუ-----------ე და მერე შევიდნენ სხვები; მოწმე თი---------–------მ განმარტა, რომ სახლში პირველი შევიდა გუ-----------ე, შემდეგ დანარჩენები. მათ შორის მოხდა კონფლიქტი მაგრამ ჩხუბი არ მომხდარა, უბრალოდ ის ავიდა დასალაპარაკებლად თუ რატომ ავრცელებდა თა---–--------ე მის წინააღმდეგ სიცრუეს. მას დაელაპარაკა საძინებელ ოთახში, რადგან იგი არ გადიოდა მისაღებ ოთახში. მოწმე და-----------ემ კი მიუთითა, რომ სახლში პირველები შევიდნენ გურამი ივანიძე და მისი მეუღლე. როდესაც სახლში შევიდნენ მოინახულა ბებია ერ------------ე, შემდეგ ბაბუა. ზუსტად არ იცის სად იჯდა თა---–--------ე. როდესაც ქალებმა ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყეს იგი წავიდა პაპის სანახავად და ეს ხმა ესმოდა მეორე ოთახიდან. ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ თა---–--------ესა და გუ-----------ეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. აღნიშნული ჩვენებებით არ შეიძლება გაბათილდეს დაზარალებულ თა---–--------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რაც თანხვედრაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით და მათი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გუ-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და განაჩენი დააფუძნა მხოლოდ ორ მტკიცებულებას, ვინაიდან, თვლის, რომ დაზარალებულის ჩვენება არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც თავისი შინაარსით არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და მასში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი წონადი არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მის სანდოობას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას გუ-----------ის მიერ ბებიის - ერ------------ის მიმართ ძალადობის განხორციელების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში გუ-----------ის ქმედების დამადასტურებელ არგუმენტად აპელანტს მოჰყავს მხოლოდ ერთი მტკიცებულება, დაზარალებულ თა---–--------ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მას ესმოდა, თუ როგორ ურტყამდნენ მოხუც ერ------------ეს, თუმცა ამ ფაქტის თვითმხილველი ის არ ყოფილა.
ბრალდების მხარე მსჯელობს ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N9--------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, ერ------------ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აპელანტის აზრით, ამგვარი დასკვნის პირობებშიც კი არ შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ გუ-----------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია ერ------------ისათვის, რადგან ფიზიკური ტკივილის მიყენებისათვის არ არის აუცილებელი დაზიანების ხარისხი. პალატა არ იზიარებს ამგვარ მსჯელობას და განმარტავს, რომ დაზიანებების არ არსებობის ფონზე, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის დასადასტურებლად უნდა არსებობდეს ფიზიკური ტკივილის განცდის მსხვერპლთან გადამოწმების საშუალება. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ერ------------ემ ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა შვილიშვილის − გუ-----------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, დაზიანებების გარეშე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის გადამოწმების საშუალება სასამართლოს არ გააჩნია.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ გუ-----------ის ბრალდება იმ ნაწილში, სადაც მას ბრალად წარედგინა ოჯახში ძალადობა ბებიის - ერ------------ის მიმართ, არ არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი, პირდაპირი მტკიცებულებით, ვინაიდან, დაზარალებულმა ბებიამ - ერ------------ემ და მოწმემ - ძმამ გე-–--------ემ, უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. საქმის ირგვლივ დაკითხული სხვა მოწმეები კი არ ადასტურებენ ძალადობის ფაქტის განხორციელებას ბებიის მიმართ.
პალატა ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმისა და დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებებით უდავოდ დასტურდება გუ-----------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, რასაც პალატა არ ზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის შეფასება მხოლოდ მისი უდავო მტკიცებულებად მიჩნევის დროსაა შესაძლებელი. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, ნათელია, რომ სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და რაიმე სახის შეფასება მისცეს მას.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მუქარის ფაქტის დასადასტურებლად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გუ-----------ის დამნაშავეობაში ბრალდების ამ ნაწილში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გუ-----------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გუ-----------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გუ-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ირაკლი ბა-------ისა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გუ-----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გუ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
გუ-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი, გაუქმებულია.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - იასამნისფერი მაისური, დაუბრუნდეს დაზარალებულს - თა---–--------ეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე