განსაკუთრებულ შემთხვევებში ევროპის ქვეყანა, რომელიც მიიჩნევა მე-3 მუხლის დებულებების შესრულების უნარის მქონედ და მსურველად, მინისტრთა კომიტეტმა შეიძლება მიიწვიოს ევროპის საბჭოს ასოცირებულ წევრად გახდომის მიზნით. ნებისმიერი, ამგვარად მიწვეული სახელმწიფო, ხდება ასოცირებული წევრი, გენერალური მდივნისათვის აღნიშნული წესდების მიღების შესახებ სიგელის დეპონირების მომენტიდან. ასოცირებული წევრი უფლებამოსილია წარმოდგენილ იქნას მხოლოდ საკონსულტაციო ასამბლეაზე.
b.
წესდებაში ტერმინი „წევრი“ მოიცავს ასოცირებულ წევრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამოყენებულია მინისტრთა კომიტეტში წარმომადგენლობასთან დაკავშირები