განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2020
საქმის ნომერი
330100119003149638
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3840-19

(-------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,ფატიმა გოგიშვილის მდივნობით,ბრალმდებელ ქ--------------–---–ის,ადვოკატ ა-----------------–ის,ბრალდებულ ი-–------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–------------ის (პ-------------), დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, გ-------–----------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ი-–------------ეს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, გ-------–---------- ქუჩა №23, ბინა 33-ში მყოფი ი-–------------ე მამას - ტ------------------ეს და დას - ე-–-------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ სახლში გააჩენდა ხანძარს და დაწვავდა ორივეს ან გაზის აირის გაშვების შედეგად გაგუდავდა, ასევე ტ------------------ეს სახრახნისის გამოყენებით გამოფატრავდა მუცელს. აღნიშნული ქმედება ე-–--- და ტ------------------ეების მიერ აღქმული იქნა რეალურად და მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი-–------------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ი-–------------ეს ბრალად ედება ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, გ-------–------------------------------ში ი-–------------ემ განზრახ დააზიანა მამის - ტ------------------ის კუთვნილი ,,სონის“ ფირმის ტელევიზორი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1800 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი-–------------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ ი-–------------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ:

დაზარალებულმა ტ------------------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

მოწმე ნ------------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

მოწმე თ------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს ქ-------–--–-----------–---------ს ქუ-------–- და არის ი-–------------ის მეზობელი. მისი სამზარეულოს ფანჯარა უყურებს გ-----------ის ეზოს და მათ ბინებს შორის მანძილი არის დაახლოებით ოცი მეტრი. 2019 წლის ივლისის თვის ბოლოს იმყოფებოდა სახლში და წყლის დასალევად გავიდა სამზარეულოში, რა დროსაც ფანჯრიდან ეზოში დაინახა პატრულის მანქანა. იგი გავიდა ეზოში, სადაც დაინახა, რომ სკამზე იჯდა ტ------------------ე, რომელიც იყო შეუძლოდ და პატრულს აძლევდა ჩვენებას. მან ტ------------------ის ამ საუბრიდან შეიტყო, რომ მას შვილთან უჩხუბია, რა დროსაც ი-–------------ეს გადმოუგდია ტელევიზორი და გაუნადგურებია. ასევე ი-–------------ე მას და მის შვილს - ე-–---ს დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, ამის გამო ტ------------------ე იყო განერვიულებული და შეშინებული. მას თავისი სამზარეულოდან არაერთხელ გაუგონია ი-–------------ისა და ტ------------------ის კამათის ხმები. მათ კამათს ე-–-------------ე ანეიტრალებდა ხოლმე, რომ სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო.

მოწმე თ-------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს ქ-------–--–-----------–---------ს ქ---------–- და ი-–------------ე არის მისი მეზობელი. შემთხვევის დღეს ი-–------------ის და - ე-–-------------ე მივიდა მასთან სახლში და მოუყვა, რომ მამამისმა ტ------------------ემ და ძმამ - ი-–------------ემ ერთმანეთში იკამათეს, რა დროსაც ი-–------------ემ ეზოში გადმოაგდო ტელევიზორი. კერძოდ, ე-–--- და ტ------------------ეები ეზოში იმყოფებოდნენ, როდესაც გაბრაზებულმა ი-–------------ემ ეზოში გადმოაგდო ტელევიზორი. მათ შორის კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ ი-–------------ეს უნდოდა თანხა, რაც ტ------------------ეს არ ჰქონდა. მან შემთხვევის დღეს გ-----------ის სახლთან ნახა პატრულის მანქანა, რის გამოც ჩავიდა მათთან. ეზოში იმყოფებოდა ტ------------------ე, რომელიც პოლიციელებს ესაუბრებოდა მომხდარის შესახებ და თავს შეუძლოდ გრძნობდა. ტ------------------ემ მას სთხოვა, რომ სამზარეულოდან სკამი გამოეტანა ჩამოსაჯდომად. მან გამოუტანა სამზარეულოდან სკამი, რის შემდეგაც ავიდა თავის სახლში. მოწმე წარსულში არასდროს შესწრებია ტ------------------ისა და ი-–------------ის კამათს, თუმცა ე-–-------------ისგან სმენია ამის შესახებ.

მოწმეებმა გ-------------ემ, ნ-----–----------–---–მა, ი-------------–--ლმა და შ-------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

112-ში შეტყობინების №------- ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 ივლისს, 01:40 საათზე ტ------------------ემ შეატყობინა 112-ს, რომ გ-------–---------- ქუ-------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მისი შვილი ი-–------------ე ძალადობდა მასზე (ს.ფ. 2).

პროკურორის შუამდგომლობით მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ე-–-------------ის 2019 წლის 25 ივლისის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც იგი განმარტავს: ვცხოვრობ ზემოაღნიშნულ მისამართზე ჩემს ორ შვილითან გ-------------ესილი ბ----------ებთან, მამასთან ტ-----------------------ან, ძმასთან ი-–------------ესთან მის მეუღლესთან ნ------------ესთან და ჩემი ძმის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მოგახსენებთ, რომ დაახლოებით ბოლო ერთი თვეა მამაჩემსა და ჩემს ძმას შორის დაიძაბა ურთიერთობა, თითქმის ყოველდღიურად აქვთ კონფლიქტი ერთმანეთში იმის გამო, რომ ი-–-- მამაჩემს ტ--------ს სთხოვს ფულად თანხას, როგორც ვიცი დაახლოებით 12000 აშშ დოლარს, ვინაიდან სახლი, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ აუქციონზეა გაყიდული ვალების გამო და დღე დღეზე მოგვიწევს მისი დაცლა. მას ჰგონია, რომ ბინის საფასური აღებული აქვს მამაჩემს. 2019 წლის 24 ივლისს დაახლოებით 21:00 საათისთვის ვიმყოფებოდით სახლში მე, მამაჩემი და ჩემი ძმა, რა დროსაც ი-–--მ დაიწყო საუბარი, რომ სურდა ავტომანქანის ზეთების შემოტანა და საბითუმო ფასებში ჩაბარება, რისთვისაც ესაჭიროებოდა 12000 ამერიკული დოლარი, აღნიშნულის შესახებ კი იგი გვესაუბრება ოჯახში დაახლოებით 14 დღეა, რაზეც მე და მამაჩემი ვპასუხობდით, რომ ჩვენ არ გვქონდა არანაირი სახის ფულადი თანხა დანაზოგის სახით და ვერაფრით დავეხმარებოდით. მთელი 14 დღის განმავლობაში კი რამდენჯერაც იგი დაიწყებს ფულად თანხაზე საუბარს და ვეტყვით, რომ ფული არ გვაქვს, იმდენჯერ გადადის მამაჩემის ლანძღვაზე, კერძოდ, აგინებს დედის მიმართულებით, ლანძღავს უშვერი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რამაც ბოლო ორი კვირაა მიიღო სისტემატური ხასიათი, კერძოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მამაჩემისგან ყოველდღიურად ითხოვს 12000 დოლარს, ხოლო უარის მიღების შემდეგ იგი აგინებს და ლანძღავს, რასაც ხან ვესწრები, ხან - არა, მაგრამ ყველაფერი ვიცი მამაჩემისგან. ასევე მან რამოდენიმეჯერ სცადა მამაჩემისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მაგრამ გადავეღობე მე და შევაკავე ჩემი ძმა ი-–------------ე. კითხვაზე მოგახსენებთ, რომ მამაჩემი სახლიდან გადის მანამდე, სანამ ი-–--ს ღვიძავს, რომ რამე კონფლიქტი არ მოხდეს. მას შემდეგ კი, რაც ი-–-- დაიძინებს ან წავა სახლიდან, შედის სახლში და იძინებს. 