განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-----------------
საქმე №1/ბ-923-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კ---ბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - თ-----------,ადვოკატ - გ------------–---–-- მონაწილეობით,კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ----------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
კ-----------------------------–---–-ს მიმართ (მისი მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს----------------------------–----–-ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
კ---------------–--ლს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წელს ნ-----–---------------ემ გადაწყვიტა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხ-–-–- განეხორციელებინა ბიზნეს საქმიანობა. აღნიშნულის გამო, იგი დაუკავშირდა თავის ნაცნობს კ---------------–--ლს, რომელსაც შეუთანხმდა, რომ დააფინანსებდა მას, ხოლო კ---------------–--ლს უნდა განეხორციელებინა ზედამხედველობა ნ-----–---------------ის კუთვნილი ქონებისათვის, რის შედეგადაც კ---------------–--ლი ნ-----–---------------ისაგან მიიღებდა გარკვეული სახის შემოსავალს. აღნიშნულის გამო, ნ-----–---------------ემ 1 100 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა, რაც დროებით სარგებლობისათვის გადასცა კ---------------–--ლს; ასევე, ნ-----–---------------ემ კ---------------–--ლს მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად გადასცა 1 340 ლარი, რომელზეც შემდგომ მოიყვანეს 4 ტონა სიმინდის მოსავალი, რაც დაასაწყობეს კ---------------–--ლის საცხოვრებელი სახლის ეზოში. ამავდროულად, ნ-----–---------------ემ ბიზნესის გაფართოებისათვის გადაწყვიტა, რომ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეეძინა ბალახის ტუკები, რომლის დასამზადებელი თანხა - 6 000 ლარი გადასცა კ---------------–--ლს და სთხოვა აღნიშნულ საქმიანობაში დახმარება, ამავდროულად ნ-----–---------------ემ 100 ლარად შეიძინა ორი ცალი გოჭი, რომელიც მოსავლელად მიუყვანა კ---------------–--ლს. 2016 წლის ბოლოს კ---------------–--ლმა გადაწყვიტა თავის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში მყოფი ნ-----–---------------ის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ---------------–--ლმა ნ-----–---------------ისაგან წინასწარი შეთანხმების გარეშე მოახდინა ამ უკანასკნელის კუთვნილი ქონების რეალიცაზია, მიღებული შემოსავლები კი გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ-----–---------------ეს მიადგა 13 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით:
კ---------------–--ლი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ბრალდებული კ---------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით - 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
კ---------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღად განესაზღვრა მისი დაკავების მომენტი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ
კ---------------–--ლმა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურომა თ----------მ. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კ---------------–--ლის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტის განმარტებით, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----–---------------ემ განმარტა, რომ საერთო ჯამში კ---------------–--ლმა მას მიაყენა 13 000 ლარის მატერიალური ზიანი. კერძოდ მან კ---------------–--ლს გადასცა ბალახის დასამზადებელი მიწის დასაჯავშნად - 3000 ლარი, ბალახის ტუკების დასამზადებლად - 6000 ლარი, სიმინდის მოსავლის მისაღებად მიწის დამუშავებისათის - 600 ლარი (300-300 ლარი 2-ჯერ), სიმინდის შესაძენად და დასათესად - 1300 ლარი, ასევე შეიძინა 100-100 ლარად ღირებული ორი ცალი გოჭი და 1 100 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული თანხების დაანგარიშებით კი მხოლოდ ლარში არსებული ზიანიც აღემატება 10 000 ლარს და წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დიდ ოდენობას. რაც შეეხება 1 100 აშშ დოლარს, მართალია მისი ოდენობა ლარებში არ არის მითითებული, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია მისი ექვივალენტი ღირებულება, რაც თავისთავად ზრდის დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას. საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ზიანის ზუსტი ოდენობა, ამასთან, ბრალდების შესახებ დადგენილების რეკვიზიტები სრულად შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; მასში მითითებულია მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა, ხოლო რომელიმე ფაქტობრივი გარემოების დადგენილებაში მიუთითებლობა, ეჭვქვეშ არ აყენებს ამ ფაქტობრივი გარემოების რეალურობას, მით უფრო, როდესაც იგი დადგენილია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
მსჯავრდებულ კ---------------–--ლის ადვოკატმა გ------------–---–მა განმარტა, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენლი მტკიცებულებებიდან, კერძოდ:
პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც მასში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცებულების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაშიპირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებითსაქმეში არსებულ უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; მსჯავრდებულ თ--------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა განმარტავს, რომ ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას უნდა დადგინდეს, მოცემულ საქმეში აქვს თუ არა მტკიცებულებას შეხება მტკიცების საგანთან; სწორად არის თუ არა მასში ასახული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები; სანდოა თუ არა წყარო, საიდანაც მომდინარეობს მტკიცებულება და უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად რელევანტურია მტკიცებულება. ყველა ის მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი, პალატის მიერ შეფასდება სწორედ აღნიშნული კრიტერიუმებით, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----–---------------ემ განაცხადა, რომ კ---------------–--ლი არის მისი მეზობელი საგარეჯოს რაიონის სოფელ ხ-–-–- და იცნობს ბავშვობიდან. ბოლო ბერიოდში იგი სოფელში ეხმარებოდა სხვადასხვა საქმიანობაში, რაშიც ფულს უხდიდა. 2015 წლის ბოლოს კ---------------–--ლმა შესთავაზა, რომ ფული მიეცა მისთვის, იყიდდა ძროხებს, დაკლავდა, გაყიდიდა და მასაც ასარგებლებდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული განახორციელეს, კვლავ კ---------------–--ლის შეთავაზებით 1100 დოლარად იყიდა „ვილისის“ მარკის ავტომანქანა, რითაც მ------–---–ი დადიოდა ტყეში, ყიდიდა შეშას და პერიოდულად მასაც (ნ-----–---------------ეს) უგზავნიდა სარგებელს - 500 ლარს. შემდეგ გადაწყვიტეს მიწების დამუშავება და სიმინდის მოყვანა. კ---------------–--ლს თავდაპირველად 300 ლარი გაუგზავნა მიწის მოსახნელად, შემდეგ კიდევ 300 ლარი მისცა; ჯამში გაუგზავნა 1300 (1350) ლარი მოხნისა და დათესვისათვის და 600 ლარი დაუმატა სხვა ხარჯებისთვის. იგი ზაფხულში ქო----–---ში დადიოდა და კ--------ა თივის ფასის გაგება სთხოვა. მან თივის კლიენტი იშოვნა და ფასზეც შეუთანხმდა, რაზეც კ---მ უთხრა, რომ მისაღები ფასი იყო. თივის ბალახის მოსაყვანად მიწები რომ დაეჯავშნათ, ბანკიდან სესხი გამოიტანა - 3000 ლარი და მისცა კ---------------–--ლს. ასევე, მოთიბვისთვის და დაპრესისთვის სხვა თანხა უნდა გადაეხადა. თავიდან 3700-მდე ტუკი დაიპრესა, რომელიც მან ნახა და ყველაფერი კარგად იყო დასაწყობებული. დაპრესვისათვის 6000 ლარი გადაიხადა. ამ თანხას სხვადასხვა საშუალებით აძლევდა კ---ს. ერთხელ მეზობელმა დაურეკა, რომელიც ტუკებს უმზადებდათ და უთხრა, რომ კ---ბერი საფასურს არ უხდიდა, რის გამოც ჩავიდა სოფელში და კ---ს გაატანა მასთან 400 ლარი. ამ პიროვნებამ მოგვიანებით კიდევ დაურეკა და უთხრა, რომ კ---ს 1200 ლარი ჰქონდა მისაცემი. ორი კვირის შემდეგ კიდევ ჩავიდა სოფელში და ეს თანხაც კ---ს გადასცა ვალის გასასტუმრებლად. მოგვიანებით ქო----–---ელი ბიჭი მივიდა მათთან ტუკების საყიდლად, რომელიც 3,50 ლარად ყიდულობდა ერთი ტუკს. აღნიშნულმა პიროვნებამ დაურეკა და უთხრა, რომ ტუკები არეული იყო, ბალახი დამპალი და ვერ წაიღებდა. იგი (ნ-----–---------------ე) მაშინვე ჩავიდა ადგილზე და ნახა, რომ ტუკები ნამდვილად არეული იყო, ხელოვნურად იყო დაშლილი. კ---------------–--ლის განმარტებით, ტუკები ქარმა გააფუჭა. მან და მისმა შვილმა დაამშვიდეს, რომ ორ დღეში ახლიდან დაპრესავდნენ, მაგრამ კ--- სხვადასხვა მიზეზებს იგონებდა და საბოლოოდ არ დაუპრესია. ამის შემდეგ ჩავიდა სოფელში, რათა კ---------------–--ლთან ურთიერთობა გაეწყვიტა. თანხები დათვალეს და ჯამში გამოვიდა 13300 ლარი. კ---ს უთხრა, რომ 300 ლარი არ უნდოდა და 13000 ლარი უნდა დაებრუნებინა. მანამდე ორი ღორიც ჰქონდა ნაყიდი, რომელსაც კ--- უვლიდა და მათი ღირებულებაც ამ 13000 ლარში შედიოდა. ამ შეთანხმების შემდეგ დაახლოებით სამ დღეში, ნოემბრის დასაწყისში ჩავიდა სოფელში, თუმცა ადგილზე აღარც ბალახი დახვდა და არც სიმინდი. კითხვაზე, თუ რა ხდებოდა ბალახთან და სიმინდთან დაკავშირებით, კ---მ უპასუხა, რომ ყველაფერი გაყიდა და ორ დღეში მიაწვდიდა თანხას. მოგვიანებით კი ერთ მისთვის უცნობ პიროვნებას შეახვედრა კ---მ, რომელმაც უთხრა, რომ ყველაფერი თვითონ იყიდა და 20 დეკემბერს თანხას მისცემდა. 20 დეკემბერს ნავთლუღში ქვისლი - ა-–--------------------ე გაგზავნა, მაგრამ თანხის მისატანად არავინ მისულა, ტელეფონზე კ---------------–--ლი არ პასუხობდა. როდესაც სოფელში ჩავიდა, ღორებიც გაყიდული დახვდა. მოგვიანებით მეზობლებისგან გაიგო, რომ კ---------------–--ლი საბერძნეთში იყო წასული. მან კ---ბერის შვილს - ვ----ს ჰკითხა, თუ რა ხდებოდა ფულთან დაკავშირებით, რომელმაც უპასუხა, რომ თვითონ ვერაფერს გადაიხდიდა და მამამისისთვის მოეთხოვა. კ---------------–--ლს გაყიდული ჰქონდა მისი ნაყიდი ავტომანქანაც. კ---------------–--ლმა მთლიანობაში მიაყენა 13 000 ლარის ზიანი და ითხოვს აღნიშნული თანხის ანაზღაურებას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–---–მა განაცხადა, რომ არის დაზარალებულ ნ-----–---------------ის ძმა. იგი კ---------------–--ლს იცნობს ბავშობიდან, თუმცა ბოლო წლებში მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. ნ-----–---------------ეს უნდოდა ბიზნესის დაწყება და დახმარება სთხოვა კ---ს. კერძოდ, მისი ძმა ფინანსურად მონაწილეობდა ბიზნესის განვითარებაში, ხოლო კ---------------–--ლი მის დავალებებს ასრულებდა, კერძოდ კი - ტექნიკის მოზიდვას და სხვა სამუშაოებს. მოწმის განმარტებით, მისთვის კ---------------–--ლს ან მისი ოჯახის წევრებს, ნ-----–----ზე გადასაცემად ფულადი თანხა არასდროს მიუციათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–--------------------ემ განაცხადა, რომ ნ-----–---------------ე არის მისი ქვისლი. ისინი სოფელ ხ-–-–- ხშირად ჩადიოდნენ, სადაც გაიცნეს კ---ბერი. ერთ-ერთ ქეიფზე გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ ბიზნესი, კერძოდ, უნდა მოეყვანათ სიმინდის მოსავალი, ასევე ბალახი უნდა დაემზადებინათ და გაეყიდათ. კ--------ა უთხრა ნ-----–---------------ეს, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის ეყიდათ მანქანა. დაზარალებულსა და ბრალდებულ შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ნ-----–---------------ეს ბიზნესში დაახლოებით 10 000-ზე მეტი თანხა ჰქონდა ჩადებული და თავის თანხებს ვერ ღებულობდა. ნ-----–----მა კ---ბერს უთხრა, რომ თვითონ ბიზნესიდან გადიოდა და თანხა დაებრუნებინა მისთვის. კ---------------–--ლი შეპირდა, რომ ყველაფერს გადაუხდიდა, თუმცა დანაპირები არ შესრულდა. ნ-----–----ი როდესაც ურეკავდა, კ---საც და მის შვილსაც ტელეფონები გათიშული ჰქონდათ. 2016 წლის დეკემბერში ის და და ნ-----–---------------ე ჩავიდნენ სოფელში და შეხვდნენ კ---ბერის შვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მამამისი თბილისში იყო წასული, ტელეფონი გაფუჭებული ჰქონდა და ორი დღეა არ დალაპარაკეებიან. მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ კ---ბერი საზღვარგარეთ იყო წასული, ხოლო მანქანა გაყიდული ჰქონდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------–---–-ა განაცხადა, რომ ყიდიდა ავტომანქანა „ვილისს“, სახელმწიფო ნომრით - N------. 2016 წელს, ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, დაურეკა ერთმა პიროვნებამ, გაეცნო ნ-----–---------------ედ და უთხრა, რომ მანქანის ნახვა უნდოდა. მესამე დღეს ნ-----–---------------ე მივიდა ორ პიროვნებასთან ერთად და მანქანა 1 100 აშშ დოლარად შეიძინა. მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდა ნიკა ედიბერიძე, რომელსაც მანქანის გადაფორმების მიზნით მიაწოდა იმ პირის ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი და მისამართი, ვისზეც მანქანა იყო გაფორმებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ო-------------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხ-–-–-. ნ-----–---------------ე და კ---------------–--ლი მისი მეზობლები არიან და იცნობს მათ. იცის, რომ აღნიშნულ პირებს სიმინდისა და ბალახის პრესის ბიზნესი ქონდათ, თუმცა ბიზნესში ვინ რა ფუნქციას არსრულებდა, მისთვის უცნობი იყო. ის და კ--- მ------–---–ი ნ-----–---------------ეს გაყვნენ ავტომანქანა „უ-----“ საყიდლად, რომლითაც შემდეგში კ--- მ------–---–ი სარგებლობდა, სოფელში მოძრაობდა და ტყეშიც დადიოდა. მისთვის ასევე ცნობილია, რომ კ---------------–--ლს სახლში ჰყავდა სამი ღორი, მაგრამ ვინ უყიდა ისინი, არ იცის. მოწმის განმარტებით კ---------------–--ლი 2016 წელს წავიდა საქართველოდან და ახლაც საზღვარგარეთ იმყოფება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პ-------------–---–მა განაცხადა, რომ ჰყავს „ტე 25-ის“ მარკის ტრაქტორები, რომლის საშუალებითაც სათიბ ოპერაციებს აწარმოებს. 2016 წელს, მეზობელმა კ---------------–--ლმა უთხრა, რომ რამდენიმე ჰექტარი მიწა ჰქონდა და მოურიგდა მის გათიბვასა და დაპრესვაზე. კ---------------–--ლს გათიბვაში ჰექტარზე 80 ლარი, დაპრესვაში კი 50 თუ 60 ლარი უნდა გადაეხადა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახადა, რომ აღნიშნულ ფულს მას ნ---------------ე უხდიდა. კ---------------–--ლმა თავდაპირველად წინასწარ მისცა 500 ლარი, რომლსაც თვითონაც დაამატა თანხა და იყიდა ახალი ბალახის შემგროვებელი ე.წ. „გრაბლი“. ეს თანხა კი ბოლოს საერთო ანგარიშიდან უნდა გემოექვითათ. იგი ასრულებდა სამუშაოებს, ხოლო ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დანახარჯების გათვალისწინებით უნდა გადაეხადათ მისთვის შეპირებული თანხა, რასაც კვლავ პირდებოდნენ და არ უხდიდნენ. ამის შემდეგ გადაწყვიტა მათთან აღარ ემუშავა და მივიდა კ---------------–--ლთან, რომელმაც უთხრა - ნ---------------ე ჩამოვა და ფულს ჩამოიტანსო. როცა ნ---- ჩავიდა სოფელში, კ---------------–--ლმა მას 400 ლარი მიუტანა. ერთხელ მანამდეც ქონდა მიცემული 400 ლარი. შემდგომში, სამუშაოების შესრულების შემდეგაც დაუგვიანეს საფასურის გადახდა, თუმცა მოგვიანებით კ---------------–--ლმა კიდევ მიუტანა 400 ლარი. შემდგომი დავალიანების თაობაზე მუშებთან ერთად შეხვდა ნ-----–---------------ეს, რომელიც დაპირდა ფულის გადახდას, მაგრამ მისთვის ფული არ მიუტანიათ. ნ-----–---------------ე შეპირდა, რომ ბალახის პრესს გაყიდდა და გაისტუმრებდა მის ვალს, მაგრამ არ გადაუხდია. მოწმის განმარტებით, ნ---------------ემ უთხრა - მე შენთვის მოსაცემი მაქვს 400 ლარი და გადაგიხდიო, დანარჩენ ფულს კ---------------–--ლს ვატანდი, მაგრამ ალბათ შენთან არ მოქონდაო; შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მისთვის ასანაზრაურებელი დარჩათ 1380 ლარი; მოგვიანებით გაიგო, რომ კ---------------–--ლი საზღვარგარეთ წასულა;
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----------–-–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხ-–-–-. იგი იცნობს კ---------------–--ლს, ხოლო ნ-----–---------------ეს არა. როგორც მისთვის ცნობილია, ამ ორ პიროვნებას ერთობლივი ბიზნესი ჰქონდათ და კ---ს რაღაც ვალი დაედო, თუმცა რა სახის ბიზნესი იყო, არ იცის. დაახლოებით ერთი წელია, რაც მან კ---სგან შეიძინა „უ-----“ მარკის ავტომანქანა 1500 დოლარად. კერძოდ, კ---ს მისცა 1000 დოლარად ღირებული თავის მანქანა და დაუმატა 500 დოლარი. ამ ავტომანქანით კ--- დადიოდა სოფელში და ტყეში. მოგვიანებით კი გაიგო, რომ იგი კ---ს და ნ-----–----ს ერთობლივად შეუძენიათ ბიზნესითვის. მას ნ-----–---------------ემ დაურეკა და უთხრა, რომ მანქანა, რომელიც კ---სგან შეიძინა, მისი იყო, თუმცა მანქანის დაბრუნება არ უთხოვია. როგორც მოწმისათვის ცნობილია, კ---------------–--ლი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.
2018 წლის 11 აპრილის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოხდა ნ-----–---------------ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდეგნილი DVD-R დისკის გამოკველვა. დისკზე განთავსებულია აუდიოჩანაწერი, სადაც ფიქსირდება მამაკაცების საუბარი, ანგარიშობენ ფულად თანხებს; ასევე, ფოტო მასალა და ორი ვიდეო ჩანაწერი.
2017 წლის 16 ნოემბრის ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, კომპლექსური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აუდიო ჩანაწერი „2-----------“ წარმოდგენილია ასლის სახით, ორიგინალი ჩანაწერი გადაწერილია სხვა ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით და მასზე აღინიშნება წყვეტები შემდეგ მონაკვეთებზე - t=0-----------–--------------------წმ, ხოლო გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერები დამზადებულია უწყვეტად და მათზე არავითარი სახის მონტაჟის კვალი არ დაფიქსირდა. ფოტომასალის გამოკვლევა ვერ მოხერხდა, ვინაიდან, ბიუროში არ გააჩნიათ აღნიშნული კვლევისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. ექსპერტებმა ა------------–-----------------------------–---მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს დასკვნის სისწორე და უტყუარობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით კრიმინალიზებულია მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პირი ქონებას, რომელიც მასთან მოხვდა ხელშეკრულების, სამსახურებრივი მოვალეობის თუ სხვა ვალდებულების საფუძველზე, კანონიერად, განაცალკევებს მას მესაკუთრის ქონებისგან და აქცევს თავის პირად ქონებად, რომელსაც შემდგომში საკუთარი სურვილისამებრ განკარგავს. მითვისება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს, მისი, როგორც საკუთარის განკარგვის მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ ნ-----–---------------ის კუთვნილი ქონების მითვისების ფაქტს. თუმცა, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას კ---------------–--ლის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ჩადენასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დიდი ოდენობით მიყენებული ზიანის დადგენის ნაწილში წარმოდეგნილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ სტანდარტს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ კოდექსის ამ თავში (დანაშაული საკუთრების წინაარმდეგ) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარს ზევით; ხოლო მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.
ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ზიანის ზუსტი ოდენობა. პალატის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეთა ჩვენებები და ასევე საქმეზე წარმოდეგნილი სხვა მტკიცებულებები, მნიშვნელოვანია მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. კერძოდ, მათი ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ ნ-----–---------------ეს და კ---------------–--ლს მართლაც ჰქონდათ ბიზნეს ურთიერთობა, რაც იმით დასრულდა, რომ მ------–---–მა სათანადოდ ვერ შეასრულა ურთიერთშეთანხმებიდან გამომდინარე დაკისრებული ვალდებულებები და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ნ-----–---------------ის კუთვნილი თანხები. თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები არ არის რელევანტური იმ ფაქტის შესაფასებლად, თუ კონკრეტულად რა ოდენობის თანხები მიითვისა მსჯავრდებულმა კ---------------–--ლმა.
