1. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და ამ მიზნით ეფექტიანი კოლექტიური ზომების მიღება მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად; აგრესიის აქტების ან მშვიდობის სხვა დარღვევების აღსაკვეთად და სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, საერთაშორისო დავების ან მშვიდობის შესაძლო დამრღვევი სიტუაციების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარება ან გადაწყვეტა;
2. ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პატივისცემის საფუძველზე, და სხვა შესაბამისი ზომების მიღება საყოველთაო მშვიდობის განსამტკიცებლად;
3. საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან ჰუმანიტარული ხასიათის საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად და ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის ხელშესაწყობად და წასახალისებლად ყველასთვის, რასის, სქესის, ენის ან რელიგიის განურჩევლად, და
4. იყოს ერების მოქმედებათა ჰარმონიზაციის ცენტრი ამ საერთო მიზნების მისაღწევა