2019 წლის 24 ივლისს კი როდესაც ლაპარაკი დაიწყო ფულზე, დაახლოებით 21:00 საათიდან სამი-ოთხი საათის განმავლობაში საუბრობდა იმის შესახებ, რომ მამაჩემს უნდა მიეცა მისთვის ფული, ამ სამი-ოთხი საათის განმავლობაში კი მან არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მამაჩემს, უყვიროდა ხმამაღლა, მაგრამ მამაჩემი შეპასუხებას ვერ ახერხებდა, ვინაიდან ნერვიულობდა და იყო სტრესში. ბოლოს როდესაც უთხრა, რომ არ ჰქონდა საერთოდ ფულადი თანხა მისთვის მისაცემად, იყო უკვე 2019 წლის 25 ილისის 00:30 საათი, მე უკვე გამოსული ვიყავი ეზოში და ვიჯექი სკამზე, ჩამოვიდა მამაჩემიც და მითხრა ი-–-- ძალიან აგრესიული გახდა, ღრიალი დაიწყო და მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითო, შემეშინდა მართლა რამე არ ჩამარტყას თავში და გამოვერიდეო. შემდეგ მკითხა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო, რაზედაც მე ვუთხარი, რომ იქნებ ვიშოვოთ ფული და მივცეთ რამეთქო. ამ დროს კი ფანჯრიდან გადმოიხედა ი-–----– და დაგვიძახა ვაძლევდით თუ არა მას ფულს, რაზეც ვუპასუხეთ ორივემ ერთად, რომ საიდან მიგვეცა არ გვქონდა ფული არც ერთს, რა დროსაც მან გვითხრა, რომ მაშინ ნახეთ რას ვიზამო, დავწვავ სახლს და ამოგწვავთ ორივეს სახლშიო. შემდეგ გვითხრა, რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდებითო. კერძოდ, გაზს გავუშვებ და გაგგუდავთო, შევიდა უკან სახლში, ფანჯრიდან დავინახე, რომ სახლში ტელევიზორს ესროლა რაღაც ნივთი, როგორც მივხვდი მანიკური, გამოიტანა ტელევიზორი აივანზე იმ მხარეს, სადაც მე და მამაჩემი ვიჯექით და გვესროლა ტელევიზორი, მაგრამ ჩვენამდე ტელევიზორმა ვერ მოაღწია, დაეცა ჩვენს წინ ეზოში და გატყდა, რის შემდეგაც შებრუნდა სახლში, მამაჩემმა მითხრა, რომ სახლის ქვეშ ,,პადვალში“ ჩავიდოდა დასაძინებლად, რადგანაც სახლში ასვლა არ სურდა, რომ რაიმე არ დაემართა ი-–--ს მისთვის, მე კი ავედი ჩემს მეგობართან რადგან ვიყავი აღელვებული და მსურდა ცოტა დამშვიდება. როგორც შემდგომ გავიგე, მამაჩემის სარდაფში ჩასვლის შემდეგ, რომელსაც აქვს ცალკე კარი და იკეტება შიგნიდან, ჩასულა ი-–--, კარზე აუტეხია ბრახუნი და დაუწყია ყვირილი - „გააღე კარი, თორემ ,,ატვიორკით“ მუცელს გამოგფატრავო“. მამაჩემს კარი არ გაუღია, ვინაიდან ძალიან შეშინებია, რომ რეალურად სახრახნისს გაუყრიდა და მოკლავდა. ეუბნებოდა, რომ სახლში ყველაფერს დაამტვრევდა, ეზოში ვაზს აჩეხავდა და ჩაუყრიდა ყველაფერს სარდაფში, რის გამოც ძალიან შეშინებული იყო, რომ ი-–--ს მართლა არ მოეკლა და არ დაემტვრია ან გაენადგურებინა მამაჩემის საკუთრებაში არსებული ქონება, რის გამოც დაურეკია 112-ის ცხელ ხაზზე და უთხოვია პოლიციის დახმარება, სადაც განუცხადებია, რომ შვილი ემუქრებოდა მოკვლით და დროზე მისულიყვნენ. მე მალევე მივედი, იქნებოდა დაახლოებით 02:00 საათი, როდესაც ადგილზე დამხვდა საპატრულო პოლიცია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი ორი შვილი გ-------------ესილი ბ----------ები, დაახლოებით სამი დღეა წასულები არიან დასასვენებლად სურამში. ასევე ჩემი ძმის ცოლი ნ------------ე და მათი მცირეწლოვანი შვილები მერიენი და დალი გ-----------ი, ვინაიდან დალი არის ახალდაბადებული, დაახლოებით ერთი თვის, არიან ნ----ს დედასთან დაახლოებით ერთი თვეა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემს ძმასთან ი-–------------ესთან კონფლიქტური ურთიერთობა მე და მამაჩემს გვაქვს ბოლო სამი წელიწადია, ვინაიდან იგი ამ სამი წლის განმავლობაში სისტემატურად სთხოვდა ფულს, ფულის არ მიცემის შემთხვევაში კი გვემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, სახლის დაწვით, მამაჩემს კი ეშინოდა მისი და აძლევდა ფულს, რათა დროებით მაინც გაჩერებულიყო და დაენებებინა მისთვის თავი, რის გამოც ავიღეთ არაერთი სესხი და დღესაც ვიხდით აღებულ ვალებს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ი-–------------ე არაერთხელ მყავს შემჩნეული, რომ იყო არაადეკვატური და მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე იგი დაკავებული იყო 2019 წლის მარტის თვეში მოსამართლის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის და იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში სამი დღით. ამჟამად კი მას აქვს პირობითი მსჯავრი, კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე მისი მეშინია ძალიან, რომ შეასრულოს თავისი მუქარა და ჯანმრთელობის დაზიანება არ მოგვაყენოს მამაჩემს ან მე. ვინაიდან ის არის ყველაფრის მკადრებელი ფულის გამო, ხოლო როდესაც ნარკოტიკული ნივთიერება აქვს მოხმარებული კი არის საერთოდ არაადეკვატური. მას შემდეგ კი, რაც გახდა ბიოს მომხმარებელი ჩემი და მამაჩემის მიმართ გახდა უფრო აგრესიული, რის გამოც ბოლო სამი წლის განმავლობაში როგორც მახსოვს გამოიცა სამი ან ოთხი შემაკავებელი ორდერი ი-–------------ის მიმართ, რომლითაც ეკრძალებოდა ჩემთან და მამაჩემთან მოახლოვება, ასევე ნებისმიერ სახის შეურაცხყოფის მოყენება ჩვენთვის. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ი-–------------ეს არაერთხელ ჰქონდა მცდელობა მამაჩემისათვის მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ შუაში ხან მე ვუდგებოდი, ხან რომელიმე მეზობელი და არ აძლევდნენ საშუალებას ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მამაჩემისათვის. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბოლო დროს ი-–-- გახდა განსაკუთრებით აგრესიული და ძალიან მეშინია, რომ არ მოკლას მამაჩემი და მეც რამე არ დამმართოს, მისი მუქარები მგონია, რომ რეალურია და თუ პოლიცია არ მიიღებს შესაბამის ზომებს მეშინია, რომ იგი თავის მუქარას განახორციელებს. ასევე დავამატებ, რომ 2019 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, როდესაც ი-–--მ ფანჯრიდან დაგვიძახა, რომ გაზით გაგუდვა არ აგვცდებოდა მე და მამაჩემს, ასევე დაგვემუქრა, რომ დაწვავდა სახლს და სახლში ამოგვწვავდა ორივეს, რაც ასევე რეალურად აღვიქვი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ი-–--მ 2019 წლის 25 ივლისს, 00:30 საათზე მამაჩემის მიერ ორი წლის წინ 5000 (ხუთი ათას) ლარად შეძენილი „სონი-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი დააზიანა ნივთის სროლით და შემდეგ გვესროლა აივნიდან, ტელევიზორი კი ამჟამად გდია ჩვენი სახლის ეზოში, რომელიც შემოღობილი არ არის. კითხვაზე მოგახსენებთ, რომ მე ბოლო ერთი წელია ვარ ფსიქოლოგიური ზეწოლის და სტრესის ქვეშ, სულ ვარ დაძაბული, რომ რაიმე კონფლიქტი არ მოხდეს ჩვენს შორის. კითხვაზე მოგახსენებთ, რომ მე რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია, ასევე თანახმა ვარ ჩამიტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა (ს.ფ. 8-11).

2019 წლის 25 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, გ-------–---------- ქუ-------–- ტ------------------ის საცხოვრებელი სახლი და ეზო, სადაც სახლში შესასვლელი კარების წინ ეზოში გდია მოშაო ფერის ე.წ. ,,პლაზმური“ ტელევიზორი, ,,სონის ფირმის“, რომელიც არის დაზიანებული და დამტვრეული. მისი ეკრანი არის მთლიანად დაზიანებული. ტელევიზორს აქვს ლითონის მოვერცხლისფრო ფერის სადგამი. სახლს ეზოდან ჩასასვლელი აქვს სარდაფში, რომელზეც ტ------------------ემ მიუთითა და აღნიშნა, რომ ამ ადგილას დაემუქრა მისი შვილი 2019 წლის 25 ივლისს სიცოცხლის მოსპობით (ს.ფ. 13-25).

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 ივლისს, 09:24 საათზე, ქ-------–--–-----------–---------ს ქ----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული იქნა ი-–------------ე. ოქმს ხელმოწერით ადასტურებს თავად დაკავებული ი-–------------ეც (ს.ფ 36-41).

2019 წლის 25 ივლისის ნარკოლოგიური შემოწმების №------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ი-–------------ეს დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი (ს.ფ. 48).

2019 წლის 26 ივლისის საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის №------ დასკვნით დასტურდება, რომ ,,SONY”-ის ფირმის ტელევიზორის, მოდელი - KDL-55W807C აღდგენა, მასზე არსებული დაზიანებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია. მისი დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა განისაზღვრა დაზიანებამდე ღირებულებით, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, რაც შეადგენს - 1800 ლარს (ს.ფ. 54-57).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ე------------–--ე შ--–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--------–-–-------------------–------- გამოთხოვილი მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 20 აგვისტოს ი-–------------ის მიერ მამის - ტ------------------ის, მეუღლის - ნ------------ის და დის - ე-–-------------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე ი-–------------ის მიმართ 30 დღის ვადით გაცემული იქნა №------ შემაკავებელი ორდერი;

2018 წლის 11 თებერვალს ი-–------------ის მიერ მამის - ტ------------------ის, მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე ი-–------------ის მიმართ 30 დღის ვადით გაცემული ი----------- შემაკავებელი ორდერი;

2018 წლის 11 დეკემბერს ი-–------------ის მიერ მამის - ტ------------------ის, მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე ი-–------------ის მიმართ 30 დღის ვადით გაცემული იქნა №002947 შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 59-77).

2019 წლის 25 ივლისის №------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ი-–------------ის მიერ მამის - ტ------------------ის და დის - ე-–-------------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე ი-–------------ის მიმართ 30 დღის ვადით გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 79-87).

ბრალდებულმა ი-–------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

დაზარალებულ ე-–-------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული მასალები სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ მტკიცებულებები საკმარისობის და საქმესთან შემხებლობის კუთხით აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები.

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ტ------------------ე არის ი-–------------ის მამა, ხოლო ე-–-------------ე -ი-–------------ის და.

სასამრთლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს სანდოობასთან დაკავშირებით.

სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის, როგორც დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ანუ იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში მას არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მსხვერპლის შიშის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმით, კერძოდ, მხედველობაში იღებს დამმუქრებლის პიროვნებას (ი-–------------ე წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისთვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის; ე-–-------------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, როდესაც ი-–------------ე იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იგი იყო აგრესიული და არაადეკვატური, ხოლო ნარკოტიკული შემოწმების დასკვნით დადასტურდა, რომ 2019 წლის 25 ივლისს ი-–------------ეს დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი), ურთიერთამოკიდებულებას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის (ი-–------------ე თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად ძალადობდა ფსიქოლოგიურად ტ------------------ის მიმართ, რასაც ადასტურებს მის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერები) და მუქარის გამოხატვის ხერხს (კონფლიქტის პირობებში, რა დროსაც ი-–------------ემ ფანჯრიდან გადმოაგდო ი-–------------ის კუთვნილი ტელევიზორი).

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ ი-–------------ის მიერ ტ------------------ისა და ე-–-------------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს. დაზარალებულ ე-–-------------ის გამოკითხვის ოქმით ცალსახად დასტურდება, რომ ი-–------------ე მას და ტ------------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ სახლში გააჩენდა ხანძარს და დაწვავდა ორივეს ან გაზის აირის გაშვების შედეგად გაგუდავდა მათ, ასევე ტ------------------ეს სახრახნისის გამოყენებით გამოფატრავდა მუცელს. ასევე შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული მეზობელი თ------------მ სასამართლოს დაუდასტურა, რომ მან ნახა ეზოში სკამზე მჯომი ტ------------------ე, რომელიც პოლიციას ეუბნებიდა, რომ ი-–------------ე მას და მის შვილს - ე-–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც იგი იყო განერვიულებული და შეშინებული. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურეს შემთხვევის ადგილას მყისიერად გამოცხადებულმა გამომძიებლებმა შ-------------–---–მა და ი-------------–--ლმა, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანს (და არა ძალიან მშიშარას, ან პირიქით ძალიან გულადს) გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