ზიანის ოდენობის განსაზღვრის კუთხით ბრალდება ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიუთითა თუ რა სახის სამუშაოს შესრულებისთვის რა ოდენობის თანხა გადაუხადა კ---------------–--ლს. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ სხვადასხვა დროს კ---------------–--ლისთვის მიცემული თანხები ერთობლიობაში შეადგენს 11 100 ლარს და 1100 აშშ დოლარს, სართო ჯამში მიერ მიერ დაანგარიშებული იქნა მიყენებული ზიანი - 13 300 ლარი, საიდანაც 300 ლარზე პრეტენზია არ ქონდა და მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა იყო 13 000 ლარი. მართალია პალატა იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას, როგორც სარწმუნოს და დამაჯერებელს და მიიჩნევს, რომ არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; თუმცა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის უალტერნატივო მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მოცემულ შემთხვევაში კი მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით საქმეზე წარმდეგნილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც ცალკე აღებული, უტყუარად ვერ დაადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტს.
ამასთან, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე, სადაც მითითებულია, რომ ნ-----–---------------ემ კ---------------–--ლს გადასცა 1100 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა; მიწის ნაკვეთს დასამუშავებლად - 1340 ლარი; ასევე, 6000 ლარი - ბალახის ტუკების დამზადებისათვის და 100 ლარად ღირებული ორი ცალი გოჭი. ასევე, აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულია, რომ თავისი არამართლზომიერ ქმედების შედეგად, კ---------------–--ლმა ნ-----–---------------ეს მიაყენა 13 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი.
პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების რეკვიზიტები სრულად შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს „ბრადლების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.“ კანონმდებელი პირდაპირ ავალდებულებს ბრალდების მხარეს, რომ დადგენილებაში მითითებული იყოს პირის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოცემულია მთლიანობაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ხოლო სრულყოფილად არ არის აღწერილი პირის მიერ ჩადენილი თითოეული ქმედება, რისთვის რა მიზნით და რამდენი თანხა გადასცა დაზარალებულმა ბრალდებულს და შესაბამისად, გაურკვეველი რჩება რის საფუძველზე იქნა დაანგარიშებული საბოლოოდ მიყენეული ზიანი 13 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითვისებული თანხის ნაწილი წარმოდეგნილია უცხოურ ვალუტაში და არ მომხდარა ეროვნულ ვალუტაში მისი ექვივალენტის გამოთვლა. საქმეში წარმოდგენილ მასალებშიც არ მოიპოვება შესაბამისი კომპეტენტური პირის ან ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის რამდენ ლარს შეადგენდა დადგენილებაში მითითებული 1100 აშშ დოლარი.
პალატა განმარტავს, რომ პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხლისმგებლობის დაკისრება ხდება იმ ქმედების ფარგლებში, რასაც მას ბრალდების მხარე ედავება. რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ - საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მიყენებული ზიანის თაობაზე მითითებული თანხები საერთო ჯამში შეადგენს 7540 ლარს და 1100 აშშ დოლარს (დოლარის ექვივალენტური თანხა არ არის დაანგარიშებული); დაზარალებულ ნ-----–---------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება, კ---------------–--ლისათვის ბალახის მოსაყვანი მიწების დასაჯავშნად 3000 ლარის და სხვადასხვა ხარჯებისთვის 600 ლარის მიცემასთან დაკავშირებით, ბრალდების დადგენილებაში არ არის ასახული. სააპელაციო პალატა კი ვერ გასცდება ბრალდების ფარგლებს და დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მსჯავრდებულის მიერ იმ ქმედების ჩადენას, რასაც მას ბრალდების მხარე არ ედავება. ის ფაქტი, რომ კ---------------–--ლის მიერ მითვისებული თანხის ოდენობა აჭარბებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დიდ ოდენობას - 10 000 ლარს, წარმოადგენს საეჭვო გარემოებას, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით პირის მსჯავრდების საფუძველი და პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ---------------–--ლის დამანაშავედ ცნობას შეცვლილი კვალიფიკაციით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომ ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები.
ყოველივე ზემოაღნშნულის საფუძველზე პალატა ადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება კ---------------–--ლის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწყვია და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ კ---------------–--ლის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, დამნაშავის პიროვნება, მისი ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი (იმყოფება მიმალვაში) გარემოებები და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი;
კ---------------–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
კ---------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
კ---------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ავტომანქანა „უ---------, სახ. ნომრით N------ და ტექპასტორტი, რაც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ი----------–-–---–ს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ერთი ცალი DVD დისკი, ნ. ედიბერიძის წარმოდგენილი ფოტო აუდიო და ვიდეო მასალით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მსჯავრდებულ კ---------------–--ლს, რომლის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
ლ. თევზაძე