განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2019
საქმის ნომერი
010100119002873877
ინსტანცია
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002873877

საქმე №1/ბ-376-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ს------ ს---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, თ--------------------–--ის მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თ--------------------–--ის ქალაქ რ----ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ------–-----------–----–----------------–----–-----ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენით:

 

ს------ ს---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------ ს---–ს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ს------ ს---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 25 იანვრამდე.

 

ს------ ს---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს _ გ--–- ნ----------–ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულ ს------ ს---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ს------ ს---–ს დაევალა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს------ ს---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ივნისის თვეში, ქ------–-----------–----–----------------–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს------ ს---–მა, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავის მეუღლეს, მ--------- შ----ეს თმების მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მ--------- შ----ის არასრულწლოვანი შვილი ლ-------–--ე.

 

2019 წლის 23 იანვარს, დღის საათებში, ქ------–-------------–----–------------------–----–-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს------ ს---–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სკამის სახის არეში და ხელზე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს _ მ--------- შ----ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ს------ ს---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედებების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ის, რომ მას ბრალი ედებოდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებული აგრესიული ძალადობრივი ქმედების ჩადენაში, მათ შორის, სკამის გამოყენებით და მიუხედავად ამისა, ს------ ს---–ს დაუნიშნა ისეთი ზომის სასჯელი, რითაც მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, რადგან წარმოადგენს ზედმეტად მსუბუქ სასჯელს, რომელიც შესაბამისობაში არ არის ჩადენილ დანაშაულთან და მსჯავრდებულის პიროვნებასთან.

 

მსჯავრდებულმა ს------ ს---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ მ--------- შ----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ლ-------–--ის, ნ-------–--ის და მ------ კ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ს------ ს---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა ს------ ს---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნებას, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს და მიაჩნია, რომ ს------ ს---–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ასევე მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (რაც შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი დანაშაულისათვის დანიშნულმა პირობითმა სასჯელმა) არ არის სამართლიანი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, რის გამოც უნდა გამკაცრდეს და შეიცვალოს თავისუფლების აღკვეთით, კერძოდ:

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ს------ ს---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოირჩევა აგრესიულობით, სისტემატური ხასიათით და ყოველთვის მიმართულია მისი მეუღლის _ მ--------- შ----ის მიმართ.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების: ს------ ს---–ის მეუღლის _ მ--------- შ----ის (დაზარალებული) და ამ უკანასკნელის შვილების _ ნ-------–--ისა და არასრულწლოვან ლ-------–--ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის ივნისის თვეში ჩადენილი ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ არ ყოფილა პირველი შემთხვევა და ს------ ს---–ი მანამდეც, დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში ძალადობდა მეუღლეზე, რომელსაც აყენებდა როგორც ფიზიკურ, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც არაერთხელ შესწრებიან მ--------- შ----ის შვილები _ ნ--- და ლ-------–--ეები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ს---–ი აშკარად მიდრეკილია მეუღლის მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ იქნება დამაფიქრებელი მისთვის და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, რის გამოც იგი უნდა გამკაცრდეს და ს------ ს---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით. ამასთან, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ ს------ ს---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა ჩადენილი ქმედება და შეურიგდა დაზარალებულს, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, 02 წლისა და 06 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ს------ ს---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის წესი და მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს იმავე კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.ს------ ს---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------ ს---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ს------ ს---–ს, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 25 იანვრამდე.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ს------ ს---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს _ გ--–- ნ----------–ს.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ს------ ს---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ს------ ს---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/