რაც შეეხება ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - დაზარალებულ ე-–-------------ის გამოკითხვის ოქმით და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, გ-------–------------------------------ში ი-–------------ემ განზრახ დააზიანა მამის - ტ------------------ის კუთვნილი ,,სონის“ ფირმის ტელევიზორი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1800 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ყოველგვარი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. დანაშაულებრივი ხელყოფის საგანი შეიძლება იყოს უძრავი ქონებაც. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია (ე.ი. დაზარალებულს მიადგა 150 ლარზე მეტი ზარალი). დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაული მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გარდა დაზარალებულ ე-–-------------ის გამოკითხვის ოქმისა, ასევე გამომძიებლების - შ-------------–---–ის და ი-------------–--ლის ჩვენებებიც ვერ იქნება განხილული ირიბი ხასიათის მტკიცებულებად, რადგან ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ ისინი მყისიერად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილას, სადაც დაზარალებულები მათგან ითხოვდნენ შემაკავებელი ორდერის გაცემას და დახმარებას ი-–------------ის მიერ მათზე განხორციელებული მუქარისა და ტელევიზორის დაზიანების გამო. აგრეთვე სასამართლო პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებად განიხილავს მოწმე თ------------ს ჩვენებას (რომელმაც ეზოში ნახა სკამზე მჯდომარე ტ------------------ე თუ როგორ უყვებოდა პოლიციელებს მუქარისა და ტელევიზორის დაზიანების ფაქტზე, რა დროსაც იგი იყო აღელვებული და შეუძლოდ) და მოწმე თ-------–---–ის ჩვენებას (რომელმაც შემთხვევის დღეს უშუალოდ ე-–-------------ისგან შეიტყო, რომ ტ------------------ემ და ი-–------------ემ ერთმანეთში იკამათეს და როდესაც ე-–--- და ტ------------------ეები ეზოში იმყოფებოდნენ, გაბრაზებულმა ი-–------------ემ ეზოში გადმოაგდო ტ------------------ის კუთვნილი ტელევიზორი. მან შემთხვევის დღეს გ-----------ის სახლთან ნახა პატრულის მანქანა, რის გამოც ჩავიდა მათთან. ამ დროს ეზოში იმყოფებოდა ტ------------------ე, რომელიც პოლიციელებს ესაუბრებოდა მომხდარის შესახებ და თავს შეუძლოდ გრძნობდა).

2019 წლის 25 ივლისს ტ-------- და ე-–-------------ეზე განხორციელებული მუქარისა და ტ------------------ის კუთვნილი ტელევიზორის დაზიანების ფაქტები, სასამართლომ უტყუარად დაადგინა ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სადაც დაზარალებული ტ------------------ე პირდაპირ უთითებს სად და როგორ დაემუქრა მათ ი-–------------ე და როგორ დააზიანა ბრალდებულმა მისი კუთვნილი ტელევიზორი, ასევე საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ტ------------------ის მიერ მითითებულ ინფორმაციასთან და უტყუარად ადგენს, რომ ტელევიზორი ბრალდებულის მიერ ფანჯრიდან გადმოგდების შედეგად დაზიანდა და მისი აღდგენა, მასზე არსებული დაზიანებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაზარალებულის მიერ მითითებული ინფორმაციის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულს, რომელიც იმავდროულად იყო ბრალდებულის მამა და ითვლებოდა მის ახლო ნათესავად, ჰქონდა უფლება სასამართლოში არ მიეცა ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, თუმცა დაზარალებულის მიერ ამ უფლებით სარგებლობა, ხელს ვერ შეუშლის, მის მიერ საგამოძიებო მოქმედების ოქმში მითითებული ინფორმაციის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენებას, ვინაიდან თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიით სარგებლობს მხოლოდ ბრალდებული და არა პროცესის ნებისმიერი სხვა მონაწილე, მაგალითად - დაზარალებული.

ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ ი-–------------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

ი-–------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს იგი არის ნასამართლევი და მან ბრალად შერაცხული ქმედებები ჩაიდინა ოჯახის წევრთა მიმართ, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ბრალდებულის მიერ ქმედება ჩადენილი იქნა პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ნებელობა ყველაზე მაღალია. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც პირს ამოძრავებს დანაშაულის ჩადენის პირდაპირი განზრახვა და მას სრულად აქვს გაცნობიერებული მისი უარყოფითი შედეგები), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ბრალდებულმა მუქარა განახორციელა ორი პირის მიმართ), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (იგი არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები) და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ ი-–------------ე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ი-–------------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს მას ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულთა უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ი-–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-–------------ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ი-–------------ეს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ი-–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ი-–------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 ივლისიